საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას გამოკითხვაზე იბარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დაიბარეს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარია დაბარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით. გახარიას გამოკითხვა 14 აპრილს არის დაგეგმილი.

მეტი...

ტრამპმა რუსეთის საზიანო აქტივობებთან დაკავშირებით ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთის საზიანო აქტივობებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.  კერძოდ, საუბარია ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს აღმასრულებელ ბრძანება 14024-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც რუსულ საზიანო საგარეო აქტივობებს უკავშირდება. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საზიანო აქტივებში იგულისხმება რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში; მავნე კიბერ აქტივობები; უცხოურ მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლებად ტრანსნაციონალური კორუფციისთვის ხელის შეწყობა და გამოყენება; რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს მიღმა დისიდენტების ან ჟურნალისტების სამიზნეში ამოსაღებად აქტივობები; შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა;…

მეტი...

“მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თეა წულუკიანის მიერ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას ეხმაურება. მისი თქმით, მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. „მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს – რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ? რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“- აცხადებს სააკაშვილი.

მეტი...

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინაში ხანძარი იყო

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მაშველებმა ის უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე

აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაშია ნათქვამი. ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.

მეტი...

“ომის შემდეგ უკრაინა შეიძლება, დაიყოს რამდენიმე ზონად”- ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინა შეიძლება, დაიყოს რამდენიმე პასუხისმგებლობის ზონად, ბერლინის მსგავსად. „შეიძლება, გაკეთდეს რაღაც იმის მსგავსი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინთან მოხდა, როდესაც იყო რუსული, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ზონა“ – განაცხადა კიტ კელოგმა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ აშშ-ი არ გაგზავნის უკრაინაში სახმელეთო ჯარებს.

მეტი...

“უფრო შორს უნდა წავიდეთ, სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ”- ჯეიმს მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ, ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი “ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის” წინააღმდეგ უნდა დააწესონ. „მიმდინარე კვირაში, ევროპის საბჭოში, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების მხარდასაჭერად, მკაცრი სანქციების დაწესების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ვისაუბრე. ამიტომ, ამის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“ – წერს ჯეიმს მაკკლირი.

მეტი...

„არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება“- კობახიძე

“ჩვენთვის  საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით,  ეს იქნება „ქართული ოცნების“ მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. „არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის  საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო“ –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

“რომ არა დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა არ იქნებოდა მსხვერპლი, ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა”- პრემიერი

“როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა. მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც შემდეგ თავადვე აღიარეს. „რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც თეა…

მეტი...

“ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის”- კობახიძე

“ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით. „ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. გვაქვს სირთულეები ძირითადად, ორი მიმართულებით, ერთი ეს არის PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. „საქართველო“, საქართველო“ – ისმის შეძახილები. მოქალაქეების უკმაყოფილებმა თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას მოჰყვა. „ანწუხელიძე უკვდავია“- ამბობენ შეკრებილები.

მეტი...

„ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სააკაშვილმა ბრძანება გასცა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ“- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში სააკაშვილმა გონება დაკარგა და ბრძანება გასცა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ. “ნათქვამი იყო, რომ არცერთ ქვეყანას, არცერთ ქვეყანათა ჯგუფს, არცერთ ორგანიზაციას ევროატლანტიკურ, ეუთო-ს სივრცეში არ შეუძლია დომინირების პრეტენზია ჰქონდეს. ნატო სწორედ ამას აკეთებდა. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, არჩეულ იქნა პრეზიდენტად, მან არაერთხელ გააფრთხილა ამ კურსის ძალიან სახიფათო ბუნების შესახებ. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ბავშვურია, რადგან სააკაშვილმა მართლა დაკარგა გონება ბუქარესტის შემდეგ რამდენიმე თვეში, როდესაც ბრძანება გასცა რუსი სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ და თავად დაარღვია ეუთო-ს…

მეტი...

“ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე ვერ გაათხოვეს”- მეუფე იაკობი

„დღეს აქტუალურია, ქვეყანას გვართმევენ. იმას რომ ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე რომ ვერ გაათხოვეს“- – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „უცხოეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რითაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა უნდა“. „ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, ვიღაცები დაიწყებენ, ამბიონიდან ამის თქმა არ შეიძლებაო, დღეს აქტუალურია, ქვეყანას გვართმევენ. იმას რომ ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე რომ ვერ გაათხოვეს, რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ, ეს ძალა როგორ გაიმარჯვებდა ჩვენთან. ჩვენ რომ რამე ვთქვათ, ჰომოფობები გამოვდივართ, იმათმა რომ გვლანძღონ, მოგვკლან, დაგვწვან, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს საკენკი…

მეტი...

“ვისი სისხლი გინდა, მოისვენე რა”- მეუფე სალომე ზურაბიშვილს

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ეპისკოპოსის თქმით, უცხოეთი ცდილობს საქრათველოში დაძაბულობის შექმნას. “უცხოეთი წარამარა რაღაცებს იღებს, რაღაც განცხადებებს აკეთებს ჩვენი მისამართით, სიტუაცია რომ დაძაბოს და ერთმანეთს დაგვაჯახოს, ჩვენ ხომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ?! ერთი საქართველო გვაქვს, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, არათუ ვისწავლოთ, ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, ასე არ შეიძლება, ერთმანეთის მტრობით შორს ვერ წავალთ. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, თქვენი შვილებისთვის რომ არ დაეძახათ და არ მიეყვანათ იქ, მერე მიატოვეს, დღეს რომ ციხეში არიან, იმათ მოსთხოვეთ პასუხი, სალომეს მოსთხოვეთ, ყოფილ პრეზიდენტს. მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ…

მეტი...

“არის შეცდომა და მობოდიშებას მოითხოვს“- იაგო ხვიჩია წულუკიანის განცხადებას აფასებს

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადების შეფასა და აღნიშნა, რომ ის არასწორი იყო. იაგო ხვიჩიას თქმით, „ასეთი განცხადება, თუ განზრახ არ არის ნათქვამი, არის შეცდომა და მობოდიშებას მოითხოვს“. „არასწორი განცხადება იყო, ის თავისი შინაარსით გამორიცხავს თავგანწირვის მნიშვნელობას და აღიარებას. მის განცხადებას მგონი ზუსტად არ აქვს ნათელი წარმოდგენა იმის, რომ თავგანწირვაც ადამიანის უფლებაა, თითქოს ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლის გაწირვის უგულებელყოფა ხდება, როდესაც ამბობ, რომ ვიღაც თავისი პოლიტიკური პიარისთვის გამოიყენა და ასე შემდეგ, თითქოს გმირს არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ის ვიღაცამ გაწირა. ასეთი განცხადება,…

მეტი...

თბილისში ერთ-ერთი კაფეს სახურავი ჩაინგრა და იატაკიც ჩაიტანა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში  კაფე “ლინვილის” სახურავი ჩაინგრა და იატაკიც ჩაიტანა. შემთხვევის დროს ადგილზე პერსონალიც და სტუმრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორია მთლიანად აქვთ შემოსაზღვრული წითელი ლენტებით. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

მეტი...

“ანწუხელიძე უკვდავია” – პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

“ანწუხელიძე უკვდავია” – მოქალქეები აქციისთვის ემზადებიან. ისინი ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას აპროტესტებენ. “ამას ქართველობა არ ქვია, ამას ჰქვია რუსობა” – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი აქტივისტი.  

მეტი...

ვანში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ვანის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  მოსახლეობა  მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – მშენებლობას აპროტესტებეს. მათ თბილისიდან სამოქალაქოო აქტივისტები და გარემოს დამცველები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.

მეტი...

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას”- სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას.  მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება. „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხება. ეს ეხება ჩვენს წვლილს. უკრაინას ახლა ჰყავს 100 ბრიგადა, რომლებსაც გააჩნიათ ყოველდღიურად ბრძოლის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს იქნება რეალური, ნამდვილი კონტრიბუცია სამომავლო ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, ყველაზე იაფი კონტრიბუცია“- განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მეტი...

„საზოგადოებრივი მაუწყებლი“ ორმა თანამშრომელმა დატოვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, „პირველი არხი“ ორმა თანამშრომელმა – თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია კახიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც თეა კახიანი წერს, ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს ადგილის პოვნა გაუჭირდეს. „გუშინ „პირველი არხის“ სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.  

მეტი...

„უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ”- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ  უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. „უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით“ – წერს ვიქტორ ორბანი.

მეტი...

“კარგი გული, კარგი სული”- ტრამპმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა. ტრამპმა აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტიც ჩააბარა და ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა. „ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კარგი სული და მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე. ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.  

მეტი...

რა უნდა იცოდეთ, თუ აღდგომას სასაფლაოზე გასვლას გეგმავთ?!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სასულიერო პირები ამბობენ, რომ გლოვით არ მივიდეთ. აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს. თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.

მეტი...

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

ქართველი მსახიობის კოტე ტოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. თოლორდავას ნა­თა­მა­შე­ბი აქვს რო­ლე­ბი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და მო­ზარ­და­მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რებ­ში, ასე­ვე “თე­ატრ ათო­ნელ­ზე”. რაც შე­ე­ხე­ბა კინო რო­ლებს, მა­ყუ­რე­ბე­ლი მას ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის, “ჩემი ცოლი და­ქა­ლე­ბის” გარ­და, იც­ნობს ფილ­მე­ბი­დან “გამ­ვლე­ლი ენი” და “ჟან­გის კაცი”.

მეტი...

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

12 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ლაზარეს შაბათი მოძრავ დღესასწაულებს შორისაა და ბზობის წინა დღეს აღინიშნება. ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. მაცხოვარი მივიდა ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე. აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის…

მეტი...

ათენში, რკინიგზის სადგურის ოფისთან, აფეთქება მოხდა

ათენში, რკინიგზის სადგურის ოფისთან, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას საბერძნეთის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. აფეთქებამდე ევაკუაცია მოხდა ადამიანების, ახლომდებარე სასტუმროდან და გარშემო ტერიტორიიდან. პასუხისმგებელი პირი უცნობია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ირაკლი კობახიძე უნგრეთის ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. “საუბრისას  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა

მეტი...

„ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას”- ჯეფრი საქსი

ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს. „ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, შიდა საქმეები იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან, თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე – მჯერა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია,…

მეტი...

“ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4”- გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. “13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისა და იძულების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, უკრაინის მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. – ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების…

მეტი...

კანაფის კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალქე დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების ნაწილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებას აპროტესტებს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაიამ ბორდის წევრებთან ერთად ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის გათავისუფლებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და  საპასუხოდ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. “მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მიკერძოებული, უსამართლო, არაპროფესიონალური. ეს არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნორმალურ პირობებში, პირიქით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომლებიც ასე გაწირა და უნამუსოდ მოექცა. პირადად მე, როგორც ბოდრის წევრი, ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ იმ ადამიანებმა, კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა, ვინც ე.წ. მოკვლევა…

მეტი...

“უკრაინა არასოდეს დათანხმდება, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს”- კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგმა განუცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს. ამ განცხადებით კელოგმა უპასუხა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის პოზიციას, რომლის მოსაზრებითაც, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა ისეთი სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომლითაც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე საკუთრების უფლება მიენიჭება. მედიის ცნობით, ტრამპთან შეხვედრაზე კელოგი შეეწინააღმდეგა უიტკოფს და განაცხადა რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები ზოგიერთ პირობაზე, მაგრამ არასოდეს დათანხმდება მოსკოვისთვის ოთხ ოლქზე კონტროლის სრულად გადაცემას.

მეტი...

“ტრამპი რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია”- თეთრი სახლი

დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. „პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ“, – განაცხადა ლევიტმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.  

მეტი...

“ქვეყნის ღალატის ტოლფასი”- ზურაბიშვილი წულუკიანის განცახდებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, აგვისტოს ომის გმირ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით. „ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ“- წერს სალომე ზურაბიშვილი. “რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?!”- თეა წულუკიანი

მეტი...

“როგორც ჰიტლერი ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში”- წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომიისის მუშაობა ერთი თვით გაგრძელდება. წულუკიანი ამბობს, რომ როგორც ჰიტლერი ვერ ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში. „როგორც ჰიტლერი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში. მან რაც არ უნდა შექმნას მომავალში „ვივამედში“ პარტია „ვივამედი“ ან პარტია „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის პატიმრები ძლიერი საქართველოსთვის“, „გირჩი 3“ თუ „გირჩი 4“, რასაც დაირქმევენ, სულერთია, რაც არ უნდა იყოს პარტიის სახელწოდება, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ საქართველოში პოლიტიკის კეთების უფლება, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში“,…

მეტი...