The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიის აღების გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო, რომელსაც საფუძვლად კუნძულის არა ძალადობრივი დაპყრობა, არამედ საზოგადოებრივ აზრთან მუშაობა დევს. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა რესპონდენტმა განუცხადა, გრენლანდიის აღების გეგმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე სხდომაზე განიხილებოდა. რამდენიმე დეპარტამენტს კონკრეტული ინსტრუქციების გატარება უკვე დაევალა. გეგმის თანახმად, აშშ-მა უნდა შეეცადოს და გადაარწმუნოს კუნძულის 57-ათასიანი მოსახლეობა იმაში, რომ „მათ ამერიკასთან მიერთების შესახებ თხოვნა უნდა წამოაყენონ“. ტრამპის ადმინისტრაცია აგრეთვე გრენლანდიელებისთვის ფინანსური სტიმულების შესაძლებლობას განიხილავს, მაგალითად, წელიწადში თითოეული მოქალაქისთვის 10 ათასი დოლარის გამოყოფა, მაშინ, როცა დანიის მთავრობა წელიწადში მთლიან კუნძულს…
მეტი...დღე: აპრილი 11, 2025
როდის იწყება და როგორ უნდა გაატაროთ ვნების კვირა – ნახეთ, დეტალები
დიდი მარხვის ვნების კვირა ახლოვდება. ამის შემდეგ, აღდგომის დღესასწაული გველოდება. 20 აპრილს ქრისტეს აღდგომის პარალელურად, დიდი მარხვა დასრულდება – საბოლოოდ, უცხიმო მშრალი საკვებიდან ნორმალურ დიეტაზე გადასვლა იქნება შესაძლებელი. ეს განსაკუთრებული დროა ყველა მორწმუნესთვის. საეკლესიო კალენდარში მაქსიმალურად ვუახლოვდებით სახარების მთავარ მოვლენას – იესო ქრისტეს ჯვარცმას. როდის დაიწყება ვნების კვირა ვნების კვირა იწყება ბზობის შემდეგ, 2025 წლის 13 აპრილს და მთავრდება 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე. ეს არის ბოლო კვირა დიდი დღესასწაულის წინ. ეს არის წლის მთავარი მართლმადიდებლური დღესასწაულის თავისებურებები. როგორ გავატაროთ ვნების კვირა სწორად ვნების კვირა საჭიროა აღდგომის დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, ქრისტიანობის სულისკვეთებით…
მეტი...ტრამპმა შეაქო ილონ მასკი გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მას მასკი არ სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მას მასკი არ სჭირდება. „ილონმა ფანტასტიური სამუშაო შეასრულა. ის აქ ზის. მე საერთოდ არ მჭირდება ილონი, გარდა იმისა, რომ ის მომწონს. მაგრამ გეუბნებით: ამ ბიჭმა ფანტასტიური სამუშაო შეასრულა“, – განაცხადა ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრაზე.
მეტი...,,ახლა საჭიროა რუსეთზე ზეწოლის ტაქტიკა ტერორისა და ომის დასასრულებლად” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა საჭიროა რუსეთზე ზეწოლის ტაქტიკა ტერორისა და ომის დასასრულებლად. „რუსეთი აშკარად უგულებელყოფს დიპლომატიას და მსოფლიოსთან კონტაქტებს იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს და არა ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე ახალი დარტყმები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ შეთავაზება თითქმის ერთი თვის წინ გაკეთდა. ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ამზადებს სანქციების პაკეტს რუსეთისთვის.
მეტი...,,გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად” -პრემიერი
,,გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს. „დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშიდობიანობისა და ომიანობის პერიოდები. დილომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც ვადარებთ მსოფლიოში მოვლანათა განვითარების ამ ორ ეტაპს. ამჟამად გვიწევს ომის…
მეტი...ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ასმათის რეგიონში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. ქვეყნის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 35 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მედიის ცნობით, მნიშვნელოვანი ზიანის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...„არსებობს მომენტები, როცა სიტყვა უძლურია, შაბათს დაირეკება გაბმული ზარი“ – სკოლა 13 წლის დათუნას ემშვიდობება
ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაღუპული 13 წლის დათუნა დუმბაძის შესახებ სკოლა ინფორმაციას ავრცელებს. „არსებობს მომენტები, როცა სიტყვა უძლურია… როცა გტკივა და საშველს ვერ პოულობ… ჩვენი კედლები ახლა ამ განცდითაა გაჟღენთილი… „ევრო 2000“ ჭირისუფალია და პატივს მიაგებს პატარა დათუნას ხსოვნას. 10 აპრილს სკოლაში არ დაირეკება ზარი; 11 და 12 აპრილს სკოლის ფოიეში გახსნილი იქნება მოგონებების წიგნი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაწეროს მოგონებები; შაბათს, 12 აპრილს, 12 საათზე დაირეკება გაბმული ზარი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, შემთხვევა 8 აპრილს მოხდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი…
მეტი...,,რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს” – კაია კალასი
,,უკვე ოთხი კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა და ვფიქრობ, რომ ეს ყველა იმ ადამიანის სანდოობის საკითხია, ვინც თქვა, რომ მკვლელობების შეჩერება გვჭირდება“, – აღნიშნა კალასმა. ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა.
მეტი...თბილისის ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს
თბილისის ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს. საუბარია მე-17, 38-ე, 28-ე და პირველი საჯარო ბაღების დირექტორებზე. ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, მონიტორინგის შედეგად აღნიშნულ ბაღებში ,,მძიმე დარღვევები” გამოვლინდა, რაზეც პასუხისმგებლობა დირექტორებს ეკისრებათ. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი.
მეტი...,,რუსეთმა აშშ-ს „აეროფლოტის“ სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა” – ლავროვი
,,რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ „აეროფლოტი“ სანქციებიდან ამოიღონ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. პირდაპირი რეისების აღდგენა „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი უნდა იყოს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ გამოიწვევს, არამედ უნდა იყოს „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი. ასეთი წინადადება ერ-რიადში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამართულ შეხვედრამდე გავაკეთეთ. ამერიკელებმა ეს მიიღეს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე საპასუხო ნაბიჯი“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა „აეროფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.…
მეტი...,,რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით სამშვიდობო ხედვა გვაქვს” – პრემიერი
,,საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მეზობელი ქვეყანა აფასებს საქართველოს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. „ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო ხედვა ჩვენი ურთიერთობის…
მეტი...თბილისში, ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა
თბილისში, ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა. „თბილისში, „ყველაფრის მცოდნე“ ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, სისტემაში წყალი შეუშვა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა. ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს“, – წერს „თბილისი ენერჯი“ სოციალურ ქსელში.
მეტი...$150 000-ის გამოძალვისა და იძულების საქმეებზე პროკურატურამ სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახეს და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მას მუქარით თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამავე მიზნით, ბრალდებულები დაზარალებულს მეგობარი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გავრცელებით ემუქრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 5 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით…
მეტი...,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო” – პრემიერი
,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ,,პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარი არის მშვიდობა. „რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს…
მეტი...,,ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 90 დღით შეაჩეროს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, მხოლოდ მყიფე პაუზაა. „ამერიკული ტარიფების 90 დღით ნაწილობრივი შეჩერება სიგნალს აგზავნის და მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს. თუმცა, ეს პაუზა მყიფეა. მყიფეა, რადგან ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები და ყველა სხვა პროდუქტზე 10%-იანი ტარიფები კვლავ ძალაშია. ეს 52 მილიარდ ევროს წარმოადგენს ევროკავშირისთვის! მყიფეა, რადგან ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს ჩვენი ყველა ბიზნესისთვის, ატლანტიკის ორივე მხარეს და მის მიღმაც“, – დაწერა მაკრონმა X-ზე. ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ…
მეტი...პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაჭრილები მოინახულა
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. The Telegraph-ის ცნობით, სასექსის ჰერცოგი ლვოვში იმ კლინიკას ესტუმრა, სადაც დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ. ასევე, BBC-ი წერს, რომ პრინცმა ჰარიმ, რომელიც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, 2014 წელს დააარსა Invictus Games-ი, რათა დაჭრილ ვეტერანებს სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. კლინიკაში ვიზიტის მიზანი ქვეყნისთვის მიწოდებული დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისების დათვალიერება იყო.
მეტი...დღეიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანტალიაში ვიზიტი იწყება
დღეიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იწყება ანტალიაში. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ანტალიის ფორუმში, რომლის წლევანდელი თემა არის ,,დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში”. პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და იმსჯელებენ კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე. პრემიერ-მინისტრი ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობს.
მეტი...დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
აშშ-ში, ორეგანოს შტატში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. უცხოური მედიის ცნობით, ბავშვები 2, 5 და 7 წლისები იყვნენ. ჯერჯერობით პოლიციას არ უთქვამს რა იყო გარდაცვალების მიზეზი. არ სახელდება გარდაცვლილთა ვინაობაც. პოლიციას მათი გარდაცვალების შესახებ მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც სახლში დაბრუნდა და ცხედრები იპოვა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მეტი...პედოფილიის და გარყვნილი ქმედების საქმეზე დუშეთში 45 წლის კაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის კაცი დააკავეს. ,,2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული…
მეტი...,,კანაფის” სათბურები ლაგოდეხში – დაკავებულია 3 ადამიანი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან – 1995 წელს დაბადებული მ.ი. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ზ. და 1978 წელს დაბადებული ფ.ნ. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე ,,კანაფი” ამოიღეს,” – წერია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის…
მეტი...,,რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დევს – ცეცხლის შეწყვეტა” – სახდეპის პრესსპიკერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თემი ბრიუსის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც აშშ-მა რუსეთთან შეიძლება განიხილოს მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტაა. ,,ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ამაში პრეზიდენტი ტრამპია ჩართული. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რა თქმა უნდა, მდივანი რუბიოს ხელმძღვანელობით. ჩვენი ხელმძღვანელობის ყველა წევრმა, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ, ნათლად განაცხადეს, თუ რა დევს სასწორზე, როდესაც საქმე ეხება ამ სიტუაციის დასრულებას. ეს არის დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით არ მოგვარდება. ეს ხორცსაკეპი მანქანაა. სხვა არაფრის განხილვაა შესაძლებელი შედეგთან დაკავშირებით, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ რუსეთთან…
მეტი...,,რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო” – შალვა პაპუაშვილი
,,მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა, მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი. რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს. „მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა. მარჯვენა ვიდეოში…
მეტი...დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო იმერეთში
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). „სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში”, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
მეტი...80 აზერბაიჯანელი სამხედრო, მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს, მოსკოვში გამართულ გამარჯვების დღის აღლუმში
რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანის ელჩის, რახმან მუსტაფაევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის 80 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს, მოსკოვში გამართულ გამარჯვების დღის აღლუმში. მისი თქმით, სამხედრო დელეგაცია უკვე ემზადება და მალე ჩავა მოსკოვში, სადაც დაგეგმილ რეპეტიციებში ჩაერთვება. ცნობისთვის, რუსეთის დედაქალაქში ყოველწლიური აღლუმი მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას ეძღვნება და მასში სხვადასხვა მოკავშირე და პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედროები იღებენ მონაწილეობას.
მეტი...ბრიტანეთმა და ნორვეგიამ უკრაინისთვის £450-მილიონიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადეს
,,რამშტეინის” ფორმატში უკრაინის მოკავშირეების მორიგი შეხვედრის წინ ბრიტანეთმა, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 450 მილიონ ფუნტს, (დაახლოებით 585 მილიონი დოლარს) შეადგენს. ეს თანხა, მოხმარდება ასიათასობით დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისა და რადარების წარმოებას, ხოლო 160 მილიონი განკუთვნილია იმ ტექნიკის შეკეთებასა და მოვლაზე, რომელიც ბრიტანეთმა უკვე გადასცა უკრაინას. ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ,,მსურველთა კოალიციის” შეხვედრა, პარასკევს კი უკრაინის მოკავშირეების მორიგი შეხვედრა ამავა ქალაქში 50 ქვეყნის მონაწილეობით ,,რამშტეინის” ფორმატში გაიმართება. როგორც BBC წერს, მას შემდეგ, რაც ,,რამშტეინი” ამერიკელებმა დატოვეს, შეხვედრას ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ჯონ ჰილი და ბორის…
მეტი...პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დოდო და გიორგი აფრასიძეებს, ასევე სოსო რობაქიძეს მოუსმენენ
დღეს, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მორიგ სხდომას გამართავს. საგამოძიებო კომისიის წევრები მოუსმენენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებას 2003–2012 წლებში. განიხილავენ შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესებს 2012–2024 წლებში. ასევე, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამირან (ბუტა) რობაქიძის, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებს მოისმენს. სხდომაზე მიწვეულნი არიან დოდო და გიორგი აფრასიძეები, ასევე სოსო რობაქიძე. კომისიის მიერ მიწვეულნი არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში წარდგენას არ აპირებენ.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები
რუსთავში, კლდიაშვილისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
მეტი...საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
11 აპრილს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +13, +18°; მთაში დღისით +10, +15°; მაღალმთაში დღისით +5, +10°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +10, +15°; დღისით +9, +14°; მაღალმთაში დღისით +5, +10°.
მეტი...აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას კომპანია Siemens-ის ხელმძღვანელი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი ემსხვერპლა
ნიუ-იორკთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ბავშვი და 3 ზრდასრული ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი და ერთი ოჯახის 5 წევრი. შემთხვევას ემსხვერპლა კომპანია Siemens-ის ესპანეთის აღმასრულებელი დირექტორი, მისი მეუღლე და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი, 4, 5 და 11 წლის ბავშვები. ოფიციალური წყაროების თანახმად, საჰაერო ტრანსპორტი ესპანელი ტურისტების ოჯახს ეკუთვნოდა. ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება. (VIDEO) ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
მეტი...(VIDEO) ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ბავშვი და 3 ზრდასრული ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, მგზავრები ესპანეთიდან ჩასული ტურისტები, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მეტი...