აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. გავრცელებულ ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს. „ელჩი ბრინკი თანამდებობიდან გადადგება. ის იქ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა, ეს დიდი დროა ომის ზონაში” – აცხადებენ სახდეპში. მედიის ინფორმაციით, ბრინკს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ წარუდგენია, თუმცა თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩად 2022 წლის მაისში დაინიშნა.
მეტი...დღე: აპრილი 10, 2025
„მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ, ვფიქრობ, ჭკვიანურად მოიქცნენ“- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა. ევროკავშირზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორი საპასუხო ზომები მიიღო ტრამპმა ჩინეთის მიმართ, გადაწყვიტეს, „ცოტათი უკან დაიხიონ“ საპასუხო ზომების მიღებისას. „მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ“- აღნიშნა ტრამპმა.
მეტი...კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისელთა კარში პსჟ-ს მეორე გოლი ეფექტურ სტილში გაიტანა. კვარაცხელია ასევე იბრძვის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის.
მეტი...“იქნება ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება. „იქნება გარდამავალი ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ბევრი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ დავუშვით ის, რომ სიტუაცია კონტროლს გასცდა და ზოგიერთ ქვეყანას საშუალება მივეცით, რომ ჩვენს ხარჯზე ძალიან დიდებული და ძალიან მდიდარი გამხდარიყო. მე არ ვაპირებ, რომ ეს დავუშვა“ – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...სეს-მა რძეში, ხორცსა და კვერცხში დამაბინძურებლების კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 322 515 ლარი. დოკუმენტაციის თანახმად, გამოსაკვლევი ნიმუშების სავარაუდო რაოდენობაა 1339. დამაბინძირებლები და სხვა ნარჩენი ნივთიერებები უნდა გამოიკვლიონ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, ღორის, ბოცვრისა და ფრინველის ხორცში (839 ნიმუში), კვერცხში (200 ნიმუში) და რძეში (300ნიმუში). დამაბინძურებლების და ნარჩენი ნივთიერებების ჩამონათვალი კი ასეთია: “პროჟესრეტონი, მედროქსიპროჟესტერონის აცეტატი, 17- β ესტრადიოლი, თრენბოლონი, ტესტოსტერონი, ზერანოლი, დაფსონი, ქლორამფენიკოლი, ფურაზოლიდონი (AOZ), ფურალტადონი (AMOZ), ნიტროფურაზონი (SEM), ნიტროფურანთოინი (AHD), მეტრონიდაზოლი (MNZ), დიმეტრიდაზოლი (DMZ), რონიდაზოლი (RNZ), ტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, ქლორტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი,…
მეტი...ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულისთვის დაუსწრებლად არ გაასამართლებენ
სპეციალური ტრიბუნალი, რომლის შექმნასაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების მიზნით აპირებენ, ვლადიმერ პუტინს დაუსწრებლად არ გაასამართლებს, სანამ ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება. მედიის ცნობით, მსგავსი დებულება გავრცელდება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიმართ. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ ბრალდებულები სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწრებიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთი არ აღიარებს უკრაინაში შეჭრას და ეწინააღმდეგება დასავლეთთან თანამშრომლობას.
მეტი...პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო გზა. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
მეტი...საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც ილონ მასკმა გააზიარა
საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა. „ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკაში“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა. „მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“ – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს. გთავაზობთ აღნიშნული…
მეტი...“აშშ გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”- ტრამპი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი მისალოც წერილში წერს, რომელიც აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყნებს ერთად მუშაობის დიდი ისტორია აქვთ და გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს წლებში გადაიდგმება ნაბიჯები დიდი მიღწევებისკენ. „მადლობელი ვარ აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის ჩვენი პარტნიორი ისრაელის მიმართ და მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებსაც თქვენ და სომხეთი დგამთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რადგან ჩვენი ქვეყნები ისწრაფვიან წარმატებისკენ. შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის…
მეტი...“აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 145%-მდე გაზარდა”-
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები უკვე 145%-მდეა გაზრდილი. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. ცნობისთვის, ბოლო განკარგულებით ტრამპმა ჩინური იმპორტისთვის ტარიფები 84-დან 125%-მდე გაზარდა, ვინაიდან, ჩინეთმა საპასუხო ზომები შემოიღო. “ფენტანილთან დაკავშირებულ” 20%-იან ტარიფთან ერთად, რომელიც ტრამპმა აქამდე შემოიღო, ჩინეთზე დაწესებული ტარიფები 145%-ს შეადგენს.
მეტი...რუსეთმა დნეპრი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა – არის მსხვერპლი
რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქი დნეპრი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. დაბომბვას 42 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. მანამდე რუსეთის არმია უკრაინის ქალაქ დნეპრს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
მეტი...“გრძელდება შანტაჟი და მუქარები”- კალაძე ბრიტანეთის სანქციაზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის, დასანქცირება, ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. „ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად – ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ, ამიტომ არიან გაღიზიანებულნი, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“ – განაცხადა კახა…
მეტი...“ოპოზიცია ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, თუმცა რეალობა სხვაა”- კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, თუმცა რეალობასულ სხვა რამეს აჩვენებს. „ეს ადამიანები, ზოგადად, ყოველთვის შემოიფარგლებიან რუსეთით და რუსული ნარატივით. მათი მთავარი თემაა, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს რუსეთისკენ, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვიღაც რუსეთში მღერის და თავს უხრის რუსეთის პრეზიდენტს, ვიღაც ბიზნესს აწარმოებს რუსეთში, ვიღაც საკუთარ საცხოვრებელს აქირავებს რუს ტურისტებზე, მაგრამ ეს ადამიანები გამოდიან და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და რუსებთან, თუმცა რეალობა, თუნდაც ეს კონკრეტული ფაქტი, სხვა რამეს მიანიშნებს“ – ასე უპასუხა კალაძემ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით…
მეტი...დომენიკოს რესპუბლიკაში ჭერის ჩამონგრევის შედეფად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დომინიკელთა რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჭერის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. მაშველებმა 189 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. სანტო დომინგოს პოპულარულ ღამის კლუბში, Jet Set-ში ჭერი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ჩამოინგრა, როდესაც სცენაზე მერენგეს შემსრულებლის, რუბი პერესისა და მისი ბენდის წარმოდგენა მიმდინარეობდა. გარდაცვლილებს შორის არიან თავად მომღერალი, ასევე ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშე. უცნობია, თუ რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი.
მეტი...“სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს”- მდინარაძე
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დიდმა ბრიტანეთის მიერ კიდევ ოთხი ქართველი მაღლაჩინოსნის დასანქცირებას გამოეხმაურა. მდინარძის თქმით, სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. „9 აპრილი, 1989 წელი. იარაღი – ტანკი და ნიჩაბი. თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება. 10 აპრილი, 2025 წელი. იარაღი – სანქცია. ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს! პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“-…
მეტი...,,უკრაინაში რუსეთის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს. „ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვფიქრობთ, რომ ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი დიდია. ჩვენ გვაქვს 155 საპასპორტო მონაცემი, სადაც წერია მათი ასაკი და ადგილები, სადაც ისინი მსახურობენ: 70-ე, 71-ე და 225-ე მოტომსროლელი პოლკები და ასე შემდეგ“, – თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. გადაბირების სხვა სქემებიც არსებობს. ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ კი არაფერი იცის. ,,ჩინეთის გადაბირებული მოქალაქეები მოსკოვში ჩაჰყავთ. იქ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ხოლო შემდეგ ერთი-ორი თვით საწვრთნელ ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიან. ჩინელებს…
მეტი...ევროკავშირმა უკრაინასთან სატვირთო გადაზიდვებისთვის უვიზო მიმოსვლა 2026 წლამდე გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინასთან უვიზო სატრანსპორტო მიმოსვლა ნახევარი წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს და მისი მიზანია, უკრაინას გაუმარტივოს ევროკავშირისა და მსოფლიო ბაზრებზე წვდომა. ბრიუსელის ცნობით, 2022 წლის 29 ივნისს შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეთანხმება დღეს მეოთხედ გახანგრძლივდა.
მეტი...რუსეთმა და აშშ-მა სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს
რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს. რუსული მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა. მხარეებმა რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობა კომენტარების გარეშე დატოვეს. რუსულ მხარეს აშშ-ში ახალდანიშნული ელჩი ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ამერიკულ მხარეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სონატა ქოულტერი წარმოადგენდა. ცნობისთვის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს. შეხვედრა ექვსი საათი გრძელდებოდა.
მეტი...დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 ადამიანი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
მეტი...საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივნისში გეგმავს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივნისში გეგმავს. „ასევე მსურს, მონაწილეობა მივიღო კოლექტიურ დინამიკაში, რომელმაც ასევე უნდა მისცეს საშუალება ყველას მათ, ვინც იცავს პალესტინას, თავის მხრივ აღიარონ ისრაელი, რასაც ბევრი მათგანი არ აკეთებს. ეს საშუალებას მისცემს საფრანგეთს, ნათელი იყოს ჩვენს ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, ვინც უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, ივნისში ნიუ-იორკში საფრანგეთი უხელმძღვანელებს გაერო-ს ორდღიან კონფერენციას, საუდის არაბეთთან ერთად. კონფერენცია მიზნად ისახავს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდაჭერას. თითქმის 150 ქვეყანა აღიარებს პალესტინას, როგორც სახელმწიფოს. 2024 წლის მაისში ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა…
მეტი...,,აშშ-მა უკრაინაში რუსეთთან ომი წააგო” – ტაკერ კარლსონი
ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებით, აშშ-მა რუსეთთან უკრაინაში ომი წააგო. „რუსეთმა უბრალოდ გაიმარჯვა. მათ ჩვენ დაგვამარცხეს“, – თქვა კარლსონმა. მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის განვითარების კვალდაკვალ რუსეთმა შეიარაღების წარმოების კუთხით ნატოს და აშშ-ს გაუსწრო. დღესდღეობით რუსეთი ნატოსა და ამერიკასთან შედარებით ოთხჯერ მეტს იარაღს აწარმოებს.
მეტი...ისრაელის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სირიის საკითხზე აზერბაიჯანში მოლაპარაკებები გამართეს
ისრაელის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სირიის საკითხზე აზერბაიჯანში მოლაპარაკებები გამართეს. ისრაელის მედია წერს, ისრაელის და თურქეთის დელეგაციებმა განიხილეს კონფლიქტის თავიდან არიდების მექანიზმები, რომელიც სირიაში არასასურველი ინციდენტების პრევენციას ისახავს მიზნად. ,,სირიაში უცხოური ძალების განლაგების ნებისმიერი ცვლილება, კერძოდ, თურქული ბაზების განთავსება პალმირას რაიონში, არის წითელი ხაზი. მსგავსი ქმედებების თავიდან აცილება სირიის მთავრობის პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს, საფრთხეს შეუქმნის სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარას მმართველობას“, – აცხადებს ისრაელის ოფიციალური პირი. ,,თურქეთსა და ისრაელს შორის პირველი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა კონფლიქტის პრევენციის მექანიზმის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავს სირიაში „არასასურველი ინციდენტების“ თავიდან აცილებას. თურქეთის…
მეტი...სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 184-მდე -გაიზარდა
უცხოური მედიის ცნობით, დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 184-მდე -გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 150 ადამიანი. დაღუპულია მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე საავაამყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი ცნობილი ბეისბოლისტი ოქტავიო დოტელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ღონისძიების დროს ადგილზე 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა. დაახლოებით 400 მაშველი კვლავ აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ნგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია ისიც, თუ როდის გაიარა შენობამ ბოლო შემოწმება. დომინიკის პრეზიდენტმა ლუის აბინადერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. Jet Set სანტო-დომინგოში პოპულარული…
მეტი...,,წითელა დაბრუნდა” – რას ამბობს ინფექციონისტი
,,წითელა დაბრუნდა, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე. წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი). ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას. შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის”, – წერს ინფექციონისტი. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილები წითელას საწინააღმდეგო…
მეტი...ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა
მიმდინარე წლის 9 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეწარმე და კულტურის ქომაგი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, თინათინ სვანიძე-ვენკოა, რომელსაც იდეის განხორციელებაში, მხარი დაუჭირა ტექსელის მერიამ, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა. აღსანიშნავია, რომ თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივამ, საზოგადოების ყურადღება, ჯერ კიდევ,…
მეტი...,,დონალდ ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია ვლადიმირ პუტინის გამო” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია ვლადიმირ პუტინის გამო, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმთან დაკავშირებულ დაპირებებს არ ასრულებს. „საჭიროა პუტინის შესაბამის პირობებში ჩაყენება, რის შემდეგაც პუტინი შეასრულებს თავის დაპირებებს. ძალიან მინდა, რომ ეს დრო რაც შეიძლება მალე დადგეს. ეს დრო უფრო სწრაფად მიგვიყვანს რაიმე გადამწყვეტ ნაბიჯამდე. სანქციების გარდა, ცეცხლის უპირობო შეწყვეტის იძულებამდე, დიპლომატიამდე და დიპლომატიურ გზამდე, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...,,მოდით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომდევნო 90 დღე” – ტუსკი
,,მჭიდრო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შენარჩუნება ევროპელებისა და ამერიკელების საერთო პასუხისმგებლობაა, დროებითი ტურბულენტობის მიუხედავად”, – ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღებას 90 დღით დაპაუზებას. „ასე რომ, მოდით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომდევნო 90 დღე“, – წერს ტუსკი X-ზე. ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ
მეტი...ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომებს 90 დღით აჩერებს
ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „გავითვალისწინეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ. ვასრულებთ რა ევროკავშირის საპასუხო ზომების მიღების პროცესს, რომლებსაც ჩვენი წევრი სახელმწიფოები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ. თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ჩვენი საპასუხო ზომები ამოქმედდება. შემდგომი საპასუხო ზომების მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. როგორც ადრე ვთქვი, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მეტი...ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 4-ცმც-ს (კლეფედრონი), რაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებულ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს შედეგად”, – აღნიშნულია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…
მეტი...გორის გვირაბში 10-11 აპრილს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 აპრილის 23:00 სთ-დან 11 აპრილის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 11 აპრილის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, 2025 წლის 10 აპრილის 23:00 სთ-დან 11 აპრილის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 11 აპრილის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი…
მეტი...ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 89 დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო. ,,რაც შეეხება PACE-ს მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა”, – ნათქვამია დოკუმენტში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს…
მეტი...„დასატირებლად ვერ მიდის“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სხვადასხვა ვერსიის გავრცელების შემდეგ, გარდაცვლილის მეუღლის, ლონდა გველესიანის სახელით მიმართვა გავრცელდა: „ოჯახის და მეგობრების სახელით გთხოვთ, არაფერი დაწეროთ ლონდას სახელით, თვითონ თავს კარგად არ გრძნობს. არავინ არაფერი ვიცით, ვის და რის გამო მიიღო კონკრეტულად იმ მომენტში ლევანმა ეს გადაწყვეტილება. ველოდებით გამოძიებას. ძალიან გთხოვთ, ლონდას სახელით და მით უმეტეს, ბრალდებით არავინ არაფერი დაწეროთ. ფაქტია, რომ ვერ მიდის ლონდა დასატირებლად, მაგრამ არავინ ვიცით, რა მოხდა რეალურად“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. მიმართვა თავად ლონდამაც დაწერა: „გელოდები და არ მოდიხარ… ყველა გვილოცავდა დაოჯახებას, პატარა,…
მეტი...,,რუსთაველზე, ისევ ვიმღერებთ „თბილისოს“, შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, ხაჭაპურს, დავლევთ „საფერავს“ – გონჩარენკო
,,უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე, ისევ ვიმღერებთ, „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“, საქართველოს გაუმარჯოს”, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა. „1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, მშვენიერი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი და ქართველები დგანან მათი პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დროშებით, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის იბრძვიან, მღერიან სიმღერებს. 9 აპრილს 4:00 საათზე, მოსკოვში გაიცა ბრძანება, რომ იერიში მიეტანათ ამ ადამიანებზე და რუსი ჯარისკაცები, სამხედრო ტექნიკით თავს დაესხნენ ამ მოქალაქეებს. მათ მოკლეს 20 ადამიანი, უმეტესად ქალები, მათ თავს…
მეტი...,,ბევრს არ ვითხოვ, მაგრამ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ” – ტრამპი ირანზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვული პროგრამის დასრულებას არ დათანხმდება, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამხედრო ქმედება გამოიყენონ. „ბევრს არ ვითხოვ. მაგრამ მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. თუ სამხედრო ქმედებაა საჭირო, გვექნება. ცხადია, ისრაელი იქნება ამაში ლიდერი. არავინ გვმართავს. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს რაიმე სამხედრო მოქმედება.
მეტი...,,9 აპრილის აქციაზე იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ერთ დროს მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალის ბლოკირება და მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა განახორციელა მარგინალურმა, რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომლის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებისას აღნიშნულ მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ კიდეც. „ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის. ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ვინც გამოირჩევიან აგრესიით, არიან გამარგინალებული. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ 9 აპრილის მემორიალთან და პატივი მიეგოთ დაღუპულთათვის. სხვათა შორის, იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ. არსებობს ამ ფაქტის ამსახველი კადრები არქივში, მოიძიეთ და ნახავთ. ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ისინი მხოლოდ ასრულებენ…
მეტი...,,ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ” – კახა კალაძე
„მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. „მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადება გააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ?ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება.ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაში მყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. სანამ ამას არ გაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდე…
მეტი...