საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქმილსადენმშენი“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მეტი...დღე: აპრილი 9, 2025
,,ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, მე ძალიან კარგად მახსოვს 7 აგვისტოს ღამეც, 8 აგვისტო” – პრემიერი
,,ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა და ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, პრაქტიკულად, ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ და რაც ყველაზე გასაოცარია, ამას ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაზე Factcheck-ის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Factcheck“-ი არის „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მთავარი გამყალბებელი ორგანიზაცია, ამიტომ, საინტერესო არ არის, რას ამბობენ…
მეტი...,,წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება” – პრემიერი
,,ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვენება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. „6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი – 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ რომ წელსაც იქნება ეს…
მეტი...,,ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული ფიასკოსთვის არის განწირული” – პრემიერი
,,ოპოზიცია განადგურდა გარე ძალების ხელით, საბოლოო ჯამში, გარედან იწერება სცენარები, გარეთ ვინც წერს კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვთ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის შეფასებით, გარე ძალებმა პრაქტიკულად თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრულიად სხვა მიზანი – ოპოზიცია მოეყვანათ ხელისუფლებაში. „არის სრული ქაოსი და რა თქმა უნდა, ეს ასე წარიმართება მომავალშიც და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ეს პროცესი…
მეტი...,,ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში პარაკლისზე” – მამუკა მდინარაძე
,,დღეს ცდილობენ, ძალადობა შემოიტანონ, უნდოდათ პროვოკაციაზე წამოგება, რასაც არ ავყევით, ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში პარაკლისზე, ყოველთვის შევეცდებით, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსებით ვუპასუხოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 9 აპრილს დღეს უდიდესი და ორმაგი დატვირთვა აქვს. „ერთი მხრივ, დიდი ტრაგედიაა, როდესაც ჩვენი გულანთებული 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს დღე გახდა გამარჯვების სიმბოლო და ორ წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თარიღზე როცა ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ როგორც გმირობის, თავგანწირვის მაგალითზე, ისე დამოუკიდებლობის სულისკვეთებით. ამაშია…
მეტი...,,საბჭოთა ,,კაგებეს” მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას” – პრემიერი
,,36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურებები ცარიელი სპეკულაციებია. ,,რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით,…
მეტი...,,9 აპრილი შეგვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს” – პრემიერი
,,9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.…
მეტი...ტრამპის ტარიფებით თავად ამერიკული კომპანიაბი დაზარალდნენ
ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. 180-ზე მეტი ქვეყანა შტატების მხრიდან დამატებითი ტარიფების ზონაში მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატებში იმპორტირებულ პროდუქციაზე მათ სხვადასხვა პროცენტულობის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ზოგმა 40%, ზოგმა კი ნაკლები. ჩამონათვალში ერთ-ერთი ჩინეთი 34%-იანი ტარიფით, თუმცა ტრამპი იმუქრება, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს. „სავაჭრო ომი“ ასე აფასებენ ქვეყნები ტრამპის პოლიტიკას და აცხადებენ, რომ ეს შედეგს არ მოიტანს. მსოფლიოს წინააღმდეგ ტარიფების დაწესება გლობალურმა ინვესტორებმა საკმაოდ ნეგატიურად აღიქვეს, რაც საფონდო ინდექსების მკვეთრ ვარდნაზე აისახა. ტარიფების დაწესებიდან დღემდე, მსოფლიოში თითქმის ყველაფრის შეფასება დაეცა. ყველაზე დიდი დანაკარგი კი სწორედ იმ ამერიკულ…
მეტი...,,ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში” – პრემიერი
,,საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად. „ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება…
მეტი...,,ეს მარტივი ტოქსინი არ არის, ღვიძლის დამშლელი ტოქსინია” – ხათუნა ახალაია ,,მედიაცენტრ მთავარში”
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტის, ეკოტოქსიკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, აფლატოქსინი ღვიძლის დამშლელი ტოქსინია და ის საკმაოდ სერიოზული დაავადებების გამომწვევია.„მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მან ამ პრობლემიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროდუქციის წარმოების დროს მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებმა დაიცვან გარკვეული სტანდარტები, რომელიც აფლატოქსინის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს. ასევე, სურსათის მწარმოებლებმა სპეციფიკურ ეტიკეტირებაზე უნდა იზრუნონ, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის, რომ გარკვეული პროდუქტი ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინს არ შეიცავს. ,,მწარმოებლებში სტანდარტების დანერგვა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მწარმოებელს თავისი პროდუქციის წარმოების სტანდარტი ჰქონდეს. ნებისმიერ ქსელს, როდესაც პროდუქტს მიაწვდის, ჩანაწერების სახით უნდა მიაწოდოს, თუ…
მეტი...,,პროვოკაციას არ ავყვებით, ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას” – შალვა პაპუაშვილი
„ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ,,აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი. და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს…
მეტი...ჩირები, თხილეული, მარცვლეული – სად შეიძლება შეგვხვდეს აფლატოქსინის შხამი?
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტმა, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აფლატოქსინის შხამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 25% ამ ტოქსინის გავლენის ქვეშაა. მან იმ პროდუქციის სიაც ჩამოთვალა, რომლებშიც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს გავრცელებული ეს შხამი. ესენია: ჩირები (განსაკუთრებით ლეღვის ჩირი) თხილეული ბურღულეული მარცვლეული რძის პროდუქტები ცხოველის საკვები გამომშრალი ჩაი მისი თქმით, საკვებ პროდუქტებში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორი სხვადასხვა გზით. პირველი, როცა ხელოვნურად გამოიყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს იმისთვის, რომ მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მეორე, შენახვის დროს ბიოლოგიურად წარმოქმნილი ობის სოკოები და მსგავსი დამაბინძურებლები, რომელთაც…
მეტი...,,9 აპრილი იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში” – NATO-ს წარმომადგენლობა
,,9 აპრილი იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში”, – წერს NATO-ს წარმომადგენლობა საქართველოში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ,,1989 წლის აპრილში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რათა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობა მოეთხოვა. მშვიდობიანი დემონსტრაცია 9 აპრილს ტრაგიკულად დასრულდა – საბჭოთა სამხედრო ძალებმა ძალადობრივი ძალით დაარბიეს აქცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი და ასობით მოქალაქე დაშავდა ან მოიწამლა. ეს დღე იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოფიციალურად აღადგინა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვიხსენებთ ყველა…
მეტი...მომწამვლელი ნივთიერებები საკვებ პროდუქტებში – ეკოტოქსიკოლოგი ,,მედიაცენტრ მთავარში”
,,ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას” – EU-ს საელჩო
,,ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის – საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას”, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ,,ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის – საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს”, – წერს საელჩო. 36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
მეტი...,,36 წლის წინ რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით” – მამუკა მდინარაძე
„36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება!”, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ,,36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას!”, – წერს მამუკა მდინარაძე.
მეტი...9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები
9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები და 36 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. პარალელურად, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც. 9 აპრილის მემორიალთან, მათ შორის, მიდიან ის ადამიანები, რომლებიც 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებში თავად მონაწილეობდნენ. ,,მაშინ წავედი ცოტა ადრე, 5 წლისა და 7 წლის შვილები მყავდა სახლში დატოვებული. დილით მოვიდა ჩემი მეზობელი – ჩახოცეს მთელი ახალგაზრდობაო და მთელი სამეზობლო მოვედით, რამდენიმე გვამი იყო აქ, ეს არასდროს არ ამოვა ჩემი თვალებიდან “, – აღნიშნა 9 აპრილის მონაწილე ერთ-ერთმა მოქალაქემ. პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მისულ რამდენიმე…
მეტი...,,1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები” – პოლონეთის საელჩო
,,1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები”, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში. საელჩოს წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი დღეს ყვავილებით შეამკეს. ,,1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის”, – წერს საელჩო. 9 აპრილის მემორიალთან პოლონეთის ელჩი მივიდა
მეტი...,,დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე” – პრემიერი
,,9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს. ,,9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების…
მეტი...პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მისულ რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი და 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული. პარლამენტის მიმდებარედ საპოლიციო ძალების მობილიზებაა
მეტი...დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა
The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები შაბათს, 5 აპრილს ამოქმედდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა
მეტი...,,9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღეა” – ნიდერლანდების საელჩო
,,9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღეა. ქართველმა ხალხმა თავისუფლების მკაფიო არჩევანი გააკეთა”, – წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, ნიდერლანდების საელჩო. ,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს, რომლებიც საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევის მსხვერპლი გახდნენ. 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღეა. ქართველმა ხალხმა თავისუფლების მკაფიო არჩევანი გააკეთა. ნიდერლანდები ქართველი ხალხის გვერდში დგას და მხარს უჭერს მის სამართლიან სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ”, – წერს საელჩო.
მეტი...9 აპრილის მემორიალთან პოლონეთის ელჩი მივიდა
ცოტა ხნის წინ, 9 აპრილის მემორიალთან პოლონეთის ელჩი და საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ. მათ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ცნობისთვის, მემორიალთან იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანიც. აშშ-ის ელჩი რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა
მეტი...,,9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადებას” – ისრაელის საელჩო
,,9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადებას”, – ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ,,9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადებას. ეს დღე არის დასტური თქვენი გამძლეობის, თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისადმი ურყევი ერთგულების. ისრაელის ხალხი ღრმად ვაფასებთ ამ ღირებულებებს, და მათდამი სწრაფვისას გაღებულ მსხვერპლს. თავისუფლება და სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფებები—ისინი უნივერსალური იდეალებია, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს და განსაზღვრავს ჩვენი მომავლის ხედვას”, – წერს საელჩო.
მეტი...პარლამენტის მიმდებარედ საპოლიციო ძალების მობილიზებაა
9 აპრილის მემორიალთან, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს, დილიდან პოლიციის მობილიზებაა. ამ დროისთვის, სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან, პარლამენტთან მდებარე სკვერთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და საკანონმდებლო ორგანოს წინ. რაც შეეხება პროტესტის მონაწილეებს ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც. 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს 36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
მეტი...აშშ-ის ელჩი რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა
9 აპრილის მემორიალთან, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს, ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი მივიდა. მან მემორიალი ყვავილებით შეამკო. ,,მეგობრები ჩვენს გვერდით არიან – აშშ-ის ელჩი. დილის 8:30 წუთი”, – წერს ჟურნალისტი ეკატერინე მიშველაძე და აშშ-ის ელჩის ფოტოს ავრცელებს. 36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს
მეტი...9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს
გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლებით ხელში ილოცეს. ასევე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს. პარაკლისის შემდეგ კი მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ,,დღეს 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ. საქართველოს თავისუფლებისათვის. მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს. არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს. სიტყვით და საქმით სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ…
მეტი...36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ცენტრში სასაკლაო მოაწყვეს. პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს და მომიტინგეებს ნიჩბებითა და სხვადასხვა იარაღით გაუსწორდნენ. მომხდარს 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა, ოდნავ მოგვიანებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოკლეს. დარბევისას დაიჭრა და დაშავდა აქციის ასობით მონაწილე. ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაშავდა და კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას, უცნობია. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს…
მეტი...