აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, სატარიფო სტრატეგია ტრამპის „გარიგების ხელოვნების“ ნაწილია. ამის შესახებ ლევიტმა აშშ-ის ხაზინის მდივანთან, სკოტ ბესენტთან ერთად თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებს უთხრა. „მედიაში ბევრმა თქვენგანმა აშკარად ვერ გაიგეთ გარიგების ხელოვნება. თქვენ აშკარად ვერ დაინახეთ, რას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი აქ“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მეტი...დღე: აპრილი 9, 2025
ევროპის ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედლი მოიპოვა
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან ნეიტრალური დროშით გამომსვლელი იადკოვსკი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი მოუტანა. დღესვე ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
მეტი...“ჩინეთი რუსეთის მთავარი სპონსორია უკრაინაში მიმდინარე ომში”- კალასი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთის მთავარი სპონსორია უკრაინაში მიმდინარე ომში. კალასმა აღნიშნა, რომ საომარ ფრონტზე უკრაინელების მიერ ჩინელი სამხედროების დაკავების შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. „რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის არმია მონაწილეობს ომში, მაგრამ, მათ შეუძლიათ გაგვიზიარონ ინფორმაცია, რომელიც იციან ამის შესახებ. ნათელია, რომ ჩინეთი არის მთავარი სპონსორი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ომის წარმოებას ასეთი მასშტაბით. ჩვენ ვიცით, რომ ორმაგი დანიშნულების საქონლის 80%-ი რუსეთში ჩინეთის გავლით ხვდება“, – აღნიშნა კალასმა. კალასმა ასევე…
მეტი...40 000 ევრო ჯარიმა და ერთი მატჩი უმაყურებლოდ – უეფას გადაწყვეტილება
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. კერძოდ, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს. გარდა ამისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა. „უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს. უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს…
მეტი...“ჩინეთისთვის დაწესებული 125%-იანი ტარიფები ძალაში შედის დაუყოვნებლივ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული 125%-იანი ტარიფები ძალაში შედის დაუყოვნებლივ. „ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. რაღაც მომენტში, იმედი, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები“, – წერს ტრამპი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც საპასუხო ზომები არ მიუღიათ აშშ-ის მიმართ, დაწესებულ ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა.
მეტი...“უკრაინის მხარეს ბრძოლა”- რუსეთში საქართველოს მოქალაქეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რუსეთში საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალს სდებენ, უკრაინის მხარეს ბრძოლაში. ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე დამნაშავედ ცნეს “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის” და ის მისჯილ 9 წელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში გაატარებს.
მეტი...„ევროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის ხარჯზე არა“- ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გამოსვლისას ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი“. პრეზიდენტი ამბობს, რომ ვროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. „ჩვენ, როგორც აზერბაიჯანს, გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროკომისიასთან, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს ახალგაზრდობას და ტვინი მოუწამლონ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რეგიონში“ – განაცხადა ალიევმა.
მეტი...“ირანი უკან არ დაიხევს და არც კომპრომისზე წავა”- პრეზიდენტი
პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ბირთვული ტექნოლოგიების ეროვნული დღის აღნიშვნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ირანი უკან არ დაიხევს და არც კომპრომისზე წავა თავის ბირთვულ მიღწევებზე. მისი თქმით, აშშ-სგან რაც უფრო მეტი მუქარა იქნება, ირანი მით უფრო ძლიერი იქნება. „ჩვენ ვეძებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას და ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დაფუძნებულს ღირსებასა და სიამაყეზე. ჩვენ არასდროს მივცემთ ვინმეს უფლებას, ხელი შეგვიშალოს ფიქრში ან ხელი შეგვიშალოს ვიყოთ ინოვაციური და შემოქმედებითი. დასავლეთი ამბობს, რომ ირანს სურს ბირთვული ბომბების წარმოება“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
მეტი...პარლამენტთან აქციაა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის პარალელურად, 21:00 საათზე, პირველი სკოლის წინ დაგეგმილია ფილმის ჩვენება: „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
მეტი...უნგრეთი აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების წინააღმდეგია
უნგრეთი არ ეთანხმება ევროკომისიის შეთავაზებას შტატებისთვის საპასუხო ტარიფებს დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. “დღეს უნგრეთი აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ ევროკომისიის შეთავაზების წინააღმდეგ აძლევს ხმას. ესკალაცია არ არის პასუხი. ასეთი ზომები უფრო მეტად დააზარალებს ევროპულ ეკონომიკას და მოქალაქეებს ფასების ზრდით. წინსვლის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები და არა შურისძიება”- აღნიშნავს პიტერ სიარტო. ცნობისთვის, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის საპასუხო, 25%-იანი საიმპორტო ტარიფის დაწესებას გეგმავს.
მეტი...“ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა”- პაპუაშვილის პასუხი ევრპარლამენტარს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ქათული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ, გერმანელი ევროპარლამენტარის მიხაელ გალერის მიერ გაკეტებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი. ,,საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“. „თუ ივანიშვილს აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”- მიხაელ გალერი
მეტი...„თუ ივანიშვილს აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”- მიხაელ გალერი
ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი რუსეთის მხარეს არ დგას. “ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს. თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”- განაცხადა მან.
მეტი...თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთის ქალაქ გუმუშანეში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:09 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 5,9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
მეტი...“ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით”- ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს „ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ, არა მხოლოდ ევროპულ პოლიტიკაში, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც, გასული წლის გაყალბებულ არჩევნებსა და წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტპატიმრების დაკავებას, ამჟამად 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში”- განაცახდა მან. მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან…
მეტი...“ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის მისწრაფებებს”- ლუაზო
ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხდა, რომ ევროკავშირმა საქართველოში უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია. “ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი”- ამბობს ევროპარლამენტარი.
მეტი...ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. “ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ევროკავშირი შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი” – ნათქვამია განცხადებაში. მათივე განმარტებით, ევროკავშირის საპასუხო ზომები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკომისიის შიდა პროცედურები და სააღსრულებო აქტი გამოქვეყნდება. ტარიფები 15 აპრილიდან დაიწყება.
მეტი...„ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია”- ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში “ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე” ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან. „ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. ეს კოლონიალისტების საქციელია. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას თავისი კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს სრულიად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან” – განაცხადა ალიევმა.
მეტი...რუსეთი და აშშ სტამბოლში ხვალ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ
რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ხვალ გამართავენ. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს. „10 აპრილს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს იმისთვის, რათა შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირების კუთხით“, – თქვა ბრიუსმა. მისი თქმით, სტამბულში შეხვედრის დროს უკრაინის საკითხი და უსაფრთხოების სხვა თემები განხილული არ იქნება. მთავარი თემა მხოლოდ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები იქნება. ცნობისთვის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს.
მეტი...აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის საჯარისო შენაერთებმა ბასარკეჩარის რაიონის გარაიმანისა და იუხარი შორჯას მიმართულებებიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სომხური ქვედანაყოფები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. „აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნულ მიმართულებებზე ადეკვატური ზომები მიიღეს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
მეტი...,,პუტინს სურს, რომ დასავლეთ ბალკანეთი მისი შემდეგი სათამაშო მოედანი იყოს” – დევიდ ლემი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სურვილია დასავლეთ ბალკანეთი მისი შემდეგი სათამაშო მოედანი იყოს. ,,პუტინის ინტერესია არასტაბილურობის შენარჩუნება. მისთვის სასარგებლოა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დარჩნენ დაძაბულ მდგომარეობაში, დესტაბილიზებული მოსახლეობით და კიბერ და ჰიბრიდული ომის წარმოება შეძლოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს დასავლეთ ბალკანეთში დაძაბულობის ზრდის გამო და მოუწოდებს რეგიონს, „წინ წაიწიოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „რუსეთის სათამაშო მოედნად დარჩება“. ლემის აზრით, როდესაც ევროპაში ომია და შეინიშნება „რუსული ჩარევის გრძელი ხელი ამ რეგიონშიც“, არ ღირს თვალის…
მეტი...,,ილია მეორემ 9 აპრილს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც” – მეუფე შიო
,,ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 9 აპრილის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა. „36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. სამშობლოსთვის თავგანწირვის დიდი გამოვლინება არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების, თავგანწირვის გზა. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა…
მეტი...,,არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება” – ფიშერი
1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა. „გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლულ ქართველებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მართავდნენ დემონსტრაციას. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი საპროტესტო გამოსვლას მართავდა ამავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მიმდინარე ამოცანაა. თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ასევე არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა…
მეტი...საბერძნეთში გაფიცვის გამო ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა
საბერძნეთში გამოცხადებული ერთდღიანი გაფიცვის გამო, ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა. ქვეყანაში შეჩერდა საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა ავიარისები. ათენში მუშაობა შეაჩერეს მეტრომ და ავტობუსებმა. ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირი, საცხოვრებელი ხარჯების ზრდის ფონზე, ხელფასების ზრდას ითხოვს. პირველი აპრილიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ მინიმალური შრომითი ანაზღაურება 880 ევრომდე გაზარდა, 2027 წლისთის კი, 950 ევრომდე გაზრდას გეგმავს. თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ოჯახების ნაწილს მაინც უჭირს თავის გატანა საკვებ პროდუქტებზე, ენერგიასა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდის ფონზე. „ფასები იმდენად გაიზარდა, რომ 2019 წელთან შედარებით, ჩვენ ვყიდულობთ 10%-ით ნაკლებ პროდუქტს. ჩვენ ვიფიცებით იმისთვის, რაც ცხადია. გაზრდილი ხელფასები და კოლექტიური შრომითი კონტრაქტები…
მეტი...დაღუპულია ცნობილი ბეისბოლისტი და გუბერნატორი – ახალი დეტალები ღამის კლუბში დატრიალებულ ტრაგედიაზე
,,ბიბისის” ცნობით, დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 113-მდე -გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 150 ადამიანი. დაღუპულია მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე საავაამყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი ცნობილი ბეისბოლისტი ოქტავიო დოტელი. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. დაახლოებით 400 მაშველი კვლავ აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. Jet Set სანტო-დომინგოში პოპულარული ღამის კლუბია, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს მუსიკოსებს. დამსწრეთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები.
მეტი...,,როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო” – სად და როდის მოილოცებთ სასწაულმოქმედ ხატს
„დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” – ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული. მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს, რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება. ხატის მცველები პერიოდულად ხატს გამოაბრძანებენ და ტაძარში დააბრძანებენ, სადაც უამრავ ადამიანს შეუძლია მოილოცოს და ამ სასწაულმოქმედი ხატისგან შინ მადლით დაბრუნდეს. ,,გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას. 12 აპრილს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ. საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი ,,დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი”…
მეტი...ტრამპმა ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფების შემოღება დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულ მალე ის ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს შემოიღებს. Bloomberg-ის ცნობით, ტრამპს დეტალური ინფორმაცია არ გაუჟღერებია, მაგრამ თქვა, რომ ტარიფების შემოღების შემდეგ მწარმოებლები ამერიკაში „გაიქცევიან“, რადგან ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია. თეთრი სახლის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების ნაკლებობაა და ის აშშ-ში წამლების წარმადობის გაზრდის მიზნით იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.
მეტი...,,დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა” – მასწავლებელი ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე
ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა. ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელში, მისი მასწავლებელი თამარ სურმანიძე წერს და ფოტოს აქვეყნებს. ,,ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო. ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა. ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა. სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა. დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის — აი ასე გვტკივა ახლა… დათუნა, მადლობა შენი არსებობისთვის”, –…
მეტი...სურამთან, ავტობანზე ავარია მოხდა
სურამთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,მოზაიკას” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...,,ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში, ეს უცხოური ჩარევაა” – ევროპარლამენტარი
,,დაუჯერებელია, რასაც ზოგიერთი თქვენგანი თავს უფლებას აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან მიმართებით. უნგრეთმა გაგზავნა ქართულ პოლიტიკაში ასობით მილიონი დოლარი? უნგრეთმა გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს? არა, ეს არ იყო უნგრეთი. ეს იყო USAID, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს იყო „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს”, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა. „თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის პროტესტს – ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა ამ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. და შემდეგ თქვენ გვეუბნებით, რომ იცავთ დემოკრატიას? ეს სამარცხვინოა. თქვენ თავს ესხმით უნგრეთს – რა თანხა…
მეტი...ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება
heconsul.io-ის ცნობით, 2026 წლის ბოლოდან ევროპის 30 ქვეყანაში საზღვრის კვეთისთვის 1.4 მილიარდ ადამიანს 60-ზე მეტი ქვეყნიდან დასჭირდება მოგზაურობის ავტორიზაცია ე.წ ETIAS, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც. ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ETIAS? ETIAS იგივე ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა, არის ევროპის 30 ქვეყანაში შესვლის მოთხოვნა უვიზო რეჟიმის მქონე პირებისთვის. ვადიანი ETIAS ავტორიზაციით, შესაძლებელია საზღვრის კვეთა ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე რამდენჯერმე, მოკლევადიანი ვიზიტებით – ჩვეულებრივ, 90 დღემდე 180-დღიან პერიოდში. თუმცა, არსებული ავტორიზაცია არ არის ქვეყანაში შესვლის გარანტია. საზღვარზე, სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი მოითხოვს თქვენი პასპორტისა და სხვა დოკუმენტების ჩვენებას და შეამოწმებს, აკმაყოფილებთ თუ არა შესვლის…
მეტი...,,მშობლებს ეძინათ” – ერთი წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა
რუსეთში, ნოვოსიბირსკში, ერთი წლის ბიჭი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. როგორც ტელეგრამის არხი Mash Siberia წერს, ეს ყველაფერი 2023 წლის 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა. შემთხვევის სავარაუდო ვერსია ასეთია: უფროსებს ეძინათ, ბავშვი მამასთან ერთად საწოლში იწვა, მაგრამ რაღაც მომენტში გაიღვიძა და ფანჯარასთან მივიდა. ბიჭმა ფანჯრის გაღება შეძლო და გარეთ გადავარდა. ორმა თვითმხილველმა თქვა, რომ მე-18 სართულიდან რაღაც გადმოვარდა, მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ვერც გამვლელებმა შეამჩნიეს რამე. საბედნიეროდ, ყურადღებიანი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ბავშვი იპოვა და დროულად გამოიძახა ექიმები. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მენჯი ჰქონდა მოტეხილი, ასევე, დაუდგინდა ფილტვებისა და თირკმლის…
მეტი...,,ქვეყნები გვირეკავენ, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, შეთანხმება დავდოთო” – ტრამპი
,,ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, შეთანხმება დავდოთო”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას სთხოვენ. „ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება დავდოთ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...ბათუმში მატარებელი 15 წლამდე ბიჭს დაეჯახა – მოზარდი ადგილზე დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. სამგზავრო მატარებელი 15 წლამდე ბიჭს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.
მეტი...,,ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს” – ზახაროვა
,,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საფრანგეთის აეროპორტში დროებით დააკავეს. დემარშების შედეგად, ჩვენს კოლეგას ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცა, თუმცა აეროპორტის სასაზღვრო ზონაში ერთი დღის გატარება მოუწია. ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 6 აპრილს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როდესაც „ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მას კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს“. მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მომხდარის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებაში მოსკოვში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს.
მეტი...,,ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატებს 9 აპრილის მსხვერპლთა პატივისცემისა და ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობის ნიშნად წუთიერი დუმილის დაცვა სთხოვა. „9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. კიდევ ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა.…
მეტი...ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 9 აპრილი, ერთის მხრივ, არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთანავე, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს გაერთიანება და დამოუკიდებლობა მოუტანა. ,,9 აპრილი შეგვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს” – პრემიერი
მეტი...