სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართელოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა – ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უკრაინელი ალექსეი ბორუტა დაამარცხა. ბრინჯაოს მედლი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ. ხოლო პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება – ქართველის მეტოქე ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვი იქნება.
მეტი...დღე: აპრილი 8, 2025
აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ტიტები და სანთლები მიიტანეს
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. მანამდე რამდენიმე მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები. გარდა ამისა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. 9 აპრილის მემორიალთან ღამეს გაათენებენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს.
მეტი...აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის
აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. “ის ძალაში შევა დღეს ღამით, 00:01 საათზე [ვაშინგტონის დროით], ანუ ხვალიდან” – განაცხადა ლევიტმა. სატარიფო აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე იმოქმედებს.
მეტი...“საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ 9 აპრილს იმსხვერპლა”- საელჩო
საქართველოში საფრანგეთის საელჩო 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ მოქალაქეების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. “ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მეტი...უკრაინაში ომის დაწყებიდან 2025 წლის მარტის ბოლომდე 12 910 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 2025 წლის მარტის ბოლომდე უკრაინაში, სულ მცირე, 12 910 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაერო-ს მიერ დადასტურებულ ომის მსხვერპლთა შორის 682 ბავშვია. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ტომ ფლეტჩერმა გაკეთა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაახლოებით 30 700 ათასი ადამიანი დაშავდა.
მეტი...სტამბოლის დაპატიმრებულ მერს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
სტამბოლის დაპატიმრებულ მერს, ეკრემ იმამოღლუს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარიზის საქალაქო საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო. „იმამოღლუს, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები, უნდა ჰქონდეს პარიზის სრული მხარდაჭერის იმედი“ – განაცხადა საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ პრესკონფერენციაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ პარიზის ეს მხარდაჭერა იმამოღლუს მიმართ თურქეთის ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, შეისმინოს დემოკრატიული გონიერების ხმა.
მეტი...“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა”- სტივენ დოუთი
დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან. კერძოდ, დოუთი გამოეხმაურა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის” (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდოს გადაცემას. დემოკრატიული უკუსვლის, უკანონო დაპატიმრებებისა და დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების თვეების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა” – განაცხადა დოუთიმ.
მეტი...თბილისში მედიის წარმომადგენლების მარში მიმდინარეობს
ფილარმონიის ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლების მარში მიმდინარეობს. ისინი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. ახალგაზრდები, 9 აპრილთან დაკავშირებით, ტიტებით ხელში მოაწყობენ მარშს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივლენ. დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით აპირებენ დარჩენას.
მეტი...„აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმება ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს“- სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევმა ჩამოაყალიბა აშშ-თან მინერალების მომავალი შეთანხმების ტექსტის საკუთარი ხედვა. როგორც მან აღნიშნა, კიევის პრინციპული პოზიციაა, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს. „ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ჩვენი პოზიცია, ასევე ჩვენი ხედვა მომავალი შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ანდრეი სიბიგამ. მისი განცხადებით, მომავალი შეთანხმება უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი,
მეტი...ბათუმში სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. „მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...ნუში მატლით
მოქალქემ ნუშში მატლი აღმოაჩინა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრებში ჩანს, პარკი, რომელშიც ნუშია მოთავსებული გაუსხნელია. პროდუქტი „აგროფაის“ ეკუთვნის.
მეტი...“იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში”- უილსონი
კონგრესმენმა ჯო უილსონმა რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში. “ჩემი რწმენით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად. რუს სამხედროებს რეალურად არასდროს არ დაუტოვებიათ მოლდოვაში მდებარე დნესტრისპირეთი. მათ უნდა დაეტოვებინათ [დნესტრისპირეთი], მაგრამ არ დატოვეს, ასე რომ, მოლდოვის ნაწილი აქვთ ოკუპირებული. დამატებით, ვიცით, რომ მათ არჩევნები გააყალბეს ბელარუსში”- აღნიშნა მან. როგორც კონგრესმენი აცხადებს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ხოლო შემდეგ უკრაინაში. “შემდეგ იყო საქართველოში შეჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია. და შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 2014 და 2022…
მეტი...სანაპიროზე გზის ნაწილის დაზიანებასთან დაკავშირებით, მერია განმარტებას აკეთებს
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი გზის ნაწილია აღბეჭდილი. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას. ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.…
მეტი...,,ერდოღანმა აღიარა, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი მან დაამხო” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში მან მიიღო მონაწილეობა. „მე ერდოღანს მივულოცე და ვუთხარი, რომ ასეთი რამ უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია. თქვენ დაიპყარით სირია სხვადასხვა სახელით. მან მე, რა თქმა უნდა, მითხრა: „არა, არა, არა, არა, არა, ეს მე არ ვყოფილვარ“. მე მას ვუთხარი: „არა, ეს შენ იყავი. მაგრამ ყველაფერი რიგზეა“. მან მიპასუხა: „შესაძლოა, მე ვიყავი“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2024 წლის 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადის რეჟიმი…
მეტი...,,ეკლესია არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული” – საპატრიარქო პაატა ბურჭულაძეს პასუხობს
,,ა.წ. 6 აპრილს, ბ-მა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება”, – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ,,მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო…
მეტი...იტალიაში უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ
იტალიაში უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ. პროტესტს 20-ზე მეტ ქალაქში ათასობით ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან პრემიერის და ევროკავშირის პოლიტიკით. მათ მიაჩნიათ, რომ იტალია და ევროკავშირი ზედმეტ თანხებს ხარჯავენ იარაღსა და სამხედრო პროექტებზე. ასევე, ისინი აპროტესტებენ განათლების ბიუჯეტის შემცირებასაც.
მეტი...მასკმა ტრამპს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმება პირადად სთხოვა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმება პირადად სთხოვა. The Washington Post-ს წყარომ უთხრა, რომ ამერიკელი მილიარდერის მცდელობა უშედეგო იყო. ამერიკის პრეზიდენტმა მასკის თხოვნა არ გაითვალისწინა. სააგენტო Bloomberg-ი, თავის მხრივ, წერს, რომ ტრამპის ტარიფების გამო მასკმა მილიარდობით დოლარი დაკარგა. ასევე, სხვა ამერიკელმა მილიარდერებმაც იზარალეს. საფონდო ბირჟების ვარდნის გამო, თითოეულმა მათგანმა რამდენიმე საათში თითქმის 10 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მეტი...მიანმარიში, მიწისძვრიდან მეხუთე დღეს ნანგრევებიდან ცოცხალი ბიჭი ამოიყვანეს
ძლიერი მიწისძვრის შედეგად მიანმარში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით უსახლკაროდ დარჩა. 2 აპრილს, მიანმარის დედაქალაქ ნაიპიტავში, სასტუმროს ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 26 წლის მამაკაცი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის სახელია ნაინგ ლინ ტუნგი. ის იპოვა და გადაარჩინა მიანმარისა და თურქეთის მაშველთა ერთობლივმა ჯგუფმა, რომელიც ათასობით დანგრეული შენობის ნანგრევებში მუშაობდა. სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება, ნანგრევების ქვეშ მეტი ადამიანის პოვნისა და გადარჩენის იმედით. (VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა
მეტი...ქუთაისში, ავტომობილი აფთიაქში შევარდა
ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, მარი ბროსეს #1-ში, ავტომობილი პსპ-ს აფთიაქში შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩამსხვრეულია მინა. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
მეტი...„ნიგოზში მომწარო გემო შესაძლოა ამის მანიშნებელი იყო“ – სპეციალისტის გაფრთხილება
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს იმას, თუ რამდენად საშიში და საფრთხილოა თხილეული, რომელსაც მომწარო გემო აქვს. „აფლატოქსინი შესაძლოა შეგვხვდეს თხილეულშიც მათ შორის ნიგოზში, თხილში, ფისტაში. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება B1 ტოქსინი, რომელიც პროდუქტის დაობების შედეგად ჩნდება, როდესაც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ობდება თხილეული. ასეთ შემთხვევაში პროდუქტს ვიზუალურადაც ეტყობა. თხილეულში მომწარო გემო შესაძლოა საწყისი ეტაპი იყოს ობის სოკოს წარმოქმნის, რომელიც შემდეგ უკვე წარმოქმნის მსგავს ტოქსინს. ამიტომ არის რომ დაობებული თხილეულის მიღება რეკომენდირებული არ არის“, – ამბობს ირაკლი არაბული.
მეტი...,,აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი” – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 10 აპრილს, სტამბოლში გაიმართოს. პესკოვის თქმით, რუსეთი შაბათს, აშშ-სა და ირანს შორის ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს მიესალმება. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მომხრეები ვართ. ამიტომ, ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა პესკოვმა.
მეტი...,,ირანის ირგვლივ ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება” – ზახაროვა
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება მრავალი წელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ვითარება არ სტაბილიზდება, ის უარესდება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თეირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან და აშშ ამას არ დაუშვებს.
მეტი...(VIDEO) მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზა ჩაინგრა
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზა ჩაინგრა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...,,არსებობს დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტიები გაჩნდეს” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია იმისთვის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები, რადგან, ფაქტობრივად, ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. „რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია – არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები იმიტომ, რომ დღეს ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. არსებობს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამარგინალებულია და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენს პრობლემას, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ამ ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ახალ ოპოზიციურ ძალაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის…
მეტი...სოფელ ლალისყურში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში – ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასული წლის 24 ივნისს მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმა იყო.
მეტი...,,ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ” – კახა კალაძე
„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ქვეყნის ინტერესებს. „ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ. არც კაია კალასს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს თავიანთი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და…
მეტი...,,არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არანაირი სხვა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი. „არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი რაიონი, ქალაქი და სოფელი – უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ; როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც…
მეტი...,,რადიკალურ დაჯგუფებას უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი ვერ იქნება, რადგან ის მათთვის საინტერესო იყო პრეზიდენტის სტატუსის გამო. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მხრიდან ზურაბიშვილის მისამართით გახშირებული კრიტიკის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „ეს დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. სალომე ზურაბიშვილის ლიდერობა ვერ შედგება. სალომე ზურაბიშვილს იყენებდა ეს რადიკალური დაჯგუფება და თვითონაც გახდა მისი წარმომადგენელი თავისი სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა მას პრეზიდენტის შემთხვევაში. დღეს მას არანაირი სტატუსი არ გააჩნია და ამ რადიკალურ დაჯგუფებასაც უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტი...,,მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო, დაკავშირებულია ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობის აღკვეთასთან. „აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობის გამო. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თანხებს იღებდა არაგამჭვირვალედ. ეს ყველაფერი იფუთებოდა. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით იყო ერთი ასეთი შემთხვევა და ამ დროს რეალურად მიმდინარეობდა ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, „კანვასი“ იყო თუ არ ვცდები, არ მინდა შემეშალოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად,…
მეტი...დაარეგისტრირეთ ძაღლი და გაასტერილეთ უფასოდ მობილურ ვეტკლინიკაში, თქვენთვის ხელსაყრელ, ახლომდებარე ლოკაციაზე
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს გაძლევთ შესაძლებლობას, დაარეგისტრიროთ ძაღლი და გაასტერილოთ უფასოდ მობილურ ვეტკლინიკაში, თქვენთვის ხელსაყრელ, ახლომდებარე ლოკაციაზე. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს – 19 ლარს. 13 აპრილს, კვირას, მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვარკეთილი 3-ის, მესამე მიკრორაიონში, N344-ე, N329 და N334-ე კორპუსებს შორის მდებარე სკვერში, 12:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება. იხილეთ სკვერის მდებარეობა https://www.google.com/…/data=!3m2!1e3!4b1!4m4!3m3!8m2!3d41… მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული აქციის ფარგლებში მიიღონ შემდეგი სერვისები: ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ…
მეტი...განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რეალიზაციის მიზნით უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოიღეს გასაღების მიზნით, რამდენიმე ათეულ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“ და „ჰეროინი“, – აღნიშნულია განცხადებაში. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინათ, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...,,2022 წელს, გერმანიაში, ომის საკითხებთან დაკავშირებით საიდუმლო შტაბი შეიქმნა” – ზალუჟნი
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ 2022 წელს გერმანიაში, ვისბადენში შეიქმნა საიდუმლო შტაბი, სადაც უკრაინის სარდლობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა. „შტაბი ნამდვილად იქცა ჩვენს საიდუმლო იარაღად ოპერაციების დაგეგმვისა და მათი განხორციელების საჭიროებების ჩამოყალიბებაში. შტაბი შეიქმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების კოორდინაციის ცენტრის ბაზაზე, რომელიც თავდაპირველად შტუტგარტში, აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში იყო განთავსებული“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი. მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებთან ერთად გააცნობიერა, რომ საჭირო იყო ოპერატიული შტაბის შექმნა, რომელიც შეაფასებდა იარაღისა და აღჭურვილობის საჭიროებებს, ამიტომ, ლოჯისტიკური ცენტრის…
მეტი...ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი, საბა სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს. ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს. ჟურნალისტი, საბა სორდია დააკავეს
მეტი...ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი კიევში საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, მაქსიმ პრევოსთან და ტეო ფრანკენთან ერთად ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ბელგიელი მინისტრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ. „ეს სიმბოლური ჟესტი არ არის. ეს სოლიდარობის, იმედისა და ურყევი მხარდაჭერის მისიაა უკრაინელთა თაობებისთვის, რომლებიც თავისუფლებისა და მომავლისთვის იბრძვიან. ბელგია უკრაინის გვერდით დგას. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
მეტი...ხვალ, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან. „პრაღაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკას ეწვევა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოდერაციას გაუწევს ბიბლიოთეკის დირექტორი ტომაშ სედლაჩეკი. დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება. საპარლამენტო კომიტეტებისთვის სახელის შეცვლას ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქმევა; აგრარულ საკითხთა კომიტეტს – სოფლის მეურნეობის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი − დიასპორის კომიტეტი ხდება; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი დაერქმევა; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი. ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. 2018 წელს მიღებული რეგლამენტი კი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
მეტი...