პატიმრობაში დატოვეს აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომლის გათავისუფლებასაც აშშ ითხოვდა

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აზერბაიჯანელი აქტივისტისათვის, ბახტიარ ჰაჯიევისათვის 10-წლიანი პატიმრობის განაჩენი. ჰაჯიევი, – რომელიც წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, – 2022 წლის 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს. ის წინასწარ პატიმრობაში 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში იყო. მისი პატიმრობაში ყოფნის დროს კი დამატებით წარუდგინეს „უკანონო წარმოების“, „დანაშაულებრივად მოპოვებული თანხის ლეგალიზაციის“, „კონტრაბანდის“, „გადასახადებისგან თავის არიდებისა“ და „დოკუმენტების გაყალბების“ ბრალდებები. 2024 წლის 11 დეკემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების, მათ შორის ბახტიარ ჰაჯიევის გათავისუფლებისკენ.

მეტი...

ბრიტანეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან მოგზაურობისგან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ იმოგზაურებენ სამხრეთ-დასავლეთ აზერბაიჯანში, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში. ბრიტანეთს აზერბაიჯანში მოგზაურობასთან დაკავშირებით ორი ტიპის შეზღუდვა აქვს გამოცემული: „გირჩევთ ყველანაირი ტიპის მოგზაურობისგან თავის შეკავებას“ – ეს გაფრთხილება ეხება სასაზღვრო ზოლს და იგი წითლად არის მონიშნული; „გირჩევთ ყველანაირი ტიპის მოგზაურობისგან თავის შეკავებას, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ დგას“, – ეს გაფრთხილება კი ეხება მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რეგიონებს, რომლებსაც სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალები ათწლეულობის განმავლობაში აკონტროლებდნენ, ყარაბაღის 2020 წლის მეორე ომისა და შემდგომში განვითარებული მოვლენების შედეგად კი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა…

მეტი...

მექსიკას აშშ-თან სავაჭრო დაძაბულობის თავიდან აცილება სურს

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხდა, რომ აშშ-თან სავაჭრო დაძაბულობის თავიდან აცილება სურს. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა აშშ-თან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი სხვა ზომების მისაღებად, თუმცა მექსიკური ინდუსტრიებისა და კომპანიების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. როგორც ცნობილია, აშშ მექსიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. ტრამპმა მექსიკას ტარიფები თებერვლის თვეში დაუწესა. ტრამპის თქმით, მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები გამოწვეულია, როგორც უკონტროლო მიგრაციით, ასევე იმით, რომ მექსიკა ვერ აჩერებს ფენტანილის შედინებას შეერთებულ შტატებში. თუმცა, მარტის თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებდა მექსიკაზე ტარიფებს შეღავათის სახით და ქვეყნის პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად.

მეტი...

“აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა”- მედია

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა.  ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. S&P 500-ის ინდექსი 3.7%-ით დაეცა, NASDAQ-ი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა. დღეს, ვარდნა განიცადა აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებმაც. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფონდო ბირჟების გახსნამდე აშშ-ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. ლიდერები პრესის წინაშე კომენტარებს ოვალური კაბინეტიდან გააკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ტარიფებსა და სხვა საკითხებს, მათ შორის ირანსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

მეტი...

რუსთაველი უწყვეტი პროტესტის 131-ე დღესაც გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტის 131-ე დღესაც გადაკეტეს საავტომობილო გზა. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და აქციას შეუერთდებიან. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბიჭი, რომელიც კომაში იყო, გარდაიცვალა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში ავარიის დროს დაშავებული 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში თვეზე მეტი კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა  მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

მეტი...

ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე. „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან. გვსურს, რომ ისინი შეჩერდნენ. არ მომწონს დაბომბვები. ისინი გრძელდება და გრძელდება. ყოველ კვირას იხოცება ხალხი, ათასობით ახალგაზრდა“, – განაცხადა ტრამპმა. , რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა  თქვა, რომ რომ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს.

მეტი...

აშშ-ში ქარიშხალს 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალს 21 ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობამ და ქარიშხალმა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე დღეა გრძელდება. ყველაზე მეტი 10 ადამიანი ტენესის შტატში იმსხვერპლა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 10 შტატში 93 ტორნადო დაფიქსირდა. ასევე, ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, კენტუკის, ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებში.

მეტი...

აშშ-ის ტარიფების გამო ევროპის ბაზრებზე ინდექსები ვარდნას განაგრძობს

ევროპის ბაზრებზე ინდექსები ვარდნას განაგრძობს. როგორც „გარდიანი“ წერს, დღეს დილიდან ევროპის ინდექსი Stoxx 600, რომელიც ევროპაში 600 უდიდეს კომპანიას აერთიანებს, 6%-ით დაეცა. ფრანკფურტში გერმანულმა ინდექსიმა DAX-მა 10%-იანი ვარდნა განიცადა, ფრანგული ინდექსი CAC – 6,6%-ით, ხოლო იტალიური FTSE MIB – 5,7%-ით დაეცა. ანალოგიური ვითარება იყო დიდ ბრიტანეთშიც. FTSE 100-ის ინდექსი 6%-ით დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იყო. პროგნოზების მიხევდით, ვარდნა იქნება დღეს აშშ-ის საფონდო ბირჟებზეც. ცნობისთვის, მსოფლიო ბაზრებზე ინდექსების ვარდნა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ტარიფებს    

მეტი...

ევროპა ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებისთვის მზადაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს. „ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ აშშ-თვის.

მეტი...

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს ჩაინიშნა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, მოწმეები დაკითხეს. საერთო ჯამში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე 5 მოწმეა გამოკითხული. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.  

მეტი...

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის 26 რაიონიდან წყალდიდობის გამო დაახლოებით ნახევარი დაზარალდა. ასევე ქალაქის ყველაზე დატვირთული გზა, რომელიც ცენტრს საერთაშორისო აეროპორტთან აკავშირებს, გაუვალია, ისევე როგორც ზოგიერთი ავტომაგისტრალი, რომელიც აკავშირებს დედაქალაქს ქვეყნის მთავარ პორტთან, მატადთან. გამოცემა BBC-ი წერს, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ძლიერმა წვიმამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთიც დააზარალოს.  

მეტი...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 8 აპრილიდან რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ. „რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- აცხადებენ მერიაში.  

მეტი...

„ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია უსაფრთხოა“- სეს-ი

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ  სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც  აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის  მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე,  მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული  “სოფლის ნობათის”  პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში  მინიმუმ  4-ჯერ მაინც ამოწმებს.  შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში…

მეტი...

ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. „გუშინ, ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, უკვე არსებულ მათ რეკორდულ ტარიფებზე, არამონეტარულ ტარიფებზე, კომპანიების არალეგალურ სუბსიდირებასა და მასიურ სავალუტო მანიპულირებაზე დამატებით. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგენილი“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. ტრამპი ამბობს, რომ თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს ხვალამდე, 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.

მეტი...

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან ,,გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. ,,უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

,,ძალიან პირნათელი ვარ ჩემი მოქალაქეების წინაშე” – ირაკლი კობახიძე

,,ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას უღალატა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეეხებოდა. მისივე თქმით, იგი პირნათელია თითოეული მოქალაქის წინაშე, რადგან საკუთარი აგური აქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში. „მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი აგური მაქვს დადებული იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება. რაც შეეხება „ტვ პირველს“, „ტვ პირველი“ არ არის პირნათელი საკუთარი საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ” – შალვა პაპუაშვილი

,,იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცნაურია, არც შენთვის გინდოდეს და არც სხვისთვის, ეს დაახლოებით ასეა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ,,არავის დაუშლია არც ამერიკული და არც სხვა კომპანიისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო. შარშან, ღია საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. ვინც მონაწილეობა მიიღო, მისი არჩევა მოხდა. ამიტომ, თუ რაიმე სინამდვილე აქვთ საკუთარ მონაწილეობაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ვგულისხმობ, ის არის გენერალური პარტიის წარმომადგენელი, მისი ადმინისტრაცია,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი” – პრემიერი

,,სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს სალომე ზურაბიშვილს. „დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად იმიტომ, რომ თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მეტი...

,,ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია” – პრემიერი

,,ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა. „რაც შეეხება ევროპას, თეორიულად წარმოიდგინეთ, 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი, ხომ იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები, მაგრამ ვიღაცას მოუნდა, რომ კანდიდატის სტატუსი გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი…

მეტი...

,,ნარკომანია არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს” – პრემიერი

,,ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ ამას გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც. „პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ…

მეტი...

,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს” – პრემიერი

,,ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 10 აპრილს ჩანიშნულ დებატებზე, სადაც საქართველოს შესახებ უნდა გაიმართოს მსჯელობა. „ჩვენთვის საინტერესო არ არის, ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ – პრემიერი

,,უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ მოახერხა ამ სცენარისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის…

მეტი...

,,არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა” – პრემიერი

,,ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი, ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის, 7 წლის განმავლობაში, ის პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას. „7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე,…

მეტი...

,,საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი” – სააგენტოს გაფრთხილება

8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

,,200 წელზე მეტია, რუსეთის უღელქვეშ ვართ და ეს ვითომ ევროპელებიც არ გვაცდიან, წესიერად ვიცხოვროთ” – მეუფე იაკობი

დღეს, ხარების დღესასწაყლთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ბოდბეში იქადაგა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, რომელმაც პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ,,200 წელზე მეტია, რუსეთის უღელქვეშ ვართ და ეს ვითომ ევროპელებიც არ გვაცდიან, წესიერად ვიცხოვროთ. რა იმათი საქმეა, ჩვენს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებთ, რაში შესტკივათ გული, ხალხის სახელით რომ გველაპარაკებით? მე მკითხეს ახლა, მომწონს იმათი გადაწყვეტილებები? ჩვენ რომ ახლა უკრაინასავით ვიძახოთ, რომ NATO-ში შევიდეთ, ჯარი 2008 წელს რომ დაუთმეს ტერიტორიები და ნაწილი რუსებს მისცეს, ნაწილი სხვა მხარეს დაუტოვეს, დღეს რომ დავრბივართ და ეკონომიკის ჩამოშლა გვინდა, ევროპა ევროპას რომ იძახი და საქართველო თუ…

მეტი...

„10 000 ლარი გადაეცემა მას, ვინც ცხედარს გვაპოვნინებს“ – ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ეძებს, რომელიც მათი თქმით, ერთი თვის წინ, ,,ვარციხე ჰესიდან” გადახტა. შემთხვევა 2 მარტს მოხდა. როგორც ოჯახი აცხადებს, 48 წლის ავთანდილ ბოდოკიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მძიმე დაავადების პარალელურად, მამაკაცს ფარული დეპრესია ჰქონდა, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ,,ოჯახისგან 10,000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდ. რიონში გვაპოვნინებს. ცხედარი შუა ბაშიდან ფოთამდე, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ნაპირებზე, წყლის ზედაპირზე, მდინარის კუნძულებთან და ა.შ. მდინარეში საეჭვო სხეულის შემჩნევის შემთხვევაში (ცხედარი 36-ე დღეა წყალშია) გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას და ოჯახს: 598228060 (პასუხისმგებელი გარდაცვლილის ძმა – Tarasi Bodokia) ძალიან გთხოვთ,…

მეტი...

,,პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის რამდენიმე საკითხის გადაჭრა არის საჭირო” – პესკოვი

,,რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის რამდენიმე საკითხის გადაჭრა არის საჭირო”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მართლაც უჭერს მხარს. მაგრამ ამისთვის მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი. ეს საკითხები ჯერ ჰაერშია გამოკიდებული, და მათზე პასუხი ჯერ არავის გაუცია“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, უკრაინაში არიან საჯარისო შენაერთები, რომლის კონტროლი კიევს არ შეუძლია.

მეტი...

რა დეტალები ხდება ცნობილი ბოლნისში მოკლულ ქალზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები გერმა მიაყენა. ქალის ცხედარი 6 აპრილის საღამოს შსს-ს თანამშრომლებმა იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

გერმანიაში, საცხოვრებელ ბინაში 3 ადამიანის გვამი იპოვეს

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე, სოფელ ვაიტეფელდში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ მიმალვა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, 47 წლის კაცი, 44 წლის ქალი და 16 წლის ბიჭი. ეჭვმიტანილის ძებნის პროცესში სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობს. ვაიტეფელდის მერის, კარლ-ჰაინც კესლერის თქმით, გარდაცვლილები და ეჭვმიტანილი ამ სოფლის დიდი ხნის მკვიდრები იყვნენ.

მეტი...

,,აშშ ნატოში ზედმეტად ბევრს ხარჯავს, პარალელურად კი ევროპასთან ვაჭრობით ფულს კარგავს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოში ზედმეტად ბევრს ხარჯავს, პარალელურად კი ევროპასთან ვაჭრობით ფულს კარგავს. „ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჭრობაში 1,9 ტრილიონი დოლარის დაკარგვა არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ასე მოვიქცეთ და პარალელურად ევროპული ქვეყნების დასაცავად ნატოში ბევრი ფული დავხარჯოთ. ჩვენ მათ სამხედრო მიმართულებით ვეხმარებით, მათთან ვაჭრობაში ფულს ვკარგავთ. ეს სრული სიგიჟეა. სწორედ ამიტომ ამირჩიეს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ამერიკელ ხალიხს მედიაზე კარგად ესმის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი აირჩიეს. მთავრობის შემადგენლობას მხარი უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაუჭირეს. კენჭისყრამდე სულხან თამაზაშვილმა საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო.

მეტი...

,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს. „ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხზე დებატებს 10 აპრილს გამართავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატებს 10 აპრილს გამართავს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება. შეგახსენებთ, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა 2025 წლის აპრილის სესიამდე გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის მიღების შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. განცხადება მაშინ თეა წულუკიანმა გააკეთა და თქვა, რომ დელეგაციის წევრები მუშაობას ,,უსამართლო დამოკიდებულების…

მეტი...

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ,,მინდა, შევახსენო ყველას, ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ” – თეა წულუკიანი

მეტი...