პანკისის ხეობაში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ომალოში გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეთერთმეტე კლასისი მოსწავლე, სოფლის სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ შეძლეს. უცნობია, თუ რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი.
მეტი...დღე: აპრილი 6, 2025
ხვალ მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
ხვალ, 7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
მეტი...„ასეთი ნათელი ადამიანები, ასე უსამართლოდ მიდიან!”- ზურაბიშვილი აქტივისტის მაია მაჭარაშვილის გარდაცვალებაზე
სოციალურ ქსელში ვრცელდება, ინფორმაცია აქტივისტის მაია მაჭარაშვილის გარდაცვალების შესახებ. ამის შესახებ გადაცვლილის მეგობარმა დაწერა. როგორც ის წერს, გოგონები ერთად ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია მაია მაჭარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. ახლობლებს ეჭვი გულის შეტევაზე ან ანევრიზმაზე აქვთ, თუმცა ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გამოეხმაურა. “ვიზიარებ, ვწუხვარ და მენანება ჩემი ქვეყანა რომლიდანაც ასეთი ნათელი ადამიანები, ასე უსამართლოდ მიდიან!“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშა აქვთ გაშლილი. ისინი სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია-ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეტი...რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის დედაქალაქში რუსული ჯარების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ქუჩაში, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს იყო. ამის შესახებ, ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ სამი დაშავებულის შესახებ განაცხადა. ხანძარი ქალაქის დარნიცკის, სოლომენსკის და ობოლონის რაიონებში გაჩნდა. დაუსახლებელი შენობა ჩამოინგრა, რამაც რამდენიმე მანქანა დააზიანა. ბიზნესცენტრის შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.
მეტი...“ფანატიკოსი ომის მომხრე”- უნგრეთის საგარეო მინისტრი მარგუს ცაჰკნაზე
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლიც უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. “ახლახან წავიკითხე, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, უნგრეთისთვის ხმის უფლების შეჩერება მოითხოვა. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ფანატიკოსი ომის მომხრე ხმაა – უკრაინაში ომის გახანგრძლივებას უბიძგებს და ამავე დროს სხვებს ესკალაციის რისკების შესახებ ლექციებს უკითხავს,” – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
მეტი...ბრიტანელი დეპუტატი ბავშვთა სექსუალურ დანაშაულებში ამხილეს
პოლიციამ ბრიტანელი დეპუტატი დააკავა. მმართველი ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბავშვთა სექსუალურ დანაშაულებსა და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას Theguardian ავრცელებს.
მეტი...ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრა. „მივემგზავრები აშშ-ში, რომ შევხდე პრეზიდენტ ტრამპს, რათა განვიხილოთ მძევლების საკითხი და დავასრულოთ ღაზაში გამარჯვების საკითხი. ასევე, რა თქმა უნდა, ისრაელის მიმართ დაწესებულ ტარიფებზეც ვისაუბრებთ. იმედი მაქვს, შევძლებ ამის მოგვარებას. შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ პირველი საერთაშორისო ლიდერი, რომელიც ტრამპს ისრაელის ეკონომიკისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხვდება“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე.
მეტი...“ესკალაციაზე უარის თქმის გამო, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტულია”- პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია. შალვა პაპუაშვილის თქმით, თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. “საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მისიაში მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მათ შორის აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? – ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიდის. ის, რომ სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი…
მეტი...ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული. ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება. მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე.
მეტი...“კრივი-რიჰზე თავდასხმა სასიკვდილო დარტყმაა ბავშვების წინააღმდეგ”- გაერო-ს უმაღლესი კომისარი
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. მისი განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ თავდასხმას ყველაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. „ეს არის ყველაზე სასიკვდილო დარტყმა ბავშვების წინააღმდეგ რაც კი ოფისს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაუმოწმებია. ეს წარმოუდგენელი საშინელებაა – ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს. ერთმა აფეთქებამ დაასრულა 18 ადამიანის სიცოცხლე კრივი-რიჰში თბილ პარასკევს საღამოს, როდესაც ოჯახები შეკრებილები იყვნენ სათამაშო მოედანთან, რესტორანთან და საცხოვრებელ კორპუსებთან. რუსეთის ფედერაციის მიერ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ფართო მოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება გამოხატავს მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების…
მეტი...აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. შეეხება აშშ-ის მოთხოვნებს და მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, დაიბომბება, ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართვის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს. Reuters-ის წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.
მეტი...“ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით დააკავეს”- შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს. მას ამჟამად ჟურნალისტს ადვოკატი ხვდება.
მეტი...Land Rover-ი აჩერებს აშშ-ისთვის ავტომობილების მიწოდებას
აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, ბრიტანული ავტომწარმოებელი Land Rover-ი ერთი თვით აჩერებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდებას. “აშშ მნიშვნელოვანი ბაზარია ძვირადღირებული ბრენდებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან ახალი სავაჭრო პირობების გადასაჭრელად და შუალედური და გრძელვადიანი გეგმების დასახვისას გვიწევს მოკლევადიანი ქმედებებიც, როგორიცაა აპრილში მიწოდების შეჩერება” – განაცხადა კომპანიის სპიკერმა.
მეტი...ჟურნალისტი, საბა სორდია დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს. მას, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. “პოლიციამ დააკავა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია. როგორც პრესსამსახურმა მითხრა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი,” – წერს “ინდიგოს” აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.
მეტი...ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა თეთრ სახლში ორშაბათს შედგება და ლიდერები ტარიფებს და სხვა საკითხებს განიხილავენ. ნეთანიაჰუ იქნება პირველი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდება მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა გლობალური ტარიფები დააწესა. რაც შეეხება ისრაელს, ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 17%-იანი ტარიფები დააწესა
მეტი...“ზელენსკიმ მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი”- პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი. პოდოლიაკი განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე – “ის ღრმად არის ომში და ესმის, როგორ გამოვიდეს იქიდან. ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება – ზელენსკიმ მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი”- ამბობს ის. პოდოლიაკის თქმით, ზელენსკიმ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა საგარეო პოლიტიკაში და შეძლებს უზრუნველყოს პარტნიორების კონსოლიდაცია ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის – “მას აქვს გამარჯვების ყველა შანსი” – დასძინა პოდოლიაკმა.
მეტი...ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რომის პაპი საზოგადოებაში გამოჩნდა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პირველად, რომის პაპი ფრანცისკე საზოგადოებაში მოულოდნელად გამოჩნდა. ფრანცისკე მიესალმა ხალხს ვატიკანში. როგორც მედია წერს, ის მხნედ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ ეტლში იჯდა და დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა. რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.
მეტი...„რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია, ამას ადაატურებს ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანში საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. მისივე თქმით, რუსეთი ტერორს გააგრძელებს, მანამ სანამ ამის საშუალებას მსოფლიო მისცემს. „რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადაატურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. წუხელ კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“ – აცხადებს ზელენსკი.
მეტი...ვან დამს 5 რუმინელ ქალთან სექსუალური ურთიერთობაში ადანაშაულებენ
ჟან-კლოდ ვან დამს ადანაშაულებენ 5 რუმინელ ქალთან სექსუალური ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს ქალები ტრეფიკინგის მსხვერპლები იყვნენ. ეს საქმე ადამიანების, მათ შორის არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილია, რომელიც რუმინეთის პროკურატურამ 2020 წელს დაიწყო. CNN-ის პარტნიორი რუმინული გამოცემის, Antena 3-ის ინფორმაციით, სისხლის სამართლის სარჩელის მიხედვით, რომელიც რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულებისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატშია (DIICOT) შეტანილი, წერია, რომ 64 წლის მსახიობს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ტრეფიკინგის მსხვერპლ 5 რუმინელ ქალთან. ქალები კანის ფესტივალის დროს გამართულ წვეულებაზე ვან დამს, სავარაუდოდ, “საჩუქრად მიუყვანა” კრიმინალურმა ჯგუფმა. ორგანიზებული დანაშაულებისა და ტერორიზმის რუმინული უწყების პროკურორებმა…
მეტი...მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 300-ს აღემატება
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 300-ს აღემატება. დაშავებულია 4 671 ადამიანი, 214 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მეტი...ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმება
„დემოკრატი“ კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ უახლოეს 30 დღეში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს. „ის გოლიათია. ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს. ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს. ის აკონტროლებს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“ – განაცხადა კონგრესმენმა. გუშინ აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა.
მეტი...უკრაინას 23 რაკეტით და 109 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა 6 აპრილის ღამეს უკრაინას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების 23 რაკეტით და 109 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასისა და ნიკოლაევის ოლქები. უკრაინელებმა 53 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის Х-101/Х-55СМ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერ -მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და Shahed-ის ტიპის 40 დრონი. ჩამოგდება: 6 Kh-101/Kh-55SM საკრუიზო რაკეტა; 6 საკრუიზო რაკეტა “კალიბრი”; 1 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ; 40 შაჰედის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. კიდევ 53 დრონი კი დაიკარგა.
მეტი...“მანქანა განზრახ დააჯახა”- ახალი დეტალები თბილისში, წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
თბილისში, წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოკადრში სადაც ჩანს, რომ მანქანა მამაკაცს სავარაუდოდ, განზრახ ეჯახება, მომხდარს სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირებულები მეზობლები არიან. მამაკაცებს შორის დაპირისპირება სკვერში დაიწყო, ისინი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. მანქანის დაჯახების შემდეგ, კაცი საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს და მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები აქვს მიყენებული.
მეტი...გიორგი მამარდაშვილი “რეალთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
გიორგი მამარდაშვილი “რეალთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მამარდაშვილმა ბურთი რამდენჯერმე მოიგერია. ანალიტიკურმა პორტალებმა კი, ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. დაძაბულ დაპირისპირებაში ვალენსიამ რეალი 2:1 დაამარცხა.
მეტი...უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა. ინფორმაციას ამის შესახებ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. „მოქმედი პროცედურების შესაბამისად, სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა მოყვანილია მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში“– ნათქვამია შეტყობინებაში. სარდლობაში ასევე აღნიშნეს, რომ ახორციელებენ მიმდინარე სიტუაციის მონიტორინგს, ხოლო დაქვემდებარებული ძალები იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა.
მეტი...ისრაელმა ღაზაში მედიკოსების მკვლელობა აღიარა
ისრაელის არმიამ აღიარა, რომ ღაზას სექტორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მუშაკის მკვლელობა მისი ჯარისკაცების შეცდომის შედეგი იყო. – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ისრაელი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი იმის გამო გახსნეს, რომ კოლონა “საეჭვოდ” მიუახლოვდა სიბნელეში, ჩამქრალი ფარებით. საქმე ეხება 23 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების კოლონას, გაეროს მანქანას და ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სახანძრო მანქანას რაფაჰთან ცეცხლი გაუხსნეს.
მეტი...რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი ჰოსპიტალიზებულია. „მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა დარნიცკისა და ობოლონის რაიონებში. ადგილზე იმყოფებიან მაშველები“ – აცხადებს კლიჩკო.
მეტი...“სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა”- სტარმერი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცახდებით, გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების მცდელობას, რათა თავიდან აიცილოს გარკვეული ტარიფები. „მზად ვართ, გამოვიყენოთ ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა დავეხმაროთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან თავის შეფარებაში. ზოგიერთმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს ამის გამო – იდეას, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ბაზრის ფორმირებისთვის, ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ არ შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ძველ გრძნობებს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად იცვლება“, – წერს სტარმერი მისი თქმით, სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა.
მეტი...პატრონის საფლავზე შვიდი წლიანი ცხოვრების შემდეგ, კატა სახელად ჰაჩიკო გარდაიცვალა
კატა, სახელად ჰაჩიკო პატრონის საფლავზე შვიდი წლის ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა. პეტერბურგში უშედეგო მკურნალობის შემდეგ, მას დაღესტანში პატრონის გვერდით დაკრძალავენ. შინაური ცხოველის პატრონი 2018 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ კატა მის საფლავს არ მოშორებია.
მეტი...“ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ არჩევნებში, უმჯობესი იქნება დემოკრატიისთვის”- პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში “ექსტრემისტული” პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება დემოკრატიისთვის. „როცა, ერთი მხრივ, ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით და სინამდვილეში ისევ საარჩევნო მარათონში ვიხილავთ, რაც ცუდია. რადგან, ზოგადად, თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, ის, რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოური დაფინანსებით, ეს არაერთხელ დადასტურდა”- განაცხადა პაპუაშვილმა.
მეტი...“დუმილი მხოლოდ აქეზებს რუსეთს, გააგრძელოს ომი”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დუმილი მხოლოდ აქეზებს რუსეთს, გააგრძელოს ომი და დიპლომატიის იგნორირება მოახდინოს. „მსოფლიოში ბევრმა გამოხატა თავისი პოზიცია კრივოი როგზე დარტყმის შემდეგ, პოზიცია რუსული ტერორის მკაფიო უარყოფის. ვინც ამას ხედავს და არ ხუჭავს თვალებს, არამედ მკაფიოდ და ნათლად ამბობს სიმართლეს, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო უნდა იყოს მათი მადლიერი. გაჩუმება იმის თაობაზე, რომ სწორედ რუსეთი კლავს ბავშვებს, ეს არასწორია, ეს სახიფათოა. ამიტომ მადლობელი ვარ ყველა ქვეყნისა, რომლის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს აზრი: ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საელჩოებმა. რუსეთი უნდა აგებდეს პასუხს ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა და მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს…
მეტი...აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ვაშინგტონში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებების გამო. დღესვე დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ევროპის ქალაქებში.
მეტი...უკრაინაში გლოვის დღეა
უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება ავრცელებს. „დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხვალ გამოცხადდება გლოვის დღე. კიევიდან ოდესამდე, კრამატორსკიდან უჟგოროდამდე – ქალაქებში დროშები დაეშვება და სიჩუმე იქნება“ – წერს კულება. რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგზე. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაც ცხრა ბავშვია. დაშავებულია 61 ადამიანი.
მეტი...