ხვიჩა კვარაცხელიამ „ანჟერთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა, „პარი სენ-ჟერმენმა“ კი მეტოქე 1:0 დაამარცხა. საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ანგარიში 55-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემით გავიდა – ხვიჩამ მცველს ბურთი აართვა და საჯარიმოში დეზირე დუე მონახა, რომელმაც თავური დარტყმით პსჟ დააწინაურა. ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი მეცამეტედ გახდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგიდან ორის (იტალია, საფრანგეთი) ჩემპიონი გახდა.
მეტი...დღე: აპრილი 5, 2025
პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი და პერიოდულად სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”, „ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „დგება ხალხის გაზაფხული“. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
მეტი...თურქეთში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა – 20 ადამიანი დაშავდა
თურქეთში, ქალაქ უშაკში მომხდარი ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტი...კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები განიხილეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე ისაუბრეს. სტარმერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავაჭრო ომი არავის ინტერესებშია, თუმცა მაგიდაზე ყველა ვერსია უნდა იდოს. მათივე ცნობით, სტარმერმა და მაკრონმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს.
მეტი...ეგვიპტეში აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც უცნობ ფარაონს ეკუთვნის
ეგვიპტეში, უძველესი სამეფო სამარხი აღმოაჩინეს. ის უცნობ ფარაონს ეკუთვნის. სამარხი 3600 წლის წინ, აბიდოსში, ერთ-ერთ უძველეს ნეკროპოლისში აშენდა. მასიური ლოდებისგან ნაგები სამარხი სამ ოთახს მოიცავს და დეკორირებული შესასვლელი აქვს. მეპატრონის სახელი წაშლილია და მისი ვინაობა უცნობია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის აბიდოსის დინასტიის ფარაონი უნდა ყოფილიყო. ეს დინასტია ისტორიაში თითქმის არ ფიგურირებს
მეტი...“აშშ-ის ტარიფები, ჯერ-ჯერობით, ჩვენთვის სასარგებლოა”- თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მიმართ დაწესებული ტარიფებს თურქეთში ეხმიანებიან. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, ჯევდეთ ილმაზის განცახდებით, ტრამპის ამ გადაწყვეტილებით, შეიძლება თურქეთმა ისარგებლოს. „თურქეთთან მიმართებაში 10-პროცენტიანი ტარიფები გამოცხადდა. ჯერ-ჯერობით ეს ჩვენთვის სასარგებლოა. ტარიფების ზრდა იქამდე მიდის, რომ ქვეყნები, რომლებიც ამერიკის ბაზარზე ყიდიან პროდუქტს, აგრესიულად გადადიან სხვა ბაზრებზე და ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეორე მხრივ, საქონელზე ფასებმა იკლო, ამიტომ ამ თვალსაზრისით დადებით ეფექტზე შეიძლება ვისაუბროთ“, – განმარტა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
მეტი...თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. გოგნიაშვილი ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.
მეტი...„ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტარიფების დაწესებიტ „ჩინეთი უფრო დიდად დაზარალდა, ვიდრე აშშ“. „ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, სამუშაო ადგილებსა და ბიზნესს უკან ვაბრუნებთ. უკვე ხუთ ტრილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს კიდევ იზრდება. მტკიცედ დადექით, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება. ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“ – წერს დონალდ ტრამპი. ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა ამავე რაოდენობის ტარიფებით უპასუხა.
მეტი...“მაოცებს ამერიკის საელჩოს სუსტი რეაქცია, სიტყვა „რუსულის” თქმისაც ეშინიათ”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაკვირვებულია აშშ-ის საელჩოს გამოხმაურებით რუსეთის მიერ კრივოი როგზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ზელენსკიმ გამოხატული “პრინციპული” პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ევროკავშირის, იაპონიის, ბრიტანეთისა და შვეიცარიის დიპლომატებს. „სამწუხაროდ, არასასიამოვნოდ მაოცებს ამერიკის საელჩოს რეაქცია, ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი რეაქცია. სიტყვა „რუსულის“ თქმისაც ეშინიათ რაკეტაზე საუბრისას, რომელმაც ბაშვები დახოცა“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...„ISFED-ი ფინანსდება ბრიტანული ფონდის მიერ, ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს“- პრემიერი
“გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. პრემიერის თქმით, ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. „ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ “დიფ სთეითი” შესუსტებულია აშშ-ში, თუმცა, ამ ფონზე “დიფ სთეითი” შეეცდება, ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. ხედავთ, მაგალითად, რომ გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ…
მეტი...“ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში”- პრემიერი
“ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში.…
მეტი...“ჯაფარიძე და ხაზარაძე გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში”- კობახიძე
“ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება. „ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი.…
მეტი...მარიამ კოხრეიძეს საცხოვრებელ სახლს ურემონტებენ
16 წლის მარიამ კოხრეიძეს საცხოვრებელ სახლს ურემონტებენ. მარიამი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს. 16 წლის გოგონას მოქალქეები აქტიურად გულშემატკივრობენ. სახლის კადრებს, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, გოგონას გულშემატკივრებს ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი უზიარებს. ჯანმრთელობის პრობლემები მარიამს 6 წლის ასაკში დაეწყო, როცა, მოულოდნელად, ყბის განვითარება შეფერხდა. მდგომარეობა დროდადრო იმდენად გართულდა, რომ მას ბოლო წლებში საკვების მიღებაც კი უჭირდა. მას ყბა-სახის ოპერაცია თუქმა ექიმმა, ალთან ვაროლიმ ჩაუტარა. ქირურგმა საკუთარ ჰონორარზეც უარი თქვა.
მეტი...ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა
დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, 9 აპრილიდან ამოქმედდება. 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები საქართველოს მიმართაც მოქმედებს. საქართველოსთან ერთად 10%-იანი ტარიფები სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და თურქეთის მიმართაც ამოქმედდა. საბაზისო 10%-იან ტარიფებთან ერთად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს – 20%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას…
მეტი...“წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი”- ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ
6 აპრილიდან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)” – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მეტი...მოსამართლის ბრძანებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეცდომით დეპორტირებული მამაკაცი აშშ-ში უნდა დააბრუნოს
მოსამართლის ბრძანებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში შეცდომით დეპორტირებული მამაკაცი აშშ-ში უნდა დააბრუნოს. ფედერალურმა მოსამართლემ, პაულა ქსინისმა აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაციას მერილენდის შტატიდან შეცდომით დეპორტირებული კილმარ აბრეგო გარსიას აშშ-ში დაბრუნებისთვის დრო 7 აპრილამდე მისცა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გარსიას სალვადორში დეპორტაციის მიზეზი ადმინისტრაციული შეცდომა იყო, მაგრამ აღნიშნეს, რომ მის დასაბრუნებლად აშშ-ს სამართლებრივი უფლებამოსილება არ აქვს.
მეტი...ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად 50 დღე განისაზღვრა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ჯაფარიძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
მეტი...“ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა”- კობახიძე
“ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას. „გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია – საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას.…
მეტი...“უსამშობლოების უცხოელი პატრონებიც მიხვდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას აზრი არ აქვს”- ზარქუა
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ „დიფსთეითი“ ამერიკულიდან ევროპაში გადმოინაცვლა და „იუესეიდი“ ბრიტანულმა ფონდებმა ჩაანაცვლა. „ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, 2025 წლის ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებზე გრანტები გაიცეს. მინდა, თქვენი ყურადღება ორ ასპექტზე გავამახვილო. პირველი, ამ უსამშობლოების უცხოელი პატრონებიც მიხვდნენ, აზრი არ აქვს, საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს და უკვე გადაერთნენ ადგილობრივ არჩევნებზე. ეს კარგია, იმედია, ადგილობრივებიც გაიაზრებენ, რომ მათი პატრონები ამას უკვე მიხვდნენ და დასკვნაც გამოიტანეს. რაც შეეხება მეორე ასპექტს, „იუესეიდი“ უკვე ჩაანაცვლა ბრიტანულმა ფონდებმა”- განაცხადა ზარქუამ.
მეტი...“რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს”- კრივოი როგზე თავდასხმას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმას უკრაინაზე, საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. „რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული“, – წერს კაია კალასი X-ზე. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. „მორიგი რუსული თავდასხმა, მაგრამ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა. რუსული ძალების სარაკეტო იერიშს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და არა მშვიდობა. მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე თავდასხმები ამის დასტურია“. პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ბალისტიკური…
მეტი...ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას ჩავა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომდევნო კვირას აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას მალე ეწვევა, შესაძლოა, შემდეგ კვირას. ვისაუბრებთ ისრაელზე, ვისაუბრებთ იმაზე, რაც ხდება“– განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული. სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
მეტი...„მსურველთა კოალიციის“ წევრებს სურთ, რომ უკრაინის საკითხზე პუტინთან მოლაპარაკებებს მაკრონმა უხელმძღვანელოს
„მსურველთა კოალიციის“ რამდენიმე წევრს სურს, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში ევროპის სახელით პროცესებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უხელმძღვანელოს. მედიის ინფორმაციით, მაკრონი მზად არის ამ როლის შესასრულებლად. როგორც 3 აპრილს ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა აღნიშნა, „მსურვლეთა კოალიცია“ შეთანხმდა, რომ რაღაც მომენტში სულ მცირე ერთ ევროპელ ლიდერს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება.
მეტი...“უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა იქნებოდა”- ნატო-ს გენერალური მდივნი
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა იქნებოდა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი. „მოდი, არ გვინდა, ტრამპის სიტყვების ინტერპრეტაცია. ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის სამიტის ფორმულირება გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ. ზუსტად როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ, არსებობს შეუქცევადი გზა ნატო-სკენ“,- განაცხადა მარკ რუტემ.
მეტი...ბრიტანეთი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მხარდასჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასჭერად. განცხადების თანახმად, საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად. „თბილისში ბრიტანეთის საელჩოს აქვს მიზანი, მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების ჩატარებას უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც ქართული მოსახლეობის ყველა ფენას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. ორგანიზაციებს შეუძლიათ, წარადგინონ განაცხადი 100 000 ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის გრანტების მისაღებად იმ პროექტებისთვის, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მიზანს“, – აღნიშნულია გრანტის აღწერაში.
მეტი...კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
რუსების მიერ დაბომბილ კრივოი როგზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ღამით კი დრონებით შეუტიეს. აგრესორების სამიზნე საცხოვრებელი ზონები და სათამაშო მოედნები იყო. კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. “რუსებმა 19 ადამიანი მოკლეს, მათგან 9 ბავშვი. ამის პატიება შეუძლებელია! მარადიული მეხსიერება… ტერაქტების შედეგად დაშავდა 68 ადამიანი – სამი თვის ბავშვიდან მოხუცამდე. 40 ადამიანი ახლა საავადმყოფოშია (ორი ბავშვი 5 და 8 წლის დნეპრის საავადმყოფოში გადაიყვანეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში), ჩვენ საავადმყოფოებშია 17, მათ შორის 2 ბავშვი, ექიმები მათი…
მეტი...მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა 4 850-ს აღწევს, ხოლო 220 ადამიანი დაკარგულად ითვლება. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ მიანმარის სამხედრო ხუნტა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ზღუდავს. შეგახსენებთ, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.
მეტი...“NATO-ს წევრი ქვეყნები წელიწადში იმდენ საბრძოლო მასალას აწარმოებენ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში”- რუტე
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნები წელიწადში იმდენ საბრძოლო მასალას აწარმოებენ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში. “ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით თავდაცვით პროდუქტებს. მთელი წლის განმავლობაში, იმდენ საბრძოლო მასალას ვაწარმოებთ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში. რუსეთის ეკონომიკა NATO-ს ეკონომიკის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. შედარებისთვის, NATO-ს მთლიანი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 20-ჯერ დიდია, თუმცა რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე მთლიანად ნატო ერთ წელიწადში“ – აღნიშნა მარკ რუტემ.
მეტი...თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს. “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული მ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს დაბადებული კ.რ. , 1990 წელს დაბადებული მ.ბ., წარსულში ნასამართლევები: 1984 წელს დაბადებული ზ.ა., 1995 წელს დაბადებული ლ.ნ. და 1994 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი” , „ალფა-პვპ“, და…
მეტი...“მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს”- პრემიერი ოხანაშვილზე
“ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა ასევე სახელმწიფო სამსახურის უფროსის ახალ მოადგილეებს – ირაკლი ბერაიას, გელა გელაძეს და ლევან ხარანაულს. “მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერი და…
მეტი...რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ 49 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 49 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 49 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მეტი...ტრამპმა „ტიკ-ტოკის“ შესახებ კანონის მიღების ბოლო ვადა 75 დღით გაახანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტიკ-ტოკის“ შესახებ კანონის მიღების ბოლო ვადა 75 დღით გაახანგრძლივა. საუბარია 2024 წლის იანვარში შემუშავებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ჩინურ კომპანია „ბაიტდენსს“ ვიდეოაპლიკაცია „ტიკ ტოკის“ ამერიკული აქტივები უნდა მიეყიდა არაჩინელი მყიდველისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიდეოპლატფორმა აიკრძალებოდა. „შეთანხმება მოითხოვს მეტ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო თანხმობაზე ხელმოწერა. იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ კეთილსინდისიერ თანამშრომლობას ჩინეთთან, რომელიც, როგორც ვხვდები, არცთუ ისე კმაყოფილია ჩვენი საპასუხო ტარიფებით“, – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...“შევამოწმეთ „მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია – დარღვევა არ გამოვლინდა”- სეს-ი
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „მილა“ შემოწმდა და დარღვევები არ აღმოჩნდა. „შევამოწმეთ კომპანია „მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია. დარღვევა არ გამოვლინდა” – განაცხადა მან. მისივე თქმით, გასულ წელს კომპანია „სოფლის ნობათში” 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შევიდნენ „სოფლის ნობათის“ შესამოწმებლად. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები ზღვრული ოდენობის გადამეტება (0.1-იდან 0,32 მკგ/ლ-მდე).
მეტი...ზელენსკიმ საფრანგეთისა და ბრიტანეთთან უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგების გეგმა განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვდა საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელებს, რომ განეხილათ უკრაინაში უცხოური სამხედრო ძალების განლაგების გეგმა. ზელენსკის თქმით, შეთანხმებას ერთი თვის ვადაში მიაღწევენ. „ეს იყო პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა არამხოლოდ სამი ქვეყანა – უკრაინა, საფრანგეთი და ბრიტანეთი. პროცესში ბევრი სხვა ქვეყანაც არის ჩართული“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პარტნიორებს კარგად ესმით უკრაინის საჭიროებები და იციან, თუ რომელია ისეთი გეოგრაფიული ადგილები, სადაც უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება.
მეტი...დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
5 აპრილს, შაბათს, საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +15, +20°; მთაში დღისით +12, +17°; მაღალმთაში დღისით +6, +11°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +12, +17°; მაღალმთაში დღისით +7, +12°.
მეტი...უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმას16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმას, 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის ექვსი ბავშვის, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. შედეგად, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ოცამდე მრავალსართულიანი კორპუსი, 30-ზე მეტი ავტომობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვების ობიექტები. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.
მეტი...