უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის მიტანას ეხმაურება. მისი განცხადებით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. ზელენსკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქზე თავდასხმას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 6 ბავშვია. “ყოველი რაკეტა, ყოველი დრონი ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი უნდა. მხოლოდ რუსეთზე მსოფლიოს ზეწოლაზე, უკრაინის გაძლიერების ყველა ძალისხმევაზე, ჩვენს საჰაერო თავდაცვით სისტემაზე, ჩვენს ძალაზე – მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ომი. ამერიკას, ევროპას, და ყველა დანარჩენს მსოფლიოში – აქვს უნარი, აიძულოს რუსეთს უარი თქვას ომსა და ტერორზე. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი: მშვიდობა საჭიროა”. – წერს…
მეტი...დღე: აპრილი 4, 2025
“არაფერი გამიგია რუსეთსა და აშშ-ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე” – რუბიო
“არაფერი გამიგია რუსეთსა და აშშ-ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. კერძოდ, რუბიოს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები აღდგეს, როგორც ნდობის აღდგენის ზომა. „არაფერი გამიგია პირდაპირ ფრენებზე… არ ვიცი ვინ იფრენს, ვინაიდან ეს ყველა ადამიანი დასანქცირებულია“ – განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, „რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე, და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულები არიან რეალური მშვიდობის მიღწევაზე თუ ეს უბრალოდ დაყოვნების ტაქტიკაა“.
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაკეტეს – საპროტესტო აქციაა ქუთაისშიც
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „დგება ხალხის გაზაფხული“. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 128-ე დღეა მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას მართავენ ქუთაისშიც. მოქალაქეები “ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ.
მეტი...“რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება”- მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი და საკმაოდ მალე რუსებსა მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. “საბოლოოდ, პუტინს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება; რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს სურვილი შევიდნენ, მაგალითად, სრულ ცეცხლის შეწყვეტაში, რათა სივრცე შექმნან მოლაპარაკებისთვის. რაღაც მომენტში ძალიან მალე – ექვს თვეში არა – რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობაზე, და ვიმედოვნებ, რომ სერიოზულები არიან. მსოფლიოსთვის კარგი იქნება თუ ეს ომი დამთავრდება,” – განაცხადა რუბიომ.
მეტი...2021 წელს სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ველების 972 რუკა გადასცა
2021 წელს სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ველების 972 რუკა გადასცა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა განაცხადა. სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბაქომ დანაღმული ველების რუკები 2021 წლის 12 ივნისს, 3 ივლისს, 19 ოქტომბერს, 1 ნოემბერს და 29 ნოემბერს მიიღო. ბადალიანის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანს 2024 წლის დასაწყისშიც გადასცა ნაღმების ახალი რუკები. „აზერბაიჯანი გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს ამ რუკების სიზუსტეს, მიუხედავად ჩვენი განმეორებითი განცხადებებისა, რომ უკეთესი ან ზუსტი რუკები არ არსებობს. სომხეთი, როგორც ადრეც და ახლაც, მზადაა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეამოწმოს რუკის მონაცემების სიზუსტე”– აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მეტი...რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანა. „რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს საცხოვრებელი უბნის ცენტრს. ამ დროისთვის უკვე 12 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებულია“ – განაცხადა მან. ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტა ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ კვების ობიექტთან ახლოს აფეთქდა.
მეტი...“ევროპელები ჩვენი მეგობრები არიან, თუმცა ეს ურთიერთობა დაძაბული იქნება“- ჯეი დი ვენსი
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცახდებს, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ჩინეთი ან რუსეთი, არამედ შიდა პრობლემებია. მისი თქმით, მათი პრობლემა მიგრაციის და ეკონომიკური გამოწვევებია. ჯეი დი ვენსის განმარტებით, ევროპის მიგრაციული პოლიტიკა მის კულტურულ საფუძველს ანადგურებს, ეკონომიკური პოლიტიკა კი ნაკლებ კონკურენტული ხდება. “ევროპელები ასი პროცენტით ჩვენი მეგობრები არიან, თუმცა ეს ურთიერთობა დაძაბული იქნება და გადაიხედება, თუ ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ლიდერების ციხეში გაშვებას და არ სცემენ პატივს საკუთარ საზღვრებს” – აცხადებს ვენსი.
მეტი...თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა
თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ქარხნის თანამშრომლები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...“აშშ-ის არ შეუძლია სხვა ქვეყნის ანექსია”- მეტე ფრედერიქსენი
“თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსია, თუნდაც იმ არგუმენტით, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება საფრთხეშია” – ამ სიტყვებით მიმართა გრენლანდიაში ვიზიტით მყოფმა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აშშ-ის ხელისუფლებას. “როდესაც მოითხოვთ დანიის სამეფოს ტერიტორიის ნაწილის აღებას, როდესაც ჩვენ შევხვდით ზეწოლას და მუქარას ჩვენი უახლოესი მოკავშირის მხრიდან, რა უნდა გვჯეროდეს იმ ქვეყანაში, რომლითაც ამდენი წელია აღფრთოვანებული ვართ? ეს ეხება მსოფლიო წესრიგს, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ ატლანტის ოკეანის გასწვრივ თაობების განმავლობაში, თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსია, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების არგუმენტით“- განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი პატივს სცემს გრენლანდიის…
მეტი...სეს-ში აცხადებენ, რომ აფლატოქსინის შემოწმების უმაღლესი სტანდარტით ხელმძღვანელობენ
საქართველოს კანონმდებლობით, 2016 წლიდან სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია. ამის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა. „2016 წლიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის სტანდარტი 0,05 მკგ/ლ, 0,5 მკგ/ლ-ის ნაცვლად, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია. კოდექს ალიმენტარიუსის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ, ზღვრულად დასაშვები მოქმედი სტანდარტი განისაზღვრება 0,5-ით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს ზღვარი…
მეტი...აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარვუდგინე” – განაცხადა ყაველაშვილმა. დღეს თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მეტი...სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნა. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი 26 მარტს მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
მეტი...“აშშ-მ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის”- ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-მ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ არ ისწრაფვის. ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ უკვე აჩვენა თავისი სწრაფვა ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ, მაგრამ რუსეთი ამ სურვილს არ იზიარებს და ამერიკელებმა ეს დაინახეს. „ვფიქრობ, რომ დიახ. ჯიდასა და ერ-რიადში გამართული შეხვედრების მთავარი შედეგი არის ის, რომ ამერიკულ მხარეს არ აქვს არანაირი კითხვები უკრაინის მიმართ. უკრაინა აჩვენებს თავისი პოზიციის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, აბსოლუტურ ადეკვატურობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ცეცხლის სრული შეწყვეტა არის ნამდვილად ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ეს ლოგიკური და სწორია“ – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.
მეტი...,,ახალი ტარიფების გამო ფინანსური ბაზრის ვარდნა მოსალოდნელი იყო” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი ტარიფების გამო ფინანსური ბაზრის ვარდნა მოსალოდნელი იყო და ეს ნაბიჯი აუცილებელია ეკონომიკის „განსაკურნებლად“. კითხვაზე, თუ რა შეუძლია უთხრას ამერიკელ მუშებსა და ბიზნესებს, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება, დაზარალდნენ საპასუხო ტარიფებით, ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება. გახსოვდეთ, ტარიფები არ არსებობს, თუ თქვენი ქარხანა ან პროდუქცია აშშ-ში იქმნება. იქნება გარდამავალი პერიოდი, რადგან ისინი ააშენებენ, ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადონ ტარიფები სხვა ადგილას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. როგორც მან აღნიშნა, იგი მზად არის ტარიფების შესახებ მოლაპარაკებისთვის, თუ სხვა ქვეყნები რაიმე ფენომენალურს შესთავაზებენ. ამერიკის ფინანსურმა ბაზარმა 2020 წლის ივნისის შემდეგ…
მეტი...,,უკრაინამ ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრა” – გენერალი კრისტოფერ კავოლი
აშშ-ის კონგრესის სენატში გამართულ მოსმენაზე ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრა. „უკრაინას დღეისათვის საკმარისად მყარი თავდაცვითი პოზიციები აქვს. ისინი კარგად არიან გამაგრებულნი და, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მოაგვარეს ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემაც. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ იდგა შემოდგომაზე, მაგრამ მას შემდეგ უკრაინამ გაზარდა სამობილიზაციო რეზერვი. ასევე წარმატებით მოხერხდა შტაბებიდან სამხედრო პერსონალის ბრძოლის ველზე გაყვანა“, – განაცხადა კავოლიმ.
მეტი...ამერიკის ფინანსურმა ბაზარმა 2020 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი, ერთდღიანი ვარდნა განიცადა
ამერიკის ფინანსურმა ბაზარმა 2020 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი, ერთდღიანი ვარდნა განიცადა. BBC-ის ცნობით, Dow Jones-ის ინდექსი 3,9%-ით პროცენტით დაეცა, Nasdaq-ის – 6%-ით, „S&P-ის ინდექსი 4,8%-ით შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შემდეგ მკვეთრად შეამცირა გლობალური ვაჭრობის პროგნოზები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამაც. 3-პროცენტიანი ზრდის პროგნოზის ნაცვლად, ორგანიზაცია ერთ პროცენტიან კლებას ვარაუდობს.
მეტი...,,ტრამპი ფიქრობს, რომ ირანი პირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზად არის” – მედია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანის ხელისუფლება პირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. Bloomberg-ის ცნობით, ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა თეირანმა აშშ-ს შუამავლების მეშვეობით აცნობა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის. „დაივიწყეთ წერილები, ვფიქრობ, რომ ირანს პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება სურთ“, – ციტირებს სააგენტო ტრამპს. ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის ბირთვული შეთანხმების მიღწევის სურვილის შესახებ წერილი გაუგზავნა.
მეტი...,,ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაარღვია ჩიხი” – რუტე
„ამერიკულმა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტმა ტრამპმა გაარღვია ჩიხი, მათ დაიწყეს მოლაპარაკებები, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დაჟინებული და ამავე დროს, ძალიან ნაფიქრი გზით გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ალიანსის მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,არ მინდა ჩავერიო ამ მოლაპარაკებებში, ჩემი კომენტარებით ბრიუსელიდან, რომლებსაც შემდგომ მათ უნდა უპასუხონ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის შთამბეჭდავია, თუ როგორ აწარმოებენ ამერიკელები ამ მოლაპარაკებებს და ასევე ის ფაქტი, რომ ინარჩუნებენ ევროპელების და უკრაინის ჩართულობას. განსაკუთრებით უკრაინის, ისინი…
მეტი...,,პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის იდეას” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ნიუანსების განხილვას. „მედიაში ქვეყნდება ბევრი სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია, ჭორები, ვარაუდები და აშკარა სიცრუე. პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის იდეას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ნიუანსი, რომლებზეც საჭიროა შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტებს და ვაგრძელებთ ამ ნიუანსების განხილვას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მეტი...,,დამკვირვებლების ჯარი უნდა იყოს მომზადებული და ეს დღესვე უნდა დავიწყოთ” – სალომე ზურაბიშვილი
,,ცესკო-ში შევიდა ცვლილებები, რომლებიც იმის აღიარებაა, თუ რა ფორმით მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, გაყალბების ერთ-ერთი ფორმა, რომ არ სთხოვდნენ ადამიანების პირადობის მოწმობებს და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ გაყალბების ფორმის ლეგალიზება ან კარუსელების ლეგალიზება”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის მაჩვენებელი, რომ ძალიან ნერვიულობენ და ემზადებიან არჩევნებისთვის. ვისაც აქვს ეჭვი, რომ რაღაც მომენტში იძულებული გახდებიან, დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს, უყუროს იმას, რას აკეთებენ, რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველაფერს აზღვევენ. ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ.…
მეტი...ჩინეთი შტატებს 34%-იან ტარიფს უწესებს
დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩინეთიც პასუხობს. ჩინეთის პასუხი კი შემდეგია – დაწესდება ანალოგიური ტარიფები, რაც ტრამპმა დაუწესა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. კერძოდ, 10 აპრილიდან, ჩინეთი დააწესებს დამატებით 34%-იან ტარიფებს შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო საბჭოს საბაჟო ტარიფების კომისიამ გააკეთა. კომისია განმარტავს, რომ ეს ქმედება პასუხია აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, დააწესოს „საპასუხო ტარიფები“ ჩინურ ექსპორტზე შეერთებულ შტატებში. კომისიის შეფასებით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო ვაჭრობის წესებს, სერიოზულად ძირს უთხრის ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და წარმოადგენს ცალმხრივი ბულინგის ტიპურ აქტს. ტრამპის პოლიტიკას ანალოგიურად სხვა ქვეყნებიც პასუხობენ…
მეტი...,,კონკრეტული მოსამართლეები, რომელთაც გამოჰქონდათ უცნაური გადაწყვეტილებები, სარგებლობდნენ პრივილეგიებით” – პრემიერი
,,სელექციური პრივილეგიების პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის, ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რატომღაც, სწორედ, ამ პრივილეგირებული მოსამართლეების ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები. „სელექციური პრივილეგიები – იცით, როგორი პრაქტიკა იყო დანერგილი, 20-25 ერთი და იგივე მოსამართლე სარგებლობდა კონკრეტული პრივილეგიებით. რატომღაც მაინცდამაინც ამ მოსამართლეებს, ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები, ეს პრაქტიკაც არის კატეგორიულად მიუღებელი. აქაც აშკარად ჩანდა, რომ კონკრეტული პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის. ბუნებრივია, ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ,“-…
მეტი...,,ე.წ. „ვეთინგით“ ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას” – პრემიერი
,,ე.წ. „ვეთინგით“, რომელიც შეფუთული იყო ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო სურვილი, რომ სამ უცხოელს გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში და ვინ დაინიშნებოდა უვადოდ განწესებული გათავისუფლებული მოსამართლის ადგილას. მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას ასეთ ნაბიჯზე წასვლა არც უფიქრია. „მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ჩვენ, ასევე, გვქონდა დისკუსიები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით, რომელიც იყო შეფუთული ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება. სინამდვილეში, ჩვენგან, პირდაპირ,…
მეტი...რა არის აფლატოქსინ M1 და რა საფრთხეს ქმნის რძეში აღმოჩენილი ნივთიერება
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ,,სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში ტოქსიკური ნივთიერება, აფლატოქსინ M1-ი აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაციას გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. სამედიცინო და კვლევითი მონაცემთა ბაზის, „საიენს დაირექთის“ (Science Direct) ინფორმაციით, აფლატოქსინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც ასპერგილუსის სახეობის ობის სოკოები გამოყოფენ. აფლატოქსინი, შესაძლოა, შეგვხვდეს თხილში (განსაკუთრებით არაქისში, ნუშსა და ფისტაში), სიმინდში, ხორბალში, ბრინჯსა და სანელებლებში. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, არასწორად შენახულ ჩაისა და სხვა ბალახეულშიც გაჩნდეს. ზოგადად, აფლატოქსინის ოთხი სახეობა არსებობს – B1, B2, G1 და G2. თუმცა, როდესაც ცხოველი აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს იღებს (მაგალითად ობიან მარცვლეულს) – მეტაბოლიზმის…
მეტი...,,სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში მცდელობა” – პრემიერი
,,სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში მცდელობა, ამ მცდელობასაც ვერ ექნება ვერავითარი შედეგი, მაგრამ თავისთავად ეს იმსახურებს უკვე ძალიან ღრმა შეშფოთებას, ეს არის ტრაგიკული მოვლენა არა იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა მიმართაც სანქციები მოქმედებს, არამედ იმ ქვეყნებისა და სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთი საქმით არიან დაკავებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს. „ბოლო ასეთი შემთხვევა ჩვენ გვქონდა დიდი ბრიტანეთთან, როგორც მოგეხსენებათ, ისინი შეეხნენ ორ მოსამართლეს, ეს…
მეტი...თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში. ,,სოფლის…
მეტი...,,გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე” – პრემიერი ლილუაშვილზე
,,იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები გრიგოლ ლილუაშვილთან, თუმცა გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. „ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება, მინისტრის წარდგინებით, მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები. აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ…
მეტი...,,მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აუცილებლად დაისმება” – პრემიერი
,,მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სხდომაზე აუცილებლად დაისმება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ისე დღესაც, ვინაიდან დაკავებულები არიან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით. „სინამდვილეში, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი. თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არამარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი მთლიანად არიან დაკავებულები ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით”, – განაცხადა პრემიერმა.
მეტი...,,ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს” – პრემიერი
,,ცაჰკნა არის Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს და არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში. „ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის არის Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ…
მეტი...საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი ინიშნება
,,საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. „რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ…
მეტი...ლილუაშვილმა მინისტრობაზე უარი განაცხადა
გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს. თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახაბერ გულედანი წარადგინა. მიზეზად მან განსხვავებული შეხედულებები დაასახელა. ,,გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას”, -თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, 2 აპრილს, ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.…
მეტი...,,დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად” – პრემიერი
,,ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა. „შემიძლია, შეგახსენოთ რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. სტატისტიკაზეც მქონდა საუბარი ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 20-ჯერაც არის გაუმჯობესებული სტატისტიკა. იგივე სტრასბურგის სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა,…
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილს, როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან” – პრემიერი
,,სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს“ დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ იხილა, იყო, სწორედ, ამის გამოხატულება. „მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს,…
მეტი...,,ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას” – პრემიერი
,,ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იგივე მმართველობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ აბსოლუტურად მზად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას. „ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ…
მეტი...,,ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი” – პრემიერი
,,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას და, კონკრეტულად, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად პრინციპული. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო მოსამართლეების მიმართ დაწესებულ სანქციებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც…
მეტი...აშშ-ში ქარიშხალმა სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლის პირველი ტალღის შედეგად, ოკლაჰომიდან ინდიანამდე განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, შენობები და ინფრასტრუქტურა. cbsnews-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს რეკორდულ ნალექს და სიცოცხლისთვის საშიშ წყალდიდობას მოუტანს. დასავლეთ ტენესში, მისურისა და ინდიანაში ოთხშაბათს და ხუთშაბათს დილით სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ტენესის გუბერნატორის ბილ ლიმის განმარტებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა მეტი მსხვერპლი, რადგან სამძებრო სამუშაოები გაგრძელდა.
მეტი...