“ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის”- “სოფლის ნობათის” პირველი განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „სოფლის ნობათი“ პასუხობს: “ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე). გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს. ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ”- ნათქვამია განცხადებაში. “მიმდინარეობს პროდუქციის ბაზრიდან…

მეტი...

“ეს არის გლობალური კონფლიქტია, რადგან რუსეთი თანამშრომლობს ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან და ირანთან“- რუტე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გლობალური კონფლიქტია. ამის შესახებ მარკ რუტემ ნატო-ს შტაბ-ბინაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა აშშ-ის ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს „მყარი“ მომავალში აგრესიის თავიდან ასაცილებლად. „მსოფლიო ყველაფერს უყურებს. ეს არ არის რეგიონული ომი, ეს არის გლობალური კონფლიქტი, რადგან რუსეთი თანამშრომლობს ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან და ირანთან. საბოლოოდ, ამ ომის შედეგს ერთი აუდიტორია აფასებს და ეს არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, ბატონი სი ძინპინი. ის…

მეტი...

“მოვითხოვთ, საფრანგეთმა შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ ემსახურება მშვიდობას”- აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანი საფრანგეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არ ემსახურება მშვიდობას და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. ამის შესახებ განცხადებას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მოვითხოვთ, რომ საფრანგეთმა შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ ემსახურება მშვიდობას და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. საფრანგეთი როგორც აცხადებს, ის ნამდვილად თუ უჭერს მხარს სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება ადრეულ ხელმოწერას, მაშინ უნდა წაახალისოს სომხეთი, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. რაც შეეხება მოწოდებებს ომის დანაშაულებში, ეთნიკურ წმენდაში, სამხედრო აგრესიაში, წამებაში და სხვა მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ან მსჯავრდებული სომხური წარმოშობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამ დანაშაულების გამოძიება და მათზე სამართლებრივი დევნის წარმოება აზერბაიჯანის…

მეტი...

კანადა აშშ-ს 25%-იანი ტარიფების დაწესებით უპასუხებს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ საპასუხო ზომები დააანონსა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გლობალური ვაჭრობისთვის „ტრაგედიად“ შეაფასა. მისი თქმით, კანადა დააწესებს 25%-იან ტარიფს ყველა იმ ავტომობილზე, რომელიც შეერთებული შტატებიდან შემოდის და არ შეესაბამება კანადა-აშშ-მექსიკის სავაჭრო შეთანხმებას. „კანადა უპასუხებს აშშ-ის მიერ ავტომობილებზე დაწესებულ ტარიფებს იმავე მიდგომით, 25%-იანი ტარიფებით ყველა ავტომობილზე, რომელიც იმპორტირებულია შეერთებული შტატებიდან“ – განაცხადა კარნიმ.

მეტი...

“საქართველო: შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით”- გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით, რისკებზე საუბრობს. ოფისი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები. “საქართველო: შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო, რომლებიც ზრდიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები”, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 127 დღეა უცვლელი მოთხოვნით იკრიბებიან: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ადამიანები. მათ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალქეებიც შეუერთდებიან.

მეტი...

“მიმდინარეობს პროდუქციის ბაზრიდან ამოღება”- სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო „ვიმ-ბილ-დან საქართველოში”  (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში, რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს. შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. სურსათის ეროვნული…

მეტი...

“ტარიფები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”- ტრამპის პრესსპიკერი

აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ტარიფები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. “ენდეთ პრეზიდენტ ტრამპს”- ასე უპასუხა მან აშშ-ში საფონდო ბირჟების ინდექსების შემცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „ის ყოველთვის მზადაა, აიღოს ტელეფონი ზარებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მან გუშინ დაადგინა, რატომ ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა. აშშ-ის საფონდო ბირჟები კლებით გაიხსნა. „დოუ ჯონსის“ ინდექსი – 2.8 პროცენტით, „ეს-ენ-პის“ – 3.3 პროცენტით, ხოლო ტექნოლოგიური „ნასდაქის“ 4.4-პროცენტით არის შემცირებული. ასევე შემცირდა დიდი კომპანიების ღირებულება, მათ შორის, „ნაიკის“ – 11 პროცენტით ერთ მომენტში, „გეფის“ – 18 პროცენტით, „ამაზონის“ – შვიდი პროცენტით, „ეფლის“ – ცხრა პროცენტით,…

მეტი...

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად უკრაინა არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად და არ დათანხმდება უკრაინული არმიის შემცირებას. „სხვა გეოპოლიტიკური საკითხები – ესაა იმ ტერიტორიების არაღიარება რუსეთის კუთვნილებად, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა. ეს უკრაინული ტერიტორიებია, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია. სამართლიანი მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც ეს ტერიტორიები დაბრუნდება, მაგრამ თუ შეიძლება, ისე გაკეთდეს, რომ ვიპოვოთ კომპრომისი, ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს დროთა განმავლობაში, დიპლომატიური გზით, ვფიქრობ, შესაძლოა. ეს ეხება ზოგიერთ ტერიტორიას და ეს იქნება ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად“– აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

მაკრონი ევროპულ კომპანიებს აშშ-ის ეკონომიკაში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპულ კომპანიებს აშშ-ის ეკონომიკაში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს. “მიამიტები არ ვართ, ამიტომ საკუთარ თავს დავიცავთ… მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო ინვესტიციები და ბოლო კვირებში გამოცხადებული ინვესტიციები, დროებით შეჩერებულ იქნას, სანამ შეერთებულ შტატებთან საკითხები არ გაირკვევა. რა მესიჯი იქნება თუ ძირითადი ევროპელი მოთამაშეები დაიწყებენ მილიარდობით ევროს ინვესტირებას ამერიკულ ეკონომიკაში, მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ გვირტყამენ?, ” – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

“ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით”- ნორვეგიის საგარეო უწყება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ უწყებაში “უცხოური აგენტების” კანონს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ის ძირს უთხრის სამოქალაქო სივრცეს. “ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონითა და ინიციატივებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა. ეს გამოხატვის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, სამოქალაქო სივრცისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაშლით ქართულ დემოკრატიას ამცირებს” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი დაინიშნა. „იგი 2003 წლიდან საგარეო უწყებაში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ალექსანდრე ჭკუასელი იყო ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი” – აღნიშნავს უწყება. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე დაინიშნა. „კონსტანტინე სურგულაძე საგარეო უწყებაში 1997 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი…

მეტი...

„შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო“ – საშიში ნივთიერება რძეში

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ რძის ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება. ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ნივთიერება ტოქსიკურია და გამოიმუშვებს სოკოების ზოგიერთ სახეობას. ბუწაშვილის თქმით, ამ ნივთიერებამ შეიძლება ღვიძლის ციროზო და კიბო გამოიწვიოს. „აფლაქოტსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus). აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ. რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება). აფლაქტოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ…

მეტი...

,,უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხედ დარჩება” – რუტე

უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხედ დარჩება. ეს საფრთხე ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის კიდევ მრავალი წელი იარსებებს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „2032 წლისთვის ყურადღების ცენტრშია, როგორ დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიები რუსებისგან, ჩვენი გრძელვადიანი საფრთხისგან, რომელიც შენარჩუნდება მას შემდეგაც, რაც გაფორმდება შეთანხმება უკრაინასთან“, – განაცხადა მარკ რუტემ. რუტე ადასტურებს, რომ აშშ რჩება ალიანსის საიმედო პარტნიორად და აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია ამერიკელების მოლოდინის შესახებ, რომლებიც ელოდებიან, რომ ევროპელები და კანადელები უფრო მეტს გაიღებენ თავდაცვითი ხარჯებისთვის. მისი თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ რუსული საფრთხეების, არამედ ჩინეთის მიერ ბირთვული შეიარაღების…

მეტი...

საქართველოში შემოსული უკრაინელები ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო 1 ადამიანზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები, 2025 წლის 1 ივლისამდე, ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო პირზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. დაფინანსების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მეტი...

საბერძნეთში წყალდიდობას ებრძვიან

ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი შტორმის შემდეგ საბერძნეთის საკურორტო კუნძულებზე – პაროსსა და მიკონოსზე წყალდიდობას ებრძვიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა წყალდიდობამ კუნძულების ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა. BBC-ის ცნობით, გადაუღებელი წვიმების გამო რთული მდგომარეობაა საბერძნეთის სხვა ადგილებშიც. წყალმა ავტომობილები წაიღო, ნაგავმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა კი მთელს რეგიონში გზები გადაკეტა. მაშველების ნაწილი გზების გაწმენდით იყო დაკავებული, მეორე ნაწილი კი ავტომობილებში ჩარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

მეტი...

საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვი და ორი ქალია. 23 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. საბერძნეთის სამაშველო სამსახურს უჭირს იმის თქმა, ზუსტად რამდენი ადამიანი იყო ნავზე. Reuters-ის ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის უკიდურეს სამხრეთს წარმოადგენს და ის ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ევროკავშირში მოსახვედრ კარიბჭედ ითვლება. გასულ წელს საბერძნეთის სანაპიროს 54 ათასი მიგრანტი მიადგა.

მეტი...

,,სერბეთში USAID-ის საქმიანობის გამოაშკარავება სხვა ქვეყნებს ამავე სცენარის განვითარებისგან თავის არიდებაში დაეხმარება” – ვუჩიჩი

სერბეთს პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში USAID-ის საქმიანობის გამოაშკარავება სხვა ქვეყნებს ამავე სცენარის განვითარებისგან თავის არიდებაში დაეხმარება. მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ხელისუფლების ცვლილების მიზნით, მთავრობების წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკურ ქსელს ქმნიდნენ. „სერბეთში USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ ცალკეული ფაქტების გამოაშკარავება არ შემიძლია. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ისინი კარგ რაღაცებს აკეთებდნენ, თუმცა ამის ფონზე აკეთებდნენ ცუდ რაღაცებსაც. ახლა ყველაფერს უნდა კარგად დავაკვირდეთ მსოფლიოს დავანახოთ, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ხალხმა უნდა დაინახოს, თუ როგორ ქმნიდნენ მტრულ პოლიტიკურ ქსელს ის მთავრობების…

მეტი...

დანიამ უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

დანიამ უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რიგით 25-ე დახმარების პაკეტი უკრაინის დახმარებას 2025-2027 წლებში უზრუნველყოფს და ძირითადად ფოკუსირებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საარტილერიო და საჰაერო ძალების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. „უკრაინის უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი ევროპის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი ქვეყანა შთააგონებს სხვა მოკავშირეებს, მეტი მხარდაჭერა გაუწიონ“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.

მეტი...

,,სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. მათივე თქმით, ,,ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. ,,სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა…

მეტი...

აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, ამ გეგმის მიზანს ესპანეთის ეკონომიკაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების გავლენის შემსუბუქება წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი 7,4 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს, ხოლო დარჩენილი თანხების გამოყოფა არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის შეღავათიანი სესხების სახით მოხდება. ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიას ფონდის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდება.

მეტი...

,,მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი” – ცაჰკნა

,,მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, რომლის დღის წესრიგში მთავარი საკითხი თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა. ,,ესტონეთმა დაუწესა ათობით სხვადასხვა პირს პერსონალური სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და პრემიერმინისტრს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქმედებები შეცვალოს”, – აღნიშნა ცაჰკნამ.

მეტი...

(VIDEO) მაიაკოვსკის ძეგლთან მობილიზებულია სახანძრო

ამ წუთებში, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლთან სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. ერთ-ერთი ინფორმაციით, ავტობუსი აალდა.

მეტი...

,,რთულია, მაგრამ არა კრიტიკული” – უკრაინის ვიცე-პრემიერი

„რას ნიშნავს აშშ-ის ახალი ტარიფები უკრაინისთვის? რთულია, მაგრამ არა კრიტიკული. ჩვენზე ვრცელდება ზოგადი 10%-იანი ტარიფი. უკრაინისთვის არ არსებობს ცალკე უფრო მაღალი გადასახადი, როგორც მოლდოვას შემთხვევაში 31%-იანი ან ევროკავშირს 20%-იანი“, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფები საკმაოდ დაბალია 10% ავტომობილებზე და 0% ნახშირსა და ნავთობზე. „ამიტომ, ახლა ჩვენ გვაქვს შანსი სხვა პირობებზე შევთანხმდეთ – ამ შესაძლებლობაზე ნათლად მეტყველებს ამერიკის განცხადებები. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, აშშ-ს უნივერსალური ტარიფი ძირითადად მცირე მწარმოებლებს დააზარალებს. ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ,…

მეტი...

,,ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა” – რუბიო

„აშშ ნატო-შია და აქტიურია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, ეს დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ ნატო უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი იყოს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაში უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს. „ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგი არ არის. ის ისეთი ნატო-ს წინააღმდეგია, რომელსაც არ გააჩნია ის შესაძლებლობები, რაც საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც წევრ სახელმწიფოებს ხელშეკრულება აკისრებს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ამის გაკეთებას ერთ ან ორ წელიწადში შეძლებთ, მაგრამ ამის მისაღწევი გზა…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს. მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო. საბჭოს სხდომას 11-ვე წევრი ესწრებოდა. ცნობისთვის, სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.

მეტი...

,,რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის” – პესკოვი

„რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვიმა. მისი თქმით, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ღიაა რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული პირებისთვის. მისი მტკიცებით, უცხოური კომპანიები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ადრეც იჩენდნენ ინტერესს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმართ, მაგრამ არა საჯაროდ. რუსული მედია „როსკონგრესის“ ფონდზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაერთი ამერიკული კომპანია აპირებს მონაწილეობა მიიღოს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 18-21 ივნისს გაიმართება და განაცხადები უკვე მიღებულია.

მეტი...

,,სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ” – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს მოუწევს. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ძალზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში. მისი თქმით, ამავდროულად, ახლა უკვე საკუთარი თავდაცვის დოკუმენტის, „თეთრი წიგნის“ მქონე ევროკავშირი იმუშავებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად. „ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ახლა ბევრს ვყიდულობთ ამერიკელებისგან, მაგრამ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პორტფელი, რათა გვქონდეს აქ წარმოების შესაძლებლობები – საბრძოლო მასალა და ნივთები, რაც აქ…

მეტი...

,,ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება” – ანტონიო კოშტა

„სრული მხარდაჭერა ევროკომისიას აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებში. ვაჭრობა გლობალური კეთილდღეობის მძლავრ მამოძრავებელ მექანიზმს წარმოადგენს. ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. „დროა მერკოსურთან და მექსიკასთან მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაბიჯი წინ გადავდგათ და ინდოეთთან და სხვა მთავარ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ“, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის მეუღლეს აეროპორტში დახვდა. უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება. ცნობისთვის, ეს ევროპაში ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ცინიკური“ უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.

მეტი...

,,დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ” – სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს ეხმაურება. „რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება, როგორც აქ, ისე გლობალურად. ჩვენ მზად ვართ, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთ სიძლიერეს სიმშვიდის შენარჩუნების უნარი წარმოადგენს. გასულ ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა და ეს მის მანდატს წარმოადგენს. დღეს, მე ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“, – განაცხადა კირ სატარმერმა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ პასუხის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული, მაგრამ მიზანს შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს. „ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და ახალ ეპოქაში შევდივართ. ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და სწორედ ამიტომ ჩემს გუნდს ცვლილებების…

მეტი...

,,გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე” – სალომე ზურაბიშვილი

,,პარტნიორების მკაცრი და სერიოზული რეაქციები უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ასე მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ”, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ,,სინდისის პატიმრების თემა, მათი მდგომარეობა, წამება და ცუდი მოპყრობა ჩვენი მუდმივი თემაა უცხოელ პარტნიორებთან ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში მაგრამ ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ამან უკვე შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე. წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან მკაცრი და სერიოზული რეაქციები. ეს განცხადებები, ეს რეაქცია ჩვენი პარტნიორების არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ესაა რთული და გრძელი გზა,…

მეტი...

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩიმ X-ზე დაწერა, რომ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწყება“, – წერს ზოლტან კოვაჩი.

მეტი...

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შემთხვევებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების საქმეებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რამდენიმე ეტაპად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მდმ“, „ექსტაზი“ და „მარიხუანა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე, მერვე და მეცხრე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ემანუელ მაკრონი ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალებული სექტორების წარმომადგენლებს შეხვდება

Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს იმ ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალდებიან. შეხვედრა ელისეის სასახლეში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება. მანამდე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფრანგულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტარიფების გამოცხადების შემდეგ ფრანგული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მინიმუმ 20%-ით შემცირდება. Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უდიდესი ბაზარია, 2024 წელს აშშ-ში მიწოდება 5%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდ ევროს მიაღწია. დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა

მეტი...

,,მოლოდინი მქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა” – კახა კალაძე

„საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. „დიფ სთეითზე“ საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ  ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას. კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე. „არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან  ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს…

მეტი...