რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ რუსეთსა ოკუპირებულ აფხაზეთთან სრულფასოვანი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება. „პირველი მაისიდან სოხუმის აეროპორტში განხორციელდება სრულფასოვანი ავიამიმოსვლა“– აღნიშნა მან. 30 წლის განმავლობაში პირველად სოხუმის აეროპორტმა საცდელი რეისი მოსკოვიდან თებერვლის დასაწყისში მიიღო.
მეტი...დღე: აპრილი 2, 2025
გერმანიას აშშ-თან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებების იმედი აქვს
გერმანიას აშშ-თან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებების იმედი აქვს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, იორგ კუკისმა განაცხადა. „ტარიფები აშშ-საც მძიმედ დაარტყამს, რადგან ავტომობილები შეერთებულ შტატებში გაძვირდება, მათ შორის გერმანული ავტომწარმოებლების მიერ აშშ-ში წარმოებული მანქანებიც“ – განაცხადა კუკისმა. კუკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობას ტრამპის ადმინისტრაციასთან „პარტნიორული ტიპის მოლაპარაკებები“ სურს და შედეგი, შეიძლება, რეალურად ტარიფების შემცირება იყოს.
მეტი...„საქართველოში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ მიმართული ნეგატიური მოვლენები გზას უხსნის რეპრესიებს“- ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას. “საქართველოში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ მიმართული უფრო მეტი ნეგატიური მოვლენები გზას უხსნის შემდგომ რეპრესიებს და ანადგურებს სამოქალაქო სივრცეს” – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
მეტი...„ტარიფები, რომლის გამოცხადებასაც ტრამპი აპირებს, დიდი შეცდომაა“- ანტონიუ კოშტა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ტარიფები, რომლის გამოცხადებასაც დონალდ ტრამპი აპირებს, დიდი ეკონომიკური შეცდომაა. კოშტას თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი „ყველას შეეხება“. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ტარიფებს „მტკიცედ, მაგრამ გონივრულად“ უნდა უპასუხოს. „ეს მართლაც დიდი ეკონომიკური შეცდომაა შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტად, მაგრამ, ამავე დროს, გონივრულად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას მოლაპარაკებებზე“ – განაცხადა კოშტამ.
მეტი...ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია
ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს. 2024 წელს კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.
მეტი...აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. ამის შესახებ საერთო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ისინი უკანონო პატიმრის გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. „ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს: გვინდა დავიწყოთ წინადადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და სულისკვეთებისთვის. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებაში…
მეტი...დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს
დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს. ინფორმაციას მედია ავრცელებს. როგორც სააგენტოები წერენ, ტრამპი კმაყოფილია მასკითა და მისი “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივენი შეთანხმდნენ, რომ დროა მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი აიღოს. წყაროების ცნობით, ტრანზიცია, დიდი ალბათობით, დაემთხვევა მასკის, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომლის” ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. აღნიშნული 130-დღიანი ვადის ამოწურვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში არის მოსალოდნელი.
მეტი...“ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიას”- რუტე
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ აპირებს. „ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“ – განაცხადა მარკ რუტემ.
მეტი...რუსთაველი გადაკეტილია – აქციაა საზოგადოებრივ მაუწყებლთან
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.
მეტი...რუსეთმა კრივოი როგზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 13 ადამიანი. დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ დარტყმა ერთ-ერთ საწარმოზე განხორციელდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კრივოი როგზე დარტყმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. „ყველა მსგავსი რუსული დარტყმა ადასტურებს, რომ უკრაინას სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, რათა შევძლოთ ჩვენი ხალხის დაცვა უკრაინაში რუსული ტერორისგან. ვმუშაობთ ამისთვის ყველა პარტნიორთან“– დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.
მეტი...“ქართული ოცნება” ანტიამერიკული და ანტიქართულია”- უილსონი
“ჰელსინკის კომისიის” თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ანტიამერიკული და ანტიქართულია. “მადლობელი ვარ შევუერთდე განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობის თაობაზე, მიყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, მათთვის ანაკლიის პორტის კონტროლის მიცემით. პარტია “ქართული ოცნება” ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზა არის წინ!” – წერს ის.
მეტი...ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა დღეს განცხადების საფუძველზე დატოვა. სოსო რამიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.
მეტი...“საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს”- ODIHR
ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიცაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო. “კანონი დიდ დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაზე, ვინც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერი ახალი მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა აძლიერებდეს მათ საქმიანობას და არა შეზღუდვებს უწესებდეს”, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა. ODIHR საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ყურადღებით ხელახლა შეფასება.
მეტი...“საქართველოში ჩემზე მდიდარი არ დადის?!”- მურუსიძე ბრიტანეთის სანქციებზე
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას კორუფციასთან კავშირი არ აქვს. მისივე შეფასებით, სანქციის მიზანია, მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც “გარე ქვეყნებს” აქვთ. “რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე, სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება. არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია. რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში, თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა მურუსიძის კორუფციით, რა კორუფცია, საქართველოში ჩემზე მდიდარი არ დადის?!”- აცხადებს მურუსიძე.
მეტი...„მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმით“- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. “ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა…
მეტი...ლიეტუვა მოკლევადიან სტიპენდიებს ქართველ სტუდენტებს აღარ სთავაზობს
იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლიეტუვა მოკლევადიან სტიპენდიებს შემდეგი ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს: სომხეთის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, კანადის, ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი), ინდოეთის, ინდონეზიის, ისრაელის, იაპონიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ვიეტნამისა და ლიეტუვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. როგორც ცნობილია, 2024-2025 წლის პროგრამების ჩამონათვალში საქართველო შედიოდა.
მეტი...აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ ორგანიზაციებს
ამერიკის შეერთებულმა შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში საუბარია ექვს ორგანიზაციასა და ორ ფიზიკურ პირზე, რომლებსაც შეერთებული შტატების ხაზინა ირანის დრონების მწარმოებელი კომპანიისთვის კომპონენტების შეძენაში ადანაშაულებს. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „ირანის იარაღის გამავრცელებლების“ წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღადგინა თავისი „მაქსიმალური წნეხის“ კამპანია ირანზე.
მეტი...,,დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინითა და ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია” – თეთრი სახლის პრესმდივანი
,,დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინითა და ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. კაროლინ ლევიტის თქმით, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს სურს, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ,,დონალდ ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. ჩვენი გუნდი განაგრძობს თანამშრომლობას როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან და პრეზიდენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში ყოველდღიურად”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა მედიასთან გამართული შეხვედრის დროს.
მეტი...ლატვია უკრაინას 12 000 საბრძოლო დრონს გადასცემს
,,მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დრონების საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში ორი ლატვიური კომპანია უკრაინას ჯამში 12 000 დრონს მიაწვდის, რომლის ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს”, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა X-ზე დაწერა. კოალიციის ინიციატივა, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და ლატვია ხელმძღვანელობენ, 2024 წლის იანვარში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეიქმნა. 2024 წლის ბოლოსთვის, კოალიციას 20-მდე ქვეყანა შეუერთდა. ლატვია უკრაინას ყოველწლიურად საკუთარი მშპ-ის 0.25%-ის სამხედრო დახმარებას უწევს.
მეტი...,,სამხედრო ძალები ღაზაში ოპერაციას გააფართოებენ და ტერიტორიის დიდ ნაწილს დაიკავებენ” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალები ღაზაში ოპერაციას გააფართოებენ და ტერიტორიის დიდ ნაწილს დაიკავებენ. როგორც მან აღნიშნა, გაფართოებული ოპერაციის მიზანია ტერორისტებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურება, ასევე ტერიტორიის გაწმენდა. მისი თქმით, აღნიშნული ოპერაციები პალესტინელების მასშტაბურ ევაკუაციას მოითხოვს. ასევე ისრაელ კაცმა მოსახლეობას მოუწოდა, გაანადგურონ „ჰამასი“ და დააბრუნონ ისრაელელი მძევლები. არსებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა რაფაში სახმელეთო ოპერაციები ღამით დაიწყეს.
მეტი...დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“. ასევე, განცხადების თანახმად, „ლევან მურუსიძემ, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის ფინანსური სარგებელი მიიღო და სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“. დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს.
მეტი...,,მინდა, შევახსენო ყველას, ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ” – თეა წულუკიანი
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა პირს, ვისაც ახსნა-განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და მოლოდინი გვაქვს, რომ აქ მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს“, – ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. „ჩვენ, როგორც კომისია, უნდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც გულისხმობს საქმის არსებითად განხილვისთვის მომზადებას და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ არის საჭირო აღკვეთის ღონისძიებად…
მეტი...,,დონალდ ტრამპის ტარიფები უარყოფითად იმოქმედებს მთელ მსოფლიოზე” – კრისტინ ლაგარდი
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფები უარყოფითად იმოქმედებს მთელ მსოფლიოზე. მისი თქმით, ზარალი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ხისტი და რა ვადით იქნება დაწესებული ტარიფები. „ეს უარყოფითად აისახება მთელ მსოფლიოში, ინტენსივობაც და ხანგრძლივობაც დამოკიდებული იქნება მასშტაბებზე, პროდუქციაზე, რომლის მიმართაც ამოქმედდება ტარიფები, რამდენ ხანს იქნება ეს ტარიფები ძალაში და იქნება თუ არა მოლაპარაკებები“, – განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს გამოაცხადებს ახალი ტარიფების დაწესების გეგმას აშშ-ის სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორების მიმართ.
მეტი...მიანმარში მომხდარი მიწისძვრის გამო მამაკაცმა 170 ნათესავი და ახლობელი დაკარგა
BBC-ის ცნობით, ერთი კვირის წინ ასობით მუსულმანი ცენტრალურ მიანმარში მდებარე ხუთი მეჩეთისკენ გაემართა, რათა პარასკევის ლოცვას დასწრებოდა, თუმცა ადგილობრივი დროით 12:51 წუთზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სამი მეჩეთი დაინგრა, ადგილზე კი თითქმის ყველა მომლოცველი დაიღუპა. სო ნაი უ ერთ-ერთი მეჩეთის ყოფილი იმამია. მიწისძვრის დროს ის ტაილანდის ქალაქ მაე სოტში იმყოფებოდა. მან მიანმარში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 170 ნათესავი და ახლობელი დაკარგა. „მე ვფიქრობ ყველა დაღუპულ ადამიანზე, მათ შვილებზე. ზოგიერთი მათგანი ძალიან პატარაა. მე არ შემიძლია ცრემლების შეკავება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა სო ნაი უმ. (VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ…
მეტი...,,როდესაც დამოუკიდებელია ქვეყანა, მას ყველა ებრძვის” – მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობა არავის ინტერესში არ არის, მას ყველა ებრძვის. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესშია. „როდესაც დამოუკიდებელია ქვეყანა, მას ყველა ებრძვის. პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობა არავის ინტერესში არ ჯდება. ერთადერთი, ვისი ინტერესიც არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მეტი...ხობში, 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
ხობში, 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა კაცის ცხედარი მდინარესთან იპოვეს. ის სოფელ ხამისკურიდან იყო. გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...აშშ-ის სამხედრო ავიაციის მიერ იემენის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
აშშ-ის სამხედრო ავიაციის მიერ იემენის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. აშშ-ის ავიაციის სამიზნე ჰოდეიდას რეგიონი გახდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა წყლის კომპანიის ინფრასტრუქტურაზე მოხდა. იემენის ხელისუფლება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო აშშ-ს საერთაშორისო სამართლის და კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებს. პარალელურად, იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ, ამერიკული აგრესიის საპასუხოდ, თავდასხმა მოხდა წითელ ზღვაში მცურავ აშშ-ის სამხედრო გემებზე. იემენში აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს რაკეტები და უპილოტო აპარატები გამოიყენეს.
მეტი...დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
,,დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვაში გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში ჩარევის გამო რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიას“, მის დამფუძნებელ ნელი პარუტენკოსა და მმართველი საბჭოს წევრს, ნატალია პარასკას სანქციები დაუწესა, რაც მათთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დევიდ ლემიზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც დევიდ ლემიმ განაცხადა, დიდი ბრიტანეთი მისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დემოკრატიაში უხეში ჩარევის მცდელობებს არ შეეგუება. „როდესაც ბინძური ფული თავისუფლად ტრიალებს, ის ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას, ეკონომიკის დესტაბილიზაციას ახდენს და მავნე აქტორებს უფლებას აძლევს, რომ კანონის უზენაესობა…
მეტი...,,ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენება უცოდინრობაა ან ცინიზმი” – შალვა პაპუაშვილი
,,საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ტერმინის „დემოკრატიის შუქურა“, დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ მიმართვას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს. „ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს…
მეტი...ცინცაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მდებარე ფერდზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობას იწყებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 3 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება. დღის საათებში, ავტომობილები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენმა კომისიამ გასვლითი სამუშაო შეხვედრა ფოთში დაასრულა
ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენმა კომისიამ, ფოთში გასვლითი სამუშაო შეხვედრა, დღეს დაასრულა. კომისიამ, 3 დღის განმავლობაში, სხვადასხვა კატეგორიის სტატუსის მაძიებელი 280 პირის საქმე განიხილა. შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ. ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისია, ხვალიდან, სამუშაო შეხვედრებს, ზუგდიდში განაგრძობს. ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა,…
მეტი...,,არცერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძებო კომისიაში” – სალომე ზურაბიშვილი
,,წინააღმდეგობის პლატფორმის მეორე შეხვედრა ჩატარდა, ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა პროევროპული პარტიისთვის ან იმისთვის, რომელიც შეიქმნება ახლო მომავალში. ასევე, მათთვის ვინც, იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „ეს მოცემულობები ქმნის და უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში. კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია, არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს კომისია, ერთი მხრივ, არის…
მეტი...მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გირაოს შეტანის ვადა კი 30 დღე განისაზღვრა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება…
მეტი...,,ჩვენ ვართ გულწრფელები, პატიოსნები და სიტყვის ერთგულები” – ვუჩიჩი
,,ზოგიერთი მსოფლიო ლიდერი ფარულად დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს”, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. „სამი წელია, პუტინი არ მინახავს. ბევრი მათგანი ფარულად ესაუბრებოდა მას და ვიცი, სულ მცირე, ორი მსოფლიო ლიდერი, რომლებიც მას ფარულად ესაუბრებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძალიან გულწრფელები, ძალიან პატიოსნები და ჩვენი სიტყვის ძალიან ერთგული. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ, რასაც ყოველთვის არ აკეთებენ სხვები“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. სერბეთის ლიდერმა განმარტა, რომ მისი შეხვედრა პუტინთან 9 მაისს იქნება პირველი 3,5 წლის განმავლობაში.
მეტი...მარინ ლე პენის საჩივარზე გადაწყვეტილებას, პარიზის სააპელაციო სასამართლო 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს
ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მარინ ლე პენის საჩივარზე გადაწყვეტილებას პარიზის სააპელაციო სასამართლო 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს. მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, იმას რომ საბოლოო გადაწყვეტილება, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნება ცნობილი. სწორედ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მარინ ლე პენს მონაწილეობა და ის ემანუელ მაკრონის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ მოიაზრება. ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან ორი წელი შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
მეტი...,,ხოშტარიას ადვოკატმაც კი არ ისურვა უწყვეტი კადრების გაცნობა” – მამუკა მდინარაძე
,,ვინც არ დარწმუნდა, რომ ხოშტარია და მისი ცალკე პატრონები, ცალკე თანამზრახველები იტყუებოდნენ, დღეს უკვე ყველა არაობიექტურია, რადგან ადვოკატმაც კი არ ისურვა უწყვეტი კადრების გაცნობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „საუბარია, რომ მისი ადვოკატი მაინც ან ნებისმიერი პირი, ვინც შეიძლება, მართლა დაინტერესებული იყოს სიმართლის გაგებით, გაეცნოს უწყვეტ მასალას. ხომ ამბობენ, რომ სასტიკად ნაწამებია. ჯერ რა ეტყობა სასტიკად ნაწამების, მაგრამ შეტყობაზე ხომ არ არის, ასე ხომ არ გავივლით. მივიდეს ნებისმიერი პირი, ამას სთავაზობს შსს და ამ „საშინელი წამების“ კადრებს გაეცნოს. უწყვეტ კადრად, როგორც სამინისტროში აცხადებენ, არის მისი…
მეტი...