ცნობილია, სად იპოვეს გარდაცვლილი ბიჭი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. როგორც ისინი წერენ, გარდაცვლილი ბიჭი მტვარში იპოვეს. ,,შენზე წარსულში როგორ ვილაპარაკო, დროებით ჩემო გულის ნაწილო”; ,,რა გვიქენი ეს! ძალიან გვაკლიხარ და მაკლია შენი ჩახუტება გიგუშ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რომ შენ აღარ გვეყოლები ჩვენი უსიმპატიურესი ამას შენ არ იმსახურებდი”; ,,ორი(თითქმის) გაუსაძლისი თვის საშინელი დასასრული… გუშინ ერთბაშად მომცელა ამ ოთხმა სიტყვამ: ,,დავიღუპე, ეკა, მტკვარში იპოვეს”,- წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება. როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ზურაბიშვილი არც ხელისუფლებისთვისაა საინტერესო და არც ოპოზიციისთვის. „სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე იმ რადიკალური დაჯგუფებისთვის. ის მათთვის საინტერესო იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი ან წარმომადგენელი. პირდაპირ რომ ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები. როდესაც შენ ქვეყნის წინააღმდეგ დგამ ნაბიჯებს, ხარ…

მეტი...

,,მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის თავისი წარსული” – კახა კალაძე

„როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პროკურატურაში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. მისი შეფასებით, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ დაინახოს, თუ რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში. „როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს და, რა თქმა უნდა, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანმა კარგად იცის თავისი წარსული, რა აქვს გაკეთებული – მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შესაბამისად, არ…

მეტი...

,,ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ. კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული. „ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგან კონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებს ახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით – პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

ამინდი უარესდება – სააგენტოს გაფრთხილება

2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ,,მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს. „ჩვენი მიზანია მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს კომპანიებს. ჩვენ არ გვსურს საპასუხო ზომების მიღება, მაგრამ თუ ეს აუცილებელი გახდება, გვაქვს ძლიერი გეგმა საპასუხო ქმედებებისთვის და მას აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

,,უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა” – ბერბოკი

„რუსეთმა აიძულა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც სასტიკ ომში ჩართულიყვნენ. ომში, რომელსაც ვერ მოიგებს”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კიევში ჩასვლის შემდეგ გავრცელდა. მისი თქმით, პუტინს სურდა სამ დღეში დაეპყრო კიევი და უკრაინა. რუსეთის სასტიკი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სრულიად ნათელია, რომ პუტინის გეგმა ჩაიშალა. ,,მშვიდობა არავის სწყურია იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს. უკრაინა მზად არის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის. სწორედ პუტინია ის, რომელსაც არ სურს მშვიდობა, თამაშობს დროზე და აგრძელებს აგრესიულ ომს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილი. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური…

მეტი...

თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ კვლავ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ თემურ ქათამაძე თავის წერილში წერს. ,,მე, ,,ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების, “ჩვენებურების” “ბელად”, ახმედ მელაშვილს. რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე სიმბოლურია, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლდარობას გიორგი ჩიკვაიძეს. ჩემგან განსაკუთრებული ომკითხვა “ავტოფაგიის ოსტატს”, აფგან მუხთარლის. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე. ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია. “არასდროს, არასდროს არ დანებდე!”, – წერია ქათამაძის წერილში. შეგახსენებთ, რომ 48-დღიანი…

მეტი...

მიანმარში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

მიანმარში, სადაც დამანგრეველმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით პატივი ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს მიაგეს, როდესაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო დახმარება მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს, მათ შორის ჯგუფები რუსეთიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან. (VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

მეტი...

კიევში გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 130 მილიონ ევროს გადასცემს. „აშშ-სა და რუსეთს შორის წარმოქმნილი ჩიხიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ჩვენ, ევროპელებმა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მას მხარს კიდევ უფრო მეტად ვუჭერთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა. დღეს კიევს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისიც ეწვია. „ჩვენ თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში თქვენს გვერდით დგომას გავაგრძელებთ. ლიეტუვა ევროკავშირის შემადგენლობაში ძლიერ, მდგრად და წარმატებულ უკრაინას მხარს უჭერს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს გლდანის მე-7 მიკრორაიონში, ე.წ. ,,ბროწეულას სკვერში“ მოემსახურა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველების რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასო სტერილიზაციის მომსახურება შესთავაზა. ამჯერად მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს გლდანის მე-7 მიკრორაიონში, ე.წ. ,,ბროწეულას სკვერში“ მოემსახურა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქციის ფარგლებში მიეღოთ შემდეგი სერვისები: ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას! ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე…

მეტი...

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან” – ტრამპი

„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ ტერორისტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგად განადგურდნენ. მათი ბევრი მებრძოლი და ლიდერი უკვე ჩვენთან აღარ არის. ჩვენ მათ ყოველდღე და ყოველ ღამე ვურტყამთ – უფრო და უფრო ძლიერად“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. მისი თქმით, „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რომელიც რეგიონს და გემებს საფრთხეს უქმნის, სწრაფად ნადგურდება. „ჩვენი შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან. „ჰუსიტების“ არჩევანი ნათელია: ამერიკული გემების წინააღმდეგ სროლა შეწყვიტეთ და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სროლას შევწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ნამდვილი…

მეტი...

,,უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება” – არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. „არანაირი არჩევნები არ მზადდება, არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. საპარლამენტო პარტიები და ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. პრინციპში, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა”, – აღნიშნა არახამიამ.

მეტი...

,,გუშინ პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით” – შალვა პაპუაშვილი

,,გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ,,ორი დღის წინ, ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ენჯეოთა გაერთიანებას „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტ-ბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა. გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. მოველი, ამ საელჩოების მხრიდან, პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“,…

მეტი...

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი, ადგილზე დაიღუპა. Marneulinews-ის ინფორმაციით, ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო. შემთხვევა დღეს, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მეტი...

ისრაელის იერიშის შედეგად ბეირუთში სამი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ბეირუთში სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი კი დაშავდა. ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე შენობაზე და საერთაშორისო მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენიტეტს. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა განაცხადა, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმა იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „ნათელი დარღვევა“. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ ტერორისტებს და საფრთხეს უქმნიდა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.

მეტი...

ნდობის ჯგუფმა მე-11 მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომა გამართა

ნდობის ჯგუფმა მე-11 მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომა გამართა. ჯგუფის წევრებმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ირაკლი ბერაიასა და მის მოადგილეებს მოუსმინეს. დაზვერვის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე 2024 წლის ანგარიში წარადგინა და იმ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებობდა. ,,გაიმართა ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა, სადაც ჩვენ დავამტკიცეთ საორგანიზაციო საკითხები. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა ანგარიშის მოსმენა ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის, რომლებმაც წარმოადგინეს 2024 წლის ანგარიში. გამახვილდა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობდა ამ სამსახურის წინაშე, მისი აღმოფხვრის გზებზე“, – აცხადებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე…

მეტი...

ტრამპი, უახლოეს მომავალში, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტს გეგმავს

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. „ეს შეიძლება იყოს შემდეგ თვეში, შესაძლოა ცოტა მოგვიანებით. ჩვენ მივდივართ კატარში და ასევე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. არაბთა გაერთიანებული საემიროები ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შევჩერდებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კატარსა და საუდის არაბეთზე და შემდეგ ჩვენ წავალთ სხვა ადგილებში, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს, ეს სამია“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ბოლოს, როცა საუდის არაბეთს ეწვია, სიაში პირველ ადგილზე დააყენა, რადგან დათანხმდნენ 450 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის შეძენაზე.

მეტი...

დონალდ ტრამპი უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ეწინააღმდეგება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ. ,,რუსეთმა წამოაყენა წინადადება უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს არ მოიწონა. უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია და მისი მმართველობა განისაზღვრება კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტემი ბრიუსის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთთან და უკრაინასთან და მზადაა გააგრძელოს მუშაობა, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

მეტი...

,,არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე” – ტრამპი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გარიგების დადება იხილოს. „მსურს ვნახო, რომ ის დადებს შეთანხმებას, რათა შევაჩეროთ რუსი ჯარისკაცების, უკრაინელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების მკვლელობა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ პუტინი ამას ბოლომდე მიიყვანს. არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე. მაგრამ ვფიქრობ, იცით, ეს არის ის, რასაც გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს. მე ეს ვენესუელასთან გავაკეთე“, – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. ,,სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალაებას – 438 აბი „სუბუტექსი“ და 10 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ყველაზე დიდი აისბერგი იშლება – ვის და რას ემუქრება საფრთხე

ანტარქტიდის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ჩამოვარდა. BBC-ის ცნობით, აისბერგი, სახელად აიზბერგ A23a ჩავარდა სამხრეთ ჯორჯიის შორეულ ბრიტანულ კუნძულზე დაბალ წყალში, სადაც მილიონობით პინგვინი და სელაპი ცხოვრობს. მეთევზეები შიშობენ, რომ ყინულის უზარმაზარმა ნამსხვრევებმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს იშვიათი კლდოვანი პინგვინების საარსებო წყაროზე, რომლებიც იკვებებიან ამ მხარეში. მეცნიერები ამბობენ, რომ საკვები ნივთიერებების უზარმაზარი რაოდენობა ყინულის შიგნით არის ჩაკეტილი და მისი დნობისას, მას შეუძლია შექმნას სიცოცხლის აფეთქება ოკეანეში. „ეს ჰგავს მკვებავი ბომბის ჩამოგდებას შუა უდაბნოში“, – ამბობს პროფესორი ნადინ ჯონსტონი. „თუ აისბერგი დაიშლება, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის გემებს, რომლებიც ნავიგაციას უწევენ ადგილობრივ წყლებში და…

მეტი...

,,34 წლის წინ ქართველებმა აირჩიეს დამოუკიდებლობის აღდგენა” – უილსონი

,,34 წლის წინ ქართველებმა აირჩიეს დამოუკიდებლობის აღდგენა. აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესმენი, ჯო უილსონი წერს. ,,1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დამაჯერებლად აირჩია სსრკ-ს ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა. როდესაც ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი”, – წერს უილსონი.

მეტი...

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, ,,იზიჯეტმა” დაიწყო, რომელიც საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიასა და იტალიას დააკავშირებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ, ჟენევიდან შეასრულა. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.

მეტი...

დაგროვებითი პენსია 20 ათასმა ადამიანმა გაიტანა

„2024 წელი ძალიან წარმატებული იყო. 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შემოვიდა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ დანაზოგის სახით ექვს მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები გვაქვს. მათ შორის, ამონაგები არის მილიარდ ნახევარზე მეტი. უკვე ისარგებლა დაახლოებით, 20 ათასმა პენსიონერმა, რომელმაც პენსიის სახით დაინიშნა და გაიტანა. დაახლოებით, ეს თანხა ჯამურად, 70 მილიონ ლარს შეადგენს”, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა, გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა. ,,ჩვენ საზოგადოებას გავაცანით ის ცვლილებები, რომლებიც 2025 წლის პირველი მაისიდან შედის ძალაში. მოგეხსენებათ, კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ხელფასის გაცემის დროს,…

მეტი...

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

პირველ აპრილს, თბილისში მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ქუთაისში დღისით +25 და ღამით 16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა სოხუმშიც. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 15 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით…

მეტი...

დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება

დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება. კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მიიღეს და დღეიდან ის ძალაში შევიდა.

მეტი...

დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა

დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს რამდენიმე ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის: პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით,…

მეტი...