დონალდ ტრამპი მაისში საუდის არაბეთში ჩავა

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში საუდის არაბეთში ჩავა. საუდის არაბეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავების შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. რუსული მხარე საუდის არაბეთს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ადგილს დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოტენციური შეხვედრისთვის.

მეტი...

ლიეტუვაში მეოთხე დაღუპული ამერიკელი სამხედრო იპოვეს

ლიეტუვაში მეოთხე დაღუპული ამერიკელი სამხედრო იპოვეს. ამის ინფორმაციას, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ავრცელებს. ჯავშანმანქანა, რომელიც ლიეტუვაში სამხედრო სწავლებებში მონაწილეობდა და რომელსაც ოთხი ამერიკელი სამხედრო მართავდა, 26 მარტს ჭაობში აღმოაჩინეს. სამი ცხედარი ჭაობიდან ორშაბათს ამოიყვანეს. „ლიეტუვა ლოცულობდა ოთხივე დაკარგული სამხედროსთვის და ახლა მთელი გულით ჩვენ მათი ოჯახების გვერდით ვართ. ღრმად მალდობელი ვართ ყველასი, ვინც უზარმაზარი ძალისხმევა გასწია დაკარგული სამხედროს ძებნისთვის ასეთ რთულ პირობებში“, – დაწერა ნაუსედამ. სამხედრო წვრთნა ბელარუსის საზღვარზე მდებარე პაბრადეს პოლიგონზე იმართებოდა.  

მეტი...

„ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება უმნიშვნელოვანესი დღე“- თეთრი სახლის პრესმდივანი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება „თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. მან დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს. „პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ქვეშ ამერიკელი მუშები და ბიზნესები იქნებიან პირველ ადგილზე, როგორც ის დაგპირდათ საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ხალხის ძალის გეშინოდეთ”; “დგება ხალხის გაზაფხული”. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

მეტი...

“აშშ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში პუტინის „გაჭიანურების ტაქტიკამ”- ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „გაჭიანურების ტაქტიკამ”. „ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს ნათლად განვუმარტავთ, რომ არ უნდა ჩავერთოთ პუტინის გაჭიანურების ტაქტიკაში“, – განაცხადა ბერბოკმა. ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინის უპირობო მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები „ჩიხშია“.  

მეტი...

კადიროვმა თავისი შვილი ჩეჩნეთის პოლიციის ზედამხედველად დანიშნა

ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორად ადამ კადიროვის დანიშვნა 31 მარტს გამართულ შეხვედრაზე გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსლან ირახანოვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რამზან კადიროვის სახელით მიიღეს. შარშან რამზან კადიროვმა მისი უმცროსი შვილი ძალოვან უწყებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.

მეტი...

საკრუიზო გემზე ნოროვირუსით 241 ადამიანი დაინფიცირდა

საკრუიზო გემ Queen Mary 2-ის ბორტზე, ნოროვირუსის ეპიდემიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. გემმა მოგზაურობა 8 მარტს, საუთჰემპტონიდან დაიწყო და 29 დღიანი მოგზაურობის განმავლობაში, აღმოსავლეთ კარიბის ზღვისა და ნიო-იორკის პორტებში უნდა შესულიყო. თუმცა, მოგზაურობის მე-10 დღეს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გემების სანიტარული პროგრამა (VSP), ნოროვირუსის გავრცელების შესახებ იქნა გაფრთხილებული. გემი  დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. მედიის ცნობით, გემზე მყოფი 2 538 მგზავრიდან, თითქმის 9%-ი დაავადდა. ასევე, ეკიპაჟის 1 232 წევრიდან დაავადებულია 1,4%-ი.  

მეტი...

შვეიცარიამ რუსეთის 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივი გაყინა

შვეიცარიამ რუსეთის დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივი გაყინა. ჯამში, რუსული გაყინული აქტივების რაოდენობა 8.4 მილიარდი დოლარი გახდა. კერძოდ, შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების ეჭვით, რის გამოც თანხები დროებით გაუყინა.  

მეტი...

“აი, რას ნიშნავს „ლიბერალური დემოკრატია“- სიიარტო მარინ ლე პენის შესახებ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო საფრანგეთის სასამართლოს მიერ მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. მისი თქმით, საფრანგეთის სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი ცხადყო: აი, რას ნიშნავს „ლიბერალური დემოკრატია“ სინამდვილეში. „პატრიოტები შეიძლება ჩამოშორებული იყვნენ ნებისმიერ ფასად — სასამართლოს გადაწყვეტილებებით, გარე ჩარევით ან თუნდაც მკვლელობის მცდელობებით. ამავე დროს, ომის მომხრე ბრიუსელელებს შეუძლიათ აკეთონ, რაც სურთ. წაშალონ ტექსტები ათეულობით მილიარდი ევროს ღირებულების ვაქცინის შეკვეთების შესახებ? არანაირი პრობლემა არ არის. მოიპარონ ტელეფონები და თავი აარიდონ პასუხისმგებლობის აღებას ვაჭრობაზე? როგორც ჩანს, ესეც კარგია. უბრალოდ, ჰკითხეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ უნგრეთის დელეგაციის ლიდერს. წესები არ მოქმედებს,…

მეტი...

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა მათ, ვინც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარება

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა მათ ვინც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარება. ჩამონათვალში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ჩინეთში მოქმედი ადამიანები და ორგანიზაციები მოხვდნენ. სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ექვს ორგანიზაციასა და ორ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ირანის დრონების მწარმოებელი კომპანიისთვის კომპონენტების შეძენაში ადანაშაულებს. „ირანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გავრცელება, როგორც რეგიონში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე, ისე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, კვლავ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, აშშ-ის პერსონალს და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“ – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

მეტი...

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ ცნობები აშშ-ს გადავეცით“- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ ცნობები ინფორმაცია, აშშ-ს, გაერო-ს და ეუთო-ს გადასცა. ლავროვი ამბობს, ფაქტი არსებული მორატორიუმის დარღვევაა. „დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც ანდრეი ბელოუსოვმა წარმოადგინა, ჩვენ გადავეცით აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს. მე ეს ჩამონათვალი გავუგზავნე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ჩვენ ასევე გავუგზავნეთ ჩვენს წარმომადგენლებს გაერო-სა და ეუთო-ში, რათა მათ კონკრეტული ფაქტებით აჩვენონ, რა ფასი აქვს ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლების სიტყვას, თუ შეიძლება, მას ხელისუფლება ეწოდოს“ – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

“საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში” – ზურაბიშვილი

“საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში მიღებულ კანონებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“. “იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის – კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას…

მეტი...

“კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს”- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს. ამის შესახებ, მან  დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა პარტია „ქართული ოცნება“ ბოლო 13 წლის განმავლობაში. „შეიძლება პროევროპულობა ზედაპირული იყო და ეს მისაღები იყო, სანამ გამოწვევები გაჩნდებოდა. როგორც კი გამოწვევები გაჩნდა, რუსეთმა ზეწოლის განხორციელება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთს ზეწოლის გარკვეული ინსტრუმენტები აქვს და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გავლენას იძენს და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს. საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური კურსიც შეიცვალა“, – აღნიშნა საქართველოს…

მეტი...

სვეტიცხოვლის დაზიანებული ნაწილის აღდგენა დაიწყო

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. რამდენიმე დღის უკან, ძლიერი წვიმის შედეგად, საკათედრო ტაძარში წყალმა გაჟონა და ტაძარში ჩავიდა. დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები კი უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია, ტაძარში წყალი სახურავიდან ჩავიდა.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი ღიაა ფინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ ჰელსინკს კავშირების აღდგენა სურს” – პესკოვი

,,ვლადიმერ პუტინი ღიაა ფინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ ჰელსინკს კავშირების აღდგენა სურს”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ახლა მათ შეაქვთ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა თავიანთ მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არ ყოფილა და არსებობდა ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა რუსეთთან. ამ თანამშრომლობის წყალობით, ორივე ქვეყნის კომპანიებმა დივიდენდები და მოგება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ფინეთმაც და შვედეთმაც აირჩიეს ამ ურთიერთობების პრაქტიკულად ნულამდე შემცირება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ურთიერთობების სამწუხარო მდგომარეობა, რასაც ახლა ვხედავთ, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა მსურველებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ,,ფინეთი უნდა მოემზადოს რუსეთთან…

მეტი...

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 4 აპრილს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოხალისეებისათვის ღია კარის დღეს გამართავს

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 4 აპრილს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოხალისეებისათვის ღია კარის დღეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალება გექნებათ: · ეწვიოთ თავშესაფარს, დააკვირდეთ პროცესებს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე; · სურვილის შემთხვევაში, როგორც მოხალისეები ჩაერთოთ თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში; · გაიცნოთ და გაასეირნოთ თავშესაფრის ბინადარი ცხოველები; · აიყვანოთ ოთხფეხა მეგობარი თავშესაფრიდან, სადაც, სამწუხაროდ, არაერთი მიტოვებული ცხოველი ახალი პატრონის გამოჩენას ელოდება. ადამიანებთნ ურთიერთობა მნიშვნელოვანია თავშესაფარში მყოფი ცხოველებისთვის! მობრძანდით, გაატარეთ ერთი დღე თავშესაფარში და ჩაერთეთ მოხალისეობრივად თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში. 4 აპრილი მსოფლიო მიუსაფარ ცხოველთა დღეა. ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება…

მეტი...

,,31 მარტი საფრანგეთის დემოკრატიისთვის შავი დღეა” – მარინ ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

,,შავი დღე საფრანგეთის დემოკრატიისთვის”, – ასე აფასებს პარტიის ,,ეროვნული გაერთიანება” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ,,ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 31 მარტი საფრანგეთის დემოკრატიისთვის შავი დღეა. მიღებული გადაწყვეტილებით კანონის უზენაესობის პრინციპები სრულად დაირღვა. განაჩენი არ იძლევა ეფექტურად გასაჩივრების შესაძლებლობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოითხოვს”, – განაცხადა მარინ ლე პენმა. მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს

მეტი...

,,მარინ ლე პენის წინააღმდეგ არც წაყენებული ბრალდებების არსი ვიცი, არც გადაწყვეტილების მიზეზები” – მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერთან, მარინ ლე პენთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „მარინ ლე პენის წინააღმდეგ არც წაყენებული ბრალდებების არსი ვიცი, არც ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები, მაგრამ ვფიქრობ, ვისაც დემოკრატია ადარდებს, არ შეიძლება გაუხარდეს განაჩენი, რომელიც მსხვილი პარტიის ლიდერს ეხება და მილიონობით მოქალაქეს წარმომადგენლობის გარეშე ტოვებს“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ. მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს

მეტი...

,,ფინეთი უნდა მოემზადოს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გასახსნელად” – სტუბი

,,ფინეთი გონებრივად უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა, რაღაც მომენტში გაიხსნება”, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა. ,,ამ ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი იყო და მომავალშიც იქნება ფინეთის მეზობელი, რომელთანაც 1350 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს”, – ამბობს სტუბი. მისი თქმით, ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული ომის დასრულებაზე და იმაზე, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობების აღდგენის შესახებ დისკუსიების.

მეტი...

ირანი აშშ-ს და ისრაელს აფრთხილებს, რომ აგრესიის ნებისმიერ აქტს სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება

ირანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ოფიციალური პროტესტი გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის გამო, რომ განახორციელებს სამხედრო დარტყმებს ირანის წინააღმდეგ. გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა და ელჩმა, ამირ საიდ ირავანმა წერილით მიმართა უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტს, კრისტინა მარკუს ლასენსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომ შეერთებული შტატები სრულად იქნება პასუხისმგებელი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედების მძიმე შედეგებზე. „უსაფრთხოების საბჭო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეიძლება, გაჩუმდეს ასეთი ომის მოსურნე პროვოკაციების წინაშე. უმოქმედობა იწვევს კატასტროფულ შედეგებს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია ირანელი დიპლომატის განცხადებაში.

მეტი...

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2719-ს გადააჭარბა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2719-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 4521 ადამიანი, ხოლო 441 დაკარგულად ითვლება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მიანმარში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 3000-ს გადააჭარბებს. მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის გამო ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, მიანმარში 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან, დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.

მეტი...

საბერძნეთში დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები

საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პაროსსა და მიკონოსზე ძლიერი წვიმის შედეგად გზები დაიტბორა, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები. პაროსის მერის, კოსტას ბიზასის განცხადებით, სტიქია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გზების გასაწმენდად საჭირო ტექნიკა არ ჰყავთ მობილიზებული. „გზები დაზიანებულია და ქუჩების გასაწმენდად გვჭირდება დახმარება ტექნიკით. ეს კატასტროფა ორ საათში მოხდა“, – განაცხადა პაროსის მერმა, კოსტას ბიზასმა.

მეტი...

გორში, კაცი ხიდიდან გადავარდა

მამაკაცი გორში, კომბინატის ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ის მოაჯირს მოეჭიდა, შემდეგ კი მაშველებმა ამოიყვანეს. ,,არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამოიყვანეს მაშველებმა”, – უთხრეს “მოზაიკას”. მსგავსი შემთხვევა გორში რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ლიახვში ჩავარდა, თუმცა, წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.

მეტი...

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს დღეს დაკრძალავენ

ქუთაისი ავარიის შედეგად დაღუპულ სამ ახალგაზრდას ემშვიდობება. ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს დღეს დაკრძალავენ. სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ქუთაისში, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიაში დღეს სამი უკარგეს, ულამაზეს და საოცრად კეთილ ბიჭებთან გამოსამშვიდობებლად შეიკრიბა ჩვენი პატარა ქალაქი, უმძიმესი დღეა, ქალაქს სამი სიცოცხლით სავსე ბიჭი დააკლდება, სამი საჯიშე ქართველი და ჩვენი ქალაქის მზის შვილები… სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა, რა დავწერო, რით გინდა ანუგეშო მათი მშობლები და ახლობლები, ყველაფერი უძლურია ამ ტკივილის წინააღმდეგ…ვერ გავბედე მათ დედებთან მისვლა, მიუხედავად იმისა რომ მანდ ვიყავი, ვუყურებდი მათ გაქვავებულ სახეებს და ვგრძნობდი აუტანელ სიცარიელეს,…

მეტი...

ხვალიდან, ერთი თვით, წყნეთის გზატკეცილზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან ,,კაკლების” მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის გამაგრების სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ,,წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან ,,კაკლების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ბირთვულ იარაღს“ შეადარა, რომელიც მისი მიმართულებით სისტემამ ისროლა. „ისინი თუ ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ძლიერ იარაღს იყენებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა ლე პენმა. მისი თქმით, სასამართლოს განაჩენი არ ნიშნავს მის წასვლას პოლიტიკური ცხოვრებიდან და მისი პარტია არ დაუშვებს, რომ ფრანგ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰპარონ. მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს

მეტი...

22 წლის მთამსვლელი მწვერვალიდან გადმოვარდა და დაიღუპა

შოტლანდიის უმაღლეს მწვერვალ ,,ბენ ნევისიდან” ორი მთამსვლელი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად, 22 წლის მთამსვლელი დაიღუპა, მეორე 30 წლის მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. მას მძიმე, თუმცა სიცოცხლისთვის უსაფრთხო ტრავმები ჰქონდა მიღებული. BBC-ის ცნობით, მაშველებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ მუშაობდა. დაღუპული მთამსვლელის პოვნა მათ მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

მეტი...

ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი ჭაობში იპოვეს

აშშ-ის არმიამ დაადასტურა, რომ ექვსი დღის წინ, ლიეტუვის ქალაქ პაბრადის მახლობლად დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი ჭაობში იპოვეს, სადაც ისინი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ. მაშველები მეოთხე ჯარისკაცს ამ დრომდე ეძებენ. კომპლექსურ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ის არმია და საზღვაო ძალები, ასევე ლიტვისა და პოლონეთის სამხედრო ძალები. ცნობისთვის, ლიეტუვაში ამერიკული ჯავშანმზიდი სამხედრო წვრთნების დროს დაიკარგა. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ჯავშანტექნიკა ჭაობში გუშინ იპოვეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი 3 ჯარისკაცის ცხედარიც აღმოაჩინეს.

მეტი...

,,კოორდინაცია შედგა” – სალომე ზურაბიშვილი

,,კოორდინაცია დღეს შედგა, ის კოორდინაცია, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული, თავისი წესებით, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში”, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. ,,ეს არის ასეთი ფორმის კოორდინაცია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ეს პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და საზოგადოებას როცა ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს გამოჩნდება, მაგრამ არის მუდმივი და ვერავინ ვერ აშინებს ამ პროტესტის მონაწილეებს. ჩვენ შევთანხმდით, დღეს…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. რუსთავში შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში ქ. რუსთავში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, მასწავლებლები  და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ  შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების…

მეტი...

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის…

მეტი...

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს 307¹ მუხლი ემატება, 86 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. 307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური…

მეტი...

,,მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს  ღალატი.  ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. „პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, თუ რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები  და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე აზრით, კომისიის მუშაობის…

მეტი...

პარლამენტმა „ფარას“ ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სხომაზე „ფარას“ კანონის ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის დამტკიცებას ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არავინ წასულა. ცვლილებებით, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. მმართველი გუნდის შეფასებით, „ფარა“ გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და გარე გავლენების პრევენციისთვის საუკეთესო მექანიზმია.

მეტი...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა.

მეტი...

,,ელენე ხოშტარია არავის უწამებია” – კახა კალაძე

,,ეს იყო მათი ხელწერა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ – აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ხოშტარიას მხრიდან დაკავების დროს წამებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია. „ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა. ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება. წამება იყო მათი ხელწერა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ – აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. დღეს, ისინი შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ.…

მეტი...