ნიუ დელი მზად არის ისლამაბადის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებისთვის, ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის გამო. ამის შესახებ, პაკისტანის მაღალჩინოსანმა განაცხადა. „პაკისტანი ფლობს სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ინდოეთი აპირებს სამხედრო ქმედების განხორციელებას პაკისტანის წინააღმდეგ მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში“ – აცხადებს პაკისტანის ინფორმაციის მინისტრი ატაულა ტარარი. ეს ვიდეოგზავნილი მან გასულ ღამეს X-ზე გაავრცელა. ამ ბრალდებაზე არ ყოფილა მყისიერი პასუხი ინდოეთიდან. შეიარაღებულმა პირებმა ჰიმალაის მთებში მდებარე ქალაქ პაჰალგამში (ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში) დახოცეს 26 ადამიანი. თავდასხმას მთელ ინდოეთში მოჰყვა მასშტაბური პროტესტი. მომხდარმა მეზობელი ქვეყნები – ინდოეთი და პაკისტანი კონფლიქტის ზღვარს მიუახლოვა. 22 აპრილის ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა…
მეტი...თვე: აპრილი 2025
მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ისრაელმა დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა
იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან – დაშავებულია 13 ადამიანი. ქვეყნის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს შესაძლოა ისრაელის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი იყოს და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. „ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დიდი ტყის ხანძრის ეპიცენტრში, შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს წინ, სანამ კონტროლს დავამყარებთ“ – განაცხადა შმულიკ ფრიდმანმა. როგორც მან აღნიშნა, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე დაიწყო. მასშტაბური ხანძარი ეშთაოლის ტყეში გაჩნდა, რის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობაა ევაკუირებული. გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ…
მეტი...აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
შტატებმა იმ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც ირანული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობდნენ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები დაუწესდა შვიდ ორგანიზაციას, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ირანში არიან განთავსებული. სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ეს ქმედება მიმართული იყო ირანული ნავთობპროდუქტების, რომელთა ღირებულება ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, ოთხი გამყიდველისა და ერთი მყიდველის წინააღმდეგ. „პრეზიდენტი ვალდებულებას იღებს, ნულამდე დაიყვანოს ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ექსპორტი, მათ შორის, ექსპორტი ჩინეთში, მისი მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში“ – განაცხადა მარკო რუბიომ.
მეტი...“წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა”- მედია
აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩო შეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების ერთდროული ხელმოწერა, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს. უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული…
მეტი...ტრამპის სანქცია – შესაძლოა ჯორჯ კლუნის მეუღლეს აშშ-ში შესვლა აეკრძალოს
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, მომავალში ჯორჯ კლუნის მეუღლეს, ამალ კლუნს შტატებში შესვლა აეკრძალოს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ბრიტანელი იურისტი ამალ კლუნი ჩართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეში, რომელიც ღაზაში ომის დანაშაულის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს. კლუნის მიმართ შეზღუდვების საფუძველი შესაძლოა გახდეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს “მნიშვნელოვან შედეგებს” სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მნიშვნელოვან შედეგებში კი იგულისხმება ქონების და აქტივების დაბლოკვა, ასევე, შტატებში შესვლის აკრძალვა. ტრამპს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმური და…
მეტი...ძალადობის მსხვერპლი 7 წლის ბიჭი მამასთანაა, დედა და ბებია კი პატიმრობაში რჩებიან
შვიდი წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, ახლა მამასთანაა. როგორც ბავშვი ჰყვებოდა, დედამ და ბებიამ სცემეს, დაკბინეს და სასიმინდეში ჩაკეტეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძალადობაში ეჭვმიტანილ დედას და ბებიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ისინი პოლიციამ 25 აპრილს, გვიან ღამით, მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვი სახლიდან გაიქცა და დახმარება ნათესავებს სთხოვა. მათ 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დედას და ბებიას ბრალი ედებათ ძალადობაში, იძულებასა და არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულში. პოლიციამ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანს, სხეულზე, ძალადობის კვალი – „მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა”.
მეტი...„რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები აღდგება“ – პუტინი
პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები აუცილებლად აღდგება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. „ადრე თუ გვიან რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები აუცილებლად აღდგება. ზოგი დუმს, ზოგი ძალიან მოკრძალებულად აცხადებს რაღაცას, რათა განსაკუთრებით არ მოუსმინონ. ევროკავშირში ცოტა ადამიანია, ვისაც ოფიციალური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ აქვს საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის გაბედულება, არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ იმის ჩვენების, რომ მათ ეს აქვთ – ეს საკუთარი თვალსაზრისი“– განაცხადა პუტინმა.
მეტი...ავტომობილი ჯიხურს დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა უცნობია
თბილისში მსუბუქი ავტომობილი ჯიხურს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ჯიხურში მყოფი ადამიანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მეტი...“მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ კოალიციური მთავრობისთვისაც”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არის ბევრი ნიშანი, რომ მმართველ ძალაში რყევები არსებობს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზად უნდა იყვნენ საპარლამენტო არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობისთვის. “მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ არჩევნებისთვის. ესეც იყო საკითხი, რომელიც აქ დაისვა და რომელზედაც ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ. თუმცა, ასევე, მზად უნდა ვიყოთ არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის. ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს, სწორედ ამის მზადებაა. ჩვენ ძალიან მწირი გამოცდილება გვაქვს და ეს ყველამ იცის. ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, მათი გამოცდილებაა, რომ კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება რთულია. ჩვენ წინსწრებით ამას ვამზადებთ, ეს არის ნიშანი,…
მეტი...აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება
აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ პირველი მატარებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის – 26 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისთვის – 28 მაისს დაიწყებს მოძრაობას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველო კუპეს ბილეთების 50 ლარად და საძილე ვაგონის ბილეთების 70 ლარად გაყიდვას სთავაზობს აზერბაიჯანს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფასების შემოღებას გეგმავს აზერბაიჯანული მხარე. ინფორმაციისთვის, ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, დაკეტილია. ქვეყანა კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ქვეშ რჩება, რომლის ვადაც 2025 წლის პირველ ივლისს…
მეტი...“ყველა საშუალებით თურქეთი სირიის გვერდით იქნება”- ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის და ლიბანის შემდეგ, ახლა ისრაელმა ცეცხლის სირიაში გავრცელება და იქაც სისხლისღვრა გადაწყვიტა. „ისრაელის მხრიდან ეს პროვოკაციაა და მიუღებელია. ჩვენ სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ სირიას არასტაბილურობის ახალ ჭაობში ჩაითრევს. ჩვენი საზრუნავი რეგიონში მეტი კონფლიქტი კი არა, მეტი მშვიდობა და სიმშვიდეა“– განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სირიასთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და მომავალ პროცესში ყველა საშუალებით თურქეთი სირიის გვერდით იქნება.
მეტი...“მეგობარი აქტის” განხილვა მომავალ კვირას იგეგმება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, “მეგობარი აქტს” განხილვას გეგმავს. “მეგობარი აქტს, ჯო უილსონისა და სტივ კოენის ინიციატივით წლის დასაწყისში წარდგენილ ინიციატივას, ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა საბოლოო კენჭისყრისთვის მომავალ კვირას განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანადგურებს”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, “მეგობარი აქტი” საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
მეტი...„ხანძრით დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ“ – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური…
მეტი...რამდენი მილიონი იხარჯება ახალი პაპის არჩევაზე?
ვატიკანი პაპის დაკრძალვის ხარჯების ზუსტ მოცულობას არ ასაჯაროვებს, თუმცა თუ გადავხედავთ უახლოესი წარსულის ისტორიას, პაპების დაკრძალვის ცერემონიები ვატიკანს მილიონობით დოლარი დაუჯდა. 1978 წელს, ორი პაპის – პავლე VI-ის და პავლე I-ის დაკრძალვა, შემდგომ კი კონკლავი ვატიკანს $20 მილიონი დაუჯდა, რაც დღეის მდგომარეობით $101 მილიონია. 2005 წელს, იოანე პავლე II-ის დაკრძალვა, შემდგომ კი, ბენედიქტე XVI-ის არჩევა $9 მილიონი, დღევანდელი კურსით $14,7 მილიონი დაჯდა.
მეტი...„წიაღისეულის შეთანხმების პროექტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ დააზარალებს“ – შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ დააზარალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის ვალდებულებებს. ამის შესახებ შმიგალმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს. „ეს შეთანხმება არანაირად არ კვეთს, ვერანაირად ვერ დააზარალებს და არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენს ევროინტეგრაციის ვალდებულებებს. ეს ასევე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რადგან მნიშვნელოვანი ჩვენი ევროინტეგრაციული ვალდებულებების დაცვა ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩვენი კანდიდატის სტატუსის თანახმად“, – განაცხადა შმიგალმა.
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მზადაა, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს
უკრაინა მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის მინისტრი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა. როგორც Bloomberg-ი წერს, შეთანხმების პროექტი უკრაინაში საინვესტიციო პროექტის მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, აშშ და უკრაინა შეეცდებიან, „უკრაინის სამთო-მოპოვებით, ენერგეტიკულ და მომიჯნავე დარგებში ინვესტიციების გაზრდისთვის“ შესაბამისი პირობები შექმნან.
მეტი...რუსეთმა „დოჟდის“ მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა საინფორმაციო ტელეარხ „დოჟდის“ მთავარ რედაქტორზე, ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოაცხადა. ძიადკოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის „რეპრესიული ბუნების გამოვლინებაა“. „ეს არ არის ხარისხის ნიშანი ან ჩვენი მუშაობის შეფასება. ეს ჩვენი სახელმწიფოს რეპრესიული ბუნების გამოვლინებაა. ხარისხის შეფასება თქვენ ხართ, ჩვენი მაყურებლები“, – განაცხადა კომენტარისას ტიხონ ძიადკომ. შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთმა ძებნა ასევე გამოაცხადა „დოჟდის“ წამყვან იულია ტარატუტასა და ჟურნალისტ ეკატერინა ფომინაზე.
მეტი...იერუსალიმის შემოგარენში ტყის ხანძარს ებრძვიან – განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია
იერუსალიმის შემოგარენში, ეშთაოლის ტყეში ხანძარია, რის გამოც, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ-ავივის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, ასევე შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური იტყობინება, იერუსალიმის შემოგარენში ფერდობებზე ხანძრის, სულ მცირე, 5 კერაა. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...,,სურთ უკრაინისთვის მეტი ფულის გაგზავნა მაშინ, როცა ევროპის ეკონომიკა იტანჯება, რა სამარცხვინოა” – ორბანი
„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს უკრაინაში ომის გახანგრძლივებას. მათ სურთ უკრაინისთვის მეტი ფულის გაგზავნა მაშინ, როცა ევროპის ეკონომიკა იტანჯება. რა სამარცხვინოა“, წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში და ,,ევროპის სახალხო პარტიას“ აკრიტიკებს. ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ვალენსიაში პარტიის ყოველწლიურ კონგრესზე იმყოფებიან. ამასთან, მანფრედ ვებერი, გერმანელი ევროპარლამენტარი ხელახლა აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად. მან 570-დან 502 ხმა მიიღო.
მეტი...„რუსეთს შეუძლია, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს“ – სიბიგა
„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნებისმიერ ფორმატში მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე წერს. სიბიგას განცხადებით, რუსეთმა მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საუბარი უნდა შეწყვიტოს და მოქმედება დაიწყოს. „უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნებისმიერ ფორმატში მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, როგორც კი დავინახავთ, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზის გასავლელად და არა მხოლოდ მშვიდობის შესახებ პოპულიზმისთვის ან 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ხანმოკლე პროპაგანდისტული ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთს შეუძლია, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტუროს და სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. თუ რუსეთი მზადაა 60 ან 90-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის,…
მეტი...კობა კობალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ტუ ციაოს უმასპინძლა
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ბატონ ტუ ციაოს და მის მოადგილეს, ბატონ ჭი ჭენგმინის უმასპინძლა. კობა კობალაძემ, სტუმრებს, სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამსახურის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ,,როდესაც ჩინეთი ამყარებს თანამშრომლობას რომელიმე ქვეყანასთან, პირველ რიგში, ხაზს…
მეტი...„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.
მეტი...რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა – არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაბომბვის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, 14 ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, ხუთი მათგანი კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის არის ორი ბავშვი და ორსული ქალი.
მეტი...,,სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება” – რა იგეგმება სკოლებში
,,კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა. „აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მეტი...როგორი ამინდი იქნება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი,…
მეტი...რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტს „სტალინგრადი“ დაერქვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა. რუსული მედიის ცნობით, სახელის გადარქმევის ინიციატივა ომის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გადასცა. ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტისთვის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას. გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვის თანახმად, ვოლგოგრადის მცხოვრებლების 67-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი სტალინგრადის სახელის დარქმევას.
მეტი...აშშ-ში 2024 წლის არჩევნებში უკანონო ჩარევის ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონო ჩარევის ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. „თუ თქვენ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიხართ და კანონებს არღვევთ, ამისთვის პასუხს აგებთ“, – დაწერა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა X-ზე. უკრაინულ მხარეს ოფიციალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
მეტი...,,ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს” – ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება. „მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა
მეტი...,,პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს” – უოტკოფი
,,პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა. „მასთან ოთხი შეხვედრა მქონდა, ყველა მათგანი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. კრემლს ვეწვიე. ამ მომენტით აღფრთოვანებული ვიყავი. მე ვცდილობ აშშ-ს სახელით სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიო. ამ მომენტის მნიშვნელობა გასაოცარია“, – აღნიშნა უიტკოფმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო შეხვედრა 25 აპრილს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები „კონსტრუქციული იყო და აშშ-სთან პოზიციები დააახლოვეს“.
მეტი...,,რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლას ცდილობს” – სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას და დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლას ცდილობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, ოკუპანტებმა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა საგრძნობლად გაზარდეს და ძირითად ყურადღებას პოკროვსკის მიმართულებას უთმობენ.
მეტი...პერუში, მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
პერუში, ანკაშის რეგიონში, მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. BBC-ის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ტერიტორიას ნაგვისგან და ტალახისგან ასუფთავებენ. სპეციალისტების თქმით, მეწყერი ყინულოვანი ტბის ადიდებამ გამოიწვია, რომელიც მდინარე კასკაში მოხვდა. მათი თქმით, ანკაშის რეგიონში 160 წყალსაცავისა და ტბის ადიდების საშიშროება არსებობს.
მეტი...ჭავჭავაძეზე ერთმანეთს ორი მოტოციკლი შეეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთმანეთს ორი მოტოციკლი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდარზე სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად მურომში მდებარე საწარმოში ხანძარი გაჩნდა. „დაფიქსირებულია რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენა. ისინი ჩამოაგდეს ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. დრონებმა დააზიანა ორი შენობა: ერთ-ერთში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლოკალიზებულია. მეორე, უმნიშვნელოდ დაზიანდა“, – დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამში. „რბკ-უკრაინის“ წყარომ განაცხადა, რომ მურომის ქარხანაში „საბრძოლო მასალების აალების საშუალებები, ასევე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი კომპონენტები მზადდება“. ცნობისთვის, ევროკავშირს მურომის ქარხნისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
მეტი...პოლონეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა
პოლონეთში, ვარშავასთან ახლოს, სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა, რომელშიც 26 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ბელორუსის, უკრაინის, რუსეთისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან. პოლონური მედიის ცნობით, დაშავებულია 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევა ღამით, შოპენის აეროპორტთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში შესვლის დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და გადატრიალდა.
მეტი...,,ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ბრიფინგი გამართა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, 26 მაისზეც ისაუბრა. „ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...ტაძრების გაქურდვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ტაძრების გაქურდვის ბრალდებით ახალგაზრდა მამკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცმა სააღდგომო დღეებში კახეთში რამდენიმე ტაძარი გაქურდა. ტაძრიდან წაღებულია ჯვრები და შესაწირ ყუთებში მოგროვილი თანხა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია შესაწირი ყუთდან წაღებული თანხა და საეკლესიო ნივთები.
მეტი...