საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში დამნაშავედ ცნო. სასჯელი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამ გადაწყვეტილების გამო ლე პენს, შესაძლოა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს. პროკურორები ითხოვენ, რომ ლე პენს 5 წლით აეკრძალოს თანამდებობის დაკავება, მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებს თუ არა პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას, ე.წ. ,,დროებითი აღსრულების” ღონისძიების გამოყენებით.
მეტი...დღე: მარტი 31, 2025
,,რუსეთმა და აშშ-მა იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს” – კირილ დმიტრიევი
რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო -ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დედამიწის იშვიათი ლითონების შესახებ პროექტებთან დაკავშირებით დისკუსიები დაიწყეს. „დედამიწის იშვიათი ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ დისკუსია რუსეთში დედამიწის იშვიათი ლითონებისა და პროექტების შესახებ“, – განაცხადა დმიტრიევმა. მისი თქმით, რამდენიმე ამერიკული კომპანია უკვე დაინტერესდა პროექტებით. შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ამერიკულ სამთავრობო უწყებებს და კომპანიებს იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებულ პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზოს.
მეტი...სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსებაზე უარი განაცხადა
უცხოური მედიის ინფორმაციით, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს აცნობა, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან „სომხურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ОДКБ -ს სამდივნოს, რომ თავს იკავებს გადაწყვეტილების ხელმოწერისგან „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“, შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ ОДКБ-ს შიდა პროცედურების შესაბამისად, ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება. იქამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, ОДКБ -ს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა განიხილონ ,,სიტუაციის განვითარების…
მეტი...ქედაში მანქანა მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი
ქედაში, სოფელ წონიარისში მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...,,აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას” – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი
,,ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას”, – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპასუხოდ გაავრცელა. ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. „მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ის ვერ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ არ ვეკუთვნით სხვას და თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს“, – აღნიშნა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
მეტი...თაობები სამშობლოს სადარაჯოზე! – გახდი შენი ქვეყნის მოხალისე!
თაობები სამშობლოს სადარაჯოზე! გახდი შენი ქვეყნის მოხალისე! მოხალისეთა ორგანიზაცია – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ იწყებს მოხალისეების მიღებას! თუ გინდა, რომ მიიღო უნიკალური გამოცდილება, დაეუფლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს და გახდე მტკიცე, მიზანდასახული და ლიდერული თვისებების მქონე ადამიანი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა! მოხალისეთა პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეს 15 წლიდან! (არასრულწლოვანებისთვის აუცილებელია მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა). ჩვენ გთავაზობთ, გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში 5 დღიან შეკრებას, რომელშიც შეგიძლიათ ერთად მიიღოთ მონაწილეობა მშობლებმა და შვილებმა, ბებიამ და შვილიშვილმა, ბიძამ და დისშვილმა და ა.შ. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მათ შორის კავშირების…
მეტი...კანადაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადაში ყინულის შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „ჰიდრო უანის“ მონაცემებით, ონტარიოს პროვინციაში 300 000-ზე მეტი ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. კანადის გარემოს დაცვის სამსახურმა გამოსცა გაფრთხილებები ოტავაში, კვებეკსა და ონტარიოში ყინულის შტორმის შესახებ. ონტარიოში მდებარე ქალაქ ორილიაში შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება სახიფათო საგზაო პირობებით, წაქცეული ხეებითა და ელექტროგადამცემი ხაზებით, ასევე საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის დაზიანებით“, – აღნიშნულია ქალაქის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
მეტი...,,ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ” – თეა წულუკიანი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. „აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების, ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან,…
მეტი...,,დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია” – შალვა პაპუაშვილი
„1991 წლის 31 მარტს, საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, ,,თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსახლეობამ უპასუხა – დიახ!”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ,,ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო. დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების…
მეტი...აშშ_ში დაკარგული ქართველი გოგონა ოჯახთან კონტაქტზე გავიდა
აშშ-ში დაკარგული ქართველი გოგონა ცოცხალია ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდა. ახლობლები ახლა მიდი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. ,,ქეთომ დარეკა, თქვა რომ უსაფრთხოდაა თუმცა ჯერ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. ამ ეტაპზე მთავარია ბავშვი ცოცხალია, იმედია ლოკაციასაც მალე დაადგენენ. ამ ეტაპზე ესაა ბოლო ინფორმაცია. ბავშვს ნაპოვნად ჩავთვლით მაშინ, როცა დავინახავთ და ხელით შევეხებით. ამ ეტაპზე სადაა არ ვიცით. ვეძებთ”, – წერს ბელა მაღლაფერიძე. ოჯახი აშშ-ში 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს
მეტი...,,დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს” – პრემიერი
,,1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. „დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ, ამ…
მეტი...,,მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება” – პრემიერი
,,გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. „გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...,,თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7,7 პროცენტით გაიზარდა” – პრემიერი
,,იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება. „დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავხურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. ამ…
მეტი...საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
,,გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ავიაკომპანიების შემოსვლა ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყანაში. „ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები. ხანგრძლივი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის, 30…
მეტი...,,ქართველი სტარტაპერები, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში” – პრემიერი
,,ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. „ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი…
მეტი...ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა) საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. 2025 წელს, საქართველოს გარდა, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში 17-20 აპრილს ჩატარდება.
მეტი...,,წვიმა, ელჭექი, ქარი” – სინოპტიკოსების გაფრთხილება
31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ,,მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მანქანა დააზიანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მანქანა დააზიანა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზაინებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...24 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს
24 წლის გიგა დაუშვილი, რომელიც თბილისში 9 თებერვალს დაიკარგა, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ახლობლები ავრცელებენ. ,,განსაკუთრებული იყო, ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რეალურად ასახავს მის ბუნებას. არ შეეძლო, უცხოდ დარჩენილიყო – ყველას მეგობარი ხდებოდა, ყველას გულში იდებდა ადგილს. ჩემთვის კი არა მხოლოდ ძმა იყო, რაღაც სხვა იყო, ,,გიგა” იყო, რითაც ყველაფერი ნათქვამია. ის, ვინც მას არ იცნობდა, უნდა იცოდეს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს სიყვარულისთვის, სიცილისთვის და სიკეთისთვის მოევლინენ. ის ერთ-ერთი ასეთი იყო. და რადგან ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან, ის აქ არის, ჩემში, ყველა იმ მოგონებაში,…
მეტი...თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს. ,,დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ს.ვ., 2006 წელს დაბადებული დ.შ., 2006 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ჰ.ა.. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: “ჰეროინი”, „მარიხუანა“, “ტრამადოლი”, ფსიქოტროპული ნივთიერებები და…
მეტი...ლექსი, რომელიც ქუთაისში დაღუპულ ახალგაზრდების ხსოვნას მიეძღვნა
ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ სამ ახალგაზრდას გლოვობენ. „ქუთაისის“ გვერდზე გამოქვეყნდა ელგუჯა ჭელიძის ლექსი, რომელიც მათ სულებს ეძღვნება. „თვალბრიალა ჭაბუკები თვალტანადი, მალხაზები, ჩვენი ქალაქის მკვიდრები ქუთათური ვაჟკაცები. თენგო, ლუკა და გიორგი, ვით სამი ძმა ტყუპისცალი, ერთმანეთის გვერდით მდგომნი ქარში, წვიმასა თუ დარში. ერგვლივ სიკეთეს აფრქვევდნენ დედისერთა ძმაკაცები, მოყვასს ზრუნვას არ აკლებდნენ ქუთაისელი კაცები. ბნელ ღამეში წყალწითელამ, სამი ბიჭი ქუთათური, წაგვართვა და მიითვისა, ამოგლიჯა უბანს გული. სამი სანაშენე ბიჭი დაიღუპა, სევდას ვებრძვით დაზაფრულია უბანი, დედების ცრემლი ზღვას ერთვის. იმიერში გადასახლდა დედისერთა ვაჟთა ტრიო, ღმერთო ნათელში ამყოფე ლუკა, თენგიზი და გიო.“ ცნობისთვის, რამდენიმე დღის…
მეტი...პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან განაახლებს
პარლამენტში შექმნილი, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან განაახლებს. კომისიაზე ამჯერად მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე. უკვე ცნობილია, რომ თარგამაძე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამასთან სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ჩართვა. სხდომა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული. კომისია მანდატს აფართოებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლიდან ჩადენილი ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებსაც შეისწავლის. დეპუტატები ხუთი მიმართულებით მუშაობენ, მათ შორისაა 2008 წლის ომი, ომისწინა პერიოდი და ბიზნესის რეკეტი. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის…
მეტი...რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან ქვეყანაში
რა ცვლილებები ამოქმედდება საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. 2025 წლის 1-ლი აპრილიდან…
მეტი...23 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა
წყალტუბოს „სამგურალი“ ყოფილი ფეხბურთელის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „სამწუხარო ამბავი გვაქვს: 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა. ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამგურალში“ 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი. ჩვენი კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, – ვკითხულობთ მიმართვაში.
მეტი...დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნებას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს რომ ამერიკის პრეზიდენტობაზე კენჭი მესამე ვადითაც იყაროს, რაც აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად აკრძალულია. კითხვაზე, სურდა თუ არა მას კიდევ ერთი ვადა, პრეზიდენტმა უპასუხა: „მომწონს მუშაობა“. კითხვაზე, წარუდგინეს თუ არა მას გეგმები, რაც მას მესამე ვადით არჩევის უფლებას მისცემს ტრამპმა განაცხადა, რომ ,,არსებობს მეთოდები, რომელთა გაკეთებაც შესაძლებელია“. ერთ-ერთ მეთოდად კი ვიცე-პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტად კენჭისყრა და შემდეგ ამ როლის ტრამპისთვის დათმობა დაასახელა.
მეტი...,,პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია” – ზელენსკი
,,პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი – თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი – არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილი ასაფეთქებლები. დონეცკის რეგიონი – მართვადი საჰაერო ბომბები, დრონები, არტილერია. ზაპოროჟიე – დრონები. დნიპროს რეგიონი – მართვადი საჰაერო ბომბები და დრონები. სუმის რეგიონი – სამწუხაროდ, ისევ ბომბები და დრონები. ხარკოვის რეგიონი – თავდასხმები მართვადი საჰაერო…
მეტი...ოჯახი აშშ-ში 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს
ოჯახი 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს. ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, მისი დედა ელენე ბერიძე ავრცელებს. ,,მეგობრებო! ეს ჩემი შვილი ქეთი მაყაშვილია 16 წლის. ქეთი დღეს დილით 10:20 წუთზე სახლიდან გავიდა სპორტ დარბაზში. ამ დროიდან ტელეფონი გათიშული აქვს, სპორტ დარბაზში არ მისულა, არცერთმა მეგობარმა არაფერი იცის. გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგხვდეთ, ან რამეს მოკრათ ყური, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩართულია პოლიცია, ფოტოები გამოკრულია ყველგან. გააზიარეთ პოსტი ყველას გთხოვთ”, – აღნიშნულია მიმართვაში.
მეტი...34 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო-სახალხო კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. იმავე წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეცაა. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
მეტი...