ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ეწურება მოთმინება რუსეთის ქმედებების გამო. მან გაიხსენა ფლორიდაში, ტრამპთან გოლფის თამაშის დროს გამართული საუბარი და აღნიშნა, რომ შთაბეჭდილება დარჩა, ტრამპი მოთმინებადაკარგული ნამდვილად იყო. „ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც აშშ-მა შესთავაზა – სრული, შემდეგ კი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინამ მიიღო ეს, ევროპამ მხარი დაუჭირა და არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც ახალ პირობებს აყენებს, ტიპური რუსეთი. დიახ, ეს იყო მოუთმენლობისა და გარკვეული იმედგაცრუების ნაზავი“- განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
მეტი...დღე: მარტი 31, 2025
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
მოლდოვა კრემლს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. კერძოდ, მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დეპუტატი ალექსანდრე ნესტეროვსკი, რომელსაც პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსების საქმეზე 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დნესტრისპირეთში რუსი დიპლომატების დახმარებით გაიქცა. „მოლდოვის რესპუბლიკის სასამართლო სისტემაში რუსეთის ფედერაციის ჩარევა მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში მოლდოვის რესპუბლიკა რომ ჩაერიოს“- განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ. ცნობისთვის, 25 მარტს კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
მეტი...„სერიოზული პრობლემა აქვს, იმ ადამიანს ვინც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს მოსკოვში“ – მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მდინარაძის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში თუ ვინმეს სჯერა, რომ ყავლაშვილი შეძლება მოსკოვში ჩავიდეს, მას პრობლემა აქვს. “თუკი ამ ქვეყანაში და დღეს ოკუპაციის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე მართლა დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს ჩემი აზრით. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვსაუბრობ და ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ნუ გამკიცხავთ ძალიან” – განაცხადა მდინარაძემ.
მეტი...გერმანიის მომავალ მთავრობას ვიქტორ ორბანის დასჯა სურს
გერმანიის მომავალ მთავრობას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დასჯა სურს. მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კოალიციას უნგრეთისთვის თანხების დაკავებისა და ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერების მიზნით ევროკავშირზე ზეწოლის გაძლიერება სურს. „არსებული დამცავი ინსტრუმენტები, წესების დარღვევის პროცედურებიდან და ევროკავშირის თანხების დაკავებიდან დაწყებული და დამთავრებული წევრობის უფლებების შეჩერებით, როგორიც ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლებაა, უფრო თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც Politico ავრცელებს.
მეტი...დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მოხსენებას რუსული დეზინფორმაციის შესახებ გააკეთებს. „სესიაზე დეზინფორმაცია რუსეთის ჩარევისა და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების კონტექსტში განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სესია სამშაბათს, 1 აპრილს, 14:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) გაიმართება
მეტი...“ეს სამარცხვინო სანახაობაა” – ზურაბიშვილი თეა წულუკიანის კომისიაზე
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, სალომე ზურაბიშვილმა „სამარცხვინო სანახაობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ჯარის დემორალიზაციას ემსახურება. „არ შემიძლია დღეს ვიდგე თქვენს წინაშე და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ პროკურორ თეა ვიშინსკიზე, ე წ საინვესტიგაციო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც შურისძიებას ემსახურება. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას და მცდელობა საზოგადოების დემორალიზაციას. მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას ჯარსა…
მეტი...“პარტიებს შევთავაზე, რომ შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარტიებს შესთავაზა შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა. ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმის მიზანი ახალი არჩევნები და აქციების დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლება იქნება. „პარტიებს შევთავაზე და დღეს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და გაიზიარონ პროტესტის ორივე მიზანი – დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები”- ამბობს ზურაბიშვილი.
მეტი...„მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე“- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. როგორც მან აღნიშნა საქართველოს მუდამ უწევდა გარე თუ შიდა მტერთან ბრძოლა. „საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა. ამ გამარჯვებას წინ უძღოდა თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი. დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას და დაპყრობას“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე აქციას შეუერთდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა. ის აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. „მოგესალმებით ამ სიმბოლურ დღეს. 34 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს“- ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა ზურაბიშვილმა.
მეტი...ილონ მასკი მარინ ლე პენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
ტრამპის მრჩეველი, ილონ მასკი საფრანგეთის სასამართლოს მიერ მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „რადიკალური მემარცხენეები როდესაც ვერ იმარჯვებენ დემოკრატიულ კენჭისყრაში, ისინი ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი. ეს არის სტანდარტული მიდგომა მთელ მსოფლიოში“, – წერს ილონ მასკი. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 5 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მეტი...ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს
ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ავრცელებს. „ლიეტუვაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნების დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ამბავი ღრმა მწუხარებით შევიტყვე. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მეოთხე ჯარისკაცს არ იპოვიან“, – წერს გიტანას ნაუსედა. გასულ კვირას ლიეტუვაში, სამხედრო წვრთნების დროს ჯავშანმაქანა, რომელშიც ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ჭაობში ჩავარდა.
მეტი...კახეთში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კახეთში, ბანაკ “მზიანეთის” ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ფანტანში ადგილზე მყოფმა მამაკაცმა შეამჩნია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოხდა. მცირეწლოვანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.
მეტი...რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო – რუსთაველი გადაიკეტა
რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს. ისინი პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. რუსთაველის გამზირისკენი მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც. რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“. საპროტესტო მსვლელობები იგეგმება რეგიონებშიც.
მეტი...მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის დაშავებულია 3 900-მდე ადამიანი, ხოლო 270 დაკარგულად მიიჩნევა. მიანმარში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. მიანმარში მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც. ტაილანდში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-ს აღწევს, დაშავებულია 42 და დაკარგულია 78.
მეტი...“ურსულა ფონ დერ ლაიენმა მთხრა, რომ იდიოტი ვარ”- რობერტ ფიცო
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას სრული იდიოტი მიწოდა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა. რობერტ ფიცოს თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა. „ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, – განაცხადა რობერ ფიცომ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება ევროკავშირის ფარგლებში ბევრ სფეროს დააზიანებს.
მეტი...პეკინის დრამების კოშკი (ფოტორეპორტაჟი)
ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ღირსშესანიშნაობებს შორს ერთ-ერთია დრამების კოშკი, რომელიც ტიანმენის ქუჩის ჩრდილოეთით მდებარეობს. თავდაპირველად ის მუსიკალური დანიშნულებით აშენდა, დღეს კი ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. დრამების კოშკის უკან მდებარეობს პეკინის სამრეკლოც. ორივე შენობის მწვერვალიდან პეკინის პანორამული ხედები ხელის გულივით ჩანს. დრამების კოშკის ბოლო სართულზე, დღეში რამდენჯერმე საოცარი წარმოდგენა იმართება. ეს სართული დღეს კულტურულ დარბაზს წარმოადგენს. ეს არის 47 მეტრ სიმაღლის ხის შენობა, რომლის ზედა სართულზე განთავსებული იყო ერთი უზარმაზარი დოლი და 24 პატარა. დღეს აქ შემორჩენილია მთავარი დოლი და ასევე, 25 წითელი დოლი. სწორედ ამ დარბაზში იმართება ულამაზესი წარმოდგენა, რომელიც ტურისტებს იზიდავს.…
მეტი...დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 29 მარტს, საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა მის მიერ შეძენილ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ 438 აბს და ნარკოტიკულ საშუალება მეტადონს”, – წერია შსს-ს განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი 7 აპრილს გაიმართება
,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს გაიმართება. პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. მოსამართლემ შემდეგი ოთხი სხდომის თარიღებიც გამოაცხადა. 14 აპრილი, 28 აპრილი, 8 და 16 მაისი. ყველა პროცესი 13:00 საათზე არის ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა მოწმე პოლიციელი, თამარ კერესელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მოწმე თამარ კერესელიძე ცრუ ფაქტებზე საუბრობს. არსებითი საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს. მათ ასევე შუამდგომლობით მიმართეს, მოწმის სახით სამი პოლიციელის, მათ შორის…
მეტი...შვედეთმა უკრაინისთვის დახმარების ახალი, ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი გამოაცხადა
შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის დახმარების ახალი სამხედრო პაკეტი გამოაცხადა. მისი ღირებულება 1.2 მილიარდი ( 16 მილიარდი კრონი) ფუნტია. ეს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია, რომელიც ქვეყანამ უკრაინისთვის გამოყო. როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა აღნიშნა, ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანა არა მხოლოდ აძლიერებს მხარდაჭერას, არამედ ზრდის მის ძალასა და მასშტაბებს. ჯონსონი ამბობს, რომ პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო შესაძლებლობების მხარდაჭერას.
მეტი...,,ევროპელი პოლიტიკოსების რუსოფობიის მწვავე ფორმის საუკეთესო წამალი რუსული რაკეტებია” – მედვედევი
„ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსომანიით (აგრეთვე რუსოფობია) მწვავე ფორმით დაავადდა. მკურნალობა სიმპტომურია. ტრადიციული მედიკამენტები, ზოგადად, არაეფექტურია”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ,,საუკეთესო თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ძლიერი სედატიური საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა „კალიბრი“, „ონიქსი“, „ისკანდერი“ და ძლიერი მრავალკომპონენტიანი ტრანკვილიზატორი „ორეშნიკი“, – დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსოფობიის მანიაკალურ სტადიას ახასიათებს მოტორული აგზნება, აგრესიულობა, ძლიერ ადამიანებზე თავდასხმის სურვილი. „მანიაკალურ სტადიაში მყოფი პაციენტების მაგალითები არიან მაკრონი, სტარმერი, სტუბი და მრავალი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი“, – აღნიშნა მედვედევმა.
მეტი...ბათუმში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა, შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტო მასალას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...,,ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან უკან დახევა სურს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს. „ის ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს.
მეტი...,,გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს” – ფიშერი
,,გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ადამიანის უფლებების ცუდი მაჩვენებელი = არა ევროკავშირს”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე წერს. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში. განხილული იქნა ინფორმაცია ანგარიშების გაყინვის, გამოძიებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების შესახებ, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ, რომელიც უფლებადამცველებს იცავს და მათ უფლებამოსილებას ანიჭებს. გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ადამიანის უფლებების ცუდი მაჩვენებელი = არა ევროკავშირს“, – წერს პეტერ ფიშერი.
მეტი...,,ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან კონტაქტებისთვის ღიაა” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტებისთვის ღიაა. ,,პრეზიდენტი პუტინი ღიაა ასეთი კომუნიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საუბარი შეიძლება ძალიან სწრაფად შეთანხმდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათი საუბარი ძალიან სწრაფად იქნება ორგანიზებული”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ მიმდინარე კვირაში პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართოს.
მეტი...,,აქ დაბალი ღობე არავინაა” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. „მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა”, – წერს პაპუაშვილი. მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს
მეტი...მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიონი აშშ დოლარი მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. გაერო-ს სააგენტოს განმარტებით, ის რეაგირებს გადაუდებელი აქტივაციის უმაღლეს დონეზე და საჭიროა შემოწირულებები დაშავებული მოქალაქეების სამკურნალოდ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და არსებითი ჯანმრთელობის სერვისების აღდგენისთვის. მიანმარის სამხედრო ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 1 700 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. (VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა
მეტი...„მე ვარ მარინი“ – ორბანი მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს
ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნობას ეხმაურება და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს. „მე ვარ მარინი“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე. ცნობისთვის, სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოცხადება უკავშირდება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 2015 წელს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რა დროსაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია, რომლის მონაწილეებიც ჟურნალის რედაქციას სოლიდარობს უცხადებდნენ შემდეგი გზავნილით „მე ვარ შარლი“ (Je suis Charlie). მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს
მეტი...,,მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას ღაზიდან მძევლების გათავისუფლების შესახებ” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო. „მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ, „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი და რომ მის ლიდერებს მიეცემათ უფლება, ტერიტორია დატოვონ. ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ისაუბროს მძევლების გათავისუფლება-ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფინალურ ეტაპზე.…
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმმა-ვეტერინარებმა გლდანის ა მიკრორაიონში შინაურ ცხოველებს სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწიეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმმა-ვეტერინარებმა გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან მდებარე სკვერში, შინაურ ცხოველებს სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწიეს. მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ შემდეგი მომსახურებები: ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია; იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია. სააგენტოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია პატრონის პასუხისმგებლობის, მათ შორის, რეგისტრაციისა და სტერილიზაციის ვალდებულებების შესახებ. პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისათვის ვეტერინართან კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება. ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. არარეგისტრირებული და…
მეტი...მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის განმავლობაში აუკრძალეს, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას, ფაქტობრივად, 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს. The Guardian-ის ცნობით, მოსამართლეებმა მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯეს, საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს. მედია წერს, რომ მარინ ლე პენი, დიდი ალბათობით, განაჩენს გაასაჩივრებს და საქმის დასრულებამდე მის წინააღმდეგ პატიმრობა და ჯარიმა არ იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი…
მეტი...,,აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს” – ალექსანდრე სტუბი
,,შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების პროცესშია იმ შემთხვევისთვის, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, ან შეთანხმებას დაარღვევს”, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „უახლოეს მომავალში ის ამას ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით წარადგენს”, – აღნიშნა სტუბმა. „შევეცადე ამეხსნა, რომ სრულიად ნორმალური საქციელია რუსეთისთვის. ჯერ რაღაცაზე შეთანხმდებით და მერე ისევ პირობებს წამოაყენებს“, – აღნიშნა სტუბმა.
მეტი...ისრაელმა რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰის და რამდენიმე მიმდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ისრაელმა ღაზას რამდენიმე რაიონში დაბომბვა განაახლა. რაფაჰი ძირითადად ნანგრევებად იქცა გასული წლის მაისში მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო. ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტის მოსაზღვრე რეგიონში მისი ყოფნის შენარჩუნება საჭიროა, რათა იარაღის კონტრაბანდა აიცილონ თავიდან.
მეტი...16 წლის ქეთი მაყაშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა სახლში დაბრუნდა
16 წლის ქეთი მაყაშვილი, რომელსაც ამერიკაში ოჯახი ეძებდა სახლში უვნებელი დაბრუნდა. ,,ძვირფასო მეგობრებო, ჩემი შვილი ჯანმრთელი და უვნებელი დამიბრუნდა. უღრმესი მადლობა ყველას გვერდზე დგომისთვის”, – წერს ელენე ბერიძე. ოჯახი აშშ-ში 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს
მეტი...ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში, მორიგ მიმართვას ავრცელებს: „მჭირდები დე, რომ შევძლო გაგრძელება… „განსაცდელის შემდეგ, ცხოვრება თავიდან კი არ უნდა დაიწყო, იმ ადგილიდან უნდა გააგრძელო, სადაც დაეცი და კარგად დაიმახსოვრო ის გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ მოგცა, ზოგჯერ უსამართლოც და უკიდეგანოდ გაუგებარიც.. განვლილი გზა თავისი ისტორიებითა და გამოცდილებით მხოლოდ შენია.“ – ცირა ტურაშვილი”, – წერს მოზარდის დედა. ცნობისთვის, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
მეტი...ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურა სავარაუდოდ, მოწმეებს წარადგენს.
მეტი...პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს საღამოს დაანონსებული აქციის მონაწილეთა ნაწილი და ორგანიზატორები სცენის დასამონტაჟებლად მივიდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა ერთი ადამიანის გაჩხრეკა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ, ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პარლამენტთან დაკავებული გელა ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღესვე, პარლამენტთან დაანონსებულია ,,2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ წინააღმდეგ აქციის გამართვაც.
მეტი...