პარლამენტთან საპროტესტო აქციაა

პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი და პერიოდულად სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”, “არა რუსულ რეჟიმს”. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

მეტი...

ირანი აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანი უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე აშშ-სთან. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტიმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა. ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ თუ აშშ ცდილობს მოლაპარაკებების აღდგენას, მან ჯერ უნდა აღადგინოს ნდობა წარსული დარღვევების გამოსწორებით. „სწორედ ამერიკელების მიდგომა განსაზღვრავს მოლაპარაკების გზის გაგრძელებას“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. “ირანი თუ არ დადებს გარიგებას, იქნება დაბომბვა”- ტრამპი

მეტი...

“ირანი თუ არ დადებს გარიგებას, იქნება დაბომბვა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება. მისი განცხადებით, თუ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე თუ უარს იტყვის, იქნება დაბომბვა და მეორადი ტარიფები. „ისინი თუ არ დადებენ გარიგებას, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა – მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა, დაშავებული ჯერ ახალციხის კლინიკა “იმედში” შეიყვანეს. ამჟამად კი  კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა და  იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მეტი...

“ვაპირებ ტარიფების დაწესებას ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის“- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ, ვერ მოახერხებს შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და ეს რუსეთის ბრალი იქნება, ნავთობზე ტარიფებს დააწესებს. „თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია – რაც შეიძლება ასე არ იყოს… მაგრამ თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, სრულ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის“- განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, იქნება 25-დან 50 პროცენტამდე ტარიფი. ”ეს იქნება ის, რომ თუ თქვენ იყიდით ნავთობს რუსეთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებში” – აღნიშნა…

მეტი...

“პუტინზე ძალიან გაბრაზებული ვარ”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინზე „ძალიან გაბრაზებულია“, რადგან მან გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა. „თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია – რაც შეიძლება ასე არ იყოს… მაგრამ თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, სრულ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის“ – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, იქნება 25-დან 50 პროცენტამდე ტარიფი მათთვის, ვინც შეიძენს ნავთობს რუსეთიდან.

მეტი...

ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში უნგრეთს ეწვევა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს. ნეთანიაჰუ იქ იქნება ოთხშაბათიდან კვირამდე და შეხვდება, სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსაც. შარშან ნოემბერში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გალანტის წინააღმდეგ ღაზის ომში მათი ქმედებების გამო. მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ომის დანაშაული.  

მეტი...

ირაკლი ბებუა თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა. „აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ…

მეტი...

“ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რომელსაც ჰქვია ცოდვა”- მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ  დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა, რომ ეკლესია, თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით “გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას”. მეუფემ მრევლს დიდი მარხვის მეოთხე კვირა მიულოცა, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას. “ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რომელსაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში”-  აღნიშნა მეუფემ.

მეტი...

ბათუმში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 29 – 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 30-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 152-მა ბენეფიციარმა და მათ ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 304 ოპტიკური სათვალე და 22 გლუკომეტრი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩას გათავისუფლების სამი წლისთავს აღნიშნავენ

უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩას გათავისუფლების სამი წლისთავს აღნიშნავენ. ბუჩაში სამხედრო სასაფლაოზე შეკრებილებმა რუსი სამხედროების მიერ მოკლულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე პარაკლისი აღავლინეს ადგილობრივი ეკლესიის ეზოში. რუსეთის ძალებმა ბუჩა 2022 წელს ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს. კიევის ოლქის ეს ქალაქი და რაიონი რუსეთის ძალებს 33 დღის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ბუჩაში 1 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი. გათავისუფლების შემდეგ დასახლებაში მასობრივი სამარხი და წამების ოთახები აღმოაჩინეს. უკრაინულ მხარეს რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში ჩადენილი 9 000-მდე სამხედრო დანაშაული აქვს აღრიცხული.

მეტი...

ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა – არის მსხვერპლი

ისრაელის არმიის დაბომბვას ღაზის სექტორში, 20 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ისრაელის სამხედროებმა ალ-მავასის რაიონში კარვების ბანაკი დაბომბეს, რომელიც მანამდე „ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად“ იყო განსაზღვრული. არაბული მედია წერს, რომ ისრაელის თავდასხმები ღაზის სექტორის ყველა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის ქალაქ რაფაჰში და ქალაქ ხან იუნისში. პარალელურად, ისრაელის სამხედრო ძალები ოპერაციას აგრძელებენ მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

მეტი...

“რუსეთი აჭიანურებს ომს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. თქმით, რუსეთი აჭიანურებს ომს. „რუსეთის გუშინდელმა დარტყმამ ხარკოვზე, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 30-მდე ადამიანი – ყველამ მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება. რუსეთი აჭიანურებს ომს და ჩვენ პარტნიორებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას რუსული არმიის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლისთვისაც ემზადება. ველით შეერთებული შტატების, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის პასუხს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ამ ტერორზე“- წერს ზელენსკი.

მეტი...

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თავდასხმის სამიზნე ბენ გურონის აეროპორტი იყო და ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზანს. იემენის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ამერიკის აგრესიის წარუმატებლობა, ხელი შეუშალოს იემენს პალესტინის მხარდაჭერაში. როგორც „ჰუსიტები“ აცხადებენ, გააგრძელებენ ოპერაციებს ისრაელის წინააღმდეგ, ვიდრე ღაზის წინააღმდეგ აგრესია არ შეჩერდება. ისრაელის წინააღმდეგ რაკეტის გაშვებას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება და 31 მარტს ჩანიშნულ აქციას განიხილავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ოფისში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შეხვედრაზე “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა”, “ძლიერი საქართველოს” და პარტია “ფედერალისტების” წარმომადგენლები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა საკითხთან ერთად შეხვედრაზე 31 მარტს ჩანიშნულ აქციას განიხილავენ.

მეტი...

მიანმარში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

მიანმარში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1640-ს მიაღწია. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ 140-მდე ადამიანს. სტიქიის ეპიცენტრში – მიანმარის ქალაქ მანდალაიში, დანგრეულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელ სახლი. განადგურებულია ხიდები, გზები, რეზიდენციული შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთში. ბიძგების შედეგად, ბანგკოკში დაინგრა მშენებარე ცათამბჯენი, სადაც ნანგრევებში მოყოლილია, სულ მცირე, 50 მუშა.

მეტი...

66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა

გერმანიაში 66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელოვნური განაყოფიერებისთვის არ მიუმართავს. ალექსანდრას პირველი შვილი 45 წლისაა, მე-9 კი მხოლოდ 2 წლის. ქალს ხელოვნური განაყოფიერებით, ან დამხმარე მედიკამენტებით არასდროს უსარგებლია. ახალშობილი ფილიპი 3.5კგ დაიბადა და ის სრულიად ჯანმრთელია.

მეტი...

ამინდი იცვლება

საქართველოში ამინდი იცვლება. 31 მარტს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება.  ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობებით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. „ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ირაკლი ბებუას დღეს გაათავისუფლებენ

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ირაკლი ბებუას ელოდებიან. საქართველოს მოქალაქეემ ოკუპირებული აფხაზეთი დღეს უნდა დატოვოს. მას ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან. ირაკლი ბებუას, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა, 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯა.

მეტი...

“მანიფესტი კარგი პლატფორმაა დიალოგისთვის”- დავით დოიაშვილი

საპროტესტო მანიფესტის მეექვსე შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში შედგება. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა,  ხელოვანების მანიფესტმა მიზანს უკვე მიაღწია. “მგონია, რომ ამ მანიფესტმა მიზანს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა დიალოგისთვის. სწორედ, ამისთვის ჩავდივართ რეგიონებში. მე პირადად ძალიან ბევრი კუთხე სხვანაირად დავინახე, მათი პრობლემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბრებით ხალხს, ვისმენთ მათ პრობლემებს. ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა [რეგიონებში] უნდა ვიაროთ, არამედ ყველამ უნდა ვიაროთ, რადგან დიალოგი დაიძრას და ამუშავდეს. აი, ეს არის მთავარი”- დოიაშვილი.

მეტი...

“პუტინის ლიმუზუნი აფეთქდა”- მედია

მოსკოვში ცეცხლის გაუჩნდა ლიმუზინს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ავტოპარკს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოცემა Bild-ი შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევა „ეფესბე“-ს შტაბ-ბინასთან ახლოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებული მანქანა იყო რუსული სპეცლიმუზინი „Aurus Senat“, რომლის ღირებულება 330,000 ევროს აჭარბებს. ხანძარი ძრავის ნაწილი დაიწყო და მალევე სალონში გავრცელდა. თვითმხილველებმა და ადგილობრივი რესტორნების თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა ცადეს მეხანძრეების მოსვლამდე. ოფიციალური განცხადება ინციდენტის მიზეზებზე ამ დრომდე არ გავრცელებულა. ასევე, უცნობია, ვინ იმყოფებოდა ავტომობილში აფეთქების მომენტში. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

“ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას

“ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო. ამის შესახებ “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა. “ორი დღის წინ მივიღეთ წინადადება ეგვიპტელი და კატარელი შუამავლებისგან. დადებითად განვიხილეთ და მივიღეთ” – განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტემ მიიღო დადებითი მინიშნებები ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის ახალ წინადადებასთან დაკავშირებით.  

მეტი...

“მე არ ვათავისუფლებ ადამიანებს თანამდებობიდან ყალბი ამბების და კუდიანებზე ნადირობის გამო”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სიგნალის“ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატების ამბავს ეხმაურება, სადაც იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმის საკითხები განიხილებოდა. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ნდობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მიმართ, ტრამპმა უპასუხა, რომ აქვს ნდობა მათ მიმართ. „ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და ყალბი ამბები, როგორც თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და არ უნდა იყოს ამაზე საუბარი. საოცრად წარმატებული დარტყმა გვქონდა. ჩვენ ძალიან ძლიერად და ძალიან სასიკვდილოდ დავარტყით. და არავის სურს ამაზე საუბარი. სისულელეზე სურთ საუბარი. ეს ყალბი ამბავია. წარმოდგენა…

მეტი...

“რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს”- სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა. „ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი უდგას. რუსეთმა ააგო ტვინის გამორეცხვის იდეოლოგია იმპერიის დაბრუნების შესახებ. ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფო იდეოლოგიით იქნება საფრთხე მანამ, სანამ მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება“ – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

მეტი...

რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით დრონით მიიტანა

რუსებმა 30 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ისა და სხვა ტიპის 111 დრონით მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 65 დრონი ჩამოაგდეს, 35 კი – დაიკარგა. უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დადასტურდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრალურ ნაწილში. თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ოდესის და დონეცკის ოლქები.

მეტი...

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ავტომობილი დაიწვა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ცეცხლი ერთი ავტომობილიდან მეორესაც გადაედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველებია არიან მობილიზებულნი.  

მეტი...

„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას 100%-ით“- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. „ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“ – თქვა ტრამპმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, არაფერს გამორიცხავს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.

მეტი...

მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები ასევე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემთხვევები იყო. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ისრაელის სხვა ქალაქებშიც. აქციამდე ცოტა ხნით ადრე დაჯგუფება „ჰამასმა“ ერთ-ერთი მძევლის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის გათავისუფლებას ითხოვს. „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დროისთვის 59 მძევალი რჩება, რომელთაგან ცოცხალი, სავარაუდოდ, 24 ადამიანია. ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია 18 მარტს განაახლა.  

მეტი...

სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა

სირიაში ახალი მთავრობა  დამტკიცდა. ახალ მთავრობას 22 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი ეყოლება. კაბინეტში პორტფელები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს. სირიის დროებითი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამ თვის დასაწყისში დაამტკიცა დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმად ალ-შარაამ მთავრობას გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. სირიის ახალი მთავრობა ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობის დასრულებიდან ოთხ თვეში დამტკიცდა.    

მეტი...

“ისინი ვინც, სამხრეთ ოსეთში შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ”- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმიანება. „რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა. ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებიც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში არიან დამნაშავე, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ“- აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

მეტი...

მიანმარში დაღუპულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს, ბანგკოკში კი მსხვერპლი 17-მდე გაიზარდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება მიანმარს, სადაც მიწისძვრამ მასობრივი განადგურება გამოიწვია, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს. პარასკევს მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.  

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკვეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას, შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთირება. “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული დ.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ჯ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი…

მეტი...

რუსეთის თავდასხის შედეგად სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები დაშავდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ხარკოვზე რუსული იერიშების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ოკუპანტების თავდასხმისას სამხედრო ჰოსპიტალზე, იქ სამკურნალოდ მყოფი ჯარისკაცები დაშავდნენ. “29 მარტს საღამოს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მორიგი ცინიკური დარღვევით, რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ქალაქ ხარკოვში სამხედრო ჰოსპიტალს. “შაჰედის” დრონების შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. წინასწარი მონაცემებით, სამედიცინო ცენტრში მკურნალ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან დაშავებულები…ომის დანაშაულებს ვადა არ აქვს”- აცხადებენ  უკრაინის გენშტაბი.

მეტი...

“აშშ-სა და ევროპის მხრიდან საჭიროა ძლიერი რეაქცია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ელოდება ამერიკისა და ევროპის სერიოზულ რეაქციას რუსეთის იერიშებზე, რაც ძირს უთხრის ომის დასრულების საერთაშორისო ძალისხმევას. მისი თქმით, უკვე ზედმეტად დიდი ხანია, მაგიდაზე დევს ამერიკის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხის გარეშე. „გასული ღამით იყო 172 საბრძოლო დრონი, საიდანაც 100-ზე მეტი იყო „შაჰედი“. უპილოტოების ასეთი მასშტაბური დარტყმები, ასევე სარაკეტო, ბალისტიკური საფრთხეები ფაქტობრივად ყოველდღიურია. პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთის ეს დარტყმები ხორციელდება არა მხოლოდ ჩვენს ხალხზე, არამედ მთელ საერთაშორისო ძალისხმევაზე, დიპლომატიაზე, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ამ ომის დასრულებას. რუსეთი ამ დარტყმებს ახორციელებს…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით ხარკოვზე იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 10 ადამიანი. როგორც ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, დრონებით დარტყმა ხარკოვის ექვს ადგილზე განხორციელდა. დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა.

მეტი...

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ,  ის შემთხვევიდან მალევე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

მეტი...