პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მიმდინარე აქციას ფილარმონიიდან მსვლელობით „ქალების მარში“, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
მეტი...დღე: მარტი 29, 2025
„დაკავებულს არ უნდა მოეთხოვებოდეს გაშიშვლება“ – ომბუდსმენი ხოშტარიას საქმეს შეისწავლის
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ომბუდსმენი ხოშტარიას საქმეს შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს. “სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ”- ნათქვამია განცხდებაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცახდებაში აღნიშნულია, რომ ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა…
მეტი...სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.
მეტი...“მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გამოხატვის თავისუფლება “- მარტა კოსი
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებს თურქეთს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე დაიცვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლება. „თავისუფალი პრესა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გამოხატვის თავისუფლება. ბოლოდროინდელი დაკავებები, დეპორტაციები, ჯარიმები და თავისუფალი პრესისთვის მაუწყებლობის აკრძალვები ეწინააღმდეგება თურქეთის ვალდებულებებს და დემოკრატიულ ტრადიციას. მე ასევე შევახსენებ, რომ შეკრების თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლის ვალდებულება თურქეთს ეკისრება როგორც ევროპის საბჭოს წევრი და როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას“– წერს მარტა კოსი. თურქეთში, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების გამო საპროტესტო გამოსვლები 19 მარტის შემდეგ იმართება, რა დროსაც ასობით…
მეტი...“ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ”- ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა კი უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ. „ამერიკა ახლა მშვიდობის მხარეზეა. ევროპა? ჯერ კიდევ უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ. აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო ბრიუსელის ელიტები კონფლიქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ისინი ახლა საუბრობენ სავალდებულო გაწვევაზე, კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობაზე და პარალელურ ნატოზეც კი, რომ ომში შეგვიყვანოს – საზღვრების გარეშე, წითელი ხაზების გარეშე. ევროპას ჰქონდა თავისი შანსი მინსკის შეთანხმებით და ის ჩაიშალა. ევროპას არ აქვს საკმარისი ძალა მშვიდობის აღსრულებისთვის. პასუხი აღარ არის ომი, არამედ არის მათი მხარდაჭერა, ვისაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ…
მეტი...ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარია, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ, ინფორმაციას მისი თანაპარტიელი, ნიკა გვარამია ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, ხოშტარია სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს. „ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო უთხრეს“ – წერს გვარამია.
მეტი...მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 139 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში დანგრეული და დაზიანებულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონაში დანგრეულია ხიდები და გზები. მიანმარში7.7 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.
მეტი...სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს. მან მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.
მეტი...“საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის”- ევროპარლამენარი
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი ეხმაურება კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებას. როგორც ის აცხადებს, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის. „რუსულად მოქმედმა ქართულმა პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტია „დროას” თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის” – წერს აუსტრევიჩიუსი.
მეტი...„არაადამიანური მოპყრობა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ”- იან კელი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება და ფაქტს არაადამინურს უწოდებს. „აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გულისხმიერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გვაქვს გადატანილი, მაგრამ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, გხედავთ. ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ“ – წერს იან კელი X-ზე. “დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად”- შსს ხოშტრაიასთან დაკავშირებით
მეტი...ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იასპარეზებს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იასპარეზებს. ქართველმა ამერიკელი ვილიამ მორილი 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად ფრანგ ბაპტისტ დუბარის დაუპირისპირდება. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.
მეტი...“დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად”- შსს ხოშტრაიასთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე პოლიტიკოსის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. “პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო…
მეტი...სტამბოლში საპროტესტო აქციას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა
სტამბოლში თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ორგანიზებულ „თავისუფლება იმამოღლუს“ მასობრივ საპროტესტო აქციას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა. შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მეტი...“ვგმობ ძალისმიერ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას საქართველოში ოპოზიციის წევრებზე”- ნატალი ლუაზო
ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება. „კატეგორიულად ვგმობ ძალისმიერ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ანადგურებს. ევროპამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს!“ – წერს ნატალი ლუაზო X-ზე.
მეტი...კოპენჰაგენში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება
კოპენჰაგენში აშშ-ის საელჩოსთან გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში უჭირავს პლაკატები წარწერებით „გაიწიე, აშშ“ და „გრენლანდია არ იყიდება“. ანალოგიური აქცია დღეს დაგეგმილია დანიის ქალაქ ორჰუსშიც.
მეტი...“დნიპროზე რუსეთის დარტყმა, არის პუტინის პაუსხი აშშ-ის შეთავაზებებზე”- სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ქალაქ დნიპროზე რუსეთის დარტყმა არის პუტინის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე. „დნიპროზე დრონებით რუსეთის დარტყმის შედეგად მოკლულია ოთხი და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. თავდასხმა ისევ დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა. ეს არის პუტინის პაუსხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე – მეტი სამხედრო დანაშაული და თავდასხმა მოქალაქეებზე“ – წერს ანდრეი სიბიგა. რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 21 ადამიანი.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურის ყოფილ “მინისტრს” პატიმრობა მიუსაჯეს
ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის „სასამართლომ“ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს, გუდის აგრბას. მას საბიუჯეტო თანხების მითვისებაში სდებენ ბრალს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აგრბა პირდაპირ „სასამართლოს“ დარბაზში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შეეხება 2021 წელს, ბიზნესმენ ნადირ ჯინალთან გაფორმებულ ორ კონტრაქტს – მანათობელი და ხმოვანი აპარატურის შესყიდვის შესახებ. პროდუქციის შესყიდვა მოხდა განსხვავებულ ფასად და დადასტურდა 14.3 მილიონი რუბლის მოპარვა. გუდის აგრბას ქრთამი ნაღდი ფულის სახით გადასცეს.
მეტი...შავ ზღვასა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუმინეთი სამხედრო ხომალდებს განათავსებს
რუმინეთის უმაღლესმა თავდაცვის საბჭომ 28 მარტს დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ფლოტში ახალი მცირე ზომის საბრძოლო გემების დამატებას. ეს გეგმა არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია შავ ზღვასა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუმინეთის როლის გაძლიერებისკენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ არის გასაჯაროებულა. რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყნის სამხედრო შტოებს შორის ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია. რუმინეთში აცხადებენ, რომ გეგმავენ 2025 წელს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2,2%-დან 2.5%-მდე გაზრდას.
მეტი...“ისტერიაა „ნაცმოძრაობაში“, ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა”- მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიაზე დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. „ძალიან მწარე სიმართლე! ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე; ომიდან ორი თვის თავზე მხარი…
მეტი...ამსტერდამში დანით ხუთი ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, 30 წლის უკრაინელია
მამაკაცი, რომელიც ამსტერდამში დანით ხუთი ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, 30 წლის უკრაინელია. ამსტერდამის ცენტში თავდასხმა 27 მარტს მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა და ხუთი ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე გამვლელების დახმარებით მალევე დააკავეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ მისი მოქმედების მოტივი დაუდგენელია. დაკავებული სასამართლოს წინაშე პირველ აპრილს წარდგება.
მეტი...“რუსეთის არმია მომდევნო კვირებში ახალი სამხედრო შეტევისთვის ემზადება”- მედია
რუსეთის არმია მომდევნო კვირებში ახალი სამხედრო შეტევისთვის ემზადება, რომლის მიზანი უკრაინაზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენა და მოლაპარაკებებში პოზიციების გაძლიერებაა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. უკრაინაში აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება მისცეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყველა საფუძველი, გადადოს დისკუსიები ბრძოლის შეჩერების შესახებ მეტი მიწის დაპყრობის სასარგებლოდ. „ისინი ამზადებენ შეტევით მოქმედებებს ფრონტზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს ექვსიდან ცხრა თვემდე, თითქმის მთელი 2025 წლის განმავლობაში“ – თქვა უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, ოლექსი ჰეტმანმა.
მეტი...“რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის. „გასული საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 170-ზე მეტი დრონით შეუტია. აღნიშნული მასიური თავდასხმის სამიზნე დნიპროს, კიევის, სუმის, ხარკოვისა და ხმელნიცკის რეგიონები იყო. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი „რეალურ ზეწოლას არ გრძნობს“. .
მეტი...“გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს”- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გრენლანდიაში ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოსწონთ. „რა თქმა უნდა, კრიტიკისთვის ჩვენ ღია ვართ. მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ: ჩვენ არ მოგვწონს ტონი, რომლითაც ეს არის ნათქვამი. ახლო მოკავშირეებს ასე არ ესაუბრებიან და ვფიქრობ, რომ დანია და აშშ ახლო მოკავშირეები არიან“ – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა. ლარს ლოკე რასმუსენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დანია არქტიკის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.
მეტი...“ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად ვარ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად არის. მისი განმარტებით, ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებების მიღწევის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიმართა. „შეთანხმებების მიღწევა სურთ. შესაძლებელია, თუ შეთანხმების სანაცვლოდ რაიმეს მივიღებთ. მე ამისთვის ნამდვილად მზად ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...“დააკავეს „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც მოითხოვდა, მეომრები გაგვეგზავნა უკრაინაში“- პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ პარლამენტთან „სირცხვილიას“ლიდერი დააკავეს. მისი ტქმით, ის სამი წლის წინ აქციის ორგანიზატორი იყო, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ჩართულიყო ომში. „დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით და ამაზე ააწყეს დიდი პანიკა. ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი. ზუსტად ის თავად იყო აქციის ორგანიზატორი სამი წლის წინ ზუსტად იმავე ადგილას, საქართველოს პარლამენტთან, სადაც ის პირადად და მისი ორგანიზაცია „სირცხვილია“ უცხოური დაფინანსებით ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში საომრად, დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ჩართულიყო ამით ომში. ამიტომ,…
მეტი...“პრემიერ-მინისტრივით იქცევა“- ევროპელი დიპლომატები კაია კალასს აკრიტიკებენ
ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო. „ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“ – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
მეტი...თურქეთში საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი დააკავეს
თურქეთში საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი დააკავეს. Reuters-ის ცნობით, შვედი ჟურნალისტი, კაი იოაკიმ მედინი თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ჩავიდა. ანკარის პროკურატურამ განაცხადა, რომ იოაკიმ მედინი „პრეზიდენტის შეურაცხყოფისა“ და „ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობისთვის“ დააკავეს, კერძოდ 2023 წლის იანვარში სტოკჰოლმში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ცნობისთვის, თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 2000-მდე ადამიანი დააკავეს.
მეტი...ჯარიმა 5000 ლარი იქნება – აპრილიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული. ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. რეგულაცია მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია,…
მეტი...რუსეთმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 172 დრონით შეუტია
რუსულმა ძალებმა 29 მარტის ღამეს უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 172 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ოლქებში 94 დრონი ჩამოაგდო, ხოლო 69 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა. რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქები დაზარალდა.
მეტი...“ჩვენ გვჭირდება გრენლანდია”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოებისთვის აშშ უნდა ფლობდეს გრენლანდიას. ტრამპის მტკიცებით, გრენლანდიაზე კონტროლი არის მშვიდობის საკითხი მთელი მსოფლიოსთვის და არამხოლოდ შეერთებული შტატებისთვის. “ჩვენ გვჭირდება გრენლანდია. რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უნდა გვეკუთვნოდეს გრენლანდია. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამის გარეშე არ შეგვიძლია. შეუძლებელია. შეხედეთ გრენლანდიას, არის სამხედრო ხომალდები მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც ცურავენ გრენლანდიის გასწვრივ. ჩვენ არ ვაპირებთ ამის დაშვებას. მჯერა, დანიასა და ევროკავშირს ესმით ჩემი შეხედულება ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ და თუ ეს არ ესმით, ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ” – აღნიშნავს ტრამპი.
მეტი...“ანწუხელიძე ცოცხალია, უკვდავი გმირია“- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს: “ანწუხელიძე ცოცხალია, უკვდავი გმირია“. “ანწუხელიძე ცოცხალია, უკვდავი გმირია, სინდისი გადაგვირჩინა და შვილებს ანდერძად დაუტოვა ღირსება!,- წერს ზურაბიშვილი.
მეტი...ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამ დრომდე, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. პოლიტიკოსი გუშინ რუსთველის გამზირზე დააკავეს. ხოშტარიას გარდა აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. „დაკავებული პირებიდან ორი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს“- აცხადებენ შსს-ში. პარლამენტთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
მეტი...დმანისიდან 100 კილომეტრიანი მარში დაიწყო
დმანისიდან 100 კილომეტრიანი მარში დაიწყო. მარში 31 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დასრულდება. მონაწილეები ფეხით გაივლიან 4 ქალაქსა და 20-მდე სოფელს. მარშის მონაწილეების მოთხოვნაა “სინდისის პატიმრების” გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.
მეტი...ირანი ისრაელს ემუქრება
ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ჭეშმარიტ დაპირება III“-ს განახორციელებენ. ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამხედრო მრჩევლის, გენერალ-მაიორ იაჰია რაჰიმ საფავის განცხადებით, ის, რომ სამხედრო ოპერაცია ჯერ არ განხორციელებულა, ამის უკან სიბრძნე დგას და ეს არ ნიშნავს, რომ ოპერაცია გაუქმდა. გასულ წელს „ჭეშმარიტი დაპირება I“-ისა და „ჭეშმარიტი დაპირება II“-ის ფარგლებში ირანმა ისრაელის მიმართულებით ასეულობით რაკეტა და უპილოტო აპარატი გაუშვა.
მეტი...ვარკეთილში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებული
მეტი...საქართველოში არსებული ვითარების ფონზე, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას „ქართულ ოცნებასთან“კომუნიკაცია?!
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ტემი ბრიუსს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კითხვა დაუსვეს. კითხვაზე, საქართველოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში მმართველ პარტიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კითხვას დაუბრუნდება. „მსურს, რომ ამ კითხვას ვუპასუხო. ჩვენ ამას უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“ – განაცხადა ტემი ბრიუსმა.
მეტი...