კონგრესს USAID-ის დაშლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინეს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად შეატყობინა კონგრესს, რომ ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. გავრცელებული ცნობით, სააგენტოს რეორგანიზაცია პირველი ივლისამდე განხორციელდება. ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ი დაადანაშაულა გადასახადის გადამხდელთა ფულის არასწორ მართვაში და საზღვარგარეთული პროგრამების დაფინანსებაში, რაც არ შედის აშშ-ს ინტერესებში.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

უკრაინაზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.  ღია მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ომის დროს დაღუპული 100 ათასი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა. მოხალისეებს ამჟამად ხელთ აქვთ 10 ათასზე მეტი ნეკროლოგი, რომლებიც საჭიროებენ შემოწმებას და ინფორმაციის დუბლირების გამორიცხვას. დაღუპულ რუს სამხედროებს შორის მინიმუმ 4800 ოფიცერია. მათი წილი საერთო დანაკარგებში მცირდება.

მეტი...

“ბრიუსელი ომისთვის ემზადება”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება. ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი არ ჩაებმება. „რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება. ეს სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. ახლა სასაცილოდ ჟღერს, რომ ბრიუსელიდან აპირებენ, მესიჯები გაუგზავნონ ყველა ევროპულ ოჯახს, საკვების 72-საათიანი მარაგი შეიძინონ, მაგრამ სხვა მხრიდან თუ შეხედავთ, საშიშია, თუ რა შეიძლება, იყოს ამ ადამიანების გონებაში, აპირებენ რამეს? დღევანდელი მდგომარეობით, ვერ ვხედავ, რომ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს, რომელშიც თავიდანვე ჩაერთო უკრაინის მხარდაჭერით, მაშინ როდესაც უნგრეთმა თავი აარიდა ამას. ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ,…

მეტი...

ისრაელის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ბოლო 10 დღეში ღაზაში 896 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განახლებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ბოლო 10 დღეში 896 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ჰამასის“ ჯანდაცვა ავრცელებს. ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიშები 18 მარტს განაახლა, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის გასახანგრძლივებლად მოლაპარაკებების გაგრძელება ვერ შეძლეს. ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის გახანგრძლივებას და ამ ფაზაში ყველა მძევლის გათავისუფლებას მოითხოვდა.

მეტი...

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა

აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა. აქ ჯერჯერობით საპოლიციო ძალები არ განლაგებულან. აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც პოლიციას სპეციალური დერეფანი აქვს გაკეთებული. პარლამენტთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.  

მეტი...

„ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებებს არღვევს საქართველოში“- ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან  გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. მისი თმით, ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ტალინში სალომე ზურაბიშვილთან. ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს არღვევს საქართველოში. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში და აგრძელებს თქვენს გვერდში დგომას“, – წერს ცაჰკნა.  

მეტი...

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგდ 732 ადამიანი დაშავდა. მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტი...

ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია  ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  პარლამენტთა მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.  

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ნაწილი კვლავ 9 აპრილის ქუჩაზე რჩება. მათ უკვე შეურთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარში. 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციაა განლაგებული. პოლიცია ასევე მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე. გზის გადაკეტვას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მეტი...

“მეგობარი აქტი“ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში”- ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში  და დემოკრატების ლიდერი, ჯინ შაჰინი “მეგობარ აქტთან” დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, „მეგობარი აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში… “როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე [ჯიმ რიში] და მაღალი რანგის წევრი [ჯინ შაჰინი], ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ქმედითი კანონპროექტები” – ნათქვამია  განცხადებაში.    

მეტი...

პარლამენტთან დაკავებები გრძელდება

პარლამენტთან აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. მანამდე, სამართალდამცავებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მარგუს ცაჰკნას შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. ის ასევე, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. ასევე შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიკელსონსა და კომიტეტის წევრებთან. ზურაბიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში ბალტიის რეგიონს სტუმრობს.

მეტი...

პარლამენტთან ხმაურია – პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა ელენე ხოშტარია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში ხმაურია. მოქალქეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები მათ, ე.წ ზებრაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. სავარაუდოდ,  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია  დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ. 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ახალგაზრდა დააკავეს

მეტი...

9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ახალგაზრდა დააკავეს

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ისინი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ. ახალგაზრდებმა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად აქცია ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

მეტი...

,,ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული” – განათლების სამინისტრო

ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. ,,იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი. სურამის N4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია.ხანძრის ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სურამში სკოლა იწვის

მეტი...

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა იმართება. კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, ასევე დღესვე დაიკითხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

მეტი...

,,აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით” – რუბიო

,,აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატა. „ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, გამოვთქვით შეშფოთება, არ მოგვწონს მსგავსი არასტაბილურობის დანახვა რომელიმე ქვეყნის მმართველობაში, განსაკუთრებით, რომელიც ახლო მოკავშირეა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ. ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა” ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ირაკლი ბებუამ 2020 წლის სექტემბერში აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო სამსახური ამბობდა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს. ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სხვისი ქონების დაზიანებასა და ,,სახელმწიფო სიმბოლიკის” შეურაცხყოფას ედავებოდა, რის გამოც ბებუა 2020 წლის 7 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ ,,სისხლის სამართლის დანაშაულში” დამნაშავედ…

მეტი...

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს. ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის მესამე ეტაპია. ERP მოდულების გამოყენებით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება. საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად…

მეტი...

ამ დროისთვის, მიანმარში მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროის მონაცემებით, მიანმარში, მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 8 ადამიანი. შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ამ წუთებში, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დანგრეულია მაღალსართულიანი შენობები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდები. (VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა    

მეტი...

,,ამერიკას უკრაინის ყველა რესურსზე კონტროლი სურს” – Financial Times

Financial Times-ის ცნობით, ამერიკას უკრაინის ყველა რესურსზე კონტროლი სურს. 23 მარტს, კიევს ამერიკელებმა ახალი პროექტი წარუდგინეს, რომელიც გაცილებით მკაცრია. მასში არც უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული. ,,შეთანხმება უნდა გავრცელდეს უკრაინის ყველა მინერალურ რესურსზე, მათ შორის, ნავთობსა და გაზზე, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ძირითად ენერგეტიკულ აქტივებზე. საუბარია ინფრასტრუქტურის გადაცემაზეც. აქ შედის საავტომობილო გზა და რკინიგზა, მილსადენები, პორტები და გადამამუშავებელი ქარხნები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ერთხმად გადაწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო” – მაკრონი

,,ერთხმად გადაწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა. პარიზში ,,მსურველთა კოალიციის სამიტზე” ლიდერებმა ომის დასრულების საკითხი განიხილეს. ,,გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის არმიის მხარდაჭერას. ეს აუცილებელია, რათა მშვიდობის საუკეთესოს პირობები მოვამზადოთ. ერთხმად გადაწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო. სანქციები არ მოიხსნება, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებას, განსაკუთრებით ჩრდილოვან ფლოტზე და ზოგიერთ ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე. სამშვიდობო ძალები საფრანგეთის და ბრიტანეთის წინადადებაა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეათანხმეს. აღნიშნული შეთანხმებულია რამდენიმე…

მეტი...

,,ბრიუსელი ომისთვის ემზადება” – ორბანი

,,ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება და ეს სერიოზულად უნდა იქნას მიღებული”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ამ დროისთვის სასაცილოა, რომ ისინი აპირებენ ბრიუსელიდან გაუგზავნონ მესიჯი ყველა ევროპულ ოჯახს, რომ მოიმარაგონ 72 საათისთვის საკმარისი საკვები, მაგრამ თუ ამას უკანა მხრიდან შევხედავთ, საშინელებაა იმის დანახვა, თუ რა შეიძლება იყოს ამ ხალხის გონებაში. რაღაცას აპირებენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს“, – აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინის მხარდაჭერით „გადახტა“ ომში, უნგრეთი კი მშვიდობის მხარესაა. „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. ჩვენ…

მეტი...

რუსების თავდასხმას ხერსონში ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსების თავდასხმას ხერსონში ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 4. რუსეთის ძალებმა ქალაქის ცენტრალურ უბნებზე იერიში დრონებით მიიტანეს. განადგურებულია მრავალსართულიანი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 195 შეტაკება მოხდა ფრონტის ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა ორი სოფლის მიმართულებით წინ წაიწიეს.

მეტი...

(VIDEO) რა ვითარებაა მიწისძვრის ეპიცენტრში – მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

ტაილანდის მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა. მიანმარის ქალაქ ტაუნგუში მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში მდებარე მეჩეთი კი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. BBC-ის ცნობით, ტაივანის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მშენებლობაზე დასაქმებულ 70 მუშას ეძებენ. ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა.

მეტი...

საფრანგეთის პროკურატურამ სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

,,როიტერსის” ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლაი სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.

მეტი...

დორტმუნდის აეროპორტში საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს

დორტმუნდის აეროპორტში, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა, 22 მარტს თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიაში შესვლის მიზეზის შესახებ მესაზღვრეებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა. 45 წლის ქართველი სასაზღვრო კონტროლზე პასპორტითა და ვიზით გამოცხადდა, თუმცა პოლიციის სისტემაში მონაცემების შემოწმების შედეგად მონაცემთა შეუსაბამობა დაფიქსირდა. დამატებითი მონაცემების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს გერმანიის პოლიცია სხეულის მძიმე დაზიანებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ეძებდა.  

მეტი...

„რუსეთი ცდილობს, აშშ ჩაითრიოს გაუთავებელ, უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ” – ზელენსკი

,,პუტინს ომი უნდა. რა უნდა ილაპარაკო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადამიანმა, რომელსაც ომი უნდა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც დადუმდება და მის ყველა ნარატივს გადაყლაპავს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. ,,ჩემთვის არ არის საინტერესო მისი წვეულებები ყირიმში და მისი წითელი ხიზილალა, იქნებ ამით მსოფლიოში ჯერ კიდევ ვინმეს აკვირვებს, თუმცა ჩემთვის ისინი დინოზავრები არიან, მათ უბრალოდ ჩვენი გადაყლაპვა უნდათ, ჩვენ კი უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიოს გაუთავებელ, უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ, რათა მოიგონ დრო და შემდეგ კიდევ…

მეტი...

,,2024 წელს საქართველოში შობადობა, თითქმის ორი პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით. საქსტატის ცნობით, 2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 415 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 237 ბავშვი. ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს – 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა…

მეტი...

ერდოღანმა და პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები განიხილეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ორმხრივი საკითხები განიხილეს. ,,თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები”, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში.

მეტი...

მიანმარის ექვს რეგიონში, დამანგრეველი მიწისძვრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

BBC-ის ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების გამო, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი 6.4. პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა, მეორის კი  საგაინგიდან სამხრეთით 18 კილომეტრში. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.

მეტი...

,,მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. ,,რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი, სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს. რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს – Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიურად დაესხნენ პოლტავას. მათ მიზანმიმართულად დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელი შენობებსა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის საწარმოების ადმინისტრაციულ შენობებს. ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად სჩადიან სამხედრო დანაშაულებს. მათ არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა. ისინი აღირიცხება, დოკუმენტირება ხდება და გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს. სასჯელი გარდაუვალია“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ…

მეტი...

,,დარჩა 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე” – ავარიას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის ცენტრში, 11 მარტს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 24 წლის მურმან კალანდია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ცნობით, დაშავებული ახალგაზრდა, ამ დრომდე, კომაში იყო. მას, მანამდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მურმან კალანდიას 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე დარჩა.

მეტი...

„ჩინეთში ინვესტიცია არის ინვესტიცია მომავალში“ – სი ძინპინი ბიზნესის წარმომადგენლებთან

„რეფორმებისა და გახსნილობის, უცხოური კაპიტალის აქტიური მოქმედების წყალობით, ჩინეთმა შეძლო სწრაფად შესულიყო გლობალურ ბაზარზე და დიდი ნაბიჯებით დაეწია დროს. უცხოურმა ბიზნესებმა და ინვესტიციებმა ჩინეთში განაპირობა ეკონომიკური ზრდა და დასაქმება, გაზარდა ტექნოლოგიური და მენეჯერული პროგრესი და ხელი შეუწყო რეფორმებსა და გახსნას“ – ეს პრეზიდენტ სი ძინპინის სიტყვებია უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომელიც პეკინში გაიმართა. უცხოელმა ბიზნესმენებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტისგან შექება დაიმსახურეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უცხოური ბიზნესი ქვეყნის განვითარების აქტიური ძალაა. „უცხოური ბიზნესი მნიშვნელოვანი მონაწილეა  ჩინეთის მოდერნიზაციის სწრაფვაში, ქვეყნის რეფორმაში, გახსნასა და ინოვაციაში, სამყაროსთან მის ურთიერთკავშირში და ეკონომიკური გლობალიზაციის ინტეგრაციაში. ამ პროცესში,…

მეტი...

უკრაინაში მოკლეს კიდევ ერთი სამხედრო, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მოკლეს რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ოსი სამხედრო, რომელიც 2008 წლის ომის დროს გიორგი ანწუხელიძის წამებაში იღებდა მონაწილეობას. მოკლული ჯარისკაცი, 55 წლის ვლადიმირ ხანიკაევია, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობდა.

მეტი...

,,უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, კონფლიქტის მიზეზები უნდა აღმოიფხვრას” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, კონფლიქტის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას. „ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, მაგრამ იმ ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, რამაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით. ამასთან, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას გულწრფელად სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.

მეტი...