უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას,  ქვეყნის დაზვერვა ავრცელებს. იერიში დრონებით, რამდენიმე რუსულ სამხედრო სისტემაზე მიიტანეს. დაზვერვა ვიდეომასალასაც აქვეყნებს, სადაც ჩანს ზუსტი დარტყმა მტრის სარადარო სადგურებზე. განადგურებულია ძვირადღირებული აღჭურვილობა.

მეტი...

„აშშ-ის გეგმებს გრენლანდიასთან დაკავშირებით ისტორიული ფესვები აქვს“- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმების ექსტრავაგანტულად მიჩნევა დიდი შეცდომა იქნებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა არქტიკის მნიშვნელობის მზარდ როლზე, როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. „აშკარაა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს არქტიკაში თავისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სისტემატურ წინსვლას. საუბარია ამერიკული მხარის სერიოზულ გეგმებზე გრენლანდიასთან დაკავშირებით. ამ გეგმებს ისტორიული ფესვები აქვს“ – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

სურამში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (video)

სურამში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოები. ცეცხლი სკოლის სახურავს გაუჩნდა.

მეტი...

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “მეგობარი აქტს” მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “მეგობარი აქტს” მხარი დაუჭირა. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში. იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი – მთლიანმა პალატებმა. 5 მარტს “მეგობარი აქტი” სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა.

მეტი...

“რუსეთის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არარეალისტურია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “არარეალისტურია” და რომ რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები მეტი ტერიტორიის დაპყრობის მიზნით. მან განაცხადა ასევე, რომ ამჟამად რუსეთისთვის სანქციების მოხსნა იქნება “კატასტროფა დიპლომატიისთვის”. 27 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი. მასში მონაწილე ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინაში თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.  

მეტი...

“ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი, ეს არის მკაფიო შეტყობინება ქართველი ხალხისთვის”- ჯინ შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინიმა მეგობარი აქტის განიხლვის შემდეგ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი. “ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი, ეს არის მკაფიო შეტყობინება ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი. მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს. ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა” – განაცხადა შაჰინმა.

მეტი...

სურამში სკოლა იწვის

სურამში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის შენობა იწვის. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, განლაგდნენ

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის გასწვრივ განლაგდნენ. ინფორმაციას მედია ავრცელებს. ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომელსაც საფრანგეთი ემხრობა, არის კოალიციის წევრების მიერ მნიშვნელოვანი ძალების განთავსება ცენტრალურ უკრაინაში, მდინარე დნეპრის გასწვრივ, ფრონტის ხაზიდან მოშორებით. „ამიტომ ჩვენ არ ვართ წინა ხაზზე, ჩვენ არ მივდივართ საომრად, მაგრამ ჩვენ იქ ვართ, რომ გარანტირებული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა. ეს პაციფისტური მიდგომაა. ერთადერთი, ვინც ამ მომენტში შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტი, საომარი ვითარება, იქნებიან რუსები, თუ ისინი კვლავ გადაწყვეტენ დაიწყონ აგრესია“ – აღნიშნა მარკონმა. ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ძალები შეიძლება შეადგენდეს 10…

მეტი...

მელონი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ სამიტში აშშ-ის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ სამიტში ევროპელებთან ერთად აშშ-ის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. მელონიმ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობის აუცილებლობას, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს და მშვიდობა იქნეს მიღწეული. დღეს პარიზში დაახლოებით 30 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რათა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ომის მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ.    

მეტი...

ამსტერდამში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ამსტერდამის ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ინციდენტი ამსტერდამის ცენტრში, დამის მოედანთან ახლოს მოხდა. მამაკაცი, რომელმაც ხუთი ადამიანი დანით დაჭრა, უკვე დაავებულია, ხოლო დამის მოედნის ნაწილი პოლიციამ შემოღობა. დაჭრილების ევაკუაციისთვის მობილიზებული იყო ვერტმფრენი. თავდასხმასთან დაკავშირებით ამსტერდამის საქალაქო საბჭოს სხდომა შეწყდა. ჯერჯერობით უცნობია როგორც დაზარალებულთა მდგომარეობა, ისე თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი.

მეტი...

“პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პუტინს ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს. “მას ევროპისა და ამერიკის გაყოფა სურს, თავად პუტინს უნდა ეს. კრემლის, მისი მთელი მანქანა ამაზე პირველი წელი არაა რაც მუშაობს – ევროპის დაყოფასა და დასუსტებაზე, ევროკავშირის დასუსტებაზე, აშშ-ის დასუსტებაზე, თავად აშშ-ის დაყოფაზე უკრაინის დახმარების ან არდახმარების საკითხზე. ამიტომ ეს მისი სურვილია. ჩვენ გვსურს, ამერიკა უფრო ძლიერი იყოს. ვეთანხმები ემანუელს [მაკრონს], რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, ეს სურვილის საკითხი არ არის, არამედ ყველას გვჭირდება, რომ ამერიკა რუსეთთან მიმართებაში უფრო ძლიერი იყოს. ძალიან გვინდა, რომ აშშ-ის…

მეტი...

„სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მივმართვთ“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძე განცხადებით, ხელისუფლება მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ კოლექტორი “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „მისი სატელიტები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ”- მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „მისი სატელიტები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მისივე თქმით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ, ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. “აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფროსები დაავალებენ. მათი დავალებით, ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი. ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას ახერხებს და ქვეყანას იცავს ომისგან“- წულუკიანი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი და ქვეყანას იცავს ომისგან. წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი ხელისუფლება არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პირველად საქართველოში, უახლეს ისტორიაში აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი და ის საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას ახერხებს და ქვეყანას იცავს ომისგან, ეს ჩვენ მოვახერხეთ. მადლობა ამისთვის ჩვენს მთავარ ხელმძღვანელს და დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

მეტი...

“ახლა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ არის”- კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის. სტარმერის თქმით, ეს “ძალიან კონსტრუქციული” შეხვედრა იყო, რომელზეც “მსურველთა კოალიციის” ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერის საჭიროება, “რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაშია, ახლაც და სამომავლო მოლაპარაკებებშიც”. “სრული სიცხადე იყო, რომ რუსეთი [მშვიდობის] დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე სრულიად ცხადად უნდა ვისაუბროთ” – განაცხადა სტარმერმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ “ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის”. “პირიქით, განვიხილეთ როგორ…

მეტი...

რა ინფორმაციას ავრცელებს “საქართველოს რკინიგზა” გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ?!

„საქართველოს რკინიგზა“ ხაშურის რკინიგზის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას, რა დროსაც იგი შეუძლოდ და დაკარგა გონება. „საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო სამმართველოს, ბორჯომის რეგიონის, სახელოსნოს დრეზინის მძღოლის – ზვიად დევაძის გარდაცვალების გამო. გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას – ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება.…

მეტი...

უკრაინელმა დეპუტატმა აშშ-თან ხელმოსაწერი იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება გააკრიტიკა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ აშშ-თან ხელმოსაწერი იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება კიევისთვის ცუდია. „თავიდანვე გეტყვით, ეს ფინალური დოკუმენტი არ არის. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინული მხარე მოითხოვს და მასში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. მაგრამ ტექსტი, რომელიც მე ვნახე, არის საშინელება. ხელშეკრულება უკრაინის სასარგებლოდ არ არის“, – დაწერა ჟელეზნიკმა. მისი თქმით, ხელშეკრულების ახალ ვარიანტში საუბარია ყველა წიაღისეულზე, მათ შორის ნავთობსა და გაზზე. „საუბარია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიების მიერ წიაღისეულის მოპოვებაზე. ფული პირდაპირ ვალუტაში კონვერტირდება. ფული მიედინება საზღვარგარეთ. თუ რაღაც ჩვენი მხარის გამო ისე არ წავა,…

მეტი...

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას აპროტესტებენ

რუმინეთში, მთავრობის შტაბთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუმინელი დემონსტრანტები, ქუჩაში, საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას აპროტესტებენ. ცნობისთვის, ქვეყნის კონსტიტუციურმა სასამართლომ დეკემბრის არჩევნები გააუქმა და ოპოზიციური პარტიის კანდიდატს კენჭისყრა აუკრძალა, მას შემდეგ, რაც რუსეთი, ულტრამემარჯვენე პარტიის სასარგებლოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

მეტი...

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ორი რაკეტა თავდაცვის ძალებმა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს. სარაკეტო საფრთხის გამო, ცენტრალურ ისრაელში, იერუსალიმსა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ცნობისთვის, ისრაელის მიერ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ „ჰუსიტები“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ. 15 მარტის შემდეგ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს აშშ ახორციელებს.

მეტი...

თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს

სტამბოლის ოპოზიციური მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, თურქმა სამართალდამცველებმა დაახლოებით 1900 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულებიდან სასამართლომ 260 ადამიანს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 662-ის საქმე კვლავ განიხილება. გარდა ამისა, მისი მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა. „ჩვენ არ გვინდა რომელიმე პოლიტიკოსის დაკავება, მაგრამ თუ იქნება მტკიცებულება დანაშაულის შესახებ, ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ანკარაში მასობრივი შეკრებები 1-ელ აპრილამდე აიკრძალა. მანამდე კი, ანკარის, სტამბოლისა და იზმირის ხელისუფლებამ მასობრივ მსვლელობები შეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას უკავშირდება, რასაც თურქეთში საპროტესტო…

მეტი...

დავით ნარმანია პარლამენტში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესებისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საკითხზე. დავით ნარმანიამ კომიტეტების წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, მომხმარებელთა საჩივრების კლასიფიკაციის, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მექანიზმებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვა სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 5 მარეგულირებელი უწყების მოსმენა…

მეტი...

წითელ ზღვაში, ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, ჰურგადასთან, წითელ ზღვაში, ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის” ცნობით, დაშავებულია ცხრა მგზავრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 40-მდე ტურისტი იმყოფებოდა. რამ გამოიწვია ხომალდის ჩაძირვა, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მეტი...

ბექა ჯაიანის ადვოკატი მინიმალური სასჯელს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი დასკვნით სიტყვაში განმარტავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება. კერძოდ კი, ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემას არ აღიარებს. შესაბამისად, ბოლო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დამამძიმებელ გარემოებებში ბექა ჯაიანის გამართლება მოითხოვა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთის…

მეტი...

ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან ე.წ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ,,მოზაიკა” ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა ლიანდაგს და ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

ლიკვიდირებულია „ჰამასის“ სპიკერი

ლიკვიდირებულია ,,ჰამასის” სპიკერი, აბდელ-ლატიფ ალ-ყანუა. ინფორმაცია თავად ტერორისტულმა ორგანიზაციამ გაავრცელა. ,,ცახალმა” დაჯგუფების მაღალჩინოსანი ღამით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჯაბალიას დევნილთა ბანაკში ააფეთქა. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ისრაელმა პალესტინურ ანკლავში ,,ჰამასის” სამხედრო და პოლიტიკური ფრთის უკვე რამდენიმე ლიდერი გაანეიტრალა. ადამიანთა უფლებების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, 18 მარტიდან, როდესაც ,,ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაუქმდა, ,,ცახალის” იერიშებს 830 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 700-ზე მეტი. ანგარიშში წერია, რომ იერიშები მიმართულია სახლებსა და კარვებზე, რომელსაც სამოქალაქო პირები აფარებენ თავს.

მეტი...

„მეგობარ აქტს“ ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა „მეგობარი აქტი“ არის არამეგობრული კანონპროექტი, რომელიც „დიფ სთეითის“ ზრახვებს ასახავს. როგორც კახა კალაძემ დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, „მეგობარ აქტს“ ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „მეგობარ აქტს“ ხალთან და ხალხის ინტერესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ქართველი ხალხის უმრავლესობის საბედნიეროდ, არის უმცირესობაში.  აგენტურა და მოღალატეები ვერ იქნებიან უმრავლესობაში. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მაგრამ მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ…

მეტი...

,,სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ” – კოშტა

,,რუსეთზე სანქციებით ზეწოლა არის საუკეთესო გზა ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა. „უკრაინის მხარდასაჭერად საუკეთესო გზა არის დავრჩეთ თანმიმდევრულები ჩვენს მიზანთან დაკავშირებით – მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ეს ნიშნავს რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებას სანქციების გზით“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე. მისი თქმით, ამ გზავნილს გააჟღერებს ლიდერთა დღევანდელ შეხვედრაზე პარიზში, სადაც უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

მეტი...

,,სტივ უიტკოფი ნამდვილად იმეორებს კრემლის ნარატივს, მწამს, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლის ნარატივს იმეორებს. „უიტკოფი ნამდვილად იმეორებს კრემლის ნარატივებს. მწამს, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან, და მწამს, რომ სამწუხაროდ, ეს შეასუსტებს ამერიკელთა მიერ რუსეთზე ზეწოლას“, – თქვა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ სტივ უიტკოფმა 22 მარტს ეთერში გასული ინტერვიუს დროს ტაკერ კარლსონს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პრობლემური არის ოთხი რეგიონი, სადაც რეფერენდუმებით ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობა სურთ. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ზელენსკის ეს კომენტარი სავარაუდოდ ამ განცხადებასთანაც არის დაკავშირებული.

მეტი...

იტალიაში ტურისტული ავტობუსი მდინარეში გადავარდა

იტალიაში, ტურინში, ტურისტული ავტობუსი მდინარე პო-ში ჩავარდა. იტალიური მედიის ცნობით, გარდაცვლილია ავტობუსის მძღოლია, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაში მარტო იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი მდინარეში ვიტორიო ვენეტოს მოედანთან, ვიტორიო ემანუელ I ხიდიდან გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„სამივე დედისერთაა“ – ცნობილია, ქუთაისში ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ლუკა ებრალიძეა. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები წერენ. „ჩემი მამიდაშვილი, ნათლია, ძმა, საუკეთესო მეგობარი, მეორე პატარა მამა – ყველაფერი იყავი, ლუკი, ჩემთვის. გახსოვს, კაბას რომ ვარჩევდით, შენს ქორწილში რა უნდა ჩემაცვა?! ახლა რა ვქნა, ლუკი? ასე ადრიანად რატომ დამტოვე? ვინ მომცემს რჩევებს, ლუკი? ვინ დამიდგება სულ გვერდით, ლუკი? შენს გარეშე როგორ ვიცოცხლო, ლუკი?“; „სამივე დედისერთაა“, – წერენ სოციალურ ქსელში. ავარია ქუთაისში – დაღუპულია სამი ადამიანი

მეტი...

„დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმამ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი. „როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყო სასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთში მოახერხეს. მოგწონთ ის, რაც რუმინეთში მოხდა? საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩახსნა და არჩევნები გააუქმა. ამას საფუძვლად დაუდეს ის რომ, ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალურ მედიაში უფრო იაქტიურა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია. როდესაც მსგავსი…

მეტი...

,,აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას შესაძლოა, მომდევნო კვირას მოაწერონ ხელი” – ბესენტი

,,აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას შესაძლოა, მომდევნო კვირას მოაწერონ ხელი”, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას არ დააყოვნებს, თუ ამის აუცილებლობა დადგება. ,,ჩვენ გადავეცით ეკონომიკური პარტნიორობის დასრულებული დოკუმენტი, რომელიც ამჟამად განიხილება უკრაინელების მიერ და ვიმედოვნებთ, რომ სრულმასშტაბიან დისკუსიებზე გადავალთ და, შესაძლოა, მომავალ კვირაში ხელმოწერებიც მივიღოთ”, – თქვა ბესენტმა. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი.

მეტი...

,,რუსეთს შავ ზღვაში სავაჭრო დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდება სურს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შავ ზღვაში სავაჭრო დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდება სურს. „დიდი ხანია არ აკონტროლებენ შავ ზღვაში დერეფანს. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რადგან ეს არის ომის დამთავრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას შავ ზღვაში“, – ამბობს ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს ხელში ჩაიგდოს კონტროლი სურსათის დერეფანზე, თუმცა უკრაინა ამას არ დაუშვებს. „ჩვენ ზოგადად მზად ვიყავით ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. მათ მხოლოდ სურსათის დერეფნის კონტროლი სურთ, არ გამოუვათ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ჩვენ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ვისაც რა უნდა, ვისთან უნდა, როგორ უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იყო აღნიშნული კანონი მიღებული ჩვენი მხრიდან. ის არ არის ვინმეს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, არ…

მეტი...

,,ენგელსის“ აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა ასამდე ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ,,ენგელსის“ აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს. მათი განმარტებით, ეს მოხდა მეორადი დეტონაციის შედეგად. „აღნიშნული გამანადგურებელი საშუალებები განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის მარტ-აპრილში სამი სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, – აცხადებენ გენშტაბში. მათივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად საავიაციო საწვავის შესანახ ობიექტებზე განადგურდა მნიშვნელოვანი რეზერვები, რაც უარყოფითად აისახება რუსების უნარზე, მხარი დაუჭირონ საბრძოლო მოქმედებებს.

მეტი...

,,არ მიკვირს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზეც უხდიდნენ ხელფასებს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილისა და მისი რამდენიმე კოლეგის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „მე მგონი ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუ როგორ ხდებოდა ზოგადად ამ ფონდებიდან ადამიანების დაფინანსება. ეს თანხები მიემართებოდა ძირითადად იმისთვის, რომ მათ ქვეყანაში შეექმნათ აგენტურა და როდესაც დასჭირდებოდათ, ამ ადამიანებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს გამოიყენებდნენ მათთვის სასურველ დროს; გამოიყენებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ყველაფრით შეეძლოთ, ქვეყანაში მოეწყოთ რევოლუცია, დაპირისპირება, რომლის არაერთი მცდელობა ვიხილეთ. კარგად იცის…

მეტი...