ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის. ამის შესახებ, „როიტერი“ ვრცელ სტატიას ავრცელებს. დიპლომატები აღიარებენ, რომ რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას უკრაინაში მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება. „უკრაინა როდესაც უფრო კარგ ვითარებაში იყო, სამხედრო ძალების გაგზავნის იდეა მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჟამად, იმ ვითარებაში, რომელიც არის და აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაციის პირობებში, ეს აღარ არის მიმზიდველი“ – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
მეტი...დღე: მარტი 26, 2025
პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. “ძალა სტუდენტების ერთობაშია!” – ამ ლოზუნგით პროტესტის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები შეუერთდნენ. ასევე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეები. მოქალაქეები პროტესტის ნიშნად სამ თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან.
მეტი...ლიეტუვაში ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
ლიეტუვაში ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა. “სანამ ვსაუბრობდი, ახალი ამბავი მოვიდა ოთხი ამერიკელი სამხედროს შესახებ, რომლებიც ლიეტუვაში მომხდარ ინციდენტში დაიღუპნენ. ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია, ამიტომ დეტალები არ ვიცით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საშინელი ამბავია, ჩვენი ფიქრები ოჯახებთან და ახლობლებთანაა” – განაცხადა რუტემ. მანამდე ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხი ამერიკელი სამხედრო შესაძლოა გარდაცვლილიყო.
მეტი...“პოლონეთზე თავდასხმას ნატოს დამანგრეველი დარტყმა მოჰყვება”- მარკ რუტე
ნატო „დამანგრეველ“ დარტყმას განხორციელებს ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა ოთხშაბათს ვარშავაში ვიზიტისას. „ჩვენი რეაქცია დამღუპველი იქნება. ეს აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ვლადიმირ ვლადიმროვიჩ პუტინისთვის ან ნებისმიერი სხვისთვის, ვისაც სურს ჩვენზე თავდასხმა“ – განაცხადა რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ტუსკმა დაადასტურა, რომ ნატოს გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის.
მეტი...საჰაერო შოუს რეპეტიციის დროს, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა და ჩამოვარდა
საფრანგეთში, საჰაერო შოუს რეპეტიციის დროს, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა და ჩამოვარდა. ქვეყნის საჰაერო კოსმოსური ძალების ცნობით, სამივე პილოტმა კატაპულტირება დროულად მოახერხა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა სამშაბათს, სენტ-დიზიეს საჰაერო ძალების ბაზასთან შუადღისას, დაახლოებით 15:35 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, შეჯახების დროს, ავიაშოუზე ჰაერში Alpha Jet-ის ექვსი თვითმფრინავი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ხმელეთზე არავინ დაშავებულა.
მეტი...სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ავარი-კატასტროფა განიცადა სახანძრო ვერტმფრენმა, რის შედეგადაც დაიღუპა პილოტი. ხანძარმა, რომელიც ძლიერმა ქარმა და მშრალმა ამინდმა გამოიწვია, გაანადგურა მთელი კვარტლები, რამაც 27000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინათ. „ჩვენ ვაყენებთ ყველა ხელმისაწვდომ პერსონალს და აღჭურვილობას ტყის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სიტუაცია არასახარბიელოა“ – განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დოკ-სუმ.
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას გამართავს. ცნობისთვის, 25 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ 26 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიიღებს უსაფრთხოების სამიტამდე მოსამზადებლად, რომლის ჩატარებაც 27 მარტს იგეგმება. საუბარია “მსურველთა კოალიციის” სამიტზე, რომელიც ომის შემდგომი დარეგულირების უზრუნველყოფის საფუძველს ამზადებს და რომლის პირველი შეხვედრა მარტის დასაწყისში ლონდონში გაიმართა.
მეტი...აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის მიმოწერის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს
აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის მიმოწერის სრული ტექსტი გამოქვეყნდა. მომოწერა ჟურნალმა The Atlantic-მა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ჯგუფურ ჩატში შეტყობინებების აპლიკაცია Signal-ში, რომელშიც შეცდომით შედიოდა გამოცემის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი. მიმოწერა შეიცავს, კერძოდ, ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ამერიკის შეტევების დრო იემენელ ჰუთებზე და ამ დარტყმებისთვის გამოყენებული თვითმფრინავების ტიპები, ასევე წინასწარი ინფორმაცია დარტყმების შედეგების შესახებ. ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ახალ პუბლიკაციაზე. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა მანამდე განაცხადა, რომ ის საკუთარ თავზე იღებს „სრულ პასუხისმგებლობას“ გაჟონვაზე.
მეტი...„დიფ სთეითს“ საფრთხე ემუქრება”- ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „დიფ სთეითს“ საფრთხე ემუქრება. როგორც მან აღნშნა, ისრაელი იყო და დარჩება დემოკრატიად. „ისრაელი იყო და დარჩება დემოკრატიად. დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, საფრთხე ემუქრება ბიუროკრატების მმართველობას, საფრთხე ემუქრება „დიფ სთეითს“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ამასთან, ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ისრაელი ტერიტორიებს დაიკავებს.
მეტი...სტამბოლში მერის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს
სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი მერის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია. 314-წევრიანმა საბჭომ ნური ასლანი 177 ხმით აირჩია. ის იქნება დროებითი მერი, რომელიც მართავს ქალაქს, ვიდრე ეკრემ იმამოღლუ დაპატიმრებულია. იმამოღლუს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. იმამოღლუს დაკავების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რა დროსაც 1 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მეტი...საქართველო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 აშშ დოლარით დაეხმარება
საქართველო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და მცირეკუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. რის თანახმადაც, “ მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დართო ნება 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს ზემოთ ხსენებული სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სიაში, გაეროს თანახმად, ამჟამად 44 სახელმწიფოა. მათ შორისაა: ავღანეთი, გამბია, ნიგერი, იემენი, მადაგასკარი, ჰაიტი, ბურუნდი, ბანგლადეში და სხვა. ხოლო მცირეკუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს შორისაა ფიჯი, კუბა, პალაუ და სხვა.
მეტი...“დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასია საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. “რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გარეშე სტაბილური, აყვავებული და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასია არის მომავალი. [ეს] საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ბოლომდე მიყვანას. ორმხრივი სარგებელი!” – წერს უილსონი.
მეტი...“სანქციების გაუქმების მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლაა”- ევროკავშირი
ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლა იქნება. “უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო აგრესიის დასრულება და რუსეთის ყველანაირი სამხედრო ძალის უპირობოდ გასვლა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესაცვლელად ან გასაუქმებლად… რუსეთმა ახლა მისი უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის დასასრულებლად გულწრფელი პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი მისი ქმედებებით უნდა განვსაჯოთ, არა მისი სიტყვებით” – განაცხადა ჰიპერმა.
მეტი...,,ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის” – ნეთანიაჰუ
„ისრაელი დემოკრატიაა და დემოკრატიად დარჩება. დემოკრატია საფრთხეში არ არის. საფრთხეში ბიუროკრატების მმართველობაა. საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ღაზაში ბრძოლა გრძელდება. რაც უფრო დიდხანს იტყვის „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებაზე უარს, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ზეწოლა. ეს ტერიტორიების დაკავებას მოიცავს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რასაც ახლა აქ არ ჩამოვთვლი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მეტი...29 მარტს, გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან მდებარე სკვერში ექიმი-ვეტერინარები ცხოველებს სხვადასხვა სახის მომსახურებას გაუწევენ
29 მარტს, შაბათს, 12:00-დან 17:00 საათამდე, გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან მდებარე სკვერში (ფანჩატურთან), ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარები შინაურ ცხოველებს სხვადასხვა სახის მომსახურებას გაუწევენ. მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ადგილზე მიიღონ შემდეგი მომსახურებები: • ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია; • იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; • ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია. მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დარეკოთ მითითებულ ნომერზე – 550 054 144 და ჩაეწეროთ. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემთხვევაში, მეპატრონე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს – 19 ლარს. მომსახურების მისაღებად, აუცილებელია, მოქალაქეებმა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სააგენტოს თანამშრომლები, მოქალაქეებს ასევე გაუზიარებენ ინფორმაციას პატრონის პასუხისმგებლობის,…
მეტი...2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა
გლობალური სოციალური პროგრესის საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაციამ Social Progress Imperative, 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 170 ქვეყნის სოციალური პროგრესის შეფასების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2011 წლის მსოფლიო გამოკვლევის შედეგები 2024 წლის ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეული გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის სასიკეთო აღმოჩნდა. 13 წლიანი, ისტორიული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია მეექვსე პოზიციაზე. 2025 წლის გლობალურ რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზე დაწინაურდა და ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო ყველა მეზობელ ქვეყნასაც უსწრებს,…
მეტი...,,ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება” – რუტე
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის და ეს მათ მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების უნარზე დიდ გავლენას მოახდენს“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება პოლონეთისა და ნატო-ს ტერიტორიის დაცვას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შერჩება, იგი ალიანსის პასუხს მთელი ძალით მიიღებს. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება. ეს ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მეტი...სამხრეთ კორეაში ტყის ხანძარის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. დაშავებული 19 ადამიანი. სტიქიას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ებრძვიან. ხელისუფლებამ, ადგილიდან, უსაფრთხოების მიზნით 23 ათასი ადამიანი გამოიყვანეს. ცეცხლმა 1300 წლის ისტორიული ტაძარიც დააზიანა. სტიქიამ, ამ დროისთვის, 17 ათასი ჰექტარი ტყის მასივი უკვე გაანადგურა.
მეტი...ბოლო სამი წლის განმავლობაში ყინულოვანი მასის დნობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. 275 000 მყინვარი 700 ათასამდე კვადრატულ მეტრს ფარავს, თუმცა ეს ფართობი სწრაფად მცირდება კლიმატური პირობების ცვლილებების გამო. კერძოდ, დაკარგულია 450 მილიარდ ტონამდე ყინულოვანი მასა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციიის ცნობით, თუ დღევანდელი ყინულოვანი მასების დნობის მაჩვენებელი არ შეიცვლება ძალიან ბევრი მყინვარი აშშ-ში, კანადაში, სკანდინავიაში, ცენტრალურ ევროპაში, კავკასიაში და ახალ ზელანდიაში XXI-ე საუკუნეში უბრალოდ გაქრება. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მყინვარები მსოფლიო წყლის მარაგის 70%-ს შეიცავს. იმ შემთხვევაში თუ მყინვარები გაქრება, მილიონობით ადამიანი წყლის…
მეტი...,,უკრაინას ჯარის დასაფინანსებლად ფული არ აქვს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტს ჯარის დაფინანსება არ შეუძლია. ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ დღეს, ომის დროს უკრაინის არმია სამჯერ აღემატება ჯარს, რომელიც ქვეყანას ჰყავს მშვიდობიან პერიოდში. „უკრაინის ჯარს სჭირდება დასვენება, როტაცია, რეზერვები, ხელფასები. ვფიქრობ, ჯარი ყოველთვის იყო პატარა, ვიდრე ახლა. შესაბამისად, როცა არმია სამჯერ დიდია, ვიდრე იყო, მას დაფინანსება სჭირდება. უკრაინის ბიუჯეტი ამას არ ეყოფა. საჭიროა სხვა პროგრამებიც. ევროპამ ის უნდა დააფინანსოს. იდეალურ შემთხვევაში, ეს ევროპამ და ამერიკამ უნდა გააკეთოს. მაგრამ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, მე უფრო ევროპის იმედი მექნებოდა“, – თქვა…
მეტი...,,გერმანიას მიგრანტები სჭირდება, სხვაგვარად ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება” – ბერბოკი
„გერმანიას არც თუ ისეთი კარგი შობადობა აქვს, ამიტომაც მიგრანტები გვჭირდება. მათ გარეშე ჩვენი ქვეყანა მომავალში ვერ გადარჩება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანალენა ბერბოკმა, სირიაში გერმანიის საელჩოს გახსნის დროს. მისი თქმით, გერმანია დაინტერესებულია გერმანული სკოლებისა და უნივერსიტეტების განვითარებით მსოფლიოს მასშტაბით, რადგან „გერმანული არ არის მარტივი ენა, და ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ“.
მეტი...პოლონეთის აეროპორტში ორი ქართველი დააკავეს
პოლონეთში, შოპენის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი ქვეყანაში შესვლას ყალბი საბუთებით ცდილობდნენ. 24 და 31 წლის ქართველებმა სასაზღვრო კონტროლზე ყალბი მუშაობის ნებართვის დოკუმენტები წარადგინეს. პოლონეთის პოლიციამ საქმეზე გამოძიება ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით დაიწყო. მედია წერს, რომ ქართველებმა ბრალი აღიარეს და ისინი იმავე დღეს პოლონეთი-ქუთაისის რეისით საქართველოში გამოაბრუნეს.
მეტი...ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა
ღაზაში ,,ჰამასის” წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა. ასობით ადამიანი ომის შეჩერებას ითხოვს. მედიის ცნობით, პროტესტის ეპიცენტრი ქალაქი ბეით ლაჰია, სადაც დემონსტრანტებმა ღაზის მოსახლეობას მიმართეს და სოლიდარობისკენ მოუწოდეს. კონფლიქტის ზონაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ,,ცაჰალის” იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია.
მეტი...ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჭკვიანი ტექნიკა ადამიანებს ანაცვლებს
ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახალგაზრდა მომხმარებლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტექნოლოგიების დაჩქარებული გამოყენების წყალობით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), დიდი მონაცემები და ნივთების ინტერნეტი (IoT) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრია უფრო ვითარდება. ამ მიმართულებით კი ჩინეთს მოწინავე ადგილი უკავია. საერთაშორისო მონაცემების პროგნოზების მიხედვით, ჩინურ ბაზარზე ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გადაზიდვის მოცულობა 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 281 მილიონ ერთეულს მიაღწევს, რაც წელიწადში 7,8 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. პეკინში, ჩაოიანგის რაიონში მდებარე ელექტრონიკის მაღაზიაში 2000 წლის შემდეგ დაბადებული წყვილებისთვის ჭკვიანი რობოტ მტვერსასრუტები აღმოჩნდა ყველაზე მიმზიდველი. მოწყობილობა პასუხობს ხმოვან ბრძანებებს და აღჭურვილია ეფექტური დასუფთავების ძრავით, რომელიც ზუსტად აყალიბებს მარშრუტებს…
მეტი...,,არ მოვტყუვდებით მშიშარა ადამიანების იაფფასიანი პოლიტიკით” – ერდოღანი
„ჩვენ მგრძნობიარე პერიოდს გავდივართ. ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციებს და არ დავადგებით ბნელ გზას, რომელიც კატასტროფამდე მიგვიყვანს”, – თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლიტიკური არეულობის დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა და ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. ,,არ მოვტყუვდებით მშიშარა ადამიანების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ახალგაზრდებს ამოფარებულნი ცდილობენ საკუთარი დანაშაულების დაფარვას. ჩვენ არასდროს ვიქნებით მათი დადგმული სცენარების მონაწილეები. თუ იქნება უკანონობა, ჩვენ მათ კანონის ფარგლებში ვაგებინებთ პასუხს“, – განაცხადა ერდოღანმა. ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა მის მოქალაქეს ეკუთვნის და ახალგაზრდებს მოუწოდა, სიფხიზლე შეინარჩუნონ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ქაოსის გაღვივებას ცდილობს. მან ასევე დაგმო…
მეტი...ტრამპს აშშ-ში არჩევნებში მონაწილეობის წესების გამკაცრება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა მოქალაქეობის კონტროლი გამკაცრდება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი არჩევნებში ჩარევა აეკრძალებათ. ტრამპმა რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს დაავალა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ფოსტით ხმის მიცემისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცესის კონტროლის გამკაცრება. ამავე განკარგულებით გამკაცრდება წესები, რომლითაც ამომრჩეველთა მოქალაქეობას ამოწმებენ და ასევე, დამატებითი ზომები იქნება მიღებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საწინააღმდეგოდ. როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აიძულოს ცალკეული შტატების ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, ამიტომ ტრამპი ფინანსური ზეწოლის განხორციელებას აპირებს. დოკუმენტის მიხედვით, შტატები, რომლებიც არ მიიღებენ ზომებს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფედერალური…
მეტი...ახალი დეტალები დაკავებული ცოლ-ქმრის საქმეში, რომლებიც შშმ ქალს სექსს აიძულებდნენ
ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის, ხათუნა და ლევან აბულაძეების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შშმ ქალის დედის ამბობს, რომ სცადა შვილის წაყვანა სოფელში, თუმცა ბრალდებულები ჩავიდნენ მასთან და იგი დააბრუნეს იგივე ადგილას, სადაც იძულებით გააგრძელა საქმიანობა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულთა დანაშაულს დაადასტურებს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და სრული მოცულობით დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ასევე დაცვის მხარეს ჰქონდა მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მათ მიმართ…
მეტი...დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მოსმენა იგეგმება
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი თავად უპასუხებს იმ კითხვებს, რაც მასთან დაკავშირებით კომისიას აქვს. ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ქარელს. მოწვეულები არიან ასევე: ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.
მეტი...რუსებმა, ერგნეთისა და სვერის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – აცხადებს სუს-ი.
მეტი...(VIDEO) გზის ჩანგრევას ბაიკერი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეაში, სეულში გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებს 18 საათი დასჭირდათ წყლის ამოტუმბვისა და ცხედრის ამოსაყვანად.
მეტი...,,რუსეთის შეიარაღებული ძალები იცავენ მორატორიუმს ენერგოობიექტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც კრძალავს უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს 30-დღიანი მორატორიუმის ფარგლებში, ძალაშია. „პუტინის ბრძანება მორატორიუმთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს და სრულდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე. რუსული მხარის განცხადებით, დროებითი მორატორიუმი 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს. უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.
მეტი...ცნობილი ბლოგერი მოულოდნელად გარდაიცვალა
აშშ-ში, 16 წლის ცნობილი ბლოგერი, ჯოშუა ბლექლეჯი მოულოდნელად გარდაიცვალა. daily mail-ის ცნობით, ახალგაზrდა ბლოგერი 18 მარტს, ნიუ-პორტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის მე-11კლასის მოსწავლე იყო. მოზარდის გარდაცვალება სოციალურ ქსელში, მისმა შეყვარებულმა დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, არ სახელდება. ბლოგერს TikTok-ზე 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
მეტი...„მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია” – ტრამპი
,,ჩვენ ამჟამად კრემლის მიერ დაწესებულ ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ,,მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად. ჩვენ ამჟამად კრემლის მიერ დაწესებულ ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს ვიკვლევთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის შესახებაც არასოდეს უნდა გვეფიქრა. ომი არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ, ამის თქმა შემიძლია. მიმდინარეობს ძალიან დიდი და დეტალური მოლაპარაკებები ორივე ფრონტზე. მოლაპარაკებები რთული…
მეტი...პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში დაახლოებით 2 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.
მეტი...უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მოსკოვში გაემგზავრა. მისი თქმით, მოსკოვში მოლაპარაკებების მთავარი თემები ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იქნება. სიიარტო მოსკოვში შეხვდება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და აგრეთვე განიხილავს უკრაინის საკითხზე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
მეტი...,,საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება” – ფიშერი
„გერმანიამ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა იმ ქართველ პირებს, რომლებსაც ჩვენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ვანიჭებთ“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დასანქცირებული პირების ვინაობის გასაჯაროებას გერმანიაში მოქმედი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონები კრძალავს. „საქართველოს 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა ეს სტატუსი საქართველოს მიანიჭა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს. თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველო, დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ასე რომ, თქვენ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ,…
მეტი...