უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, უკრაინა მოითხოვს სანქციებსა და იარაღს აშშ-ისგან. “თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...დღე: მარტი 25, 2025
“მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია”- მეუფე შიო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ განაცხადა, რომ საჭიროა, ყველამ მაგალითად დაისახოს იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და “ “გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა V საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალისხმევით. ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურისა, მწიგნობრობისა და მსოფლმხედველობისა. დღეს ჩვენ გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი…
მეტი...“ოკუპირებული ტერიტორიები რჩება ყველაზე რთულ გამოწვევად”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იყო. მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ შევთანხმდით საზღვაო ცეცხლის შეწყვეტასა და თავისუფალ ნავიგაციაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, შეთანხმებაში ჯერ კიდევ ბევრი გასარკვევი დეტალია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები კვლავ რჩება ყველაზე რთულ გამოწვევად. „არ ყოფილა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ – აღნიშნა ზელენსკიმ. კრემლი „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენის სანაცვლოდ დასავლეთს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს
მეტი...კრემლი „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენის სანაცვლოდ დასავლეთს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს
რუსეთში განაცხადეს, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის. ამის შესახებ ნათქვამია ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ: „სანქციების მოხსნა „როსსელხოზბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი SWIFT-თან მიერთება, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა; სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა; სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი…
მეტი...“31 მარტს ყველანი ერთად შევხვდებით”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. „მინდა, რომ ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს და „კი“ ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მეტი...“ცეცხლი ოლიგარქიას”- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. “ცეცხლი ოლიგარქიას” – სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.
მეტი...თბილისში შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შემთხვევა 24 მარტს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...„საქართველოში ახალი არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“- ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შესახებ
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ წერს, რომ გიტანას ნაუსედასთან საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა განვიხილა. “შევხვდი გიტანას ნაუსედას, რათა განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა, და ევროკავშირის ერთიანი პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ერთად, მზად ვართ გავაძლიეროთ სტაბილურობა რეგიონში”- წერს ზურაბიშვილი.
მეტი...“ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ “მეგობარი აქტის” მხარდაჭერაში”- ჯინ შაჰინი
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს, შემომიერთდნენ “მეგობარი აქტის” მხარდაჭერაში. “დემონსტრანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოძრაობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ “მეგობარი აქტის” მხარდაჭერაში”- წერს შაჰინი.
მეტი...„რუსეთი და უკრაინა ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ“- თეთრი სახლი
რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ. განცხადებებს თეთრი სახლი ავრცელებს. საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული შეხვედრების შედეგად, თეთრი სახლი ორივე ქვეყანასთან მიღწეულ შეთანხმებებზე ცალკე განცხადებებს აქვეყნებს. უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები ერთგული რჩება დახმარება გაწიოს ომის ტყვეების გაცვლის მისაღწევად, დაკავებული სამოქალაქო პირების გასათავისუფლებლად და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად”. რუსეთთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები დახმარებას გაწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზრობაზე რუსეთის წვდომის აღდგენაში, საზღვაო სადაზღვევო ხარჯების დაწევაში, და მსგავსი ტრანზაქციებისთვის პორტებისა და საგადასახადო სისტემებისადმი წვდომის გაფართოებაში”. ასევე,…
მეტი...დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დომენიკო მანგოს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კუკური ბარამიძეს (დომენიკო მანგო) დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად, 30 წლის საქართველოს მოქალაქეს კუკური ბარამიძე დამნაშავედ სცნეს “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის”. “სასამართლოში დადგინდა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში ბარამიძე მონაწილეობას იღებდა შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც დაქირავებული მებრძოლი “ქართული ეროვნული ლეგიონის” შემადგენლობაში… ბარამიძეს გადაეცა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ეკიპირება და სპეციალური აღჭურვილობა, რის შემდეგაც მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ქმედებებში “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების…
მეტი...„პროკურატურის მტკიცებულებები ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს“- ანდრო ჭიჭინაძე
მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები ოთხი თვეა, ელოდებიან, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს. მისი თქმით, საქმეს არაფერი ემატება, რადგან მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს. “ჩვენ, დაახლოებით, ოთხი თვეა, ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ მათივე ლოგიკით, წინ რომ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, რა უნდა დაემატოს, როცა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ანუ ჩვენს წინააღმდეგ მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას მტკიცებულებებისთვის, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგინა, რადგან აბსოლუტურად ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს“- განაცხადა მსახიობმა.
მეტი...“მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკლ უოლცის მიერ ჟურნალისტ ჯეფრი გოლდბერგის ჯგუფურ “ჩატში” შეცდომით დამატების შესახებ. როგორც ტრამპი აცხადებს, მაიკლ უოლცმა “გაკვეთილი ისწავლა”, ხოლო ხარვეზი “უმნიშვნელო” აღმოჩნდა. “ჩატში”, რომელშიც იემენის „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების დაგეგმვა განიხილებოდა, ასევე იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები. “მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, და ის კარგი კაცია” – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილ მაღალჩინოსნებს იბარებს
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა. კომისიის რიგით მეხუთე სხდომა 26 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ,,ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. „შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...,,აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ომი მალე მოლაპარაკებების გზით გადაწყდება” – ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას იმედი აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ომი მალე მოლაპარაკებების გზით გადაწყდება. „არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ომში გამარჯვებულები არ არიან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიწყო ის. ეს არაერთხელ გამოცადეს სხვადასხვა პერიოდში და ყოველთვის ერთი და იმავე შედეგით მთავრდებოდა“, – განაცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, დღეს ვაშინგტონში ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაროშ შეფჩოვიჩი თავის ამერიკელ კოლეგებს, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ჯეიმსონ გრიერს შეხვდება.
მეტი...საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან დაიწყება
საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლის 15 ივნისიდან ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16 839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
მეტი...ბელარუსში ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჩატარდა
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა. მან პრეზიდენტის რანგში ახალი ფიცი დადო. ბელარუსული მედიის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონია მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ცნობისთვის, ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ცესკოს თანახმად, არჩევნებში ლუკაშენკომ ხმათა 86,82% გაიმარჯვა. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.
მეტი...ანკარაში მასობრივი შეკრებები 1-ელ აპრილამდე აიკრძალა
ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მასობრივი აქციების, შეკრებებისა და მიტინგების ჩატარება 26 მარტიდან 1-ელ აპრილამდე აკრძალა. „მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეებსა და ღია სივრცეებში, დემონსტრაციები, მსვლელობები, განცხადებები პრესისთვის, მჯდომარე გაფიცვები, ხელმოწერების შეგროვების კამპანიები, მსგავსი აქციები და ღონისძიებები, ასევე ფლაერების გავრცელება და ბანერების გამოფენა, 26 მარტის 00:00 საათიდან 1-ელი აპრილის 23:59 საათამდე აკრძალულია“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში. მანამდე ანკარის, სტამბოლისა და იზმირის ხელისუფლებამ მასობრივ მსვლელობები შეზღუდა. ცნობისთვის, სტამბოლის მერის და ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გასაპროტესტებლად ასეულობით ათასი მოქალაქე თურქეთის სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავს. აქტივისტები მარშებს მართავენ სტამბულში, ანტალიაში, იზმირსა და ანკარაში და…
მეტი...,,ერ-რიადში შავი ზღვის ინიციატივა განიხილეს” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს „შავი ზღვის ინიციატივა“ განიხილეს. მისი თქმით, რუსეთი შავი ზღვის ინიციატივის ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით განახლების მომხრეა და შეთანხმების განახლებისთვის რუსეთს მკაფიო გარანტიები სჭირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები მოლაპარაკებების შედეგებზე ინფორმირებულები არიან.
მეტი...„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერისთვის 8 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 8 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში აგრარული ბაზარი გახსნა. ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა. სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს,…
მეტი...კლინიკა ,,ვეტ ჰაუსი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან პარტნიორობით, აგრძელებს მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროგრამას
ვეტერინარული კლინიკა ,,ვეტ ჰაუსი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან პარტნიორობით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროგრამას. პროექტის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, კლინიკა უსასყიდლოდ ახორციელებს მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციებს, რის შემდეგაც ცხოველებს უტარდებათ ანტირაბიულ ვაქცინაცია და უბრუნდებიან მათზე მზრუნველ პირებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის კლინიკა ,,ვეტ ჰაუსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის. სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა ჰუმანური მეთოდებით შემცირდეს ქუჩის ცხოველების პოპულაცია და გაუმჯობესდეს მათი სიცოცხლის ხარისხი. კერძო სექტორის მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაში., რაც დედაქალაქში ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი…
მეტი...გორში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა
გორის ცენტრში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სტალინის და ჭავჭავაძის კვეთაზე, შუქნიშანთან მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. მძღოლები კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
მეტი...მაკრონი ზელენსკის 26 მარტს ელისეს სასახლეში უმასპინძლებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მარტს ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, 26 მარტს „მსურველების კოალიციის“ სამიტია დაგეგმილი, რომლის მონაწილეებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ. „სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა საფრანგეთისთვის პრიორიტეტად რჩება“, – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
მეტი...ავარიის დროს დაშავებული 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა
„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 19 თებერვალს სოფელ აზიზქენდში ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. ამ დროის განმავლობაში მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეტი...,,თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის” – ზურაბიშვილი
,,თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის. თუ რუსეთი საქართველოში წარმატებას მიაღწევს, ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო აგრესია, სამხედრო შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს, უბრალოდ შეუძლია გამოიყენოს, მისთვის ბევრად ნაკლებ ფასად, ჰიბრიდული ომი, საარჩევნო მანიპულაცია, ეკონომიკური იძულება და შიდა კონტროლის დაწესება დემოკრატიული მთავრობების მოსაშორებლად და მათი ავტორიტარული პროექტებით ჩასანაცვლებლად. „ის ახალ ნიადაგს სინჯავს საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს…
მეტი...პრემიერ-მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აღნიშნული მიმართულებით არსებულ გეგმებს. განიხილეს დაგეგმილი 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის. საუბარი შეეხო თბილისის ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის პროექტს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ხაზი გაესვა ბავშვთა რაგბის ხელშეწყობისა და მათთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. აქვე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება სტადიონების მშენებლობა 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს გაზრდილ მოთხოვნას როგორც…
მეტი...,,შშმ ქალს მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ” – დაკავებულია ცოლ-ქმარი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ხათუნა და ლევან აბულაძე, ერთი თვის წინ, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ცნობით, 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა და მხარეთა შუამდგომლობა განიხილეს. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის გირაოს გამოყენება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მეტი...,,ჰუსიტებმა” თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს
იემენელმა ,,ჰუსიტებმა” თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. მოძრაობის სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ ტელეარხ Al Masirah-ზე განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა „ზულფიკარის“ და „პალესტინა-2“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს. ,,ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზანს”, – აცხადებს იაჰია სარია.
მეტი...საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება
თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმი ამოქმედდება. „ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც”, – აღნიშნავს სააგენტო. ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი წესი, თუმცა, მათივე თქმით, ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
მეტი...საჰაერო ძალებმა კურსკში სამხედრო ობიექტს დაარტყეს და 30-მდე ოკუპანტი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოკუპანტების თავმოყრის ადგილს დაარტყეს და 30-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წარმატებით დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის ადგილს კურსკის ოლქში. დარტყმის შედეგად ობიექტი მთლიანად განადგურდა და 30-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. მათი განმარტებით, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს ოკუპანტების შესაძლებლობას განახორციელონ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუმისა და კურსკის ოლქებში. „საჰაერო ძალების პილოტები, ისევე როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრისთვის დარტყმების მიყენებას მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
მეტი...რუსული კოშმარი ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში
,,საქართველოში კრიზისი მწვავდება და ქვეყანა ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იწყებს ქვეყნის დაბრუნებას რუსეთის ბატონობისკენ და მართვის რუსული მოდელისკენ. „საქართველოში კრიზისი მწვავდება. არჩევნების გაყალბების გარდა, პოლიტიკური კრიზისის გარდა, სადაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგებს, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ განსხვავებულ გამოწვევას, რომლის კვალიფიცირება შეიძლება მხოლოდ როგორც ეგზისტენციალური გამოწვევა. მმართველმა პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა თავდაპირველად ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, რადგან ის მოვიდა ხელისუფლებაში პრო-ევროპული…
მეტი...საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა. ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო. Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის და უკრაინის დელეგაციები შეხვედრაზე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას განიხილავდნენ, რომელიც ენერგეტიკის ობიექტებსა და შავ ზღვას ეხება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მხარეები ერთობლივ განცხადებას დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებდნენ. თუმცა, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება.
მეტი...,,გრენლანდიაში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის, ჩვენ იქ დაგვპატიჟეს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გრენლანდიაში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის. „გრენლანდიიდან ბევრ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელთაც სურთ, რომ რაღაც მოხდეს და ისინი სათანადოდ დაცულები იყვნენ და მათზე იზრუნონ. ვფიქრობ, გრენლანდია არის ის, რაც შეიძლება ჩვენს მომავალში იყოს. ისინი გვეძახიან და ჩვენ იქ დაგვპატიჟეს“, – განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში გრენლანდიას აშშ-ის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი იქნებიან.
მეტი...,,მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება” – პესკოვი
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება. ,,ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ღრმად ჩაძიებით, ამიტომ ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება, ამის მოლოდინი არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ანალიზდება დედაქალაქში გაკეთებული ანგარიშები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გარკვეულ გაგებაზე საუბარი”, – პესკოვის კომენტარს ,,რია ნოვოსტი” ავრცელებს. მისი თქმით, კონტაქტები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაგრძელდება, მაგრამ შემდგომი შეხვედრების შესახებ ჯერ არ არის დაკონკრეტებული. ასევე, მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ არ განიხილება.
მეტი...საუდის არაბეთში, აშშ-უკრაინის დელეგაციების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
საუდის არაბეთში, აშშ-უკრაინის დელეგაციების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას მედია უკრაინის დელეგაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ჩვენ ამერიკელებთან მუშაობას ვაგრძელებთ”, – თქვა უკრაინის დელეგაციის წევრმა. შეგახსენებთ, რომ გუშნ უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ვაშინგტონი და კიევი მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-რუსეთის შეხვედრა შედგებოდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.
მეტი...