“რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება სომეხ ხალხთან მეგობრობას და ძმობას ვერ შეცვლის” – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „დინამო არენაზე“ საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტს და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი დასაგმობია. „ცხადია, არ იყო სასიამოვო სანახავი. ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ბევრმა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანა თემა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თუნდაც საუბარი იმაზე, რომ ეს ჩვენს ძმობას, მეგობრობას აზიანებს. ამ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ფაქტი აუცილებლად დასაგმობია. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედება. როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ…
მეტი...დღე: მარტი 24, 2025
“როგორც ჩანს, ტრამპი ერთადერთია, ვისიც პუტინს ეშინია”- ზელენსკი
“როგორც ჩანს, ტრამპი ერთადერთია, ვისიც პუტინს ეშინია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, ერთ მომენტში, როდესაც აშშ კრემლს სანქციებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გააგრძელებდა, რუსები ძალიან შეშინდნენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ტრამპი მიხვდება, რომ პუტინი არ არის სანდო და იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე ჩანს.
მეტი...გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა
გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა“ – წერს გერმანიის საგარეო უწყება.
მეტი...ბათუმში მოზარდს ეძებენ
ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. “დაიკარგა თევზაძე ზაზა. შაბათს დილით გავიდა და არ დაბრუნებულა. თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას, დარეკეთ ნომერზე: 579770018 ” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...“უკრაინის ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიებისთვის გადაცემის საკითხი განიხილება”- ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება. „ელექტროსადგურის მფლობელობის საკითხზე ვსაუბრობთ. ადამიანები ამბობენ, რომ ელექტროსადგურს აშშ უნდა ფლობდეს, რადგან ჩვენ ამის ექსპერტიზა გვაქვს“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპის ინფორმაცით, უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გააფორმებს. „იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ”- ტრამპი
მეტი...„იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გააფორმებს. „იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხელს მალე მოვაწერთ. ახლა ტერიტორიების შესახებ ვსაუბრობთ. სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 117-ე დღეა მიმდინარეობს.
მეტი...„ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან ვიწყებ”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან იწყებს. „ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან ვიწყებ. ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ჩვენს ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“ – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...“ოპოზიციის სპექტაკლი დასრულდება”- ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა. „ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა. ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ თურქეთის მოქალაქეების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს. „ოპოზიციის სპექტაკლი დასრულდება და მათ შერცხვებათ იმ ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს“ – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა.
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა. როგორც მედია წერს, ზელენსკიმ ვენსს შესთავაზა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ომის პერიოდში უკრაინაში არჩასვლის შესახებ. 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენსს მოუწოდა, ეწვიოს უკრაინას, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში.
მეტი...სუმზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის 17 ბავშვია. ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს. უკრაინის პროკურატურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განახორციელა. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და სკოლა. ქალაქში საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
მეტი...ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს
ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს. როგორც დონალდ ტრამპი აცახდებს, ტარიფებს მრავალი მიზეზების გამო აწესებს. „აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ე.წ. მეორად ტარიფს დააწესებს, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ვენესუელამ აშშ-ში მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა ათიათასობით კრიმინალი, რომელთა უმეტესობა მკვლელია. ამასთან, ვენესუელა აშშ-ს და იმ თავისუფლებების მიმართ, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მტრულად არის განწყობილი. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული გახდება 25%-იანი ტარიფი გადაუხადოს აშშ-ს, ჩვენს ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისას“ – წერს დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, ვენესუელას წინააღმდეგ ტარიფები ძალაში 2…
მეტი...“რუსეთს ტერორის გაგრძელება სურს”- დენის შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება. მისი განცხადებით, რუსეთს ტერორის გაგრძელება სურს. „უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთი კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტერორის გაგრძელება სურს. აგრესიის შეჩერების, სამართლიანობის უზრუნველყოფისა და უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს“ – წერს დენის შმიგალი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 13 ბავშვი.
მეტი...რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სუმის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 13 ბავშვია. „მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს, ყველა ცოცხალია“ – წერს ვლადიმერ არტიუხი „ტელეგრამის“ არხზე.
მეტი...თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს
აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელსაც კლინიკა “ვივამედის” დირექტორისთვის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას 2 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. მან კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე განახორციელა წვრილმანი ხულიგნობა, შეურაცხყოფა მიაყენა კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს. ქათამაძე ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს. თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ის ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა,…
მეტი...“აშშ-ს მიერ დახმარების შეჩერებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების შეჩერებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია. „ამას კავშირი არ ჰქონია. არასწორად არ გამიგოთ, მორალი ყოველთვის არის დამოკიდებული იმაზე, დგანან თუ არა თქვენი პარტნიორები თქვენს გვერდით, მაგრამ, ვერ ვიტყოდი, რომ პაუზამ კურსკის ოპერაციაზე გავლენა მოახდინა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს ენდობა, მაშინაც კი, როდესაც ამერიკული დაზვერვა პუტინის სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის.
მეტი...,,ამერიკაში თუ არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე” – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი
,,თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე. გარკვევით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანაში თუ შემოხვალთ და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის”, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,სუსტმა ხელმძღვანელობამ ჩვენი საზღვრები ზედმეტად დიდხანს ღიად დატოვა. გადაავსო ჩვენი საზოგადოება ნარკოტიკებით, ადამიანებით მოვაჭრეებითა და მოძალადე კრიმინალებით. ეს დღეები წარსულში დარჩა. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს და აღვადგენთ მათ უსაფრთხოებას. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით. ძლიერი საზღვრები ნიშნავს უფრო ძლიერ ამერიკას. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ უსაფრთხოს ხდის“,…
მეტი...,,ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია” – უოლცი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია. მისი თქმით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ბირთვული იარაღის შექმნის სურვილი მთელი მსოფლიოს დასანახად უნდა დათმოს. როგორც მან აღნიშნა, საკუთარი მარიონეტებით თეირანი რეგიონში ქაოსს იწვევს.
მეტი...,,ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები” – ჯეი დი ვენსი
,,დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში შედის”, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაზე საუბრის დროს განაცხადა. „ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დიდი ტერიტორიული ინტერესი უნდა გვქონდეს გრენლანდიის მიმართ, მაშინ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს. იმიტომ, რომ მას არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს, პირველ ყოვლისა, რა არის ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, დანია, რომელიც ფლობს კუნძულ…
მეტი...ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
ევროკომისია მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები როგორც ქვეყანამ, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია. „ჩვენ გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს მოითხოვს მკაფიო ვალდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის მერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 19 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში თურქეთში გამართული აქციების დროს 1 133 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციების დროს 123 პოლიციელი დაშავდა. ასევე, უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ…
მეტი...გაიცანით უნიკალური სამკურნალო მცენარე – რას კურნავს ის?!
სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტეროლის დონეს; ხელს უშლის თრომბების გაჩენას; ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას; არეგულირებს სისხლის წნევას; ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანებაში. ეფექტურია მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციისთის… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც რისთვისაც აღნიშნული მცენარე სასარგებლოა. მისი სახელია გინკგო ბილობა, სამშობლო კი ჩინეთი. როგორ მოხვდა საქართველოში პირველად? ყოფილ სსრკ-ში მაო ძედუნმა სულ 7 ნერგი გამოგზავნა, ერთ-ერთი კი საქართველოში მოხვდა. ეს მცენარე დედამიწაზე არსებული ხეების სახეობებიდან ერთ-ერთი უძველესია, მის ნარჩენებს პოულობენ 270 მილიონი წლის წინანდელ ქანებშიც კი. მცენარე შეტანილია, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაში. მას ასევე უწოდებენ “ცოცხალ ნამარხს”.…
მეტი...ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ
ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ თავიანთ შეხვედრას საუდის არაბეთში. არსებული ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინასთან წინასწარ შეთანხმებულ ვერსიებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. განხილვის საგანი იქნება ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა, ასევე შავ ზღვაზე შეტევების შეჩერება. ამ წუთებში, საუდის არაბეთში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამდე კი, 23 მარტს ერ-რიადში ამერიკული და უკრაინული დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს.
მეტი...,,ბრიუსელის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხდება იმის გამო, რომ მთავრობა არის მშვიდობის მომხრე” – სიიარტო
,,ბრიუსელის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხდება იმის გამო, რომ მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად, უნგრეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბრიუსელის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში მიუღებელია. ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად. ასევე, მიუღებელია უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი…
მეტი...,,მივესალმებით იმ ფაქტს, რომ USAID-ის წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია” – სიიარტო
,,მივესალმებით იმ ფაქტს, რომ USAID-ის წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია, ეს ფინანსური ნაკადი ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ, მკაცრად იყოს გამოძიებული, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომელთა საშუალებითაც, უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების ინტერესების გატარება ქვეყნებში. ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ, უნგრელები ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა, უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიის და ევროპის გადასახადის…
მეტი...,,შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე სერიოზული პრობლემები განიხილება” – კარასინი
რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება. კითხვაზე, არის თუ არა მხარეებს შორის რაიმე ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა: „როგორ შეიძლება არ იყოს, თუ უკვე ამდენი ხანია, სამი საათია, ვსხედვართ და სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს“. ხოლო კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსულ-ამერიკული შეხვედრები ექსპერტების დონეზე კიდევ გაიმართოს, კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით დაიგეგმება. საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო
მეტი...,,ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ. „ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვიცით, თუ რა ხდებოდა თუნდაც 2008 წლის ომის დროს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება. რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას,…
მეტი...მოსკოვის ცენტრში ხანძარია
მოსკოვის ცენტრში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსს უკიდია. დამწვარია 100 კვადრატული მეტრი. მედიის ინფორმაციით, შენობის სახურავზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტი...„დრონების კოალიციამ“ უკრაინას თავდაცვის ძალებისთვის, სადაზვერვო დრონების შესაძენად. 20 მილიონი ევრო გამოყო
„დრონების კოალიციაში“ შემავალმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისთვის საერთო ფონდიდან 20 მილიონი ევრო გამოეყოთ. თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თებერვალში „დრონების კოალიციამ“ გამოაცხადა მესამე საერთაშორისო ტენდერი მრავალროტორიანი სადაზვერვო დრონებისთვის. მასში მონაწილეობა უკვე მეორედ შეძლეს უკრაინელმა დეველოპერებმა. სატენდერო განაცხადის ვადა უკვე დასრულდა და შერჩევის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება სამ თვეშია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, „დრონების კოალიცია“ შეიქმნა 2024 წლის თებერვალში „რამშტაინის“ ფორმატში გამართული მე-19 შეხვედრის დროს. მისი ჩამოყალიბების იდეა ლატვიას ეკუთვნის. ამჟამად, ლატვია, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კოორდინაციას უწევს ინიციატივის მუშაობას. კოალიცია 18…
მეტი...,,აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი” – კალაძე საია-ს სარჩელზე
„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, – ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კალაძე იმასთან დაკავშირებით, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „გამჭვირვალობის კანონზე“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი ისე შეიტანა, რომ კანონის შეჩერება არ მოუთხოვია. „ესეც ცხადყოფს, რომ აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო. აღნიშნული კანონი მოითხოვს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ ვისგან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ…
მეტი...,,აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შავი ზღვის ინიციატივის საკითხია” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის საკითხია. მისი თქმით, შავი ზღვის ინიციატივის განხილვის წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღეს. ინიციატივის მიზანი კი შავ ზღვაში გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ,,რუსეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი. საუბარია ქვეყნების სურვილზე და მზადყოფნაზე, გადავიდნენ მშვიდობიანი მოგვარების გზაზე – აქ ნამდვილად არის საერთო გაგება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით“,…
მეტი...,,ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა” – კახა კალაძე
„ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ოპოზიციის ეს მცდელობა უშედეგო იქნება. „ცხადია, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება…
მეტი...,,აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია – ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. ამის შესახებ მან ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „ამ ადამიანის ვოიაჟებს და გადადმულ ნაბიჯებს არანაირი აზრი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, არ ეკუთვნოდა საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს. მას ჰყავს თავისი პატრონი, რომელსაც აქვს მის მიმართ მოთხოვნები, იმიტომ, რომ მისი შვილები უზრუნველჰყვეს, დაასაქმეს სხვადასხვა მიმართულებით, ეს კი შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანს აქვს თავისი ვალდებულებები თავისი პატრონების მიმართ და…
მეტი...,,სტადიონზე ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს” – კახა კალაძე
,,არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც სტადიონზე შესვლა, სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა, ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს”, – აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს: „მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“, კახა კალაძის თქმით, ამით ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების მიმართ. „თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი მაკკეინის ფონდის კონსულტანტია თუ რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება…
მეტი...,,რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ – გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ – არა” – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისი ვითარდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მათ ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულები არიან მარცხისთვის. რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ – გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ – არა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს შესაბამის არჩევანს – მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქების კეთილდღეობას, მხარს დაუჭერს იმას, რომ გამოწვევებს და…
მეტი...კანცელარიასთან ჭიათურელების აქცია მიმდინარეობს
მაღაროელების საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობს. ჭიათურელების მოთხოვნები უცვლელია: ჩაანაცვლოს მთავრობამ კომპანია, შეიქმნას ჭიათურის ფონდი, მოხდეს მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია, ეკოლოგიური საკითხების მოგვარება და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების გასტუმრება. ცნობისთვის, კომპანია ,,ჭიათურის მენეჯმენტმა” მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ სამუშაოებს წყვეტდა, თუმცა თანამშრომლებს დავალიანების ანაზღაურებას დაჰპირდა. მოგვიანებით ,,ჭიათურის მენეჯმენტმა” და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდის უუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართეს.
მეტი...,,დათბა დღეს და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო” – მამუკა მდინარაძე
„დათბა დღეს. ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო. ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“, – წერს äქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი დავალება აქვთ მიღებული, ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს კვლავ ,,რუსულ კანონი“ რომ უწოდონ. ცნობისთვის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.
მეტი...