პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტი თბილისში 116-ე დღეა მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

მეტი...

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ავრცელებს. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკურ საკითხებს ეთმობა. “დავიწყეთ შეხვედრა ამერიკის გუნდთან რიადში. ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დირექტივას სამართლიან მშვიდობასთან დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. დღის წესრიგში დგას წინადადებები ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თაობაზე. დღეს ვმუშაობთ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე – ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან” – წერს თავდაცვის მინისტრი X-ზე.

მეტი...

უკრაინელებმა ლუგანსკში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა, ლუგანსკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით ნადიას დასახლებული პუნქტის კონტროლი აღადგინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მტრისგან გათავისუფლებული ტერიტორიების საერთო ფართობი სამი კვადრატული კილომეტრია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული ბრიგადის ცნობით, დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის ოპერაცია 30 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

„დინამო არენაზე“ “ერთა ლიგის” “პლეი ოფის” საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე). 6:1 კვარაცხელია (63 წუთზე).

მეტი...

ანგარიში 5:0 გახდა

“ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:0 ამარცხებს. მეხუთე გოლი გიორგი მიქაუტაძემ 34-ე წუთზე გაიტანა. დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: ოთარ კიტეიშვილი -2 გოლი, გიორგი მიქაუტაძე -2 გოლი, გიორგი ჩაკვეტაძე – 1 გოლი. მატჩი “დინამო არენაზე” მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოს ნაკრები სომხეთს 4:0 უგებს

“ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ორქულიანი უპირატესობით უგებს. ამ დოისთვის ანგარიში 4:00.  მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა ოთარ კიტეიშვილმა. შეხვედრის მე-14 წუთზე კი სომხეთის ნაკრების კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის 23-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეოთხე კვლავ ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მატჩი “დინამო არენაზე” მიმდინარეობს. საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

მეტი...

2 გოლი სომხეთის კარებში

“ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრები სომხეთის გუნდს 2:0 უგებს. მეტოქის კარებში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. შეხვედრა “დინამო არენაზე” მიმდინარეობს. საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.  

მეტი...

კიტეიშვილმა ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთებში გახსნა

ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს მასპინძლობს. შეხვედრის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა. შეხვედრა “დინამო არენაზე” მიმდინარეობს. საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

მეტი...

საქართველოს ნაკრები სომხეთს უპირისპირდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს უპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“  არენაზე მიმდინარეობს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყო. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.  

მეტი...

ეკრემ იმამოღლუმ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის

ეკრემ იმამოღლუმ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. “მოვუწოდებ ჩემი თანამოქალაქეებს, ყველას, 86 მილიონ ადამიანს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და აჩვენონ მსოფლიოს ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის. მე ვდგავარ თავაწეული. ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება“– წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში. დღეს სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.  

მეტი...

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელში, აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელში, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის თქმით, თავდასხმა რაკეტა „პალესტინა-2”-ით განხორციელდა. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ რაკეტა მანამდე მოიგერია, სანამ ის ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდოდა. ანასთან, იაჰია სარის თქმით, ისინი ასევე თავს დაესხნენ ამერიკულ ავიამზიდ USS Harry S. Truman-ს.

მეტი...

ნაკრების მატჩისთვის საქართველოს შემადგენლობა სომხეთთან

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეტი...

“რუსეთის ტერორი ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევას”- სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ ბოლოდ დროს განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალისხმევას. „რუსეთმა წუხელ კიევზე დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა, სამიზნე იყო საცხოვრებელი ადგილები და სახლებში მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი, რვა კი დაშავდა. ეს მოხდა კროპივნიცკის, ზაპოროჟიეს, ოდესასა და სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ. რუსეთის სისტემატური და მიზანმიმართული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ და ძირს…

მეტი...

რომის პაპმა საავადმყოფო დატოვა

რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ რომის „ჯემელის“ საავადმყოფო დატოვა. გამოცემის ცნობით, საავადმყოფოს დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე რომის პაპი აივნიდან გულშემატკივრების წინაშე საჯაროდ გამოჩნდა და მათ მადლობა გადაუხადა. 88 წლის რომის პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს თავდაპირველად მძიმე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, შემდგომში მას პოლიმიკრობული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ორივე ფილტვის პნევმონიაში გადაიზარდა.

მეტი...

“ვაშინგტონი ბრიტანეთისგან ზელენსკის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს მოითხოვდა”- კირ სტარმერი

კირ სტარმერი ამბობს, რომ  28 თებერვალს თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებდა ბრიტანეთზე და ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ განაცხადა. „იმ დღეს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მკაფიო ზედსართავები, რათა აღგვეწერა ის, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მე მივიჩნევდი, რომ უმჯობესია ყურმილის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე გვერდზე“ – განაცხადა მან.

მეტი...

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები საუდის არაბეთში დღეს დაიწყება

შეერთებული შტატების შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დღეს დაიწყება. შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო უცნობია. შეერთებული შტატების დელეგაცია ჯერ უკრაინის დელეგაციას შეხვდება, შემდეგ, კი მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან გაგრძელდება. არსებული ცნობით, ერთ-ერთი საკითხი ტერიტორიების გაყოფა იქნება.  

მეტი...

აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა აღდგომამდე სურს

თეთრი სახლი მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე მოხდეს, როდესაც მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. თეთრი სახლი აღიარებს, რომ ვადები შეიძლება შეიცვალოს ორი მხარის პოზიციებს შორის დიდი უფსკრულის გათვალისწინებით. Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთმა შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ეს პოზიცია კი კიევმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს.

მეტი...

ლიკვიდირებულია ოსი მებრძოლი, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ოსი მებრძოლი მოკლეს, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. ლიკვიდირებულია სეპარატისტი კაზბეკ ტიმოვი. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის…

მეტი...

„ჩვენი ომი იყო 2008-ში და ყველამ მიგვატოვა”- მეუფე იაკობი

„გავუფრთხილდეთ საქართველოს, ბრიყვების როლში არ აღმოვჩნდეთ”- ამბობს მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას. ბოდბელი ეპისკოპოსი ახალგაზრდებს მოუწოდებს, შეხედონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეხედონ და მშვიდობაზე დაფიქრდნენ. „ჩვენი ომი იყო 2008 აგვისტოს და ყველამ მიგვატოვა. სამაგიეროს ვინმეს კი არ ვუხდით. ვინმე თუ იბრძვის თავის ომში იბრძვის. ჩემი ომი მაშინ არის, როცა მართლაც საომარი მაქვს და ღმერთისგან კურთხევა მექნება. ქართველები ისე ვართ, თავს თუ არ დაგვანებებენ ყველას მივხედავთ“- აღნიშნა მეუფემ.

მეტი...

“უკრაინას აუცილებლად დაათმობინებენ ტერიტორიებს – მოხდება გადანაწილება”- მეუფე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. როგორც მეუფე ამბობს, უკრაინაში ომი დასრულდება და ტერიტორიების გადანაწილება მოხდება. “დამთავრდება ეს ომი მოხდება გადანაწილება. ტერიტორიები განაწილება. მართლა ვაჟკაცურად იბრძოლეს უკრაინელებმა. იარაღით ეხმარებოდნენ. რა დარჩათ? სიკვდილი ნგრევა. ნატოსთვის იბრძოდნენ. აუცილებლად დაათმობინებენ ტერიტორიებს-მოხდება გადანაწილება. 20 წლის მერე გაიხედეთ და ვის ხელში იქნებიან ეს ქვეყნები ნახავთ“- ამბობს მეუფე იაკობი.

მეტი...

“საჭიროა ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ომს“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე. მისი თქმით, ღამით რუსეთი უკრაინას 150 დრონით დაესხა თავს. „ამ დროისთვის ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ჩვილი. კიევში, თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მამის და მისი ხუთი წლის ქალიშვილის. გუშინ ზაპოროჟიეში, სამი ადამიანი დაიღუპა, ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს. ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 1 580-ზე მეტი ბომბი, თითქმის 1 100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები…

მეტი...

“მხოლოდ მე შემიძლია პუტინის შეჩერება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“. „შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა. ასე ვიტყვი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. ვერავინ“ – განაცხადა ტრამპმა.​​​​​​​​​​​​​​​​ ტრამპმა აღნიშნა, რომ „რაციონალური დისკუსიები“ და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები.

მეტი...

“ევროკავშირში გაწევრიანებაზე პროგრესი ვერ იქნება, სანამ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს წართმეულ უფლებებს არ დაუბრუნებენ”- სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მანამდე დაბლოკავს, სანამ უკრაინის ტრანსკარპათიის ოლქში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს ჩამორთმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ. „სატელეფონო საუბარი მქონდა ბეატე მაინლ-რაისინგერთან ტრანსკარპათიაში უნგრელების უფლებების შესახებ. დაპირებების მიუხედავად, უკრაინას ჯერ კიდევ არ აღუდგენია უნგრელი უმცირესობის 2015 წელს წართმეული უფლებები. სანამ ეს არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“ – წერს სიიარტო. მისი მტკიცებით, კიევის პოლიტიკა უმცირესობებთან დაკავშირებით მიუღებელია და აშკარად ეწინააღმდეგება საერთო ევროპულ წესებსა და პრინციპებს.

მეტი...

უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალმა გაჟონა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. „სააგენტოს განცხადება სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე. გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

სტამბოლოს მერი დააპატიმრეს

სტამბოლის კორუფციაში ეჭვმიტანილი მერი, ექრემ იმამოღლუ დაპატიმრების. გადაწყვეტილება ქვეყნის სასამართლომ მიიღო. კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ასობით მომიტინგე დააკავეს. „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.  

მეტი...

თურქეთში საპროტესტო აქციებზე 323 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 323 ადამიანი დააკავეს. ღამის განმავლობაში სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. გარდა ამისა,  400-მა თურქმა ხელოვანმა ღია წერილით მიმართა სასამართლოს და იმამოღლუს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მეტი...

რუსებმა უკრაინას წუხელ 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას წუხელ 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან 97 – უკრაინელებმა ჩამოაგდეს.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  მათივე ცნობით, 25 დრონი დაიკარგა. საოკუპაციო ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან: მილეროვოდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. დრონებით თავდასხმის შედეგად კიევში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი. უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ზედიზედ მესამე დღეა 100-მდე რუსულ დრონს ანადგურებს, კერძოდ, უკრაინელებმა გუშინ 100, გუშინწინ კი – 114 დრონი ჩამოაგდეს.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 18 ადამიანი

თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 18 ადამიანი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე დაკავებული პირისგან, პოლიციამ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიება,…

მეტი...

100 წელი იცხოვრა, საკუთარ ბაღში დაკრძალეს

1873-1973 – წარწერა ხეკორძულას ქვის საფლავის ქვაზე, ქალაქ მცხეთის ცენტრში, ულამაზეს, ამწვანებულ, აყვავებულ მამულაშვილის სახლ-მუზეუმის ბაღშია „ჩაკარგული.“  საფლავი მიხეილ მამულაშვილს, პაპას  ეკუთვნის, რომელმაც საკუთარ ბაღში დაიდო განსასვენებელი. მიხეილ მამულაშვილი იყო მებაღე-დეკორატორი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რომელიც მცხეთაში დაიბადა. მას პატარობოდანვე იზიდავდა მცენარეები. ახალგაზრდობაში მან პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან ულამაზეს გვირგვინებს, კალათებს და ხელნაკეთ ნამუშევრებს სთავაზობდა დამთვალიერებლებს. მის მიერ მცენარეებისგან დამზადებული მისალოცი ბარათები საუკეთესოდ ითვლებოდა, რომლებსაც ახლობლებს დღესასწაულებზე უგზავნიდა. “ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია.…

მეტი...

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე მათგანი მეხანძრეა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. კორეის სატყეო სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების გამო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა კი საცხოვრებელი სახლი დატოვა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ჩოი სანგ-მოკმა შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობას ართულებს.    

მეტი...

„დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ დაებრალებინათ მოღალატეობა.“ „ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა! ვართ თუ არა მზად მათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ…

მეტი...

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი დაიღუპა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. ინფორმაციას,  „ჰამასის“ წარმომადგენლები ავრცელებენ. ადგილობრივების თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშს პოლიტიკური ოფისის წევრი, სალაჰ ალ-ბარდაველი და მისი ცოლი ემსხვერპლნენ. შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე დარტყმები სამშაბათს განაახლა და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების ჩაშლაში დაადანაშაულა.

მეტი...

ესპანეთში წყალდიდობას ებრძვიან

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან.  ძლიერი წვიმის შედეგად ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს“ გამო რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანი უკვე ევაკუირებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.  

მეტი...

კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძრები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. უწყების ცნობით, ნგრევა დაფიქსირდა ქალაქის დნიპროვსკის, პოდოლსკის, გოლოსევსკის, დესნიანსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გარდა, საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ბუჩას რაიონს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს KAB-ის მინიმუმ 4 მართვადი ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტი...

სტამბოლში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სტამბოლში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სტამბოლის მერი ერკემ იმამოღლუ თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ეს იყო იმამოღლუს პირველი გამოჩენა სასამართლოში მას შემდეგ, რაც ის დააკავეს. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

მეტი...

“აშშ საქართველოს გვერდით დგას!“- ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ აქცია-მსვლელობას გამოეხმაურა. როგორც ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, აშშ საქართველოს გვერდით დგას!. „მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომლებსაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობას, მიყიდოს საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას!“-  დაწერა ჯო უილსონმა.  

მეტი...