ნიუ მექსიკოს შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას კრუსეს ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან ორი 19 წლის, ხოლო ერთი – 16 წლის მოზარდია. სროლის შედეგად, ასევე დაშავდა 14 ადამიანი. სამართალდამცველები მის ინდენტიფიცირებას ცდილობენ, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯიმ რიშის და სხვა სენატორების ფოტოები აქვთ მოტანილი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ- “საქართველოს გაუმარჯოს”, “საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას- გაუმარჯოს”.

მეტი...

ვანის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი მოკლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ შუაგორაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  მეზობელმა მეზობელი მოკლა. დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება კი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მეტი...

მარჯანიშვილის მოედანზე „მეგობარი  აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მოედანზე „მეგობარი  აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ევგენიძე ამბობს, „მეგობარი აქტის“ მიღება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. „ვფიქრობ, რომ ეს შეკრება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ამით დადასტურდება 35-წლიანი მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს. მათი წვლილი, რომ საქართველო ვითარდებოდა, იზრდებოდა და ყალიბდებოდა ძალიან დიდია. ამიტომ სენატში დაგეგმილი განხილვა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მრავალწლიანი მხარდაჭერის გაგრძელებას ; ასევე ხაზგასმაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-სთვის. ამ აქტის მიღება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია”- განაცხადა ნინო ევგენიძემ.

მეტი...

ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაიღუპა

ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგონა.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს თავს დაესხა 12 მოიერიშე დრონი. მათ დააზიანეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო საცხოვრებელი სახლები, მანქანები, საბავშვო ბაღი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვი. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მეტი...

სლოვაკეთში ათასობით მოქალაქე რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა

სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით მოქალაქე რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, რობერტ ფიცოს მთავრობა საფრთხეს უქმნის სლოვაკეთის მომავალს დემოკრატიულ და თავისუფალ ევროპაში. რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ათასობით ადამიანი ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში აქციებს მართავს. პროტესტი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრა.

მეტი...

“მეც და მიქაუტაძესაც გოლები საქართველოსთვის გაგვაქვს”- კვარაცხელია

ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა. მან საქართველოს ნაკრების გარდა, „პარის სენ-ჟერმენში“ გადასვლასა და იტალიაში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა. „სომხეთში 3:0-ის მოგება ადვილი არ არის. მიქაუტაძე სტადიონიდან რომ გადიოდა ვეჩხუბე, ბომბარდირებში როგორ გამასწარი მეთქი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ძმებივით ვართ, გოლები ორივეს საქართველოსთვის გაგვაქვს. პსჟ-ში ბედნიერი ვარ თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგი გარემოა, ეს კი მოედანზეც მეხმარება. პარიზში თამაშის შემდეგ მაქვს თუ არა კვირის მატჩისთვის მოტივაცია? საბერძნეთთან ისტორიული მატჩის შემდეგ „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია და აქ გამოსვლა ყოველთვის…

მეტი...

“გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს”- ელჩი

ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს. „50 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ზარალდება, რასაც ევროკავშირი და გერმანია ადასტურებენ. გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს“ – წერს პეტერ ფიშერი.

მეტი...

ქობულეთში კაცი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ქობულეთში უბედურ შემთხვევა მოხდა. სახლის სახურავიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეზობლის სახლის სახურავზე, საკვამურში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა.  

მეტი...

დეპარდიე სასამართლოს წინაშე წარსდგება – მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ფრანგი კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე სასამართლოს წინაშე წარსდგება. 76 წლის მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სასამართლო 24 მარტს არის ჩანიშნული. დეპარდიე ბრალდებას უარყოფს. ორი ქალი აცხადებენ, რომ მსახიობი მათ სექსუალურად გადასაღებ მოედანზე ავიწროებდა.

მეტი...

ისრაელმა ლიბანის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა – არის მსხვერპლი

ისრაელმა ლიბანის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა. მათ სამიზნეს რაკეტგამშვები დანადგარები წარმოადგენდა, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლს ხსნიდა. „როიტერის“ ცნობით, ეს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ლიბანზე განხორციელებული პირველი სარაკეტო იერიშია. ლიბანური მხარის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ისრაელის შეიარაღებული ძალები ასევე განაგრძობენ სამხრეთ ლიბანში ხუთი ტერიტორიის დაკავებას.  

მეტი...

“განსხვავებული შემადგენლობა იქნება”- საქართველოს ნაკრები საპასუხო შეხვედრა 23 მარტს გამართავს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე გამართა და პირველი თამაშის მოგების (3:0) მიუხედავად, განაცხადა, რომ საპასუხო მატჩს გუნდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. “პირველი თამაშის 3:0-ის მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. განსხვავებული შემადგენლობა იქნება – ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს”- განაცხადა მან. საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი ოფის მოგების შემთხვევაში უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

თურქეთში საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ქვეყნის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, აქციები გაიმართა სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში, კონიაში და სხვა ქალაქებში. „არ იქნება არანაირი შემწყნარებლობა მათ მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

მეტი...

ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა. მან „პოკროვსკის“ ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო პუნქტი მოინახულა და Drone Line-ის მეთაურებს შეხვდა. „მოხსენება მოვისმინე პოკროვსკის მიმართულების დაცვის, ოპერატიული ვითარებისა და მისიების მიმდინარეობის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და მხარს უჭერს“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამცველები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

მეტი...

„ამერიკის ხმა“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

„ამერიკის ხმა“  აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის.  ჟურნალისტების განცხადებით, აშშ-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს. „მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ობიექტური ახალი ამბების კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო გაქრა და ვაკუუმს სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ცენზურა გავლილი საინფორმაციო საშუალებები შეავსებენ“ – აცხადებენ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა.

მეტი...

აშშ თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან მილიონობით კვერცხის იმპორტს გეგმავს

აშშ ფასების შესამცირებლად თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან მილიონობით კვერცხის იმპორტს გეგმავს. როგორც მედია წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ კვერცხის იმპორტს ამერიკელი მომხმარებლებისთვის ისტორიულად მაღალი ფასების შესამცირებლად გადაწყვიტა. „მოკლევადიან პერსპექტივაში ასობით მილიონ კვერცხზეა საუბარი“, – განაცხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბრუკ როლინსმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. როლინსმა აღნიშნა, რომ მისი დეპარტამენტი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან ახალი მიწოდების წყაროების უზრუნველსაყოფად, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

მეტი...

ჟურნალისტის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ ორი ადამიანი დაიქირავა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალქეა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ ორი ადამიანი დაიქირავა. ესენი არიან 46 წლის ირანის მოქალაქე რაფატ ამიროვი და 40 წლის საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვი, იგივე არაზ ალიევი. ნაფიცმამსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ორივე მათგანი. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე კოლინ მაკმაჰონი განაჩენს 17 სექტემბერს გამოაცხადებს. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ამიროვი და ომაროვი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მაღალი რანგის წევრები და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობაზე „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის” (IRGC) მაღალი რანგის წევრების მითითებით მუშაობდნენ.

მეტი...

ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა სრულად განაახლა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა სრულად განაახლა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჰითროუ დღეს ღიაა და სრულად მუშაობს. აეროპორტის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მგზავრებს, რომლებიც გუშინ ელექტრო ქვესადგურის მუშაობის შეფერხების შედეგად დაზარალდნენ, დაეხმარონ“ – განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის გამო გუშინ ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო, ხოლო ნაწილი საღამოს განახლდა.

მეტი...

„რუსთავი ფოლადის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

შპს „რუსთავი ფოლადის“ დასაქმებულები უშედეგო მედიაციის შემდეგ დღეს დილიდან გაიფიცნენ. ინფორმაციას პროფკავშირთა გაერთიანება ავრცელებს. „დამსაქმებელი საპასუხოდ მათ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველი ივლისამდე ყოველ თვეს, ეტაპობრივად ხელფასების 50 ლარით ზრდას სთავაზობს, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. დასაქმებულების ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს. დღეს დილიდან გაფიცულებს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაფიცვა გაგრძელდება უწყვეტად დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე“ – ნათქვამია  ინფორმაციაში.

მეტი...

ვენეციის კომისიამ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა

ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. კომისია აცხადებს, „2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება“. “ვენეციის კომისია შემდეგ რეკომენდაციებს გამოსცემს: 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, რომელმაც უნდა დაადგინოს საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმები; მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საზღვრების დელიმიტაცია მიუკერძოებელ ორგანოს უნდა დაევალოს; საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი მიმოხილვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს,…

მეტი...

„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. “მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები. გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის…

მეტი...

საქართველოში 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  საქართველოში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24…

მეტი...

ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა – დაშავებულია 11 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა აბასთუმანში. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

“უკრაინაში არჩევნები ჩატარდება”- ტრამპის წარმომადგენელი

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხდაბეს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „დიახ, თქვენ მართალი ხართ. იქნება. მათ შეათანხმეს ეს. უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს. ის ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ის ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ასევე ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მასზე ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ ის განადგურდება. ახლა მისთვის საუკეთესო დროა შეთანხმების დასადებად. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, მისცეს მას საუკეთესო შესაძლო გარიგება, რაც ოდესმე შეიძლება ჰქონდეს“– განაცხადა უიტკოფმა.

მეტი...

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფორმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მოკრივის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ის იყო სუპერ მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რომელმაც თავისი პირველი ტიტული დაკარგა ასევე ლეგენდარულ მუჰამედ ალისთან 1974 წელს, თუმცა შეძლო ტიტულის დაიბრუნა 45 წლის ასაკში. ჯორჯ ფორმენი 1949 წლის 10 იანვარს დაიბადა მარშალში, თუმცა ტეხასის შტატში დაბადებული ფორმენი მალე გადავიდა ჰიუსტონში, სადაც ის და მისი ექვსი და-ძმა მარტოხელა დედამ გაზარდა.  

მეტი...

„ჯიმ რიში ან გაემიჯნება პოლიტიკურ წარსულს, ან აღმოჩნდება, რომ „დიფ-სტეიტი“ თავის პოზიციებს ინარჩუნებს“- მდინარაძე

“გუშინდელი „ნაცური“ აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე ამბობს, რომ ჯიმ რიში ან გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან აღმოჩნდება, რომ „დიფ-სტეიტი“ კვლავ თავის პოზიციებს ინარჩუნებს. „გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს… თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ-სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად „დიფ-სთეითის“ ე.წ. ნარატივის გახმოვანებით. შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება…

მეტი...

20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული გ.გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს”- აცხადებენ შს სამინისტროში.

მეტი...

„როდესაც დონალდ ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ლოცულობდა“- უიტკოფი

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ  მოსკოვში ვიზიტის დროს, პუტინმა გამოჩენილი რუს მხატვარს პრეზიდენტ ტრამპის პორტრეტი შეუკვეთა და სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტისთვის გადაეცა. უიტკოფი ამბობს, რომ პუტინი ცუდი ადამიანი არ არის. „პუტინი მომიყვა, რომ დონალდ ტრამპს როდესაც ესროლეს, თავის ეკლესიაში წავიდა და ლოცულობდა ტრამპისთვის. არა იმიტომ, რომ ის იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ან შეიძლებოდა გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ტრამპი მისი მეგობარი იყო და მეგობრისთვის ლოცულობდა“ – განაცხადა უიტკოფმა.

მეტი...

“რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია”- ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია. „მთავარი პრობლემა ამ კონფლიქტში ოთხი რეგიონია, დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი და სხვა. იქ რუსულად საუბრობენ, ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. მჯერა, ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური საუბრები“ – განაცხადა უიტკოფმა. უიტკოფის თქმით, ეს ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არავის სურდა.

მეტი...

„უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლზე დისკუსია შესაძლებელია“- უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია. მან აღნიშნა, რომ  პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ფაქტობრივად გააცნობიერეს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში შეუძლებელია. „ვფიქრობ, ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა, ერმაკმა დიდწილად გააცნობიერეს, რომ ნატოს წევრები ვერ გახდებიან“- აღნიშნა უიტკოფმა.

მეტი...

გერმანული სასამართლოსთვის საქართველოს „თავისუფალ ქვეყნად“ მიჩნევა შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან

გერმანული სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს „თავისუფალ ქვეყნად“ მიჩნევა შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ არსებობს. დღეს, 2025 წლის 21 მარტს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ამჟამად განიხილავს საქმეს ქართველი წყვილის შესახებ, რომელთაც გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს თანახმადვე, წყვილი მუშაობდა საჯარო სექტორში, სხვადასხვა სამსახურში: ქმარი გაათავისუფლეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებზე დგომის გამო, ცოლს კი აქციებზე სიარულის გამო საყვედური გამოუცხადეს. ისინი გერმანიაში გაემგზავრნენ და თავშესაფარი მოითხოვეს. 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა.  

მეტი...

ტრამპმა კამალა ჰარისისა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა. გარდა ამისა,  ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდა ყოფილ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩეინის. „ყველა აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელს ვავალებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დამატებითი ქმედება განახორციელონ და აღნიშნულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერონ“ – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 12 დრონი ვორონეჟის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 11 ბელგოროდის, 7 შავი ზღვის, 6 როსტოვის ოლქის, 4 ვოლგოგრადის, 3 ასტრახანის, თითო-თითო ბრიანსკის, კურსკის, სამარას ოლქებისა და აზოვის ზღვის თავზე. „გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს“ – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მეტი...

უნგრეთში ლგბტქ+ პრაიდის აკრძალვაზე კანონის მიღების ჩაშლის მცდელობისთვის, ექვს დეპუტატს პარლამენტში შესვლა შეუზღუდეს

უნგრეთის პარლამენტმა ექვს ოპოზიციონერს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მას შემდეგ აუკრძალა, რაც  შეეცადნენ, ჩაეშალათ კანონის მიღების პროცესი, რომელიც ლგბტქ+ საზოგადოებას ყოველწლიური პრაიდ-მარშის ჩატარებას უკრძალავს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სესიაზე ფერადი კვამლის ყუმბარები გაუშვეს. შედეგად, სამ დეპუტატს პარლამენტში ორი თვის ვადით შესვლა აეკრძალათ და ჯარიმის სახით, ხელფასი ექვსი თვის ვადით დაუყოვნდებათ. კიდევ სამ დეპუტატს კი, პარლამენტში შესვლა ერთი თვის ვადით შეეზღუდათ, ხელფასს კი ოთხი თვით დაუკავებენ. საერთო ჯამში, ჯარიმა 80 მილიონ უნგრულ ფორინტს, დაახლოებით 200 000 ევროს შეადგენს და ყველაზე დიდ ჯარიმას წარმოადგენს, რომელიც დეპუტატებისთვის ოდესმე დაუკისრებიათ.

მეტი...

„დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე სტუდენტების დაკავებას ეხმაურება. „დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, – წერს ზურაბიშვილი. გუშინ, პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.

მეტი...

სტამბოლში ოპოზიციონერი მერის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართეს

სტამბოლში ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართეს. ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, რომ საპროტესტო აქციების მიმართ ტოლერანტობა არ იქნება, ქუჩაში ასიათასობით ადამიანია გამოვიდა. ისინი ქალაქის მერის დაკავებას აპროტესტებენ. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე ლოკაციაზე აქციის მონაწილეები ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების უკან დასახევად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრაციები იმართება დედაქალაქ ანკარასა და იზმირშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი. ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს.

მეტი...