ბათუმში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ,,აჭარა თაიმსი” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ხანძრის შემდეგ ავტომობილი მთლიანად დაიწვა, არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,ეს ომი წაგებულია” – ორბანი

,,დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია უმრავლესობის შეხედულებად იქცევა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-თან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გუშინ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. „ყველა ხედავს, რომ ეს ომი წაგებულია. მასში გადახტომა ცუდი გადაწყვეტილება იყო”, – აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, უნგრულმა ოჯახებმა ომის გამო 2.5 მილიონი უნგრული ფორინტი დაკარგეს, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა კი კიდევ უფრო მეტი.

მეტი...

ჩეხეთის პრეზიდენტი ოდესაში რუსეთის მხრიდან მასიური თავდასხმის დროს ჩავიდა

,,მოხარული ვარ, მივესალმო ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს უკრაინაში. ჩვენ შევხვდით ქალაქ ოდესაში, რომელიც ყოველ ღამით რუსეთის მხრიდან ტერორს განიცდის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერი უკრაინის აღდგენის საკითხებში, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრი ოლექსი კულება äტელეგრამში“ წერს. ,,სწორედ ჩვენი შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციამ ქალაქში ,,შაჰედების” სამი ჯგუფი გამოუშვა. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს რუსეთის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ”, – წერს კულება. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში გემების მიმოსვლის უსაფრთხოების, განაღმვის და რეკონსტრუქციის, ასევე საზოგადოების განვითარების ძირითადი საკითხები.

მეტი...

,,მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ” – პრემიერი

,,ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით…

მეტი...

„მსურველთა კოალიციის“ სამიტი ხუთშაბათს პარიზში გაიმართება” – მაკრონი

„მსურველთა კოალიციის“ სამიტი, რომელზეც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ, მომავალი კვირის ხუთშაბათს პარიზში გაიმართება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აშშ-უკრაინის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მეტი...

,,ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ!” – თეა წულუკიანი

პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე, 2011 წელს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმე განიხილეს. კომისია ბიზნესმენის შვილს, ბესარიონ ხარძიანს უსმენდა. ,,ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა!. ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს”, – ეს განცხადება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას კომისიის…

მეტი...

,,2024 წელს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტი შეადგინა” – „საქსტატი“

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891 800 000 ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით. 2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია…

მეტი...

ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელის რონენ ბარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. The Times of Israel-ის იცნობით, ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან რონენ ბარის მიმართ რწმენა დაკარგა. მედია წერს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ისრაელის ისტორიაში, როდესაც მთავრობამ შიდა უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

მეტი...

რუსებმა უკრაინას 214 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას Shahed-სა და სხვა ტიპის 214 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 114 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 81 დრონი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გამოწვევის გარეშე. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, ხმელნიცკის, სუმისა და კიევის ოლქები. დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს. საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, რადიოელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

მეტი...

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. დარგვის აქციას ქუთაისის დღის ცენტრის – „ჯადოსნური სამყაროს“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შეუერთდნენ. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ქალაქ ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით ერთ-ერთი აქტიური სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. დედაქალაქში – ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს…

მეტი...

,,მოვუწოდებთ სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 2025 წელს ამ დღის გზავნილია „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა თანაბრად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში. მათ შორის, აღსანიშნავია შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დროულად დანერგვა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა…

მეტი...

,,ოპოზიციის შოუებისთვის დრო არ გვაქვს” – ერდოღანი

,,ოპოზიციის მცდელობა შიდა დაპირისპირება, ან კანონთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხად წარმოაჩინოს, ფარისევლობის პიკია, ჩვენ არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც როგორც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის წევრებთან, ყოფილ პარლამენტარებთან შეხვედრაზე ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. „მათ წონასწორობა დაკარგეს იმ დონემდე, რომ თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას და ემუქრებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და სასამართლოებს. ოპოზიციური პარტია თავისი „რესპუბლიკური სახალხო პარტიით“, მედიით და სხვა სტრუქტურებით არასოდეს პასუხობს სასამართლო ხელისუფლების ბრალდებებს, იქნება ეს დიპლომის საკითხზე თუ კორუფციასა და ქურდობაზე. ვერ…

მეტი...

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. ეს იყო მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. ბრძანების „საგანმანათლებლო მიღწევების გაუმჯობესება მშობლების, შტატების და ადგილობრივი თემების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებით“ ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გუბერნატორები, სახელმწიფო განათლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები. ოვალურ კაბინეტში მოეწყო სკოლის კლასი, ტრამპისთვის ცალკე მერხით. ტრამპის თქმით, აშშ უფრო მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა ამერიკელი მოსწავლეები „აკადემიური მოსწრებით ბოლოში არიან“. „მიუხედავად იმისა, რომ განათლების დეპარტამენტი არავის ასწავლის, ის ინარჩუნებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, რომელშიც 80-ზე…

მეტი...

რუსებმა 43 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ 43 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი – 34 დრონი – ვოლგოგრადის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი დრონი როსტოვისა და კურსკის ოლქებში, ერთი კი – ბელგოროდის ოლქში.

მეტი...

,,უკრაინასთან ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება” – ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება. თუმცა, კონკრეტული თარიღი აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუსახელებია. ,,ერთ-ერთი რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ძალიან მალე მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ. მათ აქვთ უზარმაზარი ღირებულება იშვიათი მინერალების თვალსაზრისით და ჩვენ ამას ვაფასებთ”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი მზად იყო ხელმოწერისთვის, მაგრამ ცერემონია, რომელიც თეთრ სახლში უნდა გამართულიყო, ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა საჯარო დაპირისპირებამ ჩაშალა.

მეტი...

დიდ ბრიტანეთში ჰითროუს აეროპორტი მთელი დღით დაიხურა

დიდ ბრიტანეთში ჰითროუს აეროპორტი, ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მთელი დღით დაიხურა. ინფორმაციას აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლონდონის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, დაახლოების 70 მეხანძრე ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარმა აეროპორტის ელექტროსისტემა დააზიანა. ჰითროუს ფრენების გადამისამართება მოუხდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 16 ათასზე მეტ სახლსაც. მიმდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები 150-მდე ადამიანი. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

თურქეთში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია

თურქეთში, სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ დაწყებული პროტესტი გრძელდება. იზმირსა და სტამბოლში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს არბევენ. სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. მას კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირებს ედავებიან. სტამბოლის მერი დააკავეს

მეტი...

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

,,პუტინი დაარღვევს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, თუ ის არ იქნება დაცული” – სტარმერი

,,რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაარღვევს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, თუ ის არ იქნება დაცული”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში, უმაღლესი სამხედრო ლიდერების შეხვედრის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ხანგრძლივი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ იქნება უსაფრთხოების ისეთი შეთანხმება, რომელიც რუსეთს აჩვენებს, რომ მის დარღვევას, ,,მძიმე შედეგები მოჰყვება”.

მეტი...

,,რუსეთში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, ან მოაგვარონ სამართლებრივი სტატუსი” – პუტინი

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთში მცხოვრებ უკრაინელებს ავალდებულებს „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი“ 10 სექტემბრამდე, ან დატოვონ ქვეყანა. ,,უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ქვეყანაში და რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების/დარჩენის კანონიერი საფუძველი, უნდა დატოვონ ქვეყანა დამოუკიდებლად ან მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. მათ უნდა გაიარონ სამედიცინო გამოკვლევა და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები მიმდინარე წლის 10 ივნისამდე. სამედიცინო შემოწმება გულისხმობს ტესტირებას აივ ინფექციასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე”, – ნათქვამია პუტინის ბრძანებაში, რომელსაც მან ხელი დღეს მოაწერა. ბრძანება ეხება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც.

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს – 2 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს. ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ.-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ,,გამოძიებით დაადგინა, რომ ვ.ა. და ი.გ., ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი…

მეტი...

საქართველოს საზღვრიდან 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 29-31 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე, დღეს, გამთენიისას 2 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 05:03:31 და 005:03:24 საათებზე დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა 3.9 მეორე კი 4.3 მაგნიტუდის იყო.

მეტი...

სუმის ოლქში რუსებმა საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს

სუმის რეგიონში რუსეთის ავიაიერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონული პროკურატურის ცნობით, ხუთშაბათს, დაახლოებით 15:20 საათზე, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს სოფელ კრასნოპოლიეზე, რომლებიც ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.  

მეტი...

ვინ არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დმანისში ავარიას ემსხვერპლნენ

ორი დღის წინ, დმანისში, ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან, 18 და 19 წლის, გუკა ადუაშვილი და ნიკა ოკმელაშვილი. გარდაცვლილ ბიჭებს, სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან: ,,საუკეთესო დაგკარგეთ, ჩვენო გუკინოო. გვიყვარხარ უსასრულოდ”; ,,გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება”.

მეტი...

,,საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. ირიბი მოლაპარაკებები გაიმართება” – კელოგი

,,ამ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. ირიბი მოლაპარაკებები გაიმართება”, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა. მისი თქმით, საუდის არაბეთში ტექნიკური ჯგუფები გაემგზავრებიან. მოლაპარაკებებზე იქნებიან უკრაინაც და რუსეთიც, მაგრამ ამერიკელი წარმომადგენლები მათთან სხვადასხვა ოთახებში იმუშავებენ. ,,ეს იქნება მოლაპარაკებები სიახლოვის პრინციპზე დაფუძნებული, ანუ ერთი ჯგუფი იქნება ერთ ოთახში, მეორე ჯგუფი მეორეში. ისინი დასხდებიან, ისაუბრებენ და მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან. ეს არის შატლის დიპლომატია ერთ სასტუმროში. შემდეგ კი გავარკვევთ, რა პოზიციებს იკავებენ მხარეები“, – განაცხადა კელოგმა.  

მეტი...

ქუთაისში ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ქვეითებს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი საავტომობილო გზას კვეთდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ,,ინფო იმერეთი” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ქალი და მამაკაცი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ. მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მეტი...