სერბეთის ვიცე-პრემიერმა, განაცხადა რომ საპროტესტო აქციების ჩახშობაში რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ

სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში. „მე ძალიან მადლიერი ვარ რუსული სპეცსამსახურების, რომელიც ყოველთვის გვიჭერდა მხარს ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირველ რიგში, ინფორმაციულად. მათ იციან, როგორი საფრთხე ემუქრებოდა სერბეთს“- განაცხადა ვულინმა. სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, როდესაც რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

უკრაინასთან ომის დაწყებიდან რუსეთმა თითქმის 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რუსეთმა თითქმის 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ღია მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ომის დროს დაღუპული 99113 რუსი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა. გამომძიებლების მტკიცებით, გამოვლენილი დანაკარგების ნახევარზე მეტი არის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებისას არ იყვნენ დაკავშირებული რუსეთის არმიასთან და რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან. ყველა დადგენილი მსხვერპლის თითქმის მეოთხედი მოხალისეები არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეტი...

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმებაზე, მიწების გაყოფასთან დაკავშირებით”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის. მისივე ინფორმაციით, შემდეგი საკითხი იქნება შეთანხმება მიწების გაყოფაზე. „ცეცხლის შეწყვეტა გვექნება ბევრ მონაკვეთზე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თქვენ იცით, მათ [უკრაინასა და რუსეთს] ბევრი იარაღი ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული. ზოგიერთი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, სხვა ჯარისკაცების მიერაა ალყაში მოქცეული. ვაპირებთ, რომ ძალიან მალე გვქონდეს ცეცხლის სრული შეწყვეტა, ხოლო შემდეგ გვექნება შეთანხმება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმებაზე, შეთანხმება მიწების გაყოფაზე და ასე შემდეგ. სანამ ვსაუბრობთ, ეს განიხილება,” – განაცხადა ტრამპმ  

მეტი...

გერმანია უკრაინას 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

გერმანიის პარლამენტმა 2025 წლისთვის უკრაინისთვის კიდევ 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა. აღნიშნული 3 მილიარდი ევრო გერმანიის მიერ უკრაინისთვის 2025 წლისთვის უკვე დაგეგმილ 4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაემატება. 2026-2029 წლებისთვის გერმანიას უკრაინის დასახმარებლად დამატებითი კიდევ 8.3 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი. უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვეს.

მეტი...

დონალდ ტრამპმა კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა. ეროვნული არქივის ვებგვერდზე 2000-ზე მეტი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. კენედის მკვლელობის მკვლევრები ახლა ამ დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ. მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც. როგორც ტრამპის განმარტავს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სოციალური დაზღვევის ნომრების დაფარვის შემთხვევაში, ხალხს შესაძლოა, გასჩენოდა კითხვები, თუ რატომ იყო დოკუმენტი დარედაქტირებული, ამიტომ მან მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა.

მეტი...

საუკუნოვან, უნიკალურ ბიბლიოთეკაში ათასობით ღამურა ცხოვრობს

ეს უძველესი და უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მთლიანად მოჩუქურთმებულია ხით, სავსეა ღამურებით. ხის ჩუქურთმებში, თაროებში თუ წიგნების საცავებში ათასობით ღამურა ცხვრობს, რომლებსაც დღე სძინავთ, ღამით კი წიგნებს იცავენ. ეს კოიმბრას უნივერსიტეტია, სწორედ ამ უნივერსიტეტში მდებარეობს ჯოანინას ბიბლიოთეკა, რომელიც არქიტექტურის საგანძურად ითვლება ღამურებთან ერთად. ორ საუკუნეზე მეტია, ბიბლიოთეკა  წიგნების დაცვის უჩვეულო მეთოდს მიმართავს – შენობაში აცხოვრებს ღამურებს, რომლებიც წიგნის მწერევს ჭამენ და ამგვარად, უძველეს წიგნებს გაფუჭებისგან  იცავენ. ღამურები ფრენას ღამით იწყებენ, იკვებებიან მწერებით და ამ გზის გამოყენებით, ბიბლიოთეკას საგანძურის დასაცავად ქიმიკატების გამოყენება არ უწევს. ამ ბიბლიოთეკაში  დაახლოებით 60000 ტომია დაცული, მათ შორისაა…

მეტი...

პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: „ყველგან მილიცია, არსად სამართალი!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“ მათ, მსვლელობის ის მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები. პარალელურად, პარლამენტთან ის სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს ათენებენ.

მეტი...

ტრამპმა მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებელის აგების შესახებ დაანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეექვსე თაობის ახალი ავიაგამანადგურებლის, „F-47“ შესახებ დააანონსა, რომელსაც „ბოინგი“ ააგებს. ტრამპის განმარტებით, სამხედრო საჰაერო ძალები უკვე დიდი ხანია მუშაობს უახლესი თაობის ავიაგამანადგურებელზე, რომლის მსგავსიც ამ დრომდე არავის უხილავს. “ჩვენ გვქონდა „F-15“, „F-16“, „F-18“, „F- 22“ და „F-35“ და ახლა კი გვაქვს „F-47“ რომელიც ძალიან პირდაპირ და მკაფიო გზავნილია ჩვენს მოკავშირეებთან, რომ ჩვენ არსად მივდივართ და ჩვენ მტრებთან, რომ ჩვენ შევძლებთ ძალის პროექციას მთელს მსოფლიოში თაობების განმავლობაში“ – განაცხადა ჰეგსეტმა.    

მეტი...

“თურქეთი ქუჩის ტერორს არ დაემორჩილება”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ქუჩის ტერორს არ დაემორჩილება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ქუჩებში გასვლისკენ მოწოდება უპასუხისმგებლო საქციელია. „სამწუხაროა, რომ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ სწრაფად კარგავს თავის კვალიფიკაციას. როგორც პარტია, იგი ეწევა პოლიტიკას ლეგიტიმურ ნიადაგზე არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული ასიმეტრიული ურთიერთობებით, კისრამდე კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, რომელიც იწვევს ქუჩის ტერორს. გასაგებია, რომ „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შემოჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ სტრუქტურებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს“ – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

„არ განვიხილავთ გაეროს, უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად“- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ განიხილავს გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად. „რაც შეეხება გაეროს, მთელი პატივისცემით – გაერო არ დაგვიცავს ოკუპაციისგან ან პუტინის სურვილიდან, კიდევ ერთხელ მოვიდეს. არ განვიხილავთ გაეროს [უცხოური] კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად. მხარს ვუჭერთ გონიერ, ლოგიკურ ურთიერთობებს გაეროსთან, წარმომადგენლებთან და გენერალურ მდივანთან, მაგრამ გაერო არ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივა იყოს“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის ომით დაბრუნების შემთხვევაში გაეროს თუ უკრაინის დაცვის არანაირი მანდატი არ ექნება, ჩნდება კითხვა – ექნება თუ არა ასეთი მანდატი უცხოურ კონტინგენტებს.

მეტი...

პარლამენტთან სამი ადამიანი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა დააკავეს სამი ადამიანი – ორი სტუდენტი გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მათ აქციის მონაწილეებისთვის საკამები მოჰქონდათ, რა დროსაც ისინი პოლიცამ დააკავა. სხვა დეტალები უცნობია. პარლამენტთან აქციის მონაწილეები იმყოფებიან.

მეტი...

ცოტნე კობერიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე. ინფორმაციას პარტია ავრცელებს. „ბიძინას სასამართლომ ცოტნე კობერიძე 2000 ლარით დააჯარიმა. რეჟიმი მას სხვის დაკავებაში ხელის შეშლას და პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდა“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“დუბაის შოკოლადი” შესაძლოა ობის კვალს შეიცავდეს

“დუბაის შოკოლადი” შესაძლოა ობის კვალს შეიცავდეს.  მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, შოკოლადი დუბაიშია წარმოებული თუ სხვაგან, ხშირად ხარისხი საყურადღებოა და მოლოდინს არ შეესაბამება. ლაბორატორიაში “დუბაის შოკოლადის” ექვსი სხვადასხვა ფილა გაგზავნეს და შედეგები დიდწილად იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. “ტესტირებული ნიმუშებიდან, “დუბაის შოკოლადის” არც ერთი ფილა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხარისხით, ან გამაოგნებელი გემოვნური თვისებებით, რომლებიც გაამართლებდა მის მაღალ ფასს. პირიქით: ორი ფილა დუბაიდან, საგრძნობლად იყო დაბინძურებული მავნე ნივთიერებებით. დანარჩენ ოთხ ფილაში მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოვლენილა, თუმცა კულინარიული თვალსაზრისით, რაიმე განსხვავებული გემოვნური თვისებები არ გააჩნიათ. დატესტილი შოკოლადის დილების ფასი 100 გრამზე 7-დან 25 ევრომდე მერყეობს,…

მეტი...

უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებას უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის ოფიციალური განცხადება მიიღეს, რომელსაც უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ სამიტზე შემუშავებულ ტექსტში წერია, რომ 26 ქვეყანა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს. ასევე, მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ. განცხადების გამოქვეყნებამდე, სამიტზე სიტყვით გამოვიდა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ,,უბრალოდ, ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის”.

მეტი...

,,მაკრონი სტარმერის გეგმის ალტერნატივად უკრაინაში გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას განიხილავს” – მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნის იდეას მხარს აღარ უჭერს და მის ალტერნატივად გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას განიხილავს. The Telegraph-ის ცნობით, მაკრონმა ეს საკითხი 20 მარტს გამართულ ევროკავშირის სამიტზე წამოწია, რომელსაც აგრეთვე გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ესწრებოდა. როგორც The Telegraph-ი იუწყება, ევროკავშირის ჯარის გაგზავნის იდეას უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც არ ემხრობა. ამის მაგივრად ის უკრაინას საჰაერო და საზღვაო დაცვას ჰპირდება. აღსანიშნავია, როგორც გამოცემა წერს, მარკონის გარდა უკრაინაში ევროკავშირის ჯარების გაგზავნის იდეას სკეპტიკურად სხვა ქვეყნებიც უყურებენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი ქვეყანა…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, მაკრონს ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს” – წერილი ციხიდან

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, პატიმარი თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დახმარებას სთხოვს. ,,მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება. ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის გულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო. მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი”, – წერს თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში. 18 მარტს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, რაც გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.

მეტი...

„ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა

,,ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით, სამი რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, ეს დაჯგუფების მხრიდან ცეცხლის გახსნის პირველი შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ოფიციალური ისრაელი. სახელმწიფო უწყებების თქმით, მათ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მეტი...

კურსკში გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა

კურსკის რეგიონში გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, განახორციელეს მიზანმიმართული აფეთქება სუჯის გაზის სადგურზე. განცხადება გაავრცელა უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმაც, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. მათი თქმით, რუსებმა სუჯის გაზის გამანაწილებელი სადგური თავად დაბომბეს.

მეტი...

საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან შეხვედრაზე განიხილა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს. კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს.

მეტი...

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა

დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე და ომისა და სამხედრო თემატიკაზე მომუშავე უფროსი და უმცროსი თაობის ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, ფოტოკორესპონდენტებთან; მოწვეულნი იყვნენ ომის ვეტერანთა შვილები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან და რომელთა სწავლის საფასურის დაფინანსებაშიც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მონაწილეობს. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი და ფედერაციის წევრები. სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ყველა ჟურნალისტს მიულოცა პროფესიული დღე; მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის და მათ, ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველო უსურვა. სტუმრებმა…

მეტი...

,,უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს” – იანოშ ბოკა

უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის, იანოშ ბოკას განცხადებით, უნგრეთს სურს, უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს. მისი თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა უკრაინას აღარ უნდა დაუჭიროს მხარი იარაღით ან ფულით. ,,ბუდაპეშტი სკეპტიკურად უყურებს იმ საკითხს, რომ უკრაინის გაწევრიანება თავდაცვით ალიანსებში ევროპას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს. უკრაინას შეუძლია იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ორივე მხარეს აწყობს. თუ აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რაღაცას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანხმობის გარეშე გააკეთებენ, ეს კონფლიქტის მიზეზი გახდება”, – განაცხადა იანოშ ბოკამ.

მეტი...

,,აშშ-ს უკრაინასთან მინერალების ახალ შეთანხმებაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩართვაც სურს” – მედია

The Financial Times-ის ცნობით, აშშ-ს უკრაინასთან მინერალების ახალ შეთანხმებაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩართვაც სურს. როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონის მიერ უკრაინის ელექტროსადგურების ეკონომიკური აქტივებით შესაძლო სარგებლობა უფრო ფართო ეკონომიკურ გარიგებაში ჩართვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძვირფასი მინერალების შესახებ შეთანხმებების გაფორმება მთელ მსოფლიოში სურს, თუმცა პრეზიდენტის განმარტებით, ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე უკრაინაა.

მეტი...

აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს შედგება

აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს გაიმართება, შეხვედრის ადგილი კვლავ საუდის არაბეთია. ,,ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე, ძალიან მალე ვაპირებთ უკრაინასთან გარიგების გაფორმებას იშვიათ წიაღისეულებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი ღირებულება გააჩნია. ამას ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. ვისაუბრე პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი დასრულდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულად ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, ყოველ კვირას ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

კონორ მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ინსტაგრამზე წერს, რომ ირლანდიის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ ევროკავშირის მიგრაციის პაქტს ეროვნულ კენჭისყრაზე დააყენებს. „კიდევ ვინ გამოვა ხელისუფლებისა და ამ კანონპროექტის წინააღმდეგ? ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წარმოდგენასაც შეეცდებიან, მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მე კი გავუწევ. მეტი სიცხადისთვის, როგორც პრეზიდენტი, ამ კანონპროექტს რეფერენდუმზე დავაყენებ“, – აცხადებს მაკგრეგორი. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მაკგრეგორს ერთ-ერთი „საყვარელი ირლანდიელი“ უწოდა.

მეტი...

სამხრეთ ამერიკული და აფრიკული ავოკადოს პლანტაციები ჩინეთში

ადგილობრივი სოფლის აღორძინების მიზნით, ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, მთიან მხარეში, ავოკადოს ინდუსტრია ჩნდება. სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან წარმოშობილი ავოკადო, რომელსაც ასევე „ალიგატორის მსხალს“ უწოდებენ, ცნობილია როგორც “ტყის კარაქი” მისი ორმაგი მახასიათებლების, როგორც ზეთის მოსავლისა და ხილის გამო. ავოკადოს კულტივირებისთვის ლინაშანი, თავისი ბუნებრივი პირობების გამო შეარჩიეს. ნერგების სასათბურე მეურნეობები აღჭურვილია ინტელექტუალური კონტროლის სისტემით. ეს უზრუნველყოფს, რომ მცენარის ზრდაზე მოქმედი ფაქტორები, როგორიცაა სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ტენიანობა და ჰაერის ნაკადი, სწორედ  რეგულირებადია.  ნერგების ქოთნების საყრდენი ბაზებიც კი მოძრავია. პარკში დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემები, რომლებიც ზუსტი და დისტანციურად კონტროლირებადი მორწყვის საშუალებას იძლევა. შეიქმნა წყალ-სასუქის ინტეგრაციის სპეციალური სახელოსნოც,…

მეტი...

,,უკრაინა ელოდება ევროპისა და ამერიკისგან რუსეთზე რეალურ ზეწოლას, რომ „შაჰადების“ ტერორი შეწყდეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ელოდება ევროპისა და ამერიკისგან რუსეთზე რეალურ ზეწოლას, რათა ,,შაჰადების“ ტერორი შეწყდეს. მისი თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, რუსეთი უკრაინის რეგიონებს ორასზე მეტი უპილოტო აპარატით დაესხა თავს, ასევე გამოიყენა მართვადი ავიაბომბები. გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ბავშვი, ასევე ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ გაშვებული 114 უპილოტო აპარატი გაანეიტრალა.

მეტი...

გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოუყეს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო. გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი გამოეყოფა. განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

მეტი...

2022-2024 წლებში დანაშაული 14 წლამდე 228-მა ბავშვმა ჩაიდინა

იუსტიციის სამინისტროს მიერ ფრაქცია „ქართული ოცნებისთვის“ მიწოდებულ სადეპუტატო კითხვის პასუხში აღნიშნულია, რომ 2022-2024 წლებში დანაშაული 14 წლამდე 228-მა ბავშვმა ჩაიდინა, მათ შორის, 2024 წელს დანაშაული 14 წლამდე 75 ბავშვს აქვს ჩადენილი, 2023 წელს 79-ს, ხოლო 2022 წელს დანაშაული 74-მა ბავშვმა ჩაიდინა. ,,დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე ბავშვებს შორის 2024 წელს უკანონო ქმედება 8 წლის 3 ბავშვს აქვს ჩადენილი, 9 წლის 6 ბავშვს, 10 წლის 2 ბავშვს, 11 წლის 11 ბავშვს, 12 წლის 32 ბავშვს და 13 წლის 21 ბავშვს. რაც შეეხება არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულს, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში,…

მეტი...

,,რუსებმა სუჯას გაზის სადგური უკრაინისთვის დაბრალების მიზნით, თავადვე დაბომბეს” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, სუჯას გაზის სადგური დაბომბა და ამაში უკრაინის თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ. ,,რუსეთის ფედერაცია აძლიერებს თავის დისკრედიტაციის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ. მაგალითად, მტერმა დაადანაშაულა ჩვენი თავდაცვის ძალები სუჯას გაზის საზომი სადგურის დაბომბვაში. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. მტერმა უკვე გააძლიერა დაგეგმილი დესტრუქციული საინფორმაციო ზემოქმედება მორიგი პროვოკაციით – დაბომბა ეს ობიექტი არტილერიით“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტი ქვეყანა თავისივე დაგეგმილ და განხორციელებულ ქმედებას იყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინა აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულოს. აფეთქება კურსკის ოლქში, სუჯაში, 21…

მეტი...

,,ლიეტუვა უკრაინაში ჯარების გასაგზავნად მზად არის” – ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მისიის ფარგლებში ჯარების გასაგზავნად მზად არის. „ჩემი ქვეყანა შესაბამისი მხარდაჭერისთვის მზად არის. ჩვენ ჩვენი სამხედროების კონკრეტულ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ კოალიციაში შემავალმა ყველა ქვეყანამ ასეთი მხარდაჭერის აღმოსაჩენად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თავად უნდა აიღოს“, – თქვა ნაუსედამ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულება ნამდვილად სურს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების იმიტაციას ახდენს და უკრაინულ ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს.

მეტი...

,,უკრაინამ აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი” – ტუსკი

,,უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, მან აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი”, – პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალისხმევის წყალობით, რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ,,გავრცელებულია მოსაზრება, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის გამო, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის. უკრაინამ, მიუხედავად ომის შედეგისა, ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის. ამის გახსენება ღირს, როცა ხანდახან ვამბობთ, რომ დავიღალეთ, ძალიან ბევრი ლტოლვილია და უკრაინა…

მეტი...

ციფრული ტექნოლოგიებით მოყვანილი მოცვის მოსავალი ჩინეთში

ჩინეთში მარტის თვე საკმაოდ დატვირთულია მოსავლის აღების კუთხით. ამ სეზონზე  ფერმერები დაკავებულნი არიან მოცვის კრეფითა და შეფუთვით. ამ ეტაპზე, მოცვი 11 ავტომატიზირებულ სათბურში იკრიფება, რომელიც იანგპის ავტონომიურ საგრაფოში, ტალი პაის ავტონომიურ პრეფექტურაში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნნანის პროვინციაში მდებარეობს. საკმაოდ საინტერესო, სარგებლიანი და მომგებიანია ის ციფრული ტექნოლოგიები და გამწვანების ბაზა რომელსაც აქ იყენებენ და რომელიც საშუალებას იძლევა, გამრავლება და წვეთოვანი მორწყვის კონტროლი სმარტფონის საშუალებით განხორციელდეს და რეგულირდეს. ტერტირია 30 მ-ზე (2 ჰექტარს) მოიცავს. ბაზა ძირითადად იყენებს ქოთნის სისტემას, თითოეულ ქოთანს აქვს ოთხი წვეთოვანი ისარი. მილები აკავშირებს ქოთნებს ერთმანეთთან, აწვდის წყალს, რათა უზრუნველყოს მორწყვისა…

მეტი...

ლაჯურღულას გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლაჯურღულას გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მეტი...

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების საკითხი ტრამპთან არ განგვიხილავს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკისთვის გადაცემის საკითხი არ განუხილავს. საკითხზე ზელენსკიმ ნორვეგიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ,,ღმერთმა ქნას, გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიონ. მოლაპარაკებებზე ტექნიკური ჯგუფებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ჩემი აზრით, გეგმა ასეთია: თავდაპირველად, გაიმართება შეხვედრა უკრაინასა და ამერიკას შორის, შემდეგ კი, როგორც ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა აღნიშნეს, დაიწყება ე.წ. მფრინავი შატლის დიპლომატია ამერიკა-რუსეთთან. შესაძლოა, რამდენიმე შეხვედრა ერთდროულად გაიმართოს. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა ჩემი ხედვის შესახებ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ვუპასუხე, რომ მისი მუშაობა შეუძლებელია, თუკი ის უკრაინის მმართველობის ქვეშ არ დაბრუნდება. ეს კანონსაწინააღმდეგოა, ის ასე ვერ…

მეტი...

,,მოდით, ახლა დავსერიოზულდეთ და კითხვებს გაეცით პასუხი” – თეა წულუკიანი

,,ბატონო ზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის, ხორცის რაციონით, თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ, თქვენ თუ საკანში 18 კვ.მ.-ში ჯამში 4 პატიმარი ხართ, თუ 9 საათი ხართ ჰაერზე, ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ, რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხომ არ იცით?! ამიტომ, მოდით, ახლა დავსერიოზულდეთ და კითხვებს გაეცით პასუხი”, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი უდესიანის დის ქმარს, ზაზა გუგავას, რომელიც ბესარიონ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან სცემს კითხვებზე პასუხს. წულუკიანის თქმით, ბესარიონ ხარძიანი ციხეში არ იმყოფებოდა…

მეტი...

კუნძულ ბალის მიმართულებით და უკან ფრენები გაუქმდა

dailymail-ის ცნობით, ინდონეზიაში, ვულკან ,,ლევოტობის” ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში გაშლილი ვულკანური ფერფლის გამო, კუნძულ ბალის მიმართულებით და უკან ფრენები გაუქმდა. ავიაკომპანია Jetstar-მა, არაუსაფრთხო პირობების გამო, პარასკევს დილით, ექვსი რეისი გააუქმა. ავიაკომპანია Qantas-ს აქვს დაგეგმილი დღისით ფრენები, რომლებიც ჯერჯერობით არ გაუქმებულა. ამასთან, Virgin Australia ელოდება ფრენებზე შეფერხებებს.

მეტი...