საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველი შეხვედრა სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრა ერევანში მიმდინარეობდა. მატჩში პირველი გოლი 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, ხოლო 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ 2 ქულიანი სხვაობით დააწინაურა გუნდი. შეხვედრის მეორე ნახევარში, 58 წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, ამრიგად, მატჩი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს შედგება.

მეტი...

საქართველოს ნაკრები მეტოქეს 3:0 ამარცხებს

ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქეს 3:0 ამარცხებს. მატჩის 33-ე წუთზე სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. 37-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გიორგი მიქაუტაძემ გახადა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი გიორგი მამარდაშვილის პასით გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ისევ მიქაუტაძემ გაიტანა.  

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერ ჰიმნს აჟღერებენ. “ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს” – სკანდირებენ ისინი. საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტებმა უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეს, უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.

მეტი...

სომხეთის კარებში მეორე გოლიც გავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, პირველივე ტაიმში მასპინძელ გუნდს მეორე გოლიც გაუტანეს. ამჯერად გოლო სომხეთის გუნდის კარებში გიორგი მიქაუტაძემ შეაგდო. ანგარიში კი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. მატჩი ერევენში მიმდინარეობს. გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის გუნდს გაუტანა. გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია. მან ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა. მატჩი ერევანში მიმდინარეობს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყო. ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე.

მეტი...

„კიევისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება მშვიდობის მიღწევის განზრახვებს“- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ კიევის რეჟიმისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება მშვიდობის მიღწევის განზრახვებს. „რა თქმა უნდა, [აშშ] იარაღის მიწოდება კიევის რეჟიმისთვის ეწინააღმდეგება დეკლარირებულ განზრახვებს, მიაღწიოს მშვიდობას და გადაიტანოს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ძირითად ხაზში“ – განაცხადა ზახაროვამ. „ვისაც მშვიდობა სურს, ბუნებრივია, ტერორისტული ბანდის მილიტარიზაციის შეწყვეტას დაუჭერს მხარს” – აღნიშნა მან.

მეტი...

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, გარდა უნგრეთისა. დოკუმენტი, რომელიც 20 მარტის ევროპული საბჭოს სამიტის შედეგად გამოქვეყნდა რუსეთს ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნების გამოჩენისკენ მოუწოდებს. “ევროპული საბჭო მიესალმება 2025 წლის 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის წინადადებებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნება გამოაჩინოს” – ნათქვამია სამიტის შედეგებში. ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობისკენ გზა უნდა მოიცავდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ძალისხმევებს, ომის ტყვეების…

მეტი...

საქართველო – სომხეთს შორის მატჩი დაიწყო

საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდს ხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყო. ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე.

მეტი...

“სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ”- კირ სტარმერი

პოლიტიკური მომენტიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. სტარმერმა კომენტარი გააკეთა 20 მარტს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ფორმატში ჩატარდება. “რასაც დღეს ვაკეთებთ, არის გადასვლა პოლიტიკური მომენტიდან, რომელიც შაბათ-კვირას გვქონდა… სამხედრო დაგეგმარებაზე, ასე რომ, ეს ხდება დღეს შტაბ-ბინაში… კონცეფციიდან გეგმებზე გადასვლა, კონკრეტულად იმ მხრივ, თუ როგორ დავიცავთ უკრაინაში ცას, ზღვებსა და საზღვრებს უსაფრთხოდ” – განაცხადა სტარმერმა.  

მეტი...

რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“. გარდა ამისა, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე ადამიანებმა,  რომლებიც რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის) ჩავიდნენ განკარგულების ძალაში შესვლამდე 90 დღეზე მეტი ვადით და სამუშაოდ, 2025 წლის 10 ივლისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება აივ-ინფექციასა და ნარკოტიკის მოხმარებაზე. დოკუმენტის თანახმად, განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

მეტი...

დამალული ძვირფასი ქვა სუჭოუში (Foto)

უძველესი სოფელი მინგიუევანი, იგივე „დამალული ძვირფასი ქვა სუჭოუში“, სიშანის კუნძულის სამხრეთით, თაიხუს ტბასთან მდებარეობს. ეს არის საკმაოდ კარგად შემონახული დასახლება თავისი სიძველეებით. აქაურობას სიძველე და დიდი ისტორია ნამდვილად ეტყობა. ორი მთავარი ქუჩა, რომელიც გადის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ჩიხები,  რომელიც მათ კვეთს, ჭადრაკის დაფას წააგავს. სოფლის კარგად შემონახული სახლები, რომლებიც ციანლონგის იმპერატორის ცინგის დინასტიის დროს აშენდა, შეიცავს დელიკატურ აგურის ჩუქურთმებს, ქვის ჩუქურთმებს, ხის ჩუქურთმებს და სუ სტილის ფერთა ფერწერას, რაც საოცარი სანახავია. სოფლის შესასვლელში დგას ათასწლოვანი უძველესი ბანიანი ხე, რომელიც  მინგიუევანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და შესაბამისად ტურისტები იყრიან თავს. სოფლის ქუჩები…

მეტი...

(video) ქართველი ქომაგების მსვლელობა ერევენაში

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ერევანში ქართველი ქომაგების მსვლელობა გაიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის გუნდებს შორის 21:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.  

მეტი...

ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადაცემის საკითხი არ განუხილავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. „მას ვუთხარი, რომ თუ არ არის უკრაინული, არავისთვის არ იმუშავებს. ეს უკანონოა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, განვკარგოთ ეს სადგური, რადგან არის სახელმწიფო საკუთრებაში. უკრაინა მზად არის, განიხილოს უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურების ინვესტიციების საკითხი და მათი მოდერნიზაცია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან საკუთრების საკითხზე არ გვისაუბრია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე” – პრემიერი

,,სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში. „ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,ეს არის გადამწყვეტი დღეები” – ლაიენი

,,ევროპისთვის და ევროპული საბჭოს სხდომისთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ეს არის გადამწყვეტი დღეები”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყების წინ განაცხადა. „ეს არის გადამწყვეტი დღეები ევროპისთვის და ევროპული საბჭოსთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა თქმა უნდა, უკრაინას, თუ როგორ მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, მაგრამ ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენს კონკურენტუნარიანობასა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ამიტომ კონკურენტუნარიანობის თემა მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საბჭოს ამ სხდომაზე. ასევე „მზადყოფნა 2030“ და ახალი გეგმა უსაფრთხოებისთვის იქნება დღევანდელი დისკუსიების ცენტრში“, – განაცხადა ლაიენმა. გავრცელებული ცნობებით,…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი, ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული…

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 71 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ხან იუნისში, რაფაჰსა და ბეით ლაჰიაში ისრაელის სამხედროებმა 11 საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს. საცხოვრებელ ზონებზე თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა. დაბომბვის გამო არაერთი ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი. „ალ ჯაზირა“ წერს, რომ 18 მარტს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად ღაზის სექტორში 436 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 183 ბავშვია.

მეტი...

,,სლოვაკეთმა, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკოს” – ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალ პაკეტს დაბლოკავს, თუ ეს უკრაინაში ომის მშვიდობიანად დარეგულირებას ხელს შეუშლის. „შესაძლოა, დადგეს მომენტი, როცა ჩვენ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით, ან რომ ეს ეწინააღმდეგება იმ სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ახლა გადაიდგმება. თუ ჩვენ მომდევნო სანქციებს შევხედავთ ისე, რომ ისინი ძირს გამოუთხრიან სამშვიდობო პროცესს, ჩვენ მზად ვართ მათ ვეტო დავადოთ“, – თქვა სლოვაკეთის პრემიერმა. მისი თქმით, ევროკავშირის სასანქციო სია, რომელიც 2400 ადამიანსა და ორგანიზაციაზე მეტს მოიცავს, უახლოეს კვირებსა და თვეებში, შესაძლოა, შემცირდეს.

მეტი...

ცნობილია ავარიის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

გუშინ, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედია, სოციალურ ქსელში მის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ დაღუპული სადახლოს მკვიდრი 35 წლის მაზაჰირ ნაზაროვია.

მეტი...

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 მარტს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს განსაკუთრებული სისასტიკით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტიორეს შეხვდება. ნორვეგიის პრემიერის განცხადებით, მოხარულია, რომ ნორვეგიაში ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. მისი თქმით, ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს ყველა პარტიამ ცოტა ხნის წინ მიაღწია შეთანხმებას უკრაინის დაფინანსების გაზრდის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრებიან ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი იენს სტოლტენბერგი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე და თავდაცვის მინისტრი ტორე სანდვიკი.

მეტი...

,,ჩემი მშრომელი შვილი, დენმა მომიკლაო“ – ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად ბათუმელი, დათო ბერიძე დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი ბათუმი. გარდაიცვალა დათო ბერიძე, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ოქროს ბიჭი. შენთან რა უნდოდა სიკვდილს. ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე. დღეს მგლოვიარეა ჩემი ბათუმი შავებით შეიმოსა. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, ლალი, თანაგიგრძნობ, შენი ანგელოზის, შენი დათუნას გარდაცვალებას. შენი ხმა არ ამომდის ყურებიდან, არ იმსახურებდი ამას.…

მეტი...

2012 წლის შემდეგ პირველად, გერმანიამ სირიაში დიპლომატიური მისიის მუშაობა განაახლა

„შპიგელის” ცნობით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობიდან სამი თვის შემდეგ, გერმანიამ სირიაში დიპლომატიური მისიის მუშაობა განაახლა. მათი თქმით, საელჩო, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაკეტილი იყო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დამასკოში ვიზიტის დროს გახსნა. თუმცა, საელჩო სრულფასოვნად, ჯერჯერობით, მაინც არ ფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თანამდებობას მალე ტოვებს, ლიბანიდან სირიაში დღეს დილით გაემგზავრა. ბეირუთში ის ახალ პრეზიდენტს, გენერალ ჯოზეფ ხალილ აუნს შეხვდა.

მეტი...

,,ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ,,ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ,,ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ცუდად იწყებს. „მომავალმა კანცლერმა მერცმა აგრესიულ ომზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს ევროპაში, ხანძრების, დაკვეთით მკვლელობების, ვანდალიზმისა და დეზინფორმაციის სახით. ჯერ ერთი დღეც არ უმუშავია და უკვე გებელსივით ტყუის. მერც, სწორედ ასეთი ომი აწარმოა თქვენმა ნაცისტურმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 1941-1945 წლებში. ვიცით, როგორი გამარჯვებით დასრულდა ეს. ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!“, – აღნიშნა მედვედევმა.

მეტი...

,,რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს” – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ახლა სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგანან, ნება მისცენ აგრესორს ძალადობისა და შიშის ესკალაციაში ან შეაჩერონ ის. „აბსოლუტურად აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება და ისინი მზად არიან, უზრუნველყონ იგი, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენი ლიდერობა არ არის დამოკიდებული ჩვენს რიტორიკაზე, ჩვენი ლიდერობა დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ნაუსედამ.

მეტი...

,,ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა” – პესკოვი

„მთავარი სიგნალები ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან ახლა ევროპის მილიტარიზაციის გეგმებს ეხება, რაც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიების შესახებ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. ევროპა ომის პარტიად კიდევ უფრო მეტად გადაიქცა“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის შესახებ მოსკოვს ბრიუსელიდან სიგნალი არ მიუღია.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს

ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი მოკლე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი შეთანხმებულია და ელოდება ხელმოწერას. მე ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს” – რუბიო

,,ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია, ირანის ბირთვულ საკითხზე დიპლომატიური საშუალებებით იმუშაოს, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება ბირთვული იარაღით აღჭურვილ ირანსა და ზომების მიღებას შორის მოუწევს, დონალდ ტრამპი ზომებს მიიღებს. „პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, თავიდან ავიცილოთ ირანი ბირთვული პოტენციალით, ამის გასაკეთებლად შესაძლებლობა გვაქვს და კიდევ უფრო შორს წასვლისთვის, შესაძლოა, რეჟიმისთვის საფრთხის შესაქმნელად“, – განაცხადა რუბიომ.

მეტი...

,,ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს” – კახა კალაძე

„როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითვაზე განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ საიდან მოდის ესა თუ ის თანხები და რაში იხარჯება. „ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას…

მეტი...

,,ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება” – შვედეთის პრემიერი

,,ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებისა და სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება ისე, როგორც ადრე”, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. ,,როგორც იცით საქართველო დღის წესრიგში ძალიან ხშირად არის და დღეს, რომ არ არის, ეს მხარდაჭერის ნაკლებობას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ეს ბევრჯერ გამოვხატეთ სხვადასხვა ფორმით. ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებისა და სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება ისე, როგორც ადრე”, – აღნიშნა კრისტერსონმა.

მეტი...

,,იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს” – ლატვიის პრემიერი

,,იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს”, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ევროკავშირის 2-დღიანი სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში. ,,არ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

უკრაინამ ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო მიიღო

,,უკრაინამ ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო ERA-ს ინიციატივის ფარგლებში მიიღო. ეს უკვე მეორე ტრანშია, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან შედგება”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. ,,საერთო ჯამში დიდი შვიდეულის ინიციატივის ფარგლებში, ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინას უკვე 4 მილიარდი ევრო გადასცეს. გაყინული რუსული აქტივები უნდა მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათი სრული კონფისკაცია და უკრაინის აღდგენაზე დახარჯვა მოხდეს”, – თქვა შმიგალმა.

მეტი...

,,თუ გილაურს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი აქვს, ის განწირულია მარცხისთვის” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, თუ ნიკა გილაურს სურვილი აქვს, რომ  პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, ის მარცხისთვისაა განწირული. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს გილაურის მიერ უცხოელი ლობისტების დაქირავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „თუ გილაურს იმის სურვილი აქვს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის. ის წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ბიზნესის რეკეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ასეთი წარსულის მქონე ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკაში, ყოველთვის განწირული…

მეტი...

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს

The Times of Israel-ის ცნობით, იემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი თავდასხმის გამო, პროტოკოლის შესაბამისად, საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. მათი განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

მეტი...

,,ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ” – კახა კალაძე

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა,  მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ“, – ასე შეაფასა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები. კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულნი იქნებიან თუ დაქსაქსულები. „ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს – გაერთიანებულები იქნებიან, თუ  ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ.  ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება…

მეტი...