საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. „დიფ სთეითი“ დასუსტდა აშშ-ში და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სთეითი“ იყო ერთნაირად ძლიერად წარმოდგენილი, იქ დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო გაამძაფროს შეტევა ევროპული სტრუქტურების და ევროპული ბიუროკრატიის მეშვეობით. ეს არის რეალობა და ამას უკავშირდება ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიუროკრატების, ჩინოვნიკების გაძლიერებული თავდასხმები. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც პრაქტიკულად სუვერენიტეტი აქვს დაკარგული სახელმწიფოს, ეს არის განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება ხელისუფლებები.
მეტი...დღე: მარტი 19, 2025
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში. შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...“აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს”- პრემიერი
“აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს რომ, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. „შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...„ვფიქრობ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება“- კობახიძე
“ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები აღდგება. „ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არსებითად შევთანხმდეთ ორმხრივ სურვილზე. თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული,…
მეტი...“ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული”- ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და გულწრფელი საუბარი ჰქონდა. „ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ომის დასრულების წინსვლაში. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მ ერთად უნდა განაგრძონ მუშაობა ომის რეალური დასრულებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ლიდერობასთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული. პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და მთავარი საკითხები, რაც განიხილეს. პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი, შეიძლება, იყოს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ამის შესასრულებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს…
მეტი...სერბეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა
სერბეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. ვუჩევიჩმა, რომელიც მმართველი პარტიის, „სერბეთის პრეგრესული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მოკავშირეა, გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ 28 იანვარს განაცხადა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. თუმცა პარლამენტმა მისი გადადგომა ახლა დაამტკიცა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტ ვუჩიჩს ახლა 30-დღიანი ვადა აქვს ახალი პრემიერ-მინისტრის წარსადგენად. სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ნოვი სადში ახლადრეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.
მეტი...“ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შეამცირა სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის ინტენსივობა „ჰუსიტებისთვის“, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ აგზავნიან დიდი ოდენობის აღჭურვილობას. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ამ აღჭურვილობის გაგზავნა“– წერს ტრამპი. მისივე თქმით, „ჰუსიტებმა“ თავად უნდა იბრძოლონ.
მეტი...“გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”- ომბუდსმენი
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას” – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე…
მეტი...“რამდენიმე კვირაში შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა”- ტრამპის წარმომადგენელი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა. „ლიდერები შეთანხმდნენ გარკვეული პირობებით ცეცხლის შეწყვეტის და ცეცხლის სრულად შეწყვეტის გზაზე, რაზეც უახლოეს დღეებში გაიმართება მოლაპარაკებები. ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში ჩვენ მივალთ მაქამდე. ბევრი კარგი სიახლეა. ახლა ტექნიკური ჯგუფებზეა დამოკიდებული, რომ ყველა დეტალი დაასრულონ და ყველა მოწოდებულია ამ პროცესს მხარი დაუჭიროს“- განაცხადა უიტკოფმა.
მეტი...პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. პარალელურად სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ განათლების სამინისტროსთან, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.
მეტი...ისრაელი ღაზაში წერტილოვან სახმელეთო ოპერაციებს იწყებს
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციებს იწყებენ. როგორც სამხედროები ამბობენ, რომ ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის გაფართოება.ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია მას შემდეგ განაახლა, რაც ერთი დღით ადრე ანკლავში საჰაერო იერიშების განხორციელება დაიწყო. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ავიადარტყმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ოპერაციის განახლება მოჰყვა მძევლების გათავისუფლებაზე „ჰამასის“ განმეორებით უარს, ასევე, ტრამპის ადმინისტრაციისა და შუამავლების ყველა წინადადების უარყოფას. მხარეებს შორის დროებითი ზავის პირველი ფაზის პირველ მარტს დასრულების შემდეგ მხარეები, შუამავლების დახმარებით, ზავის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს მართავდნენ.
მეტი...“მყიფე ხარ და ღელავ”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციით გაოცებულია. კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლანდსბერგისს საქართველოს ხელისუფლების წევრების განცხადებების შესახებ ჰკითხა, რომლებიც ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ მათ წინააღმდეგ შემოღებული სანქციები “არაფერს ნიშნავს”. “ძალიან გაოცებული ვარ რეაქციით. ეს აჩვენებს – დიქტატორები ძალიან მყიფეები არიან, თავიანთ ეგოებში, თავიანთ შუშის სახლებში, იმდენად მყიფეები არიან. ვინაიდან, რომ არ იყვნენ [მყიფეები], რეაქცია არ ექნებოდათ. თუ არ განაღვლებს – რატომ საუბრობ ამაზე? რატომ მოდიხარ ჩემს Twitter-ზე და მეუბნები “არ მაინტერესებ”. თუ არ განაღვლებს – არ განაღვლებს. თუ მოდიხარ,…
მეტი...“ძალიან სწორ გზაზე ვართ”- ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც ტრამპი ამბობს, ზელენსკისთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა. “ახლა დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. ის დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. საუბრის დიდი ნაწილი ემყარებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განხორციელებულ ზარს, რათა თანხვედრაში მოვაქციოთ რუსეთიც და უკრაინაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ. ძალიან სწორ გზაზე ვართ, და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკლ უოლცს ვთხოვ, რომ განხილული თემების ზუსტი აღწერა წარადგინონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება” – წერს ტრამპი.
მეტი...რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტყვეების გაცვლა, არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა დააბრუნა 175 უკრაინელი სამხედრო ტყვე, ასევე „22 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, ხოლო კიევმა 175 რუსი ჯარისკაცი. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...ზურაბიშვილის მიერ, ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი ცნობილია
ცნობილია წერილის შინაარსი, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროპელ ლიდერებს გაეგზავნათ. წერილის ტექსტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციის ფარგლებში შედგა. წერილში ხაზგასმულია, რომ ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო: დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და სტრატეგიული. “ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე…
მეტი...როგორი იყო ძველებური მაცივარი – ეს ნამდვილად საუცხოოა (ვიდეო)
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რასაც კადრებში ხედავთ, ეს არის მაცივარი. სწორედ ასე ინახავდნენ ადრე პროდუქტებს. აღნიშნული მაცივარი კი „მედაცენტრმა მთავარმა“ მცხეთაში, მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში გადაიღო. ის ამ კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. არაგვიდან ამოჰქონდათ ყინული, რომელსაც ალაგებდნენ ამ მაცივარში, ზემოდან კი პროდუქტებს ალაგებდნენ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ინახებოდა.
მეტი...„ომი სოლიდარობაზე“ – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის კანონები რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს ბოლო პერიოდში, ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ გამოცხადებული ომი. „მთლიანობაში, ეს ყველაფერი უდრის გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ. ასე შეიძლება შევაფასოთ ის ყველაფერი, რაც ხდება. ომი სოლიდარობაზე, ასე შეიძლება შევაფასოთ ფონდების დაყადაღება. ის რაც წარმოადგენს საზოგადოების გამოხატულებას, სოლიდარობის მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებულები, ან სამსახურებიდან გაგდებულები, ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან რომ გამოაჩინოს თავისი სოლიდარობა, ეს არის აღქმული როგორც მტრული საქმიანობა. ჩვენ ამ საკითხს უნდა მოვხედოთ სხვანაირად და მოვნახოთ გზები რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“…
მეტი...სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის 5 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ო.შ, 1995 წელს დაბადებული გ.შ, 1997 წელს დაბადებული ფ.ო, 1995 წელს დაბადებული უ.შ, და 1992 წელს დაბადებული მ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო…
მეტი...,,მადუროს რეჟიმი დეპორტირებულ საკუთარ მოქალაქეებს თუ არ მიიღებს, აშშ ახალ, მკაცრ და მზარდ სანქციებს დააწესებს” – რუბიო
აშშ ვენესუელას დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ მიიღებს აშშ-დან დეპორტირებულ საკუთარ მოქალაქეებს. „მადუროს რეჟიმი დეპორტაციის ფრენების თანმიმდევრულ ნაკადს თუ არ მიიღებს, დამატებითი მიზეზების ან დაყოვნების გარეშე, აშშ დააწესებს ახალ, მკაცრ და მზარდ სანქციებს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო X-ზე.
მეტი...,,პუტინი თამაშობს” – ბორის პისტორიუსი
„თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ამ სავარაუდოდ გადამწყვეტი და დიდებული სატელეფონო ზარის შემდეგ, პირველივე ღამეს არ შემცირებულა. პუტინი აქ თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდხანს ვეღარ შეძლებს უმოქმედოდ ყურებას“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება.
მეტი...XI მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდა
XI მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდა, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე უხელმძღვანელებს. ნდობის ჯგუფში უმრავლესობის კვოტით იქნებიან ,,ქართული ოცნების“ წევრები არჩილ გორდულაძე და თენგიზ შარმანაშვილი, ხოლო ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით ,,ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. ცნობისთვის, ნდობის ჯგუფი საპარლამენტო სუბიექტია. ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შემადგენლობაშია და უსაფრთხოების სექტორის საქმიანობას ზედამხედველობს.
მეტი...პროკურატურამ ნარკოდანაშაულში მონაწილე 9 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების საქმეებზე 9 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე ბრალდებულები აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. „ლოკაციებზე“ განთავსების გზით. 5 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18,260-ე მუხლის მესამე, მეხუთე…
მეტი...სტამბოლის მერის დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
სტამბოლის პოლიციის მთავარ განყოფილებასთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ. ისინი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებენ. პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ იმამოუღლუს დაკავება დარტყმაა თურქეთის დემოკრატიისთვის. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები და წყლის ჭავლის მანქანები. სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა ოთხი დღით. ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
მეტი...,,რუსეთი ყველა ევროპული ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
„ბუნებრივია, რომ რუსეთის ქმედებები ყველაზე მეტად მის მეზობლებს აწუხებთ. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კოლექტიურ საფრთხეს წარმოადგენს“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა. ,,მომავალში ევროპამ აქცენტი იარაღის წარმოებაზე უნდა გააკეთოს. ეს დროის საკითხია. შეიარაღება, რომელიც ახლა გვჭირდება იქ უნდა შევიძინოთ, სადაც ეს შესაძლებელია, ევროპაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში ან თურქეთში. ცხადია, თუ ამას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, მაშინ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესყიდვა, არამედ წარმოებაც. ამ მიზნით ჩვენი სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ, რასაც უკვე ვაკეთებთ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 18 საათზე გააკეთებს. თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია.
მეტი...რას ამბობენ მეზობლები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე
დღეს, თბილისში, გლდანში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საკუთარ სახლში მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, 2 მამაკაცზე იყო გაქირავებული. მათი თქმით, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი, რის შედეგადაც ერთმა მეორე დანით დაჭრა. „მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს”, – ამბობს მეზობელი. ბრალდებული უკვე დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციითვე, სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.
მეტი...,,უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთთან მოლაპარაკებებში წითელ ხაზს წარმოადგენს და ის მათ ოფიციალური მოსკოვის ნაწილად არასდროს აღიარებს. „რაც შეეხება ტერიტორიებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი სენსიტიური და რთული საკითხი მოლაპარაკებების დროს. მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის უპირობო შეწყვეტა“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ფრონტის გარკვეულ ადგილებში, ცაში ან ზღვაში, ცეცხლის შეწყვეტა საერთო ჯამში ფრონტის მთელ ხაზზე ომის შეჩერებას გამოიწვევს. „ეს სწორი ნაბიჯებია, თუ ჩვენ ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით გვსურს“, – თქვა ზელენსკიმ.
მეტი...,,ბევრი რამ გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის დროს, ამიტომ ურთიერთობების აღდგენას დრო და ძალისხმევა დასჭირდება” – პესკოვი
„შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტებს, ტრამპსა და პუტინს ერთმანეთის კარგად ესმით, ერთმანეთს ენდობიან და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ეტაპობრივად სვლას გეგმავენ“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ძალიან ბევრი რამ იყო, რაც წინა ადმინისტრაციის დროს გაფუჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენას, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ნების მხარდაჭერით, დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ორი პრეზიდენტის ძლიერი სურვილი საუკეთესო გარანტიაა იმისთვის, რომ ამ გზას ყველა გაივლის, როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
მეტი...განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების საქმეებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ბათუმის ტერიტორიაზე განათავსა”, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-6 ნაწილის „ა“ და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით დიდი…
მეტი...,,ისრაელის მიზნები უცვლელი რჩება: ყველა ჩვენი მძევლის, ცოცხალის და დაღუპულის, გათავისუფლება” – ისრაელის საელჩო
,,ისრაელის მიზნები უცვლელი რჩება: ყველა ჩვენი მძევლის – ცოცხალის და დაღუპულის – გათავისუფლება, ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების ჩამოშლა და ღაზადან მომდინარე ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრა”, – აცხადებს ისრაელის საელჩო საქართველოში და მძევლების გათავისუფლებისა და ჰამასის ტერორისტული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული მცდელობების შესახებ, განცხადებას ავრცელებს. ,,თითქმის სამი კვირის წინ, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ პერიოდში ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ უარი თქვა მოლაპარაკებებში პროგრესზე და უარყო ორი ამერიკული შემოთავაზება გაახანგრძლივოს შეთანხმება და გაათავისუფლოს დამატებითი მძევლები. ამჟამად, ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩება 59 მძევალი – ცოცხალიც და გარდაცვლილიც…
მეტი...პარლამენტმა ნარკოდანაშაულზე კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ,,ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტს, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხება I მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებას 83 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო. დეპუტატ არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანტინარკოტიკული კანონის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატება. ამ ცვლილების შესახებ 17 მარტს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კანონპროექტის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვა სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია”. კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი…
მეტი...ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკა კაციას განცხადებით, მას „ნარკოტიკები ჩაუდეს“ და მისი საქმე „თეთრი ძაფით არის ნაკერი”. ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
მეტი...,,უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ” – ფინეთის პრეზიდენტი
„აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ეს არის დიახ ან არა. არავითარი მაგრამ ან პირობების წამოყენება. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე დათანხმდა“, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთ გამოსავალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტა წარმოადგენს. „თუ რუსეთი არ დათანხმდება, ჩვენ უკრაინის გასაძლიერებლად მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, რათა რუსეთი დარწმუნდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
მეტი...,,ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება, მართლა უბედურება ხდება” – მამუკა მდინარაძე
„ამაზე ეროვნული საქმე ბევრი არ გაგვახსენდება. ნარკოტიკები არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა. ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, „დადებები“ ხომ გაგიგიათ?! ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება. მართლა უბედურება ხდება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას. ,,მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია და საქართველოში რატომ ვერ მოერია, ესე იგი შენ ხარ ხელისუფლება სათავეშიო. ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ. ის ე.წ. დამდებები ძალიან ბევრია დაკავებული და დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დღე არ გავა, ვიღაც არ დაიჭირონ, მაგრამ იმხელა…
მეტი...ზელენსკი დღეს ტრამპს დაელაპარაკება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს დაელაპარაკება. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ტრამპთან საუბრისას პუტინთან დიალოგის შესახებ უფრო მეტ დეტალს გაიგებს. ,,დღეს მექნება კონტაქტი პრეზიდენტ ტრამპთან. დღეს, შემდგომი ნაბიჯების დეტალებს განვიხილავთ”, – თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ.
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და პატრონებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს: ,,შინაური ცხოველის ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ცხოველებში გავრცელებული დაავადებების პრევენციისათვის. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის მოვლა-პატრონობა, ვეტერინარული მომსახურება, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და სოციალური ქცევის კორექცია. მიყევი ვაქცინაციის გრაფიკს და დაიცავი ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობა. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შინაური ცხოველის ასაკმა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის ვაქცინაციის გრაფიკზე. ამიტომ, გაესაუბრეთ ვეტერინარს, თქვენი ძაღლის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვაქცინაციის გრაფიკის დასაზუსტებლად. კომპლექსური ვაქცინაცია ტარდება სამჯერადად. ვაქცინაციებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია ვაქცინის მწარმოებელზე და შეადგენს ძირითადად 3, ზოგიერთ…
მეტი...