სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში გადადის. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს განაცხადეს. სტუდენტების თქმით, “ქართული ოცნება” ყოველდღიურად იღებს “რეპრესიულ კანონებს” და საჭირო გახდა, როგორც უნივერსიტეტების ფოიეებში, ასევე, რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი პროტესტი გამოხატონ. მათი განცხადებით, ისინი პროტესტის ახალ რეჟიმში დღეიდან გადადიან და ამაღამ რუსთაველის გამზირზე აპირებენ დარჩენას.
მეტი...დღე: მარტი 17, 2025
“არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს”- თეთრი სახლის პრესსპიკერი
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მშვიდობასთან ისე ახლოს არასდროს ყოფილან. ამ განცხადებით, მან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ. პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს“ – განაცხადა ლივიტმა. კეროლაინ ლივიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვალ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.
მეტი...“ერთი კვირის წინ, ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ახლა ლანძღავენ”- მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მეხუთე პრეზიდენტის, მისამართით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. მდინარაძის განცხადებით, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის მისაღები იყო, ახლა, კი ყველა ლანძღავს. “ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო „მესიჯბოქსი“ აქვთ. ერთი კვრის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი. ახლა, უცებ დაეწყვნენ და ყველა ლანძღავს და უარყვეს, არა თუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ორი ვერსია გვაქვს. მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ“ – განაცხადა…
მეტი...“ბატონ პუტინს ვაფრთხილებ”- დევიდ ლემი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი რუსეთის პრეზიდენტს აფრთხილებს. ლემი ამბობს, რომ ახლა ყურადღების ცენტრში პუტინია. „ახლა ყურადღების ცენტრში პუტინია. პუტინმა უნდა უპასუხოს, პუტინია ის, ვინც უნდა აირჩიოს – ბატონო პუტინ, მშვიდობის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი? შეაჩერებთ ბრძოლას თუ დროს გააჭიანურებთ, ცეცხლის შეწყვეტას მხარს მხოლოდ სიტყვებით დაუჭერთ და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ დარტყმებს გააგრძელებთ? ბატონ პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით“- განაცხადა დევიდ ლემიმ. მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებულები არიან. „თუ პუტინი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს და მე ამის…
მეტი...(video) მარტვილში ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ხანძარია. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...„შევჯერდით, ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა“- მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო გახდება მკურნალობა. მდინარაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. “იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი…
მეტი...ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. “ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში…
მეტი...„ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან”- ტრამპი
“ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს. ტრამპი ამბობს, რომ „ირანი „უდანაშაულო მსხვერპლის“ როლს თამაშობს, თითქოს „ჰუსიტებზე“ კონტროლი დაკარგეს. „არავინ მოტყუვდეს! „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ასობით თავდასხმა, იემენში დაფუძნებული ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების მიერ, რომლებსაც იემენელი ხალხი სძულთ, ირანიდან მოდის და ირანში იქმნება. „ჰუსიტების“ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმასა და საპასუხო ნაბიჯს დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მეტი...“შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა კრიტიკულია“- ომბუდსმენი
სახალხო დამცველის აპარატი ეუთო/ოდირის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია. „როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს – ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით. ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი…
მეტი...“რუსეთის ნდობა არ შეიძლება”- კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. „მაგიდის გარშემო ყველას ესმის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი ამ შესაძლებლობას ყველა სახის მოთხოვნის წამოსაყენებლად გამოიყენებენ“ – განაცხადა კალასმა. მისი თქმით, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის ინიციატივას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „რა თქმა უნდა, ახლა საუბარი დეტალების შესახებ არის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე დასკვნა მივიღეთ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით წინ სწრაფად უნდა წავიწიოთ. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, –…
მეტი...იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტით გაიმიჯნება ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდება დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები. სისხლის სამართლის კოდექსს, ასევე, ემატება 260² მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა…
მეტი...21 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, რიყის პარკში მდებარე “ბარი სახელოსნოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მეტი...‘’სარბიელის სინი,’’ სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის კლუბ ’’არმიას’’უმასპინძლა. ‘’არმიელები’’, სამსახურში, მათ მიერ, რუსთავის’’ხარებზე’’ გამარჯვების შედეგად მოპოვებული ‘’სარბიელის სინით’’ მობრძანდნენ. სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ‘’არმიელებს’’ ღირსეული გამარჯვება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა. მორაგბეებმა, კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნონ მოგებული ჯილდო. ‘’არმიელების’’ გადაწყვეტილებით, ‘’სარბიელის სინი,’’ სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას. “არმიამ’’, 14 მარტს, რუსთავის ‘’ხარებზე’’ მოპოვებული გამარჯვებით, მეექვსე ადგილიდან გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე და ექვსეულში მოიპოვა ადგილი პლეი- ოფში სათამაშოდ. შეგახსენებთ,…
მეტი...აშშ-ის ავიამზიდზე ,,ჰუსიტებმა” საპასუხო დარტყმა განახორციელეს
თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდზე წითელ ზღვაში. ,,ჰუსიტებმა” აღიარეს, რომ დარტყმა ხომალდზე მათ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. როგორც საიფორმაციო სააგენტო ,,ფრანც პრესი” წერს, ,,ჰარი ტრუმანზე” თავდასხმისთვის ისლამისტურმა დაჯგუფებამ 18 ფრთოსანი რაკეტა და ერთი დრონი გაუშვა. შეტევას ,,ჰუსიტების” სამხედრო ფრთის წარმომადგენელი ადასტურებს, თუმცა არ კონკრეტდება, მიადგა თუ არა ზიანი ამერიკულ ავიამზიდს და მის სიახლოვეს განლაგებულ სამხედრო გემებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ შეერთებული შტატების ფლოტმა წითელი ზღვის აკვატორიიდან ,,ჰუსიტების” პოზიციები დაბომბა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაიღუპა 53 ადამიანი, დაჭრილია ასამდე.
მეტი...აშშ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში იძიებდა, ტოვებს
აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხს იძიებს. The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ევროპელ კოლეგებს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს. ვაშინგტონი საკუთარ გადაწყვეტილებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ აღნიშნულ ჯგუფს 2023 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეუერთდა. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, საკუთარ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ხარჯების გადანაწილებით ხსნის. გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უკრაინასთან რუსეთის მოქმედებების გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობას ამცირებს.
მეტი...,,გერმანია 2025 წელს უკრაინის დახმარებას €3 მილიარდით გაზრდის” – ბერბოკი
,,გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება 3 მილიარდი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ,,მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ინვესტიციების გარდა, ჩვენ საბოლოოდ გამოვყოფთ კიდევ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს. ეს ნიშნავს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს მიწოდებას, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა”, – განაცხადა ბერბოკმა. მისი თქმით, სამშაბათს, 18 მარტს, გერმანიის კონსტიტუციაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვალის მოცულობა თავდაცვის დასაფინანსებლად და ,,უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას…
მეტი...,,ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში მოსკოვი მოითხოვს რკინაბეტონის გარანტიებს” – გრუშკო
,,ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში მოსკოვი მოითხოვს რკინაბეტონის გარანტიებს, რაც გულისხმობს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და მის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმას”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ გრუშკომ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „თუ ვისაუბრებთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მას ექნება გარე კონტური. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გახდეს უსაფრთხოების რკინაბეტონის გარანტიები. რადგან მხოლოდ მათი ჩამოყალიბებით შესაძლებელი იქნება უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა და ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების გამყარება. ამ გარანტიების ნაწილი უნდა გახდეს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ნატო-ს ქვეყნების უარი, მიიღონ ის ალიანსის წევრად. სწორედ ეს დებულება იყო დაფიქსირებული…
მეტი...ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა. აღნიშნულ თანხას უკრაინა გრანტებისა და სესხების სახით ევროკავშირის „უკრაინის ფონდიდან“ მიიღებს. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნული მექანიზმის მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა. ასევე, ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, უკრაინამ აჩვენა, რომ მან გადადგა 13 ნაბიჯი, მათ შორის განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდასთან, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებასთან, სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის სიის შემუშავების გაგრძელებით.
მეტი...გურჯაანში ეკლესია გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. ეკლესიის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა-ლოცვის შემდეგ შეაღწიეს. ,,გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული”, – ამბობს ქემაშვილი. ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.
მეტი...პროკურატურა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ…
მეტი...უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი ანდრიი გნატოვი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. გავრცელებული ინფორმაციით, გნატოვს 27-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. ის საზღვაო ქვეითთა ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის აღმოსავლეთის ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს მეთაურობდა. გნატოვმა ამ თანამდებობაზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა.
მეტი...კანადის ახალი პრემიერი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდა
BBC-ის ინფორმაციით, კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. „ჩვენ ორივე მხარს ვუჭერთ მხარს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ეს გამოიხატება უკრაინისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერით“, – განაცხადა კარნიმ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მაკრონის თქმით, საფრანგეთი და კანადა „მშვიდობის ძალები“ არიან და უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ. მარკ კარნი საფრანგეთის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.
მეტი...,,ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია” – ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია, რადგან მათზე არათუ პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა არ არის დატანილი, ჯო ბაიდენს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ დოკუმენტებზე. ტრამპის თქმით, დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთია დამოწმებული და ამის გამო, აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დაიწყება.
მეტი...,,ქვეყანაში „მაიდნის“ გამეორება არ მოხდება” – ალექსანდრ ვუჩიჩი
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ ქვეყანაში „მაიდნის“ გამეორება არ მოხდება. ის საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მის წინააღმდეგ სიცრუეში ადანაშაულებს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, 15 მარტის საპროტესტო აქციების დროს მთავრობის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ინტერნეტი დაიხშობა, სოციალური ქსელები არ იარსებებს, რადგან ამას დიქტატორები აკეთებენ. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ისინი იტყუებიან. „შემდეგ მოიფიქრეს ამბავი ხმოვან ქვემეხზე, იპოვეს ეს ხმოვანი ქვემეხი და აჩვენეს, აჩვენეს ჯარისკაცის ხელში, „კობრას“ წევრის ხელში, ეს არ არის ხმის ქვემეხი, ჩვეულებრივი შაშხანაა, რადგან ჯარს და „კობრას“ საერთოდ არ აქვს ხმოვანი ქვემეხი“, – განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, სწორედ ასე კეთდებოდა მაიდნის დროს.
მეტი...თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში მუშა დაავიწყდათ – თვითმფრინავი 1 საათში ავარიულად დაეშვა
Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე, ბარგის განყოფილებაში მუშა დაავიწყდათ, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში, 11 000 მეტრის სიმაღლეზე, -25 გრადუსში იმყოფებოდა. თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით მიფრინავდა. მუშის გაქრობა თვითმფრინავის აფრენიდან მალევე შეამჩნიეს. თვითმფრინავის იზმირის აეროპორტში ავარიულად დაშვების შემდეგ, მამაკაცი გადაარჩინეს. მას ქვედა კიდურები ჰქონდა გაყინული და საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. შემთხვევა 2024 წლის 15 დეკემბერს მოხდა, თუმცა მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.
მეტი...,,ამერიკის ეკონომიკას ზიანი „დიფ სთეითმა“ მიაყენა” – აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი
,,ამერიკის ეკონომიკას ზიანი „დიფ სთეითმა“ მიაყენა”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივნმა, კრის რაითმა განაცხადა. „დროა ენერგეტიკის სექტორშიც დავაბრუნოთ საღი აზრი და ვიფიქროთ ამერიკელი ხალხის ინტერესებზე. კონგრესი უნდა ჩაერთოს. უნდა შევცვალოთ კანონები და ზოგიერთ ბრძანებას მივცეთ სავალდებულო ფორმა. ამერიკის ეკონომიკას რეალურად უდიდესი და დამღუპველი ზიანი მიაყენა „დიფ სთეითმა“. „დიფ სთეითის“ გავლენები ჩვენ ეკონომიკაზე ჯერ კიდევ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო და აუცილებელია ამის აღმოფხვრა“, – განაცხადა რაითმა.
მეტი...აშშ-ის სამხრეთ და შუა დასავლეთ ნაწილში შტორმს და ტორნადოს, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის სამხრეთ და შუა დასავლეთ ნაწილში შტორმს და ტორნადოს, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკული მედიის ცნობით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, არკანზასის, ტეხასის, ოკლაჰომას, კანზასის, ალაბამასა და მისისპის შტატებში. კანზასში ქვიშის ქარიშხლის გამო დაზიანდა 50-ზე მეტი ავტომობილი, რასაც, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის არკანზასში, ჯორჯიასა და ოკლაჰომაში, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს. მისურიში, სადაც 19 ტორნადო დაფიქსირდა, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. გუბერნატორის, მაიკ კეჰოს განცხადებით, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 250 ათასზე მეტ ობიექტს.
მეტი...,,ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა” – კალაძე სააკაშვილზე
თბილისის მერის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. როგორც იცით, ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს, ცხადია, იყო საზღვრის უკანონო კვეთა და ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება. სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის, ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული, თუ…
მეტი...,,ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს” – კახა კალაძე
„ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით გარედან მითითებებს ელოდება, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებში, ხალხის თანადგომით, “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. „რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ გაერთიანებულები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ პატრონებს ჰქონდათ სურვილი, რომ ერთი პლატფორმა შეექმნათ, ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოსდით. დრო ერთმანეთის ლანძღვაში გაჰყავთ. ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება არჩევნებს, გაურკვეველია მათი მხრიდან რა…
მეტი...,,ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა 2008 წელს ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. ამის შესახებ მან სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის, დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა. მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს. „ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ცხადია, უმძიმესი შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული ომი. ამიტომ, არჩევნების დროს გავაკეთეთ არაერთი…
მეტი...მაკრონი ევროპულ ქვეყნებს იარაღის ყიდვას აშშ-ის ნაცვლად ევროპაში სთავაზობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპული ქვეყნების ლიდერებს იარაღის ყიდვას ამერიკის ნაცვლად ევროპაში სთავაზობს. ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ვაპირებ წავიდე და დავარწმუნო ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამერიკული იარაღის შესყიდვას მიეჩვივნენ. მათ, ვინც Patriot-ს ყიდულობს, ახალი თაობის ფრანგულ-იტალიური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი SAMP/T უნდა შევთავაზოთ. მათ, ვინც F-35-ს ყიდულობს, Rafale უნდა შევთავაზოთ. ეს წარმოების ტემპების ზრდის საშუალებაა“, – ციტირებს გამოცემა მაკრონს.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ფოტოს ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რაზე ისაუბრეს მათ.
მეტი...,,სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის სამი ფუნდამენტური საკითხი „წითელი ხაზია“ და არ ექვემდებარება განხილვას” – სიბიგა
,,სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც „წითელი ხაზია“ და არ ექვემდებარება განხილვას”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ. ,,პირველი – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი – უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორე – არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინელი ხალხის არჩევანზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე; მესამე – ჯარის თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვა, რაზეც უკრაინა არ დათანხმდება”, – აღნიშნა სიბიგამ და განმარტა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის ამ ფუნდამენტური საკითხების შესახებ.
მეტი...საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
საჯარო სკოლებში რესურსცენტრის თანამშრომლები დაინიშნებიან და ისინი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს შეასრულებენ. ანიშნულ ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მოაწერს. ,,რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით”, – წერია დოკუმენტში.
მეტი...დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში, ტრამვაიში ცოლს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა
დააკავეს ქართველი მამაკაცი, 46 წლის თენგიზ კაკიაშვილი, რომელმაც გერმანიის ქალაქ გერას ტრამვაიში ცოლს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მედიის ცნობით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. გერმანიის პოლიცია ეძებს ქართველ მამაკაცს, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა
მეტი...წალენჯიხაში, თონეში სავარაუდოდ, გაზის ავზი აფეთქდა
წალენჯიხაში, თონის დამხმარე ოთახში, გაზის ბალონი აფეთქდა. წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელმაც დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმობილით გადაიყვანეს აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის ბალონმა გამოიწვია.
მეტი...