აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით “ცოტათი სარკასტული იყო”. „მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა, მოვაგვარო ეს საკითხი. და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ ჯგუფთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა“- განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტს შეახსენა საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.
მეტი...დღე: მარტი 16, 2025
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს. უკვე 109-ე დღეა დედაქალაქში საპროტესტო აქციები უწყვეტად იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
მეტი...გიორგი მიქაუტაძე „ლიონი“-„ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და ამის მიუხედავად, „ლიონი“ – „ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 77-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა. მიქაუტაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მალიკ ფოფანას (79) და ტიაგო ალმადას (90+7) გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავადაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
მეტი...მარტვილში, ერთ-ერთ ფერდობზე ხანძარია
მარტვილში, ერთ-ერთ ფერდობზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.
მეტი...ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობაზე სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს. ამის შესახებ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი აცხადებს. უიტკოფის თქმით, მოსკოვში მას პოზიტიური მოლაპარაკება ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, საუბარი გაგრძელდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში. უიტკოფი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი საუბარიც “კარგი და პოზიტიური იქნება”. გასულ კვირაში საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგების თანახმად, უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ “არის ნიუანსები”, რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება.
მეტი...თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“- აცხადებენ უწყებაში. “ბარში დაწყებული კონფლიქტი”- ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის მკვლელობაზე
მეტი...ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები ქედის მუნიციპალიტეტის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მეტი...კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. მინისტრის ამბობს, რომ ის ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ახლო მოკავშირეებს „უკრაინის მშვიდობისკენ მიმავალი გზის განსახილველად“. „ახლა რუსეთი უნდა მორჩეს გაჭიანურებას და შეწყვიტოს თავდასხმები. დადგა დრო, რუსეთი ნებაყოფლობით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“ – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის ერთგული მოკავშირეა.
მეტი...საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კერძოდ, „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს ანგარიშით 46:28 სძლია. საქართველომ მოგებით მიჯრით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტული მოიპოვა.
მეტი...ნარკომოვაჭრის ქონება ჩამორთმევას ექვემდებარება – კანონი იცვლება
კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ნარკომოვაჭრის ქონება ჩამორთმევას ექვემდებარება. ეს მუხლი ასევე ვრცელდება ე.წ. კანონიერი ქურდებისა და რეკეტულ ქონებებზეც. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნარკოდანაშაულთა ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგეს, რადგან “ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდა-განვითარებას, აგრეთვე – ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას”. 10 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა.
მეტი...დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციაში დმანისის მერია ავრცელებს. სხვა დეტალები უცნობია. ,,გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება”- წერია ინფორმაციაში.
მეტი...“ბარში დაწყებული კონფლიქტი”- ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის მკვლელობაზე
გამთენიისას, თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. გიორგი ახალაიას სასიკვდილო ჭრილობა ბარ “სახელოსნოს” მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს. კონფლიქტი ბარში დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. მოკლულ სპორტსმენს დღეს დაბადების დღე ჰქონდა. “ჩემი გიორგი მომიკლეს”- თბილისში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა ცნობილია
მეტი...„თუ უკრაინას ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი“- მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების არსებობის საკითხზე რუსეთს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლება არ აქვს. „უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი“ – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამშვიდობო გეგმაზე. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემდგომში იგი წარედგინება შეერთებულ შტატებს.
მეტი...ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უპირისპირდება
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოს ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე იმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მიყოლებით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტულს შეუტევს. საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 43:5 დაამარცხა.
მეტი...“საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და სუმის ოლქები. რუსებმა 1 020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, აგრესია შეწყვიტოს, საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები. „ისინი, ვისაც სურთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევიან. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ, აგრესია შეწყვიტოს. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს. უკრაინას, ევროპას, ამერიკას…
მეტი...ამინდი იცვლება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 მარტიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. „17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი…
მეტი...“ჩემი გიორგი მომიკლეს”- თბილისში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა ცნობილია
როგორც ირკვევა თბილისში მოკლული 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ახალაია. ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოდან იყო. “ეს საშინელი ამბავი ახლა გავიგეთ. თავზარდაცემულები ვართ. დეტალები ამ დრომდე არ ვიცით, ჯერ ჩამოსვენებული არ არის სოფელში. აქ ჰყავს მშობლები. მათ გვიან შექმნეს ოჯახი და ეს ერთადერთი შვილი ჰყავდათ. ხარობდნენ მისი წარმატებებით”- ამბობს ახლობელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. გიორგი ერთ-ერთ კაზინოში დაცვად მუშობდა. “ჩემი გიორგი მომიკლეს, ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყააავს, ჩემი ჩემპიონიიი” – წერს ნათესავი.
მეტი...თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა გვიან ღამით მიაყენეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.
მეტი...“ჯარიმა 500-დან 1300 ლარამდე”- გარემოს დაცვა მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია. „სამწუხაროდ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების დროს, ფერმერები მაინც ხშირად იყენებენ ამ მავნე პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა”- ნათქვამია განცხადებაში. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმას. “სამართალდარღვევა, გარემოებებიდან…
მეტი...უკრაინულმა ჯარმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, უფრო ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად, კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინული მედია იუწყება, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის ოფიციალურ რუკაზე სუჯა მონიშნულია, როგორც რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი, რაც ქალაქიდან უკრაინული ძალების გაყვანის ოფიციალურ დადასტურებას ნიშნავს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები არ თმობენ უკრაინული ჯარების პოზიციების დაკავების მცდელობებს და კურსკის მიმართულებით, მხოლოდ 15 მარტს, 17 შეიარაღებული შეტაკება განხორციელდა.
მეტი...ტრამპი და პუტინი შეხვედრისთვის ემზადებიან
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის, ისევე როგორც მათი სატელეფონო საუბრის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად მოხდეს. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი აცხადებს. „ამ შეხვედრის და სატელეფონო საუბრის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად მოხდეს“ – განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, შესაძლო კონტაქტების მომზადების დეტალებზე, ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს იტყვის. “ამ თემას ამერიკელებთან ერთად განვიხილავთ. ვემზადებით შეხვედრისთვის და მისი ორგანიზება მოხდება როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება”- განაცხადა უშაკოვმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადების შესახებ საუბრისას.
მეტი...„პოლიციელი იყო“- ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი, მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოქმედი პოლიციელი, დავით აბულაძეა. “ვერ ვიჯერებ, დავით, როგორ მიყვარდი ბიჭო მოტოციკლით გაგასეირნებო, ვერ მოვახერხეთ” – წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა. ორივე მათგანი გარდაიცვალა.
მეტი...მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, მორგში გაცოცხლდა
აზერბაიჯანში მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, მორგში გაცოცხლდა. გავრცელებული ცნობით, რომ ჯალილაბადის რაიონის სოფელ ტახირლის მკვიდრი, 34 წლის მამაკაცი ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის ნიშან-წყლის გარეშე იპოვეს, ის სიკვდილის მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა რომ კაცი ცოცხალი იყო და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გაცოცხლებული კაცი ჯალილაბადის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ის რეანიმაციულ განყოფულებაშია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება.
მეტი...„ამერიკის ხმა“ დაადუმეს”- რა განმარტებას აკეთებენ თეთრ სახლში?!
“83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს”- ამის შესახებ აღნიშნულია „ამერიკის ხმის“ დირექტორი, მაიკლ აბრამოვიცი აცხადებს. მისი თქმით, დღევანდელი ქმედება „ამერიკის ხმას“ არ მისცემს საშუალებას, განახორციელოს თავისი სასიცოცხლო მისია. „ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს. დილით შევიტყვე, რომ „ამერიკის ხმის“ მთელი პერსონალი – 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაგზავნეს. ისევე როგორც მე. „ამერიკის ხმას“ სჭირდება გააზრებული რეფორმა და ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. მაგრამ დღევანდელი ქმედება „ამერიკის ხმას“ არ მისცემს საშუალებას, განახორციელოს თავისი სასიცოცხლო მისია. ეს მისია…
მეტი...„მარიხუანას“ შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა – დაკავებულია ორი ადამიანი
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ.. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
მეტი...ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა
50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ კოჩანში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ხანძარი ღამის კლუბში პიროტექნიკის გასროლას მოჰყვა, სადაც 15 მარტს იმართებოდა მუსიკალური ჯგუფის DNA-ის კონცერტი. ჩრდილოეთ მაკედონიის პროკურატურა აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესში ყველა კომპეტენტური ორგანოა ჩართული.
მეტი...საპროტესტო აქციების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებისთვის მზადაა
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განაცხადა, რომ მზადაა, არჩევნები უახლოეს სამ-ოთხ თვეში ჩაატაროს, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს. გამოსვლის დროს ვუჩიჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აქცია მსხვერპლის გარეშე ჩატარდა. მისი თქმით, პროტესტების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის შეფასებით, პროტესტებში 88 000-დან 107 000-მდე სერბი მონაწილეობდა. (Video) ბელგრადში ანტისამთავრობო აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა
მეტი...ხარკოვში უპილოტო საფრები აპარატებით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვარპლა
რუსეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრები აპარატებით თავდასხმას ხარკოვის ოლქში, ერთი ადამიანი ემსხვარპლა და სამი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს. მაშველების ინფორმაციით, სამი დარტყმა დაფიქსირდა ქალაქის საცხოვრებელ ნაწილში. დაშავებულთა შორის, ორი მოზარდია. ორ სახლში გაჩნდა ხანძარი.
მეტი...რომან დოლიძემ გაიმარჯვა
UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა. ხუთრაუნდიან ბრძოლაში 36 წლის მებრძოლმა მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ეს მებრძოლები ერთმანეთს ორი წლის წინაც შეხვდნენ. მაშინ სამრაუნდიანი დაპირისპირება შედგა და გამარჯვება მსაჯებმა მარვინ ვეტორის მიანიჭეს. შედეგად, რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. შერეულ ორთაბრძოლებში ქართველის ანგარიშზე 15 მოგება და სამი მარცხია. აქამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-12 ადგილზე იყო, ახლა კი, დიდი ალბათობით, განახლებულ რეიტინგში მერვე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
მეტი...“ამერიკის ხმის” თანამშრომლები შვებულებაში გაუშვეს, “რადიო თავისუფლებას” დაფინანსება შეუწყდა“- მედია
“ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, ხოლო “რადიო თავისუფლებას” სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა. ინფორმაციას ABC ნიუსი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი წერილი თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტისგან უკვე მიიღეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც “ამერიკის ხმის,” “რადიო თავისუფლებისა” და სხვა აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ზედამხედველი ორგანიზაცია დახურა.
მეტი...აშშ-ში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა
აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. მისისიპის შტატს ორი ტორნადო დაატყდა თავს, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აპირებს დაზიანებების დათვალიერებას და საბოლოო დასკვნის გაკეთებას მომხდარის შესახებ. ნანგრევების გატანის სამუშაოები გრძელდება და მალე დაიწყება ზარალის შეფასება. აშშ-ში ტორნადოს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მეტი...(Video) ბელგრადში ანტისამთავრობო აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ანტისამთავრობო აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. პროტესტს სტუდენტები, მასწავლებლები და ფერმერები შეუერთდნენ. დაპირისპირება მოხდა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის. პოლიციის ინფორმაციით, მათ დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მომხდარი ინციდენტების დროს 13 ადამიანი დააკავეს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. სერბეთის უმაღლესმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით ბრალი 13 ადამიანს წაუყენა. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა სარკინიგზო სადგურის რეკონსტრუქციის სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნება და პასუხისმგებელი პირების დასჯა.
მეტი...“ერთიანობა მიუღწევადია”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა. ზურაბიშვილს ერთიანობის არ სჯერა და ამბობს, რომ ეს გარედან შემოგზავნილი თემაა. “კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არა, დაქსაქსულები ვართ და არ ღებულობს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება, როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი, რამდენადაც შეიძლება, კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...აშშ-მა იემენში “ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები დაიწყო
შეერთებულმა შტატებმა იემენში “ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების “გადამწყვეტი და ძლიერი” ტალღა დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში აშშ-ის გემებზე თავდასხმებია. „ირანის მიერ დაფინანსებული “ჰუსიტი“ ავაზაკები რაკეტებს ესროდნენ აშშ-ის თვითმფრინავებს და თავს ესხმოდნენ ჩვენს ჯარებსა და მოკავშირეებს“ – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მათი „მეკობრეობა, ძალადობა და ტერორიზმი“ მილიარდობით დოლარი დაჯდა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
მეტი...მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
16 მარტის ღამეს მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. მძღოლი მდინარიდან მოქალაქეებმა და მაშველებმა ამოიყვანეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ბოლო დღესსბის განმავლობაში, ამ ხიდიდან უკვე მესამე მანქანა გადავარდა. მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა 11 მარტსაც. მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს.
მეტი...