ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულებით, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის “არქიმედეს” კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი, ოთარ რუაძე ამბობს, მანამდე მოზარდს ექიმის კონსულტაცია არ გაუვლია. “ჩვენთან შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში. დედის ინფორმაციით, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, თუმცა ექიმისათვის არ მიუმართავთ. ჩვენთან შემოყვანილი უკვე მძიმე იყო და განხორციელდა რეფერალი თბილისში, თუ არ ვცდები, ინგოროყვას კლინიკაში. სავარაუდოდ, ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება, თუმცა ალბათ მიმღებ საავადმყოფოში, უფრო დააზუსტებდნენ “- განაცხადა რუაძემ. გარდაცვლილი გოგონა, საავადმყოფოდან უკვე სახლში,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანშია გადასვენებული.
მეტი...დღე: მარტი 15, 2025
“რუსეთზეა დამოკიდებული შეწყვიტოს თავდასხმები და შესაძლებელი გახადოს მშვიდობა”- შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება. “უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება. ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მხარდაჭერას. მადლობა კირ სტარმერს დღევანდელი შეხვედრისთვის. რუსეთზეა დამოკიდებული შეწყვიტოს თავდასხმები და საბოლოოდ შესაძლებელი გახადოს მშვიდობა” – წერს შოლცი.
მეტი...კახეთში მამაკაცი ვენახში დამწვარი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში უბედურ შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც, კვამლისგან გონება დაკარგა, ტერიტორიიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამსახური, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მეტი...“უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება”- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება. „ყველას ესმის, რომ დღევანდელი ტემპებით უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 5 წელიწადში შეიძლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან ხანგრძლივია და მივიჩნევთ, რომ სახიფათოა. ჩვენ ვაჩვენეთ: ომის დროს უფრო სწრაფად შეიძლება იყოს [აღდგენის პროცესი]. პარტნიორები გვეთანხმებიან, რომ შეიძლება ამის გაკეთება 3 წელიწადში, მაგრამ ამისთვის ყველამ ძალიან ძლიერად უნდა ვიმოქმედოთ – გავძლიერდეთ, ძალიან გავზარდოთ მრეწველობა ყველა მოკავშირე ქვეყანაში, რათა გავაკეთოთ რეალური უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, პარტნიორები დაინტერესებული არიან არა უკრაინული არმიის შემცირებით, არამედ მის სამომავლო…
მეტი...ირმა ხეცურიანმა პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
იტალიაში ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზის 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
მეტი...წალენჯიხაში ხანძარს აქრობენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი რომელიც ეკალ-ბარდებს უკიდია, 10-მდე ლოკაციაზე გაჩნდა. მათივე ცნობით, გაჩენილი ხანძრის შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. (video) წალენჯიხაში ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება
მეტი...(video) წალენჯიხაში ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება
წალენჯიხაში, 25 სხვადასხვა ადგილზე ხანძარია. ცეცხლი უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს. ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ბელქანია ავრცელებს. „ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში! მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას. სავარაუდოდ, ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა! ამ ეტაპზე, ველოდებით რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს. 112-ში დამატებით უკვე შეტყობინება შესულია. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია. სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქ.ენერგო, რომელიც…
მეტი...იტალია უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ მიიღებს
იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად. ქვეყნის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. „პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა, დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“- ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული განცხადება, მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მეტი...ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
მეტი...ორბანმა პირობა დადო, რომ იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო, განადგურდეს „ჩრდილოვანი არმია“, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ანაზღაურებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბრიუსელიდან იღებენ. უნგრეთის პრემეირ-მინისტრმა კვლავ გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს ორმაგი მოქალაქეობის…
მეტი...“უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს”- სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიმართ და შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს. შევთანხმდით, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თანაბარი პირობებით ხელი მოაწეროს. პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ კრემლის მერყეობა და დროის გაჭიანურება, რუსეთის მხრიდან ბარბაროსული შეტევები, მშვიდობის შესახებ პრეზიდენტ პუტინის გაცხადებულ…
მეტი...“რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის. „ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე სვლა უპირობოდ უნდა დაიწყოს. თუ რუსეთს ეს არ სურს, მაშინ ძლიერი ზეწოლა მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ ამას არ მოისურვებს. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ვინ გააჭიანურებდა მშვიდობის მიღწევას და ახლა ამას ნათლად ვხედავთ. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლებოდა უკვე მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი ამისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო და ასევე, პარტნიორებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პოზიციები მკაფიოდ…
მეტი...„ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის საკითში ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება“- კვლევა
ორი ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება. „სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად ამერიკელების 59%-მა განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“ ან „საერთოდ არ არის სავარაუდო“, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა უკრაინას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს, ხოლო 41% ამბობს, რომ ეს „გარკვეულწილად სავარაუდოა“. კიდევ 59% არ ეთანხმება იმას, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი აშშ-ს ურთიერთობას რუსეთთან. გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარმა განაცხადა, რომ ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის ცუდია, 29% ამბობს, რომ ეს კარგია ქვეყნისთვის, ხოლო დანარჩენი ამბობს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. გამოკითხვის შედეგი პარტიული ნიშნით დაყოფის…
მეტი...“ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ჯარი ალყაში არ არის. „ცალკე შენიშვნა კურსკის ოლქთან დაკავშირებით: ჩვენი ჯარების ოპერაცია კურსკის ოლქის განსაზღვრულ ადგილებში გრძელდება. დანაყოფები მათთვის დაკისრებულ ამოცანებს მოთხოვნების სრული დაცვით ასრულებენ. კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წყალობით, რუსული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებებიდან გაიყვანეს. ჩვენი ჯარები რუსული და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფებების შეკავებას აგრძელებენ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიციების დაცვა გრძელდება და პოკროვსკის მიმართულებით ვითარება დასტაბილურდა.
მეტი...ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები აქციების მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის დაწყებიდან მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი – ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს. როგორც აქციის კიდევ ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, მაღაროელების სამსახურიდან გაშვების მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელიც მცირე ხარჯებით დიდი მოგების მიღებას გულისხმობს. ცნობისთვის, მე-16 დღეა აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ
მეტი...აშშ ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციების პროექტი, რომელშიც 43 ქვეყანა სამ კატეგორიად დაყო – „წითელი“, „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“. „წითელი“ ქვეყნების ჯგუფში შევიდა 11 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს კატეგორიულად აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ესენია: ავღანეთი, ბჰუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი. „ნარინჯისფერი“ ქვეყნების სიაში შესულია 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს ვიზების გაცემას შეუზღუდავენ. შესვლა შეიძლება ნებადართული იყოს მხოლოდ „შეძლებული ბიზნეს მოგზაურებისთვის“, მაგრამ არა მათთვის, ვინც შედის საიმიგრაციო ან ტურისტული ვიზებით. ამ კატეგორიის…
მეტი...ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 12 მოთხოვნა წაუყენა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. ევროკავშირის მიმართ ორბანს 12 მოთხოვნა აქვს წაყენებული, რომელთა შორისაა: წევრი სახელმწიფოების თანასწორობა, ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა, სოროსის აგენტები და კორუმპირებული ლობისტები გაძევება, ევროკავშირი უკრაინის გარეშე და ასე შემდეგ. „ჩვენ მოვითხოვთ ერების ევროპას; მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის; აღადგინეთ კომპეტენციები, რომლებიც ერებს უკანონოდ წაართვეს; ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის; გააძევეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები პარლამენტიდან; ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხარით კავშირის ვალი; ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას საზღვრების დაცვაში.…
მეტი...გმირთა მოედანსა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება. კერძოდ, 16 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ პანდუსზე. ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გამსვლელი გვირაბის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 17 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში.…
მეტი...ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა
ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი. მედიის ცნობით, პოლიციამ BMW-ის მარკის ავტომობილის 50 წლის მძღოლი დააკავა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. დღეს სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის წინ სერბეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა.
მეტი...აშშ-ში სამუშაო ჯგუფს, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა
ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა. „ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის მკვლევრებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით მუშაობისთვის მათი საქმიანობის დაფინანსება შეჩერდა. ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორია ღია კოდის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისებს იძიებს და იკვლევს“ – განაცხადა იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა დაახლოებით, 20000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.
მეტი...გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მერევედფინალის სიმბოლურ გუნდშია
გიორგი მიქაუტაძე პორტალმა whoscored-მა ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შევედრების სიმბოლურ გუნდში დაასახელა. ანალიტიკურმა ვებპორტალმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ძალიან მაღალი ქულით (9,5) შეაფასა. 24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლიონისა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრის უდავო გმირი იყო – ფრანგებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს და ოთხივე გოლში მიქაუტაძე მონაწილეობდა. გიორგიმ რუმინელებს ორ გოლი გაუტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 გოლი გაიტანა.
მეტი...სერბეთში საპროტესტო აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა
საპროტესტო აქცია გაიმართა სერბეთში. დემონსტრანტები ამჯერად ბელგრადში შეიკრიბნენ. რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. გასული წლის ნოემბერში, ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
მეტი...“ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის”- ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის. „ვფიქრობ, ევროპასთან საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმები მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები, ეს ყველაფერი პოლიტიკურ განსხვავებებზე დიდხანს დარჩება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, სურს, რომ ევროპა წარმატებული და აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს.
მეტი...აშშ-ში ტყის ხანძარს ებრძვიან
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყის ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ლიკვიდაცია რთულდება. სტიქიას რამდენიმე კერა აქვს. ხანძრის შედეგად, დაზიანდა ელექტროხაზები, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 77 ათას ადამიანს. მათი ნაწილი ევაკუირებულია. ხანძარი პარასკევს გაჩნდა, სტიქიამ უკვე 11 ათასი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
მეტი...გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნდა დაისვას კითხვა, „არსებობს თუ არა სერიოზული დაინტერესება, რომ მხარეებმა იმუშაონ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და მოგვარების მიმართულებით“. მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი შეგნებულად არ თანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბერბოკის თქმით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
მეტი...რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის?!
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა. რა იცვლება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში: სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. რა იცვლება…
მეტი...ნარკოპოლიტიკის გამკაცრება კანაფსა და მარიხუანაზეც ვრცელდება
მმართველმა პარტიამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, მცენარე კანაფის ან მარიხუანის წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის. მარიხუანას შემთხვევაში, თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გამომშრალი 500 გრამი მარიხუანას ფლობა, ახლა იგივე 250 გრამზე იქნება. ნედლ მდგომარეობაში აქამდე 1 000 გრამი იყო, კანონპროექტის მიხედვით, კი 500 გრამი იქნება. ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პირმა მუხლში.…
მეტი...სროლა ვაკეში – მკვლელობის დროს დაიჭრილი კაცი კლინიკიდან გაწერეს
ადამიანი, რომელიც გასულ ღამეს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების თქმით, დაჭრილს მსუბუქი დაზიანება აქვს ფეხის არეში და ის უკვე სახლშია გაწერილი. გასულ ღამეს ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევას არაერთი ადამიანი შეესწრო. თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ორი ტყვია მოხვდა ახლოს მდებარე კვების ობიექტსაც.
მეტი...ევროპარლამენტი თავის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს „ჰუავეისთვისთვის“ მომუშავე ლობისტებს
ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია „ჰუავეისთვისთვის“ მუშაობენ. ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, უსაფრთხოების წესების შესაბამისად მიიღეს. მანამდე „ჰუავეის“ მხრიდან ევროპარლამენტის ამჟამინდელი და ყოფილი წევრების მოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით ბრიუსელში, ბელგიის რეგიონებში – ფლანდრიასა და ვალონიაში, ასევე პორტუგალიაში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ფარგლებში უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში. მანამდე ყოფილ ევროდეპუტატს ბრალი წაუყენეს ე.წ. კატარგეითის საქმეზე. „კატარგეითის“ სკანდალი ევროპარლამენტში 2022 წლის დეკემბერში აგორდა. რამდენიმე ევროდეპუტატი ეჭვმიტანილი იყო კატარისგან ქრთამის აღებაში სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლოდ ლობირების სანაცვლოდ.
მეტი...ტრამპი შვიდ ფედერალურ სააგენტოს აუქმებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც, „ამერიკის ხმის“ გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ეს მედიასაშუალებები მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას. ტრამპის განკარგულების მიხედვით, აღნიშნულ სააგენტოებს შვიდი დღის ვადაში მოეთხოვებათ ბრძანების შესრულებისთვის საჭირო გეგმები წარუდგინონ აშშ-ის…
მეტი...ლიეტუვა ნატო-ს ბირთვული იარაღი განთავსებისთვის მზადაა
ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“- აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე. ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია.
მეტი...“ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს. „რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე გადაწყვეტილებას ერთი ქვეყანა ბლოკავს. ეს ქვეყანა უნგრეთია“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებაში გარანტიები იქნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის, და ამის შესახებ ამერიკელმა პარტნიორებმაც იციან. „უკრაინისთვის ეკონომიკური გარანტიების N1 პუნქტი ევროკავშირში წევრობაა. ალტერნატივებისა და განხილვის გარეშე. არც აშშ, არც ევროკავშირის წევრები, რომლებმაც ასევე იციან ამის შესახებ, არავინ არაა წინააღმდეგი. ყველა მხარს უჭერს ამას, ერთი ქვეყნის გარდა“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“პუტინი მშვიდობისადმი სერიოზულად არ არის განწყობილი“- კირ სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს. კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი“ – განაცხადა კირ სტარმერმა. დღეს, კირ სტარმერი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას 25-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს.
მეტი...“შეუჩერდეს უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება”- ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გამოვიდა მოწოდებით, რომ უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერდეს. ცაჰკნამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთ, რაც უნგრეთის მოთხოვნის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივება გაჭიანურდა. „პოლიტიკური მიზეზების გამო უნგრეთმა სანქციების გაგრძელება დამოკიდებული გახადა სანქციების სიიდან რუსი ბიზნესმენების, ვიაჩესლავ კანტორის, მიხაილ დეგტიარევისა და გულბახორ ისმაილოვას ამოღებაზე“– განაცხადა მან. ცაჰკნას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისა და შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
მეტი...“სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ რუსეთის ხელშეწყობის იმედი”- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის. ამავე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორს სამშვიდობო შეთანხმება დასრულდა.
მეტი...ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი
საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „13 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით, ერაყის პროვინცია ალ ანბარში ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგით მეორე ლიდერი და გლობალური ოპერაციების მეთაური, აბდალა მაკი მუსლი ალ-რიფაი, მეტსახელად „აბუ ხადიჯა“ დაიღუპა“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „დღეს ერაყში ISIS-ის გაქცეული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მამაცი მებრძოლები მასზე განუწყვეტლივ ნადირობდნენ. მისი უბედური ცხოვრება, ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ერაყის…
მეტი...