,,პუტინის რიტორიკა ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. „პუტინის რიტორიკა „ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ“, მაგრამ „ნიუანსებით“ კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს: უკრაინამ უნდა დათმოს იარაღი/ჯარი, მობილიზაცია და აღჭურვილობის მარაგი და უბრალოდ ჩუმად უყუროს, თუ როგორ ვაგრძელებთ „მშვიდობიან“ სროლას ფრონტის მთელ ხაზზე. ამ დროისთვის, ეს ჰგავს რუსეთის მკაფიო და ცალსახა განცხადებას, 30-დღიანი ზავის უარყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ მაინც დაველოდებით ყველა დაინტერესებული მხარის ოფიციალურ კომენტარს“, – წერს პოდოლიაკი X-ზე. შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში…

მეტი...

,,პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს” – ანდრეი სიბიგა

„უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს, პუტინი ომის გაგრძელებას. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ,,განსხვავება არის ის, რომ უკრაინამ თქვა ,,დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე იმიტომ, რომ უკრაინას მშვიდობა სურს. პუტინი, იმის ნაცვლად, რომ თქვას ,,დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს”, – წერს სიბიგა. შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ტელეფონით ისაუბრეს და უკრაინის საკითხი განიხილეს. „საუბრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებული სფეროები და მათი განვითარების გზები, ასევე განიხილეს უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სააგენტო SPA-ს ცნობით, საუდის არაბეთის პრინცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამეფოს სურვილი, მხარი დაუჭიროს ყველა კარგ ინიციატივას დიალოგის გასაადვილებლად და ყველაფერს, რაც „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევამდე“ მიდის. რუსეთის პრეზიდენტმა კი საუდის არაბეთის პრინცს ამ მიმართულებით გაწეული კონსტრუქციული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

,,შოკირებული ვიქნები, თუ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს” – ჯეი დი ვენსი

,,ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას მოისურვებს”, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ განაცხადა. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ვენსმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ანჯეი დუდამ მოუწოდა აშშ-ს თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს. ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მომავალი აგრესიისგან. „პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ჯე დი ვენსმა.

მეტი...

რუსეთში, კამჩატკაზე 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო

14 მარტს, ადგილობრივი დროით 16:11 საათზე, კამჩატკას სანაპიროსთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 94 კილომეტრში, ავაჩას ყურეში, ზღვის ფსკერზე, 42,8 კმ-ის სიღრმეზე იყო რეგიონის დედაქალაქსა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სხვა დასახლებულ რაიონებში, სამ ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა.

მეტი...

,,პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ ომის გაგრძელება სურს” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრემლის ლიდერს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს, სწორედ ამიტომ, ახლა მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის იდეას პირობებს უწესებს. ,,ჩვენ ყველამ ახლა მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი და მაღალ მანიპულაციური სიტყვები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის იდეის პასუხად. სინამდვილეში, ის უარის სათქმელად ემზადება. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ სურს ამ ომის გაგრძელება, რომ სურს უკრაინელების მკვლელობა. ამიტომ მოსკოვში ისინი ცეცხლის შეწყვეტის იდეას ახლა პირობებს უწესებენ, რათა საერთოდ არაფერი მოხდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ მოხდეს. იყო ამერიკული წინადადება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ ჰაერში, ზღვაზე და…

მეტი...

,,უკრაინასთან განვიხილეთ ტერიტორიები და მისი ნაწილები, რომლებიც შენარჩუნდება და დაიკარგება” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა განიხილეს ტერიტორიული კონტროლის საკითხები. „ჩვენ უკრაინასთან განვიხილეთ ტერიტორიები და მისი ნაწილები, რომლებიც შენარჩუნდება და დაიკარგება, ისევე როგორც საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტი. ეს არის ელექტროსადგური, თქვენ იცით, ძალიან დიდი ელექტროსადგური. ვის გადაეცემა ელექტროსადგური და ვინ მიიღებს იმას და ამას? ასე რომ, ეს არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ პირველი ეტაპი არის ცეცხლის შეწყვეტა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

,,წარმოიდგინეთ, იმდენად გიყვართ, რომ გმართავენ, რომ გსურთ მთავრობა თქვენი მთავრობისთვის” – მასკი

„წარმოიდგინეთ, იმდენად გიყვართ, რომ გმართავენ, რომ გსურთ მთავრობა თქვენი მთავრობისთვის“, – წერს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი და სოციალურ ქსელში ევროკავშირის დროშის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ყოფილ სსრკ-სთან დაკავშირებული სიმბოლოები ,,ნამგალი და უროცაა“ გამოსახული.

მეტი...

ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

10 მარტს ,,ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში მუშაობას ან სტაჟირება ვერ დაიწყებს ადამიანი თუ არ წარადგინა, ცნობა, რომელიც არ ადასტურებს,…

მეტი...

,,უკრაინა თურქეთს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პარტნიორად ხედავს” – ზელენსკი

,,უკრაინა თურქეთს ხედავს, როგორც პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, კიევი მზადაა, მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს. ამასთან, ომერ ბოლატი და იბრაჰიმ იუმაკლი დაესწრნენ თურქეთსა და უკრაინას შორის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას ეხებოდა.

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 16- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურას და სოფელ ორთაბათუმის ტერიტორიაზე განათავსა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 18, 260-ე…

მეტი...

ნარკომოვაჭრეს ქონებას ჩამოართმევენ – ,,ქართული ოცნების” ახალი ნარკოპოლიტიკა

10 მარტს ,,ქართულმა ოცნებამ,, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა. კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს დაემატება 3¹ მუხლი, სადაც განმარტებული იქნება რას ნიშნავს – ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე. კანონპროექტის მიხედვით: ნარკოვაჭრობა – ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება. ნარკომოვაჭრე – ფსიქოტროპული…

მეტი...

,,ჩვენ გვსურს თავად ავაშენოთ ჩვენი საკუთარი ქვეყანა“ – გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ტრამპს

გრენლანდიის არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი, იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, არც დანიელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები და გვინდა დამოუკიდებლობა მომავალში. ჩვენ გვსურს თავად ავაშენოთ ჩვენი საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ნილსენმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

მეტი...

,,ევროკავშირი ძალიან საძაგელია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა აშშ-ს ,,ცუდად ექცევა”. ექსპორტთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ,,მათთან თითქოს ცალმხრივი ქუჩაა”. ,,ევროკავშირს თუ შეხედავთ ,იქ ჩვენი მანქანების გაყიდვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ეს აკრძალულია მათი პოლიტიკის და არაფინანსური ტარიფების გამო. შეფერხებებს გიქმნიან ისე, რომ ამაზე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. მათგან მილიონობით მანქანას ვყიდულობთ. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ვიღებთ მათგან. თითქოს ცალმხრივი ქუჩაა მათთან. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საძაგელია. ჩვენს კომპანიებს სასამართლოში ედავებიან. Apple იძულებული იყო 16 მილიარდი აშშ დოლარი გადაეხადა. სასამართლოში ედავებიან Google-ს, სასამართლოში ედავებიან Facebook-ს, ყველა ამ კომპანიას და მილიარდობით…

მეტი...

,,სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას მივესალმები” – მაკრონი

„მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ,,სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ახლა დაბრკოლებები აღარ აქვს, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს მაკრონი X-ზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. „სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

კრემლს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიტ კელოგის მონაწილეობა არ სურდა

NBC News-ი ამერიკელ და რუს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან გამორიცხეს მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა არ სურდა. გამოცემა წერს, რომ გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი არ იმყოფებოდა საუდის არაბეთში ბოლო დროს გამართულ ორ სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მის კომპეტენციაში შედის. გამოცემა წერს, რომ კელოგის ოფისმა არ უპასუხა მათ შეკითხვას, თუ რატომ არ ჩაერთო ის მოლაპარაკებებში და მოითხოვა თუ არა რუსეთმა მისი არ დასწრება.

მეტი...

,,რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ” – ბესენტი

,,რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ”, – ასე პასუხობს აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იმ შემთხვევაში, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დათანხმდება. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინაც გააკეთა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე უკრაინა აშშ-ის წინადადებას დათანხმდებოდა 30 დღიან ზავთან დაკავშირებით.

მეტი...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს შეუტიეს

გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი თავდასხმა მოიგერია, თუმცა უცნობია, სად ჩამოვარდა ნამსხვრევები. შავი ზღვის სანაპიროზე კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტუაფსეში უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ადგილობრივ ნავთობსაცავში. რეგიონის გუბერნატორის, ინფორმაციით, ცეცხლი 1000 კვ.მეტრზე გავრცელდა. ასევე, დროებით შეჩერებული იყო ვნუკოვოს აეროპორტის მუშაობაც, თუმცა ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია.

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. შედეგად, ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად. მედიის ცნობით, შეზღუდვების გამკაცრება ხდება იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რაზეც უკრაინამ თანხმობა უკვე განაცხადა.

მეტი...

,,უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვაზე არ წავა” – ერმაკი

,,უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვაზე არ წავა”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებაზე საუდის არაბეთში, უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ,,უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვაზე არ წავა, ასეთ სცენარს ეწინააღმდეგებიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც. ჩვენ მინსკი 3-ის წინააღმდეგები ვართ და ევროპა სამშვიდობო პროცესში ჩაერთვება”, – ამბობს ერმაკი.

მეტი...

,,პუტინი ამზადებს უარს” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას, რომ ,,რუსეთი მხარს უჭერს 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ნიუანსები არსებობს”, რუსულ მანიპულაციას უწოდებს. ,,ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან ფრონტზე დუმილის იდეის საპასუხოდ – ის რეალურად ამზადებს უარს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა და ამიტომ მოსკოვში დუმილის იდეას ისეთი წინაპირობებით აყალიბებენ, რომ საერთოდ არაფერი გამოვიდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს. პუტინი ამას ხშირად აკეთებს – პირდაპირ არ ამბობს ,,არას”, მაგრამ აკეთებს ისე, რომ აფერხებს ყველაფერს და გადაწყვეტილებებს შეუძლებელს…

მეტი...

უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ,,წითელი ხაზები” დაუსახელა

უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ,,წითელი ხაზები” დაუსახელა. Ukrainska Pravda წერს, რომ საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული მხარეს უთხრა, რომ არ დათანხმდება ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, როგორც შესაძლო „სამშვიდობო შეთანხმების“ ნაწილს. ,,უკრაინისთვის არსებობს “წითელი ხაზები”, რაც მოიცავს შეზღუდვებს უკრაინის თავდაცვის ძალების რაოდენობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის NATO-ს საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება შეუძლებელია. ეს საკითხი წამოწია ანდრეი ერმაკმაც და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს, ამ საკითხზე, ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს” – ამბობს ანონიმური წყარო გამოცემასთან და ამატებს იმასაც,…

მეტი...

,,NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას” – რუტე

,,NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას”, – წერს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ,,ჩემთვის დიდი პატივია თეთრ სახლში დაბრუნება ჩემს კარგ მეგობართან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შესახვედრად. NATO  ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას”, – წერს რუტე.

მეტი...