გერმანია უკრაინის დახმარებას სამი მილიარდი ევროთი გაზრდის. შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის კონსერვატიულმა ბლოკმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და პარტია „კავშირი 90“/„მწვანეებმა“. „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის” ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნული სახსრების გამოყოფას დათანხმდა. უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამიზნული დამატებითი თანხა შეიძლება, უკვე მომავალ კვირაში გამოყონ.
მეტი...დღე: მარტი 14, 2025
საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციაა – ტელევიზიაში სტუდენტები შეუშვეს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შევიდა, რათა დაანონსებულ ეთერში მიიღონ მონაწილეობა. სტუდენტებისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უნდა გამართულიყო, თუმცა, რექტორი არ მივიდა. ეთერში კი მხოლოდ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. პარალელურად, საპროტესტო აქციაა პარლამტთან. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მეტი...„ალამუთის ციხე დაეცა“- პაპუაშვილი ენმ-ს მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვას ეხმაურება. „ალამუთის ციხე დაეცა“ – წერს შალვა პაპუაშვილი. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა.
მეტი...“უკრაინაში რუსული აგრესია და გამჭიანურებელი განცხადებები უნდა დასრულდეს”- მაკრონი
“რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს, ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები” – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე. მაკრონი ამბობს, რომ გამჭიანურებელი განცხადებები უნდა დასრულდეს. „სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები”- წერს მაკრონი.
მეტი...“პუტინი იტყუება, ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდეს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, პუტინი ეცდება ყველა დაუსრულებელ დისკუსიებში ჩაითრიოს. „პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, იტყუება დანაკარგებზე, იტყუება მისი ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც დაზიანდა მისი სულელური იმპერიალისტური ამბიციებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდეს. პუტინს არ შეუძლია ამ ომიდან გასვლა, ვინაიდან ის არაფრით დარჩება. სწორედ ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატიის საბოტაჟი მოახდინოს უკიდურესად რთული და მიუღებელი პირობებით თავიდანვე, ცეცხლის შეწყვეტამდეც კი”- წერს ზელენსკი. “უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან”- პუტინი
მეტი...“უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან”- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან. „ამასთან დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში… აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი, განადგურებული იყო წინა ადმინისტრაციის მიერ“ – განაცხადა პუტინმა. კურსკში უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
მეტი...ფოთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა – არიან დაშავებულები
ფოთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა – 32 წელის მამაკაცი დაიღუპა
სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 32 წელის მამაკაცი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...“უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს”- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი. მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. „ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ შესასრულებელი“, – განაცხადა მარკო რუბიომ. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, რამდენი დრო აქვს რუსეთის პრეზიდენტს, რომ თანხმობა განაცხადოს ცეცხლის შეწყვეტაზე, რაზეც რუბიომ აღნიშნა: „საკითხავია, არა რამდენი ხანი, არამედ, რეალურად, მივდივართ თუ არა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა?“. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, ენდობა თუ არა ვლადიმერ პუტინს, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს არარელევანტური შეკითხვაა, რადგან საქმე ეხება არა ნდობას, არამედ ქმედებას.…
მეტი...ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას მიესალმება
ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას. „ჩვენ ორივე მხარეს მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობისთვის. ევროკავშირი მიესალმება სომხეთს, რომელიც გზას ხსნის ტექსტის დასრულებისკენ. განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. მთავარია ამ იმპულსის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი შეუფერხებლად დასრულდება ორივე მხრიდან ერთი და იგივე წინდახედული, კომპრომისზე ორიენტირებული მიდგომით“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.
მეტი...ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა
ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ძაღლი გაეკიდა, ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მეტი...აშშ-ის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა და აღნიშნა, რომ ერთგულება საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისადმი ურყევი რჩება.
მეტი...„ევროვიზია 2025“-ზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს
„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს. სიმღერას, რომელსაც შენგელია შეასრულებს Freedom (თავისუფლება) ჰქვია. “ევროვიზია 2025” შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება
მეტი...კურსკში უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს. „ცნობები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა „ალყაში მოქცევის“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის იქმნება. დღის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა… ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს,” – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, დმიტრი ლიხოვსკიმ ასევე აღნიშნა,…
მეტი...“ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ ისინი დაინდოს. „ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ. ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს – მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. ძალიან ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა“ – წერს ტრამპი.
მეტი...„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს, ასე არ მგონია“ – ტრამპი
„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს, ასე არ მგონია“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას ფიქრობდა იგი მოკავშირეების შიშებზე, რომ რუსეთი შესაძლოა, მათაც დაესხას თავს. ,,არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს, ასე არ მგონია. როცა ეს დასრულდება, ისინი დაღლილები იქნებიან. ყველანი სახლში წავლენ და დაისვენებენ. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს მოხდეს, არ ვხედავ ამის შესაძლებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრწმუნდებით, რომ ყველა საშიშროება აღმოიფხვრას და ახალი საფრთხის შანსი აღარ იყოს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მეტი...აშშ-მა რუსულ ბანკებთან ოპერაციების დროებითი დაშვება გააუქმა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ენერგეტიკის სფეროში რუსულ ბანკებთან ოპერაციების დროებითი დაშვება გააუქმა. Reuters-ის ცნობით, საუბარია 8L ტიპის გენერალურ ლიცენზიაზე, რომელიც რუსეთის 12 სანქცირებულ ბანკს უფლებას აძლევდა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ოპერაციები განეხორციელებინა. ლიცენზიაში საუბარი იყო იმაზე, რომ დროებითი დაშვება ეხებოდა ოპერაციებს, რომელიც დაკავშირებული იყო ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის, ურანისა და სხვა წიაღისეულის შეძენას. რუსული ბანკებისთვის გამონაკლისი 2022 წლიდან მოქმედებდა. მას ბაიდენის ადმინისტრაცია პერიოდულად ახანგრძლივებდა.
მეტი...იტალიაში წითელი მეტეოროლოგიური განგაში გამოცხადდა
ძლიერმა წვიმამ იტალიაში, ემილია-რომანიასა და ტოსკანაში საგანგაშო მდგომარეობა შექმნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 14 მარტისთვის თავდაპირველად წითელი განგაში მხოლოდ ემილია-რომანიას შეეხო, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესების გამო ტოსკანასაც. საშიშროების გამო, რეგიონების ბევრ დასახლებაში დღეს სკოლები დაიხურა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ სახლების დაბალი სართულები და გაერიდონ მდინარეებთან ახლოს მდებარე შენობებს. ნარინჯისფერი განგაში ვრცელდება ემილიის მთიან და ბორცვიან ნაწილზე, მოდენის დაბლობის ჩათვლით, ხოლო ყვითელი გაფრთხილება შეეხო პიაჩენცოს, პარმას, რეჯოს დაბლობს და ფერარას სანაპიროს. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და მიჰყვნენ სამოქალაქო დაცვის რეკომენდაციებს.
მეტი...პუტინი აცხადებს, რომ კურსკზე კონტროლი სრულად დაიბრუნა
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კურსკზე კონტროლი სრულად დაიბრუნა, ხოლო რეგიონში მყოფ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამოსავალს სთავაზობს. მისი თქმით, უკრაინელები ტერიტორიას უპირობოდ ვერ დატოვებენ. მათ ან განიარაღება და ტყვედ ჩაბარება მოუწევთ, ან დაიღუპებიან.
მეტი...„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი სანქციებით ემუქრება
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან. „დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კანადაში გამართული შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული განცხადების საბოლოო პროექტში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის გახდა ცნობილი. „დიდი შვიდეულის“ ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატებმა დაამტკიცეს, მინისტრების მხრიდან მწვანე შუქი სჭირდება.
მეტი...ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე, სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე)”, – ნათქვამია განცხადებაში. ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით…
მეტი...,,ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს” – ლაიენი
,,ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. მისი თქმით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
მეტი...პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს ჩვენება. ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. პროკურორი თამარ იაკობიძე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის კვლავ ძალაში დარჩენას ითხოვდა, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა. ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მეტი...უკრაინამ რამდენიმე რუსულ ნავთობბაზაზე და იარაღის საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. იერიშს გამოეხმაურა კრასნოდარის ოლქის ხელმძღვანელი ვენიემინ კონდრატიევი გამოეხმაურა: ,,წინასწარი მონაცემებით დაშავებულები არ არიან. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 121 ადამიანი და 39 ერთეული ტექნიკა. ადგილზე იმყოფება ტუაფსეს მუნიციპალური ოლქის მეთაური”. მედიის ინფორმაციით, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ხანძარი 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა იარაღის საწყობზე, სადაც C-300/C-400 ტიპის რაკეტები ინახებოდა.
მეტი...,,თაღლითმა ჯო ბაიდენმა რუსეთთან ნამდვილ ორომტრიალში გაგვხვია” – ტრამპი
„თაღლითმა ჯო ბაიდენმა ჩვენ რუსეთთან (და ყველა სხვასთან) ნამდვილ „ორომტრიალში“ გაგვხვია, მაგრამ მე ვცდილობ რომ აქედან ამოვიდეთ. მილიონობით ადამიანი ტყუილად დაიღუპა და მათ არასდროს ნახავენ. მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ ჩვენ რუსეთთან ომის დასრულების შეთანხმებასა და საბოლოო ხელშეკრულებას არ მოვაწერთ ხელს“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა. „ის უბრალოდ არ მოხდებოდა. 100% არ მოხდებოდა. აგრეთვე არ მოხდებოდა ის, რაც ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბერს დატრიალდა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალის დემონსტრირებითა და სიამაყით მოხდებოდა, და ეს არ იქნებოდა…
მეტი...,,გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
„თუ გადახედავთ ნატო-ს ხელშეკრულებას, გაერო-ს წესდებას ან საერთაშორისო სამართალს, გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის“, – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკ რასმუსენი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს გრენლანდიაზე. გრენლანდიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ახალი კოალიციის შექმნას ელოდება, აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები მიუღებელია. ლარს ლოკ რასმუსენმა ყველა პარტიის ლიდერი მოსალაპარაკებლად მიიწვია, რათა ერთობლივად უპასუხონ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს. „არავის უნდა მივცეთ უფლება, უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – განაცხადა მან.
მეტი...,,ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა” – „ქართული ოცნება“
„საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP)მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა”, – „ქართული ოცნება” ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხმიანება. ,,2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით, საუკეთესო, ანუ ბოლო, მე-100 ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ამასთან, საქართველო ტერორისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით. საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს…
მეტი...,,პუტინმა ტრამპს სტივ უიტფოკის საშუალებით ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა” – პესკოვი
,,ვლადიმერ პუტინმა გუშინ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტფოკი მიიღო და მისი მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, დიახ, მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა ბატონი ტრამპის პოზიციის მიმართ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ…
მეტი...ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის განცხადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტსა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობის დასრულებას. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ორივე მხარემ რამდენიმე წელი გულმოდგინედ იმუშავა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. ერევნისა და ბაქოს განცხადებები შეთანხმებაზე მუშაობის დასრულების შესახებ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მხარეთა კომპრომისების ხარჯზე ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს…
მეტი...,,მეტი იარაღის წარმოება გვჭირდება, რუსებთან და ჩინელებთან შედარებით, ჩამორჩენილები ვართ” – რუტე
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, თეთრ სახლში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებს შორის დისკუსია მსოფლიოსა და NATO-ს წევრ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. ,,ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებული მოვლენები ნამდვილად გასაოცარია. ევროპელებმა 800 მილიარდიანი თავდაცვის ხარჯების პაკეტის ვალდებულება აიღეს. გერმანელებს ახლა, შესაძლოა, ნახევარ ტრილიონამდე დამატებითი თანხა გამოუჩნდეთ თავდაცვისთვის. აქ იყო კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ლიდერებიც, რომლებმაც გაცილებით მეტი თავდაცვითი დანახარჯი დააანონსეს. თუ ისინი ჯერ სრულად არ არიან ჩართულნი, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. თუმცა, მე მსურს, თქვენთან ერთად ვიმუშაო ჰააგის სამიტის მოსამზადებლად, რათა უზრუნველვყოთ, რომ NATO, თქვენი ხელმძღვანელობით, ნამდვილად განახლდეს…
მეტი...,,ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს” – ორბანი
,,ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან უკრაინისგან ეკონომიკური თავსებადობისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. „არსებობენ ისინი, ვისაც მეტი ვალის აღება სურთ და ისინი, ვინც საკუთარ თავდაცვას საკუთარი რესურსებით აფინანსებს. უნგრეთის ფუნდამენტური კანონი…
მეტი...„ნარკომანის ოჯახის წევრები თავადაც ხდებიან ნარკოდამოკიდებულები“ – დეკანოზი „მედიაცენტრ მთავარში“
დეკანოზებმა, მამა დავით ნოზაძემ და დავით ლასურაშვლმა, ქვეყანაში არსებულ ნარკოდამოკიდებულებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც მამა დავით ნოზაძემ აღნიშნა, კანონი გასამკაცრებელია, რადგანაც ერი იღუპება. „როგორ უყურებს ეკლესია ნარკომანიას? ნარკოტიკების მოხმარება არის ცოდვა, რომელიც ანგრევს და ანადგურებს ადამიანს… არც თუ იშვიათად, ნარკომანის ოჯახის წევრები თავადაც ხდებიან ნარკოდამოკიდებულები. ნარკომანიის ფართო გავრცელება იწვევს საზოგადოების დეგრადაციას. ხშირად, ნარკომანი სიცოცხლეს მძიმე ცოდვით, თვითმკვლელობით ამთავრებს. ეკლესია კრძალავს ნარკომანებისთვის წესის აგებას…ნარკომანია, ეს არის დემონურ ძალებთან ურთიერთობა“ – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, კანონმდებლობა ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს. „ქვეყანაში ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს, ეს არის…
მეტი...„ტრამპ თაუერში“ გამართულ საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს
,,ტრამპ თაუერში” გამართულ საპროტესტო აქციაზე 98 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე ასობით სტუდენტი პროპალესტინელი აქტივისტის დაკავების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. მაჰმუდ ჰალილი კოლუმბიის უნივერსიტეტში გამართული, პრო-პალესტინური აქციების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. სირიაში დაბადებულ აქტივისტს, რამდენიმე დღის წინ, ტრამპის ადმინისტრაციის ორდერით, მწვანე ბარათის სტატუსი შეუჩერეს და დეპორტაციის მიზნით დააკავეს.
მეტი...EU-ს ელჩები, უნგრეთთან შეთანხმების შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება წერილობითი პროცედურის დაცვით იქნა მიღებული, შესაბამისად, სანქციები ექვსი თვით, 2025 წლის 15 აგვისტომდე გაგრძელდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთი სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციების სიიდან სამი ადამიანი ამოიღო. უცნობია კონკრეტულად რომელ სამ ადამიანზეა საუბარი. Европейская правда წერს, რომ სანქციების გახანგრძლივებამ შეიძლება ფაქტობრივად გაყინოს რუსული აქტივების მთლიანი მოცულობის 30%-მდე. სავარაუდოა, რომ საუბარი შეიძლება იყოს 60 მილიარდი ევროს გაყინულ სახსრებზე ან უფრო მეტზე.
მეტი...,,ეს გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას ეხმაურება. „მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ. ამ ისტორიული მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობები მოაქვს“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.
მეტი...საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, 2026 წლის იანვრამდე გადავადდება
საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის გადავადდება. პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა და თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები დაწესდა. თამბაქოს წარმოებაზე ლიცენზიის ოდენობად – 50 000 ლარი განისაზღვრა. ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალათ. სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს, რომ თამბაქოს პროდუქტი მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება. ,,კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის მოწყობა ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად, საჭირო დანადგარების მწარმოებლის…
მეტი...