,,ხელს უწყობდით, რომ გმირებად გამოგეცხადებინათ ადამიანები, რომლებიც პოლიციელზე ძალადობდნენ” – კახა კალაძე

,,ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნები და არაერთხელ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები, ბოლო თვეების განმავლობაში, საზოგადოების დაპირისპირებასა და რევოლუციური სცენარების წახალისებას უწყობდნენ ხელს. ,,ძალადობას ვემიჯნები და კატეგორიულად მიუღებელია, თქვენგან განსხვავებით. თქვენ, სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ წაგეხალისებინათ ძალადობა; თქვენ ხართ ტელევიზია, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას, საზოგადოების დაპირისპირებას, რევოლუციური სცენარების განხორციელებას; ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ზუსტად თქვენი დამსახურებაა. ძალიან მძიმეა, ცუდია, როდესაც ხდება ვინმეზე ძალადობა,…

მეტი...

არგენტინაში, საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია, ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არგენტინის უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ძალადობრივად იქცევა, არღვევს უსაფრთხოებას, მოძრაობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ფეხბურთის სტადიონებზე შესვლას უკრძალავს. ეს ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც პენსიონერების აქციას შეუერთდნენ და პოლიციასთან დაპირისპირებაში ჩაერთნენ, ხელისუფლების მიერ…

მეტი...

რუსეთმა აშშ-ს უკრაინასთან ომის დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნების სია გადასცა

რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინასთან ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენისთვის საჭირო მოთხოვნების სია გადასცა. Reuters-ის ინფორმაციით, გაურკვეველია კონკრეტულად რა მოთხოვნები შეიტანა მოსკოვმა სიაში და არის თუ არა მზად ჩაერთოს კიევთან მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე. წყაროების ცნობით, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები ბოლო სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ პირობებს, როგორც პირად საუბრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში. გამოცემა წერს, რომ წყაროების თქმით, კრემლის პირობები ემთხვევა მანამდე უკრაინის, შეერთებული შტატებისა და NATO-სთვის წაყენებულ პირობებს. ადრეული პირობები მოიცავდა კიევის NATO-ში გაწევრიანებაზე და უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე უარის თქმას, ასევე ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყირიმისა და ოთხი უკრაინული ოლქის…

მეტი...

,,არ გამოვრიცხავთ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში” – ზახაროვა

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მედიასთან საუბარში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განიხილონ.

მეტი...

,,კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა” – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, „კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს პუტინმა ოპერაციის მიმდინარეობისა და კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასკვნით ეტაპზე შესვლის შესახებ მოხსენება მოისმინა“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კურკის ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ.

მეტი...

,,დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა, განვიზრახე მომეკლა” – ბექა ჯაიანი ჩვენებაში

,,კესარიამ მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა. განვიზრახე, მომეკლა”, – ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს. პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პარალელურად კი, მონიტორზე მტკიცებულებებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებას ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჰყავს ჩაწერილი, სადაც ის მკვლელობას აღიარებს, ამასთან დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს: „აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ…

მეტი...

,,მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში” – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას შემოგარენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. „მტერი იყენებს საჰაერო-სადესანტო ჯარების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, რათა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, განდევნოს ჩვენი ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან და გადაიტანოს სამხედრო ოპერაციები სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ყველაფრის ფასად ცდილობს რა პოლიტიკური მიზნების მიღწევას, მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში“, – აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოპერაციის დაწყებიდან, 2024 წლის 6 აგვისტოდან, რუსული ჯარების ჯამური დანაკარგები 54.9 ათასზე მეტ…

მეტი...

რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. „ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტექნიკურ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. საწარმოს ღამის ცვლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო“, – წერს კალუგის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ექვსი ოლქის ტერიტორიაზე 77 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 კალუგის ოლქში.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. დედაქალაქში – ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 117 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.

მეტი...

სარატოვზე თავდასხმის გამო მოსკოვიდან ავიარეისები გადაიდო

რუსული მედიის ცნობით, „გაგარინის“ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, მოსკოვიდან სარატოვის მიმართულებით და პირიქით, ოთხი ავიარეისი გადაიდო. მანამდე, „როსავიაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარატოვის „გაგარინის“ აეროპორტში, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების გამო, დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა. დღესვე, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, შეზღუდვები დაწესდა ვოლგოგრადის აეროპორტშიც. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.

მეტი...

,,საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია” – მზია ამაღლობელი

,,საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, არის ცრუ ჩვენებები. კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო”, – განაცხადა ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. ,,ბატონო მოსამართლევ, საქმე რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია, არც მოწოდებები იყო. ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა, იქ ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უდავოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, თუ…

მეტი...

ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. „ბელტას” ცნობით, დღეს კრემლში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრაზე და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების წევრების მონაწილეობით, ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მეტი...

დღეს, კანადაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

დღეს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კანადაში შეხვედრას გამართავენ. როგორც Reuters-ი წერს, შეხვედრა დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე იმართება, რაც გამოწვეულია უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან და ტარიფების დაწესებასთან. შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა ასევე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი. დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კიევის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მიღება.…

მეტი...

დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალქალაქში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ქ. ახალქალაქში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებული პირები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლის მიზანიცაა მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. 10-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის…

მეტი...

,,წარვადგენ რუსეთის წინააღმდეგ ძვლებისდამამტვრეველ სანქციებსა და ტარიფებს” – გრემი

,,წარვადგენ რუსეთის წინააღმდეგ ძვლებისდამამტვრეველ სანქციებსა და ტარიფებს. თუ ისინი არ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტას, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ”, – წერს X-ზე რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი. ,,ჩემთვის ნათელია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად. როგორც მდივანმა რუბიომ თქვა, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. მე უკიდურესად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და ძალიან მეეჭვება, რომ მათ სურთ ამ ომის დასრულება. ზელენსკიმ მშვიდობის სურვილის გამოცდა ჩააბარა. ახლა პუტინის გადასაწყვეტია, აჩვენოს თავისი ბარათები. იმისთვის, რომ მშვიდობისკენ ვისწრაფოდეთ, კვირის ბოლომდე წარვადგენ რუსეთის წინააღმდეგ ძვლებისდამამტვრეველ სანქციებსა და ტარიფებს. თუ ისინი არ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტას…

მეტი...

რუსებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ცნობით, დაღუპულია 42 წლის ქალი. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც მროჩკომ აღნიშნა, ღამით ქალაქი მასირებულად დაიბომბა და რეგიონში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა მოქმედებდა.

მეტი...

ცოლის მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,…

მეტი...

,,ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა” – პრემიერი

,,ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით. „ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ აშშ და ევროპის ქვეყნები, აშშ-ში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა, იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ბევრად რთულადაა ვითარება, რადგან არის 27 ქვეყანა. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად…

მეტი...

,,ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში” – პრემიერი

,,ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ტარტუში, შემდეგ კი ტორონტოში სცადა დიპლომის აღება, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდა. პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და სუვერენულად და პირდაპირ უცხოურ დაკვეთას ემორჩილებიან. „აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები არიან ხელისუფლებებში ამ ქვეყნებში, ყველაზე შეიძლება თავი ვერ დავდოთ, მაგრამ ვისაც ვხედავთ ხოლმე, სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც…

მეტი...

,,დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში” – პრემიერი

,,დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგენტურა. „დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით. დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია…

მეტი...

,,არ შეიძლება, დავუშვათ ამ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება” – პრემიერი

,,ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაფინანსების წყაროები გამოიყენებოდა ქვეყანაში ვითარების ასარევად და აქ საუბარია, ძირითადად, არსებითად NGO-ების დაფინანსებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაადასტურა. ,,მანამდე გახსოვთ ოპოზიციის გზავნილები, როცა ჩვენ განვიხილავდით, ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, როგორ შეიძლებოდა რაიმე ნეგატიური გვეფიქრა დასავლურ დაფინანსებაზე, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დაფინანსება. პირდაპირ, ცხადად, შესაბამისმა სახელმწიფომ თავად განაცხადა ის, რომ მათი გადასახადის გადამხდელის ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ეს იყო…

მეტი...

,,რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით და ბრუნდებიან სახლებში” – პრემიერი

,,ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში. „თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,ჩვენ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით” – პრემიერი

,,ოპოზიციას ალბათ მაინც გაუჭირდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამდენხანს ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი არიან არალეგიტიმურები და ა.შ. და ახლა უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც დანიშნავენ პრეზიდენტი ყაველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. „ერთხელ უკვე აქვთ მსგავსი რამ გაკეთებული, როდესაც, მათ შორის, ხელმოწერებით აცხადებდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს შევიდნენ, 4 წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებ. აქაც ამბობენ, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ესეც აქვთ…

მეტი...

,,ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი” – პრემიერი

,,ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი. „მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით,…

მეტი...

20 წლის ცნობილი ბლოგერი ავარიაში დაიღუპა

20 წლის ცნობილი მექსიკელი ბლოგერი ვალერია მირელესი 20 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. მირელესი სოციალურ ქსელში ცნობილი იყო ,,მის როდეოს” სახელით. dailymail-ის ცნობით, ახალგაზრდა ქალი ორშაბათს საღამოს, ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ნუევო ლეონში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ოჯახი ქალის გარდაცვალების კომენტირებას თავს არიდებს.

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ჩადიან

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ჩადიან. უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთში დაგეგმილი შეხვედრების დეტალები უცნობია, თუმცა, რამდენიმე საათის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ არ გამორიცხა, რომ “მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტი უახლოეს დღეებში შედგეს”.  

მეტი...

ერდოღანი მოუწოდებს რუსეთს კონსტრუქციულობით უპასუხოს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის დროებით შეწყვეტას და მოუწოდა რუსეთს დათანხმდეს ამ წინადადებას. მისი თქმით, 11 მარტს უკრაინის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე თანხმობის გაცემა არის დადებითი მოვლენა. „ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი კონსტრუქციულ რეაქციას გამოხატავს ამ ნაბიჯზე“, – თქვა თურქეთის ლიდერმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა კიევის და მოსკოვის პოტენციური მოლაპარაკებებში შუამავლობის შესახებ, რათა „სამართლიანი და ძლიერი მშვიდობის დამყარებაში“ საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მეტი...

+27 გრადუსი – როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

13 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +27 გრადუსი ქუთაისშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +21 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +23 – უმეტესად მზიანი ზუგდიდი +26 – უმეტესად მზიანი მესტია +15 – უმეტესად ღრუბლიანი ფოთი +23 – მზიანი ბათუმი +22 – უმეტესად მზიანი ოზურგეთი +25 – უმეტესად მზიანი ქუთაისი +27 – უმეტესად მზიანი ამბროლაური +22 – უმეტესად ღრუბლიანი ახალციხე +17 – უმეტესად მზიანი ბორჯომი +16 – უმეტესად ღრუბლიანი ბაკურიანი +13 – უმეტესად მზიანი გორი +22 – უმეტესად მზიანი ცხინვალი +20 – უმეტესად მზიანი…

მეტი...