“სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პუტინთან”- ტრამპი

“სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ ომი აუცილებლად უნდა შეჩერდეს. „სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ეს კოშმარია, საშინელებაა. მე ვიღებ სურათებს ბრძოლის ველიდან, რომლებიც ისეთი საშინელია, რომ ნახვაც კი არ მინდა. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ, ნახოთ და ეს უნდა შეჩერდეს. ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ჰყავთ დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და…

მეტი...

“პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც არცთუ ისე შენიღბულია”- სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება რუსეთის ამბიციების გამო. “ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც არცთუ ისე შენიღბულია. [უნდა იყოს] ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით. უნდა იყოს მშვიდობა, რომელშიც შეთანხმება დაცულია, ვინაიდან, აქამდე გვქონდა შეთანხმება, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა, ვინაიდან, რუსეთი უბრალოდ არღვევდა მის პირობებს” – განაცხადა სტარმერმა.

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

13 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 იდენტიფიცირებული პირის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. იდენტიფიცირებული 2 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მეტი...

“სიმართლისთვის ბოლომდე!” – რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეკრებილები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “სიმართლისთვის ბოლომდე!”. დღეს პროტესტის 106-ე დღეა. მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

მეტი...

დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალია ავრცელებს. „ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, – ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში. დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია 2015 წლიდან.

მეტი...

ბელარუსსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ბელარუსსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს გაიცვალა 2024 წლის 6 დეკემბერს მინსკში ხელმოწერილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის სიგელები. ამგვარად, შეთანხმება კანონიერ ძალაში შევიდა. შეგახსენებთ, ამ დოკუმენტით განისაზღვრება მოკავშირეობის ორმხრივი ვალდებულებები რუსეთისა და ბელარუსის საიმედო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ძალებისა და საშუალებების მთელი არსებული არსენალის გამოყენებით” – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში,  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა.მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელიც  ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, განაცხადა, რომ საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება. „სასამართლო სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მხარეებს აცნობებს, რომ საქმეზე საპროცედურო ნაწილის დადგენილება გამოცხადდება 18 მარტს, 17:50 საათზე, შესაბამისად, საქმის განხილვას დასრულებულად ვაცხადებ“ – განაცხადა მოსამართლემ.

მეტი...

“პუტინმა პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული – იმედი მაქვს, სწორად მოიქცევა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. ტრამპი ამბობს, განცხადება, „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“. მან აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს. “იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა” – განაცხადა ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბრისას.

მეტი...

“უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ აშშ-მა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „კარგია, რომ საუბარი იყო სრულიად კონსტრუქციული. უკრაინა მოწოდებულია, სწრაფად გადავიდეს მშვიდობისაკენ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს, რადგან სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა. ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს აცნობეს უკრაინის პრინციპული პოზიციები. უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე. უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას. განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა, ასევე…

მეტი...

“რუსეთის პოზიცია არ მიკვირს, ბურთი მათ მოედანზე გადავიდა”- კირ სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო, უკრაინასთან მიმართებაში კი აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. „უპირველეს ყოვლისა, შევინარჩუნოთ ყურადღება უკრაინაში გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობაზე, რაც ჩვენ, ყველას გვინდა. არ მიკვირს რუსეთის ეს პოზიცია. ისინი საკმაოდ მკაფიოები იყვნენ ყოველთვის. ვფიქრობ, სამშაბათს პროგრესი დავინახეთ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე გადავიდა და ზეწოლაც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს, ეს კარგია, რადგან რუსეთია აგრესორი ქვეყანა. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ადრე იყო გარიგებები და შეთანხმებები, არ ასრულებდა მათ. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც თითქმის შეუნიღბავია“ – აცხადებს სტარმერი.

მეტი...

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს. “[ეროვნული ასამბლეა] გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში” – ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო.

მეტი...

“მადლობა დონალდ ტრამპს“ – პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გრძელვადიანი მშვიდობის გარანატიას ითხოვს. ამის შესახებ, მან ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინი მშვიდობას საკუთარი პირობებით დათანხმდება. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის, იმისთვის  რომ დროს უთმობს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას. “რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო დონალდ ტრამპს. იმისთვის, რომ ის უთმობს დიდ დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, ყველა ჩვენგანს თავის საქმე აქვს. მაგრამ ბევრი სახელმწიფო მეთაური, მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები, უთმობენ არც ისე ცოტა დროს ამ საკითხს. ჩვენ მათი მადლობლები ვართ, იმიტომ რომ, ამ მცდელობის მიზეზი საბრძოლო…

მეტი...

“ევროპელებს თუ სურთ, უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, ტრამპის ადმინისტრაცია გაერკვევა ყველაფერში”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხდა, რომ უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა. ლავროვი ამბობს, რომ კრემლს სჭირდება მდგრადი, მუდმივი მშვიდობა, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში ამჟამინდელი სიტუაციის გამომწვევი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას. „როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხადებულა არაერთხელ. ეს არის მინსკის შეთანხმებებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებიც 2014 წლის პუტჩით დაირღვა, და შეთანხმებები სტამბოლშიც. ყველაფერი ეს ზავის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. მუდმივად, ყოველ ჯერზე ასეთი შეთანხმებების მერე ირკვეოდა, რომ ჩვენ გვატყუებდნენ. გვატყუებდნენ უკრაინელები ევროპიდან თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერით“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, უკრაინელები ტრამპის ადმინისტრაციას ვერ მოატყუებენ.…

მეტი...

პუტინი ლუკაშენკოს კრემლში მასპინძლობს

ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მასპინძლობდა. როგორც ლუკაშნეკომ განაცხადა, მათ შორის საუბარი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას ეხებოდა. “ვისაუბრეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. ბატონ ვლადიმერს დღეს და ხვალ მოუწევს ინტენსიური მუშაობა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ. მისივე თქმით, სანქციებმა, რომელიც მათ წინაღმდეგ სხვადასხვა ქვეყნებმა დააწესეს, რუსეთთან დაახლოვა. „ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ გადანაწილებებში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ ეს ჯერ არ იქცა გლობალურად. რიგი სახელმწიფოების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არსად გამქრალა, თუმცა, ეს სანქციები დაგვეხმარა, რადგან რუსეთთან დაგვაახლოვა. ეს სანქციები პირველ რიგში იმ ქვეყნებს ურტყამს, რომლებმაც ისინი შემოიღეს. მათ მოგვცეს…

მეტი...

„არც ერთმა ქვეყანამ უნდა იფიქროს, რომ  შეუძლია ჩინეთის დათრგუნვა“ – ჩინეთი აშშ-ზე

ჩინეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა უმაღლეს, ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში, მე-14 ეროვნული კომიტეტის მესამე სესიის ფარგლებში მედიასთან ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც ვანგ იმ განმარტა, ორი ქვეყნის ურთიერთობის მთავარი წინაპირობა ურთიერთპატივისცემაა: ურთიერთპატივისცემა არის სახელმწიფოს ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმა. ეს არის ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის; არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა იფიქროს, რომ მას შეუძლია ჩინეთის დათრგუნვა და ამავდროულად, კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ჩინეთთან. ასეთი ორსახიანი აქტები არ არის კარგი ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურობისთვის ან ურთიერთობის დამყარებისთვის; ჩინეთი და შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები, ამ პლანეტაზე დიდხანს დარჩებიან. მათ უნდა ეძიონ…

მეტი...

იტალიაში, 35 წლის ქართველი ქალი დააკავეს

იტალიაში, 35 წლის ქართველი ქალი დააკავეს. პოლიციის ცნობით, ქალი ერთხელ უკვე გააძევეს იტალიიდან და შენგენის ზონაში დაბრუნება აუკრძალეს, თუმცა, წარსულში კანონდარღვევის მიუხედავად, იტალიაში მაინც დაბრუნდა. ქართველი, თავშესაფრის თხოვნით, მივიდა იმიგრაციის სამსახურში, სადაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მასზე დეპორტაციის ბრძანება მოქმედებდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

მეტი...

ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკო დაბომბა

ისრაელის სამხედროების მტკიცებით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული საქმიანობა სამეთაურო ცენტრებიდან. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამასოს გარეუბანში „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის, ზიად ნახალეს სახლიც დაიბომბა, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტული საქმიანობის ორგანიზება, სადაც არ უნდა მოხდეს, სირიის ისლამისტი ლიდერი ალ-ჯულანი ყველგან ნახავს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს.

მეტი...

,,რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აჩვენებს, რომ რუსეთს ამ ომის გახანგრძლივება სურს. „ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

როგორია ჩინეთის როლი მსოფლიოში დიპლომატიურ ფრონტზე

მსოფლიო ფრონტზე ჩინეთის ძირითად როლსა და გამოწვევებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა და განმარტა, რომ ჩინეთის დიპლომატია მტკიცედ დგას ისტორიის სწორ მხარეს. როგორც ვანგ იმ განმარტა, ჩვენ ვიქნებით: მტკიცე ძალა, რომელიც იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს: ჩვენ არასდროს ვაწარმოებთ პროვოკაციას და არ გვაშინებს პროვოკაციები; სამართლიანი და მართალი ძალა მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის: გავაფართოვებთ გლობალურ პარტნიორობას თანასწორობის, ღიაობისა და თანამშრომლობისთვის; პროგრესული ძალა საერთაშორისო სამართლიანობისა და სამართლიანობისთვის: დაიცავით სიმართლე, გაითვალისწინეთ კაცობრიობის მომავალი და ხალხის კეთილდღეობა. მინისტრმა გლობალური სამხრეთის მზარდ გაძლიერებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით: დღეს მსოფლიო გამოირჩევა „ძლიერი ქარებითა და ადიდებული ღრუბლებით“. ამ…

მეტი...

სარფის საბაჟოზე 95 425,93 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ,,სარფში” საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს, ხოლო საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საერთო ჯამში – 170,08 გრამი. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 473 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. საზღვრის მკვეთ პირს ოქროს ნივთები, ტანსაცმლის ქვეშ, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ…

მეტი...

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე 10 ადამიანი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 10 ადამიანი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულები 2024 წლის 14 და 15 ივნისს დააკავეს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის თანხების დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის…

მეტი...

ფინეთი უკრაინას დაახლოებით 200 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფინეთმა და უკრაინამ ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ორი ქვეყანა შეთანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის შეიარაღებაზე, დაზვერვის გაცვლასა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე.

მეტი...

,,კრემლი უკრაინასთან ცეხლის შეწყვეტით დაინტერესებული არაა” – უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. ,,მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი – საკითხის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მოგვარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებს, ჩვენ ცნობილ შეშფოთებებს. რაღაც ნაბიჯები, რომელიც მშვიდობიანი მოქმედებების იმიტაციაა, არავის სჭირდება ამ სიტუაციაში”, – თქვა უშაკოვმა ,,Россия-1″-ის ეთერში. უშაკოვის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას, მაიკლ უოლცს რუსეთის პოზიცია გააცნო.

მეტი...

,,უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია” – ზახაროვა

,,უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე. „მსგავსი გეგმების გამოცხადებაც კი ღია პროვოკაციულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომელიც მიმართულია არა კონფლიქტის მოგვარებისკენ, არამედ კიევის რეჟიმის სათავეში მყოფი პირებისთვის მავნე ილუზიების შენარჩუნებისკენ. ჩვენთვის, უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ნებისმიერი დროშის ქვეშ, იქნება ეს უცხო კონტინგენტები, სამხედრო ბაზები, თუ სამშვიდობო ოპერაციები, რომლებიც შემოთავაზებულია მათ მიერ, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ყველაფერი ამ ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალებით ვუპასუხებთ“, – განაცხადა მარია…

მეტი...

,,რუსებმა უკრაინელი ომის ტყვეები სიკვდილით დასაჯეს” – უკრაინის ომბუდსმენი

,,რუსები აგრძელებენ უკრაინელი ომის ტყვეების მკვლელობას. სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს რუსების მიერ დატყვევებული უიარაღო უკრაინელი სამხედროების სავარაუდო სიკვდილით დასჯა”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა, კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. მისი თქმით, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ წერილები გაუგზავნა, რათა ომის დანაშაულის დაფიქსირება უზრუნველყოფილიყო. „მათ, ვინც ბრძანებებს გასცემენ და ახორციელებენ ასეთ სისასტიკეს, პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგონ“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მეტი...

როგორია ჩინეთის ძირითადი გამოწვევები და მიზნები 2025 წელს

ჩინეთის უმაღლეს, ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში, მე-14 ეროვნული კომიტეტის მესამე სესია გაიმართა, სადაც 2025 წლის ძირთადი გამოწვევები და მიზები დაასახელეს. მიმდინარე წლის მთავარ ამოცანებზე ქვეყნის პრემიერმა ლი ციანგმა ისაუბრა. CPI-ის ზრდა 2%-ით; მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 5%; გაიცემა 1,3 ტრილიონი იუანის ულტრაგრძელი სპეციალური სახაზინო ობლიგაციები; ახალი სახელმწიფო ვალი იქნება 11,86 ტრილიონი იუანი; საერთო საჯარო ბიუჯეტში დანახარჯმა 29,7 ტრილიონ იუანს მიაღწიოს; დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან დაახლოებით 4%-მდე; ენერგიის მოხმარების დაახლოებით 3%-იანი ვარდნა მშპ-ის ერთეულზე; მარცვლეულის გამომუშავება დაახლოებით 700 მილიონი მეტრული ტონა; 12 მილიონზე მეტი ახალი ურბანული სამუშაო ადგილი; გამოკითხული ქალაქებში უმუშევრობის დონე…

მეტი...

თურქეთში ტყის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის

თურქეთში, ქალაქ ბოლუში ტყის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბოლუს და მიმდებარე რეგიონების სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ქარხანაში გაჩენილი ხანძრი გამო, ქალაქში ძლიერი დაკვამლიანებაა.

მეტი...

,,ISFED ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში აეყირავებინა არჩევნები” – შალვა პაპუაშვილი

,,ჩვენ ვნახეთ, USAID-ის ხელმძღვანელობა მოუწოდებდა დაწვით და დაჭრით ყველა დოკუმენტებიო და მე მგონი მათ თავის თავზეც მიიღეს და ეს დღეები ამით იყვნენ შეიძლება დაკავებული, რომ დამატებითი მანიპულაცია მოეხდინათ ამ დოკუმენტებში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ISFED-თან დაკავშირებით, რომელმაც გამოძიების ფარგლებში პროკურატურას დაგვიანებით და არასრული დოკუმენტაცია მიაწოდა. მისი თქმით, ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება, რომ საქართველოში „აეყირავებინა არჩევნები“. „ISFED არის ჩვეულებრივი საარჩევნო თაღლითი, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში მოეხდინა არჩევნების აყირავება. მათი ხელით სცადეს 2020 წლის არჩევნების აყირავება და მათივე ხელით სცადეს 2024 წლის არჩევნების აყირავება. რეპუტაცია დაკარგული თაღლითი ორგანიზაცია,…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელის, გერგელი გულიაშის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთში ჩავა. „ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ის აღდგომამდე ჩამოვა. როგორც კი ვიზიტის თარიღი დადასტურდება, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით“, – განაცხადა გულიაშმა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ…

მეტი...

,,PVT ცესკოს შედეგების იდენტურია, ამიტომაც არ ასაჯაროებენ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, არჩევნებზე ხმების  პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება  USAID-ის დაკვეთით ხდებოდა, თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ვერ მოახერხეს, ამიტომაც ISFED-ს არ სურს შედეგების გასაჯაროება. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. „არჩევნებზე ხმების  პარალელური დათვლის საკითხს რაც შეეხება, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ USAID-ის დაკვეთით, ხდებოდა გაყალბება. ამჯერად, მათ  ვერ მოახერხეს გაყალბება, შედეგები არის იდენტური იმისა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა. არ სურთ შედეგების გასაჯაროება იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია. იქაც იგივე შედეგები აქვთ. 2020 წელს, გამოიკვეთა და გამოაშკარავდა, ისიც ჩვენი მუშაობის შედეგად, რომ PVT იყო გაყალბებული და…

მეტი...

,,ამ ტიპის ანგარიშებს არანაირი აზრი არ აქვს” – კახა კალაძე ევროკავშირის ანგარიშზე

„მათ წარმოადგინეს ძველ მოვლენებზე დაყრდნობით ანგარიში, რომელსაც ასაღებენ, როგორც ახალს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მსგავსი ტიპის ანგარიშების გამოქვეყნებას არანაირი აზრი არ აქვს. „ამ ტიპის ანგარიშებს არანაირი აზრი არ აქვს. მათ წარმოადგინეს ძველ მოვლენებზე დაყრდნობით ანგარიში, რომელსაც ასაღებენ, როგორც ახალს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვინ და რა დგას ამის უკან. ყველაფერი ცხადი და ნათელია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, ხალხს პირდაპირ ვეუბნებოდით, რა საფრთხების და პრობლემების წინაშე იდგა…

მეტი...

,,მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოშემოწმება” – კახა კალაძე

„ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას და ადამიანების დახმარებას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა. „ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ, სწორედ ეს არის ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი. გვინდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის  დანერგვასა და  პოპულარიზაციას, დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მხარში ამოვუდგეთ მათ და, ზოგადად, გვინდა შეიცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი“, – განაცხადა თბილისის მერმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა თავად გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, კახა კალაძემ…

მეტი...

,,დიპლომატებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს” – შალვა პაპუაშვილი

,,არავინ არის ჩამოსული როგორც ზედამხედველი და გენერალ გუბერნატორი საქართველოში. ამას გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ის, რაც ცუდი არის პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ის რაც არ შეიძლება პოლონეთში, გერმანიაში და საფრანგეთში არ შეიძლება საქართველოში”, – განაცახდა საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დიპლომატების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას ეხებოდა. ის მოუწოდებს დიპლომატებს, დაუბრუნდნენ მათი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას და ნუ გასცდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. „თავი გენერალ – გუბერნატორები ჰგონიათ თუ როგორ გაბედა ქართველმა პოლიტიკოსმა სიტყვა შეუბრუნა და უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის ამ ქვეყანაში…

მეტი...

,,მათ თავიანთი თავი ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ” – კახა კალაძე ელჩებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნის ელჩებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. ამის შესახებ მან  შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ კრიტიკა მისაღებია, თუმცა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია. „ეს არის სამწუხარო მოცემულობა. მაგალითად, გავიხსენოთ, სულ რამდერნიმე თვის წინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა თუნდაც ევროკავშირის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ, შენი განცხადებებით ერეოდე წინასაარჩევნო კამპანიაში, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. მათ თავიანთი თავი, თავიანთი ქვეყნებიდან, ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ. წარმოუდგენელია ეს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია. აქ…

მეტი...

,,ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია” – ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირმა საქართველოში ბიზნეს კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე დეტალურადაა საუბარი. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ეხება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ 2023-2024 წლებში მნიშვნელოვანი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც სტაბილური ტრაექტორიით მას რეგიონულ ლიდერად აქცევს. „ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია, ეკონომიკური ზრდა კი ბოლო წლებში სტაბილური. პასუხისმგებელი მაკროპოლიტიკა, გლობალური ინტეგრაციის გაძლიერება, ჯანსაღი ინვესტიციები, მიმზიდველი ბიზნეს გარემო, მმართველობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ხარჯების ზრდა საფუძვლად დაედო პროგრესს. სოციალური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სიღარიბის მაჩვენებელი 2022 წლის 47.7%-დან 2023 წელს 43.6%-მდე შემცირდა, ხოლო უმუშევრობა შემცირდა 13.7%-მდე – 2024 წლის შუა რიცხვებში სამუშაო…

მეტი...

,,წარმოუდგენელია ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო” – კახა კალაძე

,,პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. ,,ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტი...