საზოგადოებრივ მაუწყებლთან ხმაურია – სტუდენტები ეთერს ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. ტელევიზიის შენობასთან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმოს. „ეთერი სტუდენტებს, სოლიდარობა სტუდენტებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული. სტუდენტები აცხადებენ, რომ არხის საშუალებით, შალუტაშვილი „ტყუილებს საუბრობს“.  

მეტი...

ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთი „კონსტრუქციულად უპასუხებს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინის მსგავსად „კონსტრუქციულად უპასუხებს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას. ამის შესახებ ერდოღანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანი მიესალმა უკრაინის მიერ 11 მარტს ამერიკელებთან საუბრის შემდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დათანხმებას. “ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულად უპასუხებს” – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

“მოსწავლეს ჩაქუჩი ჩაარტყა, დირექტორი დაჭრა”- 19 წლის ქართველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

19 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც საბერძნეთში სკოლის მოსწავლეს ჩაქუჩი ჩაარტყა, ხოლო ამავე სკოლის დირექტორი მუცლის არეში დაჭრა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას  20 წლით და 23 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინციდენტი, 2024 წლის მარტში, პატისიას რაიონში მდებარე 41-ე გიმნაზიაში, სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. 19 წლის ბიჭი სასამართლომ რამდენიმე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ მათ შორის, მკვლელობის მცდელობა, ძალადობა, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა და გამოყენება. მან სასამართლოზე თქვა, რომ ვინმეს მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ის უბრალოდ თავისი ძმის დაცვას ცდილობდა.

მეტი...

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.  

მეტი...

“რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო”- ტრამპი

“რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოყვა იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ის რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ. “კი, კი, შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან ამის გაკეთება. გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, ხო სწორია? მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან სახელად – ობამა… სცადეს მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? – ტრამპი. რეალურად, მე ვარ ის, ვინც “ჩრდილოეთის ნაკადი – 2” შეაჩერა – გაზსადენი,…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდნარეობს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა დღესაც გადაკეტეს. პარალელურად, მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით „აჭარლების მარში“ მოემართება. უწყვეტი პროტესტის 105-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

მეტი...

კობა კობალაძე აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში, 1992-93 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრთა მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული…

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება განიხილონ. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა. „იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის მიღებას. თუ ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, ეს ამ საშინელი სისხლისღვრის დასრულების გზის 80% იქნება“, – აღნშნა ტრამპმა.

მეტი...

ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები პარიზში უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

ხუთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერი პარიზში ევროპული თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავს. პარიზში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან (ჯონ ჰილი), საფრანგეთიდან (სებასტიან ლეკორნუ), გერმანიიდან (ბორის ბისტორიუსი), იტალიიდან (გვიდო კროზეტო) და პოლონეთიდან (ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში). “ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებით, ხარჯების ზრდითა და ჩვენი კოლექტიური სიძლიერის გაძლიერებით ჩვენი ცხად მესიჯს ვაგზავნით: ჩვენ არ ვიყოყმანებთ უკრაინის გვერდში დგომაში და ჩვენი საერთო ღირებულებები დაცვაში”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მეთაურმა, ჯონ ჰილმა.  

მეტი...

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.  “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, “რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მარიონეტი”. კონგრესმენ კო უილსონის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს, “მეგობარი აქტს”, რომელიც სანქციებსაც ითვალისწინებს, უკვე 18 თანასპონსორი ჰყავს (10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი). ის კონგრესის ზედა პალატაში – სენატშიც იქნა წარდგენილი რესპუბლიკელი ჯიმ რიშისა და დემოკრატი ჯინ შაჰინის მიერ.

მეტი...

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ აფთიაქი გაქურდა

მედიის ინფორმაციით, პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ აფთიაქი გაქურდა.  34 წლის მამაკაცს აფთიაქიდან თანხასთან ერთად სხვადასხვა მედიკამენტებიც მოპარვას ედავებიან. ქართველს, რომელიც პოლონეთში ოჯახთან ერთად არალეგალურად იმყოფებოდა ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.

მეტი...

კანადა 25%-იან ტარიფებს აწესებს 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე

აშშ-ის  საპასუხოდ კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე.  განცხადება კანადის ფინანსთა მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა. “ვაცხადებ, რომ კანადის მთავრობა დოლარი-დოლარისთვის მიდგომით, ხვალ, 2025 წლის 13 მარტს, 12:01 საათიდან დააწესებს საპასუხო ტარიფებს შეერთებული შტატებიდან დამატებით 29.8 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტზე. ეს მოიცავს 12.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფოლადის პროდუქციას და 3 მილიარდი აშშ დოლარის ალუმინის პროდუქციას, ასევე, დამატებით 14.2 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტირებულ ამერიკულ საქონელს, რაც ჯამში 29.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოდის. დამატებით საქონელს, რომელსაც საპასუხო ტარიფები შეეხება, მოიცავს კომპიუტერებს, სპორტულ აღჭურვილობასა და თუჯის პროდუქციას”, –…

მეტი...

ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კიევს თავდაცვის უფლების დაცვაში უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 12 მარტს მიღებულ რეზოლუციაში არის აღნიშნული. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და მოელიან, რომ რუსეთი მას დათანხმდება. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომი რუსული აგრესიის შესაკავებლად ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებში. ევროპარლამენტარები  ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელმძღვანელობის შანტაჟის ნებისმიერ მცდელობას, რათა დანებდნენ ე.წ. “სამშვიდობო შეთანხმების” მისაღწევად. გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება არსებობდეს ევროკავშირის გარეშე და ევროპარლამენტარები მიესალმებიან “მსურველთა კოალიციის” ჩამოყალიბებას სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების…

მეტი...

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაგზავნა. „მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე”- წერს გიორგი ჩიკვაიძე. დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მეტი...

მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ხვალ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ნატო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე ვაშინგტონს 12-14 მარტს ეწვევა. „ვიზიტის ფარგლებში ის ადმინისტრაციისა და აშშ-ის კონგრესის მაღალჩინოსნებს შეხვდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,ზელენსკიმ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა” – უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი

,,ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გიორგი ტიხიმ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები რვა საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. „ისტორიკოსები არასაკმარისად აფასებენ ადამიანის რესურსის გამოფიტვის როლს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ ბოლო საათებში, როდესაც დაღლილობა უკვე იგრძნობა, უცებ შესაძლებელი ხდება ჩიხიდან გამოსვლა და კომპრომისებიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, მთას ის იპყრობს, ვისაც შეუძლია ბოლო ერთნახევარი კილომეტრის გავლა მხოლოდ ნებისყოფითა და ხასიათით, ასევე ემოციების კონტროლით. ფაქტობრივად, შეხვედრის წინა დღეებში ეს იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც, ვფიქრობ, საერთო ჯამში გავუმკლავდით. ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობის საბოლოო ეტაპებში,…

მეტი...

ევროკავშირმა სირიის მთავრობა 17 მარტს ბრიუსელში სირიის დონორულ კონფერენციაზე დაპატიჟა

ევროკავშირის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ სირიის ახალი მთავრობა 17 მარტს ბრიუსელში გასამართ სირიის დონორულ კონფერენციაზეა დაპატიჟებული. „ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ, ხოლო ეს ინკლუზიურობით არის შესაძლებელი. მომდევნო ორშაბათს სირიის საკითხზე კონფერენცია გაიმართება, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება გავესაუბროთ მათ ხელისუფლებას ადგილზე და გავიგოთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საუკეთესო დახმარების გაწევა“, – თქვა ჰიპერმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში მოწვევა გაეგზავნა სირიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან შეიბანის.

მეტი...

უკრაინის არმიის ბრიგადების ნაწილი კურსკის რეგიონიდან გავიდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეტევის ფონზე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის ხელისუფლებამ კურსკიდან ბრიგადები ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გაიყვანა. უკრაინული მედიის თანახმად, ორი კვირის წინ, უპილოტო თვითმფრინავების ელიტარულმა რუსულმა ჯგუფმა დაარღვია უკრაინული მომარაგების ხაზები. 25 თებერვალს მიზნობრივი დარტყმების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის ათეულობით სატრანსპორტო საშუალება ქალაქ სუჯასთან. ქალაქი ემსახურებოდა 10 000-იანი უკრაინული ჯგუფის მთავარ ბაზას, რომელიც იცავდა ტერიტორიას კურსკის რეგიონში. ცნობისთვის, უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკის რეგიონში გასული წლის აგვისტოში შეიჭრნენ.

მეტი...

,,უკრაინამ და აშშ-მა ტერიტორიული დათმობების საკითხი განიხილეს” – რუბიო

,,საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების დროს უკრაინამ და აშშ-მა ტერიტორიული დათმობების საკითხები განიხილეს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. რუბიოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დათმობებზეა საუბარი. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. მან მოუწოდა მოსკოვს, რომ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები, რათა ადამიანები აღარ დაიღუპნენ. მისი თქმით, აშშ რუსეთთან კონტაქტებს უახლოეს მომავალში დაამყარებს, მაგრამ მოსკოვის საპასუხო რეაქციის შესახებ ვაშინგტონში არაფერი იციან.

მეტი...

პრემიერის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი…

მეტი...

,,ტრამპმა ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა” – თეთრი სახლის პრესმდივანი

,,აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა. „პრეზიდენტი ტრამპი მოლაპარაკებების ხელოვნებას იუმჯობესებს. ის მთავარი მომლაპარაკებელია. მან პრეზიდენტ ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა და თქვა, რომ ამერიკელები სერიოზულად ეკიდებიან გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რასაც მიაღწიეს უკრაინელებმა ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობისას“, – თქვა ლევიტმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას” ცნობით, ქალაქ ღაზაში უპილოტო აპარატით თავდასხმის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. მედია წერს, რომ ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დეირ ელ-ბალაჰში პალესტინელი გოგო მოკლეს. უპილოტო აპარატით კიდევ ერთ თავდასხმას ქალაქ შავკაში ერთი ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლს ხან იუნისში. „ალ-ჯაზირა“ ასევე წერს, რომ ქალაქ ღაზის აღმოსავლეთით ისრაელის სამხედრო ძალებმა ტერიტორია დაბომბეს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. დოჰაში უკვე ჩავიდნენ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის…

მეტი...

,,ოჯახის დაცვა და ოჯახის ფასეულობების შენარჩუნება ყველა ჩვენგანისთვის ეროვნული მოვალეობაა” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოჯახის დაცვა და ოჯახის ფასეულობების შენარჩუნება ყველა ჩვენგანისთვის ეროვნული მოვალეობაა. ,,ხელისუფლება ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგამს, რომ დაიცვას ეროვნული სტრუქტურა დევიანტური მოძრაობების შეჭრისგან და ცდუნებისგან. ჩვენ განვახორციელებთ ახალ პრაქტიკას, რომელიც გააძლიერებს ოჯახის ინსტიტუტს, ახალგაზრდებს გაუადვილებს ოჯახების შექმნას და ოჯახისათვის საფრთხეების აღმოფხვრას“, – განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება თურქეთს „სამშვიდობო დიპლომატიის“ ეპიცენტრად გარდაქმნის.

მეტი...

გორში, წმინდაწყალზე მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მეტი...

,,არ გავუსწროთ მოვლენებს” – პესკოვი

„ამ დღეებში ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი. სახელმწიფო მდივანი რუბიო და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში უოლცი ამ დღეებში სხვადასხვა არხებით შეგვატყობინებენ მოლაპარაკებების დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს“, – კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არ სურს შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხში მოვლენებს წინ გაუსწროს. „თქვენ მოვლენებს ცოტათი წინ უსწრებთ, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. პირველ რიგში, აშშ-დან ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ჩვენ ჯიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვსწავლობთ და ერთობლივი განცხადების ტექსტს ვეცნობით“, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს

BBC-ის ცნობით, აშშ-ის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს. შემცირება შეეხება დაახლოებით 2 100 ადამიანს, რომლებიც 21 მარტიდან შვებულებაში იქნებიან გაშვებული. დეპარტამენტში, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 238 მილიარდ დოლარს შეადგენს, 4 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 1979 წელს დაარსებული დეპარტამენტი ზედამხედველობს საჯარო სკოლების დაფინანსებას, ადმინისტრირებას უწევს სტუდენტურ სესხებს და ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც დაბალშემოსავლიან სტუდენტებს ეხმარება. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფედერალური სტუდენტური სესხების ადმინისტრირებასა და ზედამხედველობაში, რომლებსაც მილიონობით ამერიკელი იყენებს უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად. დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ შემცირებები გავლენას მოახდენს დეპარტამენტის ყველა განყოფილებაზე.

მეტი...

მანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სასწრაფო ოპერაცია ნეიროქირურგიის განყოფილებაში უტარდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ტორნადო ფლორიდაში – დანგრეულია სახლები, მოგლეჯილია ხეები

ფლორიდის ცენტრალურ ნაწილს ტორნადომ გადაუარა. ყველაზე მეტად სტიქიამ შტატის სემინოლის ოლქი დააზიანა, სადაც დანგრეულია სახლები, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოგლეჯილია ხეები. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში მოსახლეობას მოსალოდნელი ქარიშხლისა და ტორნადოს შესახებ აფრთხილებენ.

მეტი...

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები რეგისტრაციის საფასურს ამ დრომდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ რეგისტრაციის დასასრულებლად კიდევ, დაახლოებით, ერთი კვირა ექნებათ.

მეტი...

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (Demokraatit) მოიპოვა, მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს. 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ით არის გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა. მეორე ადგილი, 24.5%-ით დაიკავა ოპოზიციურმა პარტია „ნალერაქმა“, რომელიც გრენლანდიის სწრაფ დამოუკიდებლობას ემხრობა. ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის „Inuit Ataqatigiit“-სა და პარტია „Siumut“-ის კოალიციამ. „ჩვენ ვცემთ პატივს არჩევნების შედეგებს“, – დაწერა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა.

მეტი...

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე

ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

,,უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, სრული სიმართლის დროა” – ზელენსკი

,,აშშ-მა 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტა შემოგვთავაზა, ჩვენ მზად ვართ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან, მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზადყოფნა, შეწყვიტონ ან…

მეტი...

,,იმედი მაქვს, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება” – დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტაზე

,,ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ,,ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს და ხვალ. იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს, შესანიშნავი იქნება, თუ არა, ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება, ბევრი ხალხი”, – განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი…

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალებმა, რუსების მიერ გაშვებული 98 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და 133 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 98 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 20 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინიცის, ტერნოპოლის, რივნეს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.

მეტი...

,,არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში შეძლებენ. ,,ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში”, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს.

მეტი...