უკრაინა აცხადებს, რომ მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. „უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას. აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მეტი...დღე: მარტი 11, 2025
რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დემონსტრანტები სკანდირებენ: “საქართველო აჯანყდი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს”, “ძირს რუსული პოლიცია”. პროტესტის 104-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
მეტი...მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე “ღვინის ქარხანაში” ხანძარია . ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანაა სხვა დეტალები ამ, დროისთვის უცნობია.
მეტი...ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა
მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა ბათუმში მოხდა. ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია. ფაქტზე შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მეტი...ევროკავშირის თავდაცვის საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში ევროკავშირის თავდაცვის საკითხებზე და უკრაინის მხარდაჭერაზე დებატები გაიმართა. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოება არ შეიძლება განცალკევდეს ევროპის უსაფრთხოებისგან. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგი შეირყა და ბევრი ილუზია დაიმსხვრა. „ინვესტიცია მიმართული უნდა იყოს ერთობლივ შესყიდვებზე, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ზომა, რომ შევაჩეროთ ნებისმიერი მტრული ქვეყანა, გვაქვს ეკონომიკური ძალა და ახლა საბოლოოდ გვაქვს პოლიტიკური ნება“ – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის მხარდაჭერა ევროკავშირის უფრო ძლიერი უსაფრთხოების მიმართ და მიესალმა ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელ დისკუსიებს ამ მიმართულებით.…
მეტი...პარიზში 36 ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავს
პარიზში 36 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ტიერი ბურკჰარდი ავრცელებს. “პარიზში, ჩემს კოლეგა, ბრიტანელ ტონი რადაკინთან [და] 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებთან ერთად – შევიკრიბეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად. გადამწყვეტი მომენტია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების კუთხით ევროპულ პოზიციას განსაზღვრავს. უკრაინასთან მიმართებით და აშშ-სთან დაკავშირებით” – წერს ბურკჰარდი. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების გენერალური შტატების უფროსები: ალბანეთი, გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა,…
მეტი...ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ 10 მარტს ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახი მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს…
მეტი...“უკრაინას მოვუწოდებთ თავს არ დაესხას ამ ინფრასტრუქტურას”- პეტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილსადენის მუშაობა შეჩერებულია. სიიარტოს თქმით, გასულ ღამეს, უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილის მუშაობა მას მერე შეჩერდა, რაც ერთ-ერთი გამრიცხველიანების სადგური დრონებით დაიბომბა. სიიაროტო ამბობს, რომ აღნიშნული მილი “კრიტიკულად მნიშვნელოვანია” უნგრეთისთვის, ხოლო თავდასხმა “მიუღებელია”. “უკრაინას მოვუწოდებთ თავს არ დაესხას ამ ინფრასტრუქტურას… ეს ომი ჩვენი ბრალი არ არის და უნგრეთი პასუხისმგებელი არ არის ამ კონფლიქტზე” – განაცხადა სიიარტომ.
მეტი...ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 12 მარტს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. განაჩენის გამოცხადების გადავადება ითხოვს სააკაშვილი. მისი თქმით, პროცესს ავადობის გამო ვერ დაესწრება. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი…
მეტი...„მეგობარი აქტის“ განხილვა გადაიდო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დღეს „მეგობარი აქტი“ უნდა განეხილათ, გადაიდო. კომიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან “მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და…
მეტი...ტრამპი აშშ-ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფს 50%-მდე გაზრდის
დონალდ ტრამპი აშშ-ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე დაგეგმილ ტარიფის 25-დან 50%-მდე გაზრდის. ამის შესახებ მან Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა. ტრამპის თქმით, დაგეგმილი ტარიფის გაორმაგება დაკავშირებულია კანადის გადაწყვეტილებასთან 25%-იანი ტარიფი დაუწესოს აშშ-ში ექსპორტზე გასულ ელექტროენერგიას. “ასევე კანადამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თავისი 250-დან 390%-მდე ფერმერების ანტიამერიკული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე, რომელიც დიდი ხანია აღმაშფოთებლად მიიჩნევა. უახლოეს მომავალში ელექტროენერგიაზე ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე”, – წერს ტრამპი.
მეტი...მეტეხის ხიდთან მდინარეში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მდინარეში ისევ ავტომანმანქანა გადავარდა. მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლებმა მდინარიდან მანქანაც ამოიყვანეს.
მეტი...რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. გარდა ამისა, უწყების განცხადებით, მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. „ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება…
მეტი...,,უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოუწევს” – რუბიო
,,უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოუწევს”, – ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ეს განცხადება საუდის არაბეთში უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე გააკეთა. მისი თქმით, მთავარია საუდის არაბეთში დისკუსიისას ვაშინგტონი დარწმუნდეს, რომ ომის დასასრულებლად მოსკოვსაც და კიევსაც შეუძლიათ მძიმე გადაწყვეტილებები მიიღონ და დათმობებზე წავიდნენ. საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, აღუდგენს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას.
მეტი...თურქეთში სამგზავრო ავტობუსი დაიწვა
თურქეთში, ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი სრულად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. თურქული მედიის ცნობით, მძღოლმა შექმნილი ვითარება დროულად შეაფასა, ავტობუსი გზიდან გადაიყვანა და მგზავრების ევაკუაცია წარმატებით შეძლო. ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე მაშველების და საპოლიციო ბრიგადები იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...,,აშშ-ის გუნდთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო” – ერმაკი
„აშშ-ის გუნდთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო. ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მოახლოებაზე“, – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. უკრაინული დელეგაციის შეხვედრა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მიმდინარეობს. უკრაინის მხარეს ანდრე ერმაკთან ერთად წარმოადგენენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი.
მეტი...პაკისტანში, შეიარაღებულმა ადამიანებმა მატარებელში 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს
პაკისტანში, შეიარაღებულმა ადამიანებმა, მატარებელში 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს. dailymail-ის ცნობით, შეიარაღებულმა დაჯგუფება იმუქრება, რომ სიკვდილით დასჯის ყველა მძევალს, რომელიც მას პატიმრობაში ჰყავს, თუ პაკისტანის ხელისუფლება შეეცდება ჩარევას. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ბელუჯისტანის გამათავისუფლებელმა არმიამ (Balochistan Liberation Army) აიღო. პასუხისმგებლობის აღების შესახებ განცხადებაში დაჯგუფებამ მძევლების აყვანა დაადასტურა და ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათი გათავისუფლების მცდელობას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მათი თქმით, დაშავებულია მატარებლის მემანქანე. ბელუჯისტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, შაჰინ რინდის თქმით, პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, ადგილზე ასევე გაგზავნილია უშიშროების ძალები.
მეტი...ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, შოთა რუსთაველის მე-8 შესახვევში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი ფართი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.
მეტი...,,ეუთო-ს ყველა საწყისი მიზანი და პრინციპი უხეშად ირღვევა და უგულებელყოფილია” – ლავროვი
,,ეუთო-ს ყველა საწყისი მიზანი და პრინციპი უხეშად ირღვევა და უგულებელყოფილია, ნატო-ს ქვეყნებმა და ევროკავშირმა ორგანიზაცია კრიზისში შეიყვანეს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ორგანიზაცია მიუახლოვდა ჰელსინკის აქტის 50 წლის იუბილეს ძალიან ღრმა კრიზისში, რომელშიც იგი შეიყვანეს ნატო-ს ქვეყნებმა და ევროკავშირმა. ფერიდუნ სინირლიოღლუ სამდივნოს რთულ დროს ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, რუსული მხარე იმედს ამყარებს ფერიდუნ სინირლიოღლუს გამოცდილებასა და სიბრძნეზე, რომ ყველაფერი გააკეთოს ეუთო-ს საწყის პრინციპებზე დასაბრუნებლად.
მეტი...,,საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია” – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი
,,უკრაინის არმია უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და პარიზი დაუპირისპირდება უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას”, – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ეს განცხადება პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნაზე გააკეთა. ფორუმზე ევროპის ქვეყნების შტაბების უფროსების შეხვედრა იმართება, სადაც განცხადებას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, განიხილება საფრანგეთის მონაწილეობა უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში.
მეტი...,,პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მტრულად განწყობილი მეზობელია” – ლაიენი
„პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მისი მხოლოდ შეკავებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. როგორც მან აღნიშნა, ახლა უკრაინის სამხედრო მარაგში არსებული ხარვეზების შევსებისა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობაა. მისი თქმით, რუსული სამხედრო კომპლექსი აღემატება ევროპულს და კრემლი უფრო მეტს ხარჯავს იარაღზე, ვიდრე მთელი ევროპა ერთად. „ევროპარლამენტი წლებია, ამტკიცებს, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს და თქვენ აბსოლუტურად მართალი იყავით. ამ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. ეს არის გეგმის მიზანი, რომელიც მე წარვუდგინე ევროკავშირის ლიდერებს გასულ კვირას.…
მეტი...სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, მისისიპის შტატში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, Eurocopter EC-135-ი ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს, ადგილობრივი დროით 13:15 საათზე, მედისონის ოლქში, ტყის მასივში ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე პაციენტი არ იმყოფებოდა. გარდაცვლილები ეკიპაჟის ორი წევრი და პილოტი არიან.
მეტი...,,ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები სპორტის მიმართულებით, დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი” – პრემიერი
,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და განსაკუთრებით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით. „სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის,…
მეტი...,,ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე
,,ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების გამტარებლები არიან”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. „თუ არ გაქვს მათი პოზიცია და მათივე მოსაზრება, მაშინვე იწყება თავდასხმები, აქვთ ერთი „მესიჯ ბოქსი“, რომელსაც გარედან იღებენ. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან, თუმცა ამ ადამიანებს ლიბერალიზმთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ყველა ის დამოკიდებულება და მიდგომა, რაც აქვთ განსხვავებულ აზრთან, არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. შესაბამისად, ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს“, – აღნიშნა…
მეტი...ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც…
მეტი...,,ნარკოდამოკიდებულთა დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ხელისუფლების მიერ დაანონსებული ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები გვაღელვებს. შესაბამისად, გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.…
მეტი...,,მხარს ვუჭერთ ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან” – მეცოლა
,,ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის ეროვნულ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და სხვა მამაც ქალებს უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. ,,ბელარუს ხალხს მტკიცე მხარდაჭერა აქვთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის პოლიტპატიმრებს. ევროპარლამენტი კვლავ აღნიშნავს ბელორუსის ხალხთან სოლიდარობის საერთაშორისო დღეს და პირდაპირ მივმართავთ ევროპარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ 1250 პოლიტპატიმარს ბელარუსში. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვხედავთ მათ ბრძოლას და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა მან.
მეტი...,,მოლდოვას რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობებთან ბრძოლა უწევს” – მაკრონი
,,მოლდოვას რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობებთან ბრძოლა უწევს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოლდოვას, რომლის საჰაერო სივრცეც რეგულარულად ირღვევა რუსული დრონებითა და რაკეტებით, ასევე, რუსეთის მზარდ დესტაბილიზაციის მცდელობებთან ბრძოლა უწევს, რომელთა სამიზნე თქვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მეტი...,,ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. „ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ წაგებულ ბრძოლაში შემოსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მმართველ გუნდს უკვე დაწყებული აქვს არჩევნებისთვის მზადება და ყველაფერს…
მეტი...,,ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითს“ – კახა კალაძე
„ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს „დიფ სთეითს“, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად. „ვიცით, ვის მიერ არის ინიციირებული აღნიშნული აქტი. ეს ორი ადამიანი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით, რომლებიც მათგან არაერთხელ მოგვისმენია. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის…
მეტი...,,არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი” – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი, რადგან არც ერთ მათგანს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ლიდერობასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. „რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია. ეს არის რეალობა, თუ რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ე.წ. ლიდერი. ლიდერი ნიშნავს იმას, რომ შენ გქონდეს ხალხის მხარდაჭერა, სარგებლობდე დიდი ავტორიტეტით საზოგადოებაში, შენს მიმართ ჰქონდეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუნდაც სიყვარული. ოპოზიციას ვხედავთ – ავიღოთ მათი ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინ სარგებლობს იმ ყველაფრით, რაც…
მეტი...,,ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ნუ დაკარგავთ ამ შანსს, მთელი მსოფლიო გიყურებთ” – ტუსკი
,,ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ნუ დაკარგავთ ამ შანსს. მთელი მსოფლიო გიყურებთ დღეს ჯიდაში. წარმატებები!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი წერს და საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრას ეხმიანება.
მეტი...„დიფ სთეითის“ მიზანია ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ” – კახა კალაძე
„გვინდა ტრამპს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში წარმატებები ვუსურვოთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა და ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება აკვირდება პროცესებს, რომელიც „დიფ სთეითის“ დამარცხებისკენაა მიმართული, რადგან აღნიშნულ პრობლემას საქართველო პირდაპირ შეეჩეხა. „ჩვენ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი იმიტომ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულ პრობლემას პირდაპირ შევეჩეხეთ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და გვინდა,…
მეტი...საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
საუდის არაბეთში, ჯიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებებზე აშშ-ის მხარეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი წარმოადგენენ. უკრაინის მხარეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
მეტი...,,ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
,,რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია შეიძლება იყო ის, რაც ალ-კაპონემ თქვა: ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს. ალბათ, სწორედ ასეთი დიპლომატია იმუშავებს რუსეთთან”, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს, ისტორიულად, არასოდეს შეუსრულებია შეთანხმება. „ჩვენი ერთადერთი იმედია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი მიდგომა შეიძლება გახდეს ერთადერთი გარანტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გააკონტროლებს. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება“, – აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
მეტი...(VIDEO) გიორგი ჩიკვაიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
საგურამოში, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ვიდეოკადრებს ჩიკვაიძის დედა ავრცელებს. უცნობია, რას ეძებენ ბიზნესმენის სახლში. შეგახსენებთ, რომ ჩიკვაიძეს აღკვეთი ღონისძიება გირაო, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, პროკურატურის მოთხოვნით პატიმრობით შეუცვალა. სასამართლოში, ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ჩხრეკა მიმდინარეობს – ჩხრეკა ტარდება მის საცხოვრებელ სახლშიც
მეტი...