ხელოვნების სფეროს წარმომდგენლები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გაათენებენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს კიბეებთან გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ტირანიის წინააღმდეგ”. “ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თქმით, პროტესტში ყველამ სხვადასხვა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა. “მხოლოდ და მხოლოდ გათენებას ვაპირებთ. პარლამენტთან დარჩენა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი, რომელიც უკვე 3 თვეა მიმდინარეობს, ყველანაირი არგუმენტების გარეშე და დღესაც გადაიდო, ამიტომ ვზივარ აქ და გავათენებ. მგონია, რომ ყველამ რაღაცნაირად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში” – დათო დოიაშვილმა.
მეტი...დღე: მარტი 10, 2025
“ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება”- რუბიო ტრამპ-ზელენსკის კამათზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს აცხადებს, რომ მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. „ეს არ იყო ისე, როგორც უნდა წასულიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ მოსვლამდე. ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ნამდვილად გვსურდა მოლაპარაკებების დაწყება. გაოგნებული ვიყავი, როცა ეს ხდებოდა, რადგან ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წავიდა იმისგან, რაზეც წინასწარ ვსაუბრობდით. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო“ – თქვა რუბიომ.
მეტი...“სოციალურ პლატფორმა X-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა”- მასკი
ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე „მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა. მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა. მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩვენზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, მაგრამ ეს დიდი რესურსებით გაკეთდა. აქ, ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული“, – აღნიშნავს მასკი.
მეტი...“საიმიგრაციო სამსახურმა ამაყად დააკავა „ჰამასის“ მხარდამჭერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე”- ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა პალესტინელი აქტივისტი დააკავა. მისი თქმით, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და აშშ-ის სხვა უნივერსიტეტებში ბევრი სტუდენტია, რომლებიც „ტერორისტების მხარდამჭერ, ანტისემიტურ, ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევიან და აშშ ამას არ მოითმენს“. „იმ აღმასრულებელი ბრძანებების შესაბამისად, რომლებსაც ხელი მანამდე მოვაწერე, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ამაყად დააკავა მაჰმუდ ხალილი, რადიკალი უცხოელი „ჰამასის“ მხარდამჭერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე. ეს პირველია მრავალი მომავალი დაკავებიდან“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მეტი...თბილისში საპროტესტო აქცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. სტუდენტებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილები. ამ დროისთვის, უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს.
მეტი...კირ სტარმერი შაბათს უკრაინის საკითხზე ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათს უკრაინის საკითხზე ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს. „პრემიერ-მინისტრი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მეორე შეხვედრას გამართავს“ – განუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს. ლიდერების შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. გარდა ამისა, ოთხშაბათს პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
მეტი...არგენტინაში წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
არგენტინაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ქალაქ ბაია ბლანკაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა. რვასაათიანმა უწყვეტმა ნალექმა გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 1450-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება, მათ შორის, საჭირო გახდა საავადმყოფოდან ახალშობილი ბავშვების ევაკუაცია.
მეტი...“სოროსის მარიონეტია”- მასკი პოლონელ მინისტრზე
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ამბობს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოროსის მარიონეტია. „დიახ, ის სოროსის მარიონეტია“ – წერს მასკი. ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა, რომლის ავტორიც წერს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, „რადოსლავ სიკორსი ენ ეპლბაუმის ქმარი და ალექს სოროსის მეგობარია“. გუშინ ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ „Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. ილონ მასკის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება,…
მეტი...ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერისა და სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ 37 მეზღვაური გამოიყვანეს
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერისა და სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ მაშველებმა ნაპირზე 37 მეზღვაური გამოიყვანეს. Sky News-ის ცნობით, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტანკერს საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, რომელიც შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად ზღვაში ჩაიღვარა. დღეს, ჩრდილოეთის ზღვაში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
მეტი...“ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერების საკითხს მოვაგვარებთ”- მარკო რუბიო
“ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერების საკითხს მოვაგვარებთ” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მარკო რუბიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხვალ ჯიდაში გასამართ შეხვედრაზე უკრაინული მხარე რუსეთთან ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას წამოაყენებს. „არ ვამბობ, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არის, მაგრამ ეს არის ისეთი სახის დათმობა, რომლის ნახვაც კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია“, – აღნიშნა რუბიომ.
მეტი...„12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა“- ნარკოპოლიტიკა მკაცრდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავეს ანტინარკოტიკული რეფორმა. მდინარაძის ინფორმაციით, ნარკორეალიზატორებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ის ამბობს, რომ რეფორმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც. “ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, აზიანებს გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი…
მეტი...დანია უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის
დანია, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის. ამის შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“ – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
მეტი...“31 მარტისთვის აქციას ამზადებს”- ზურაბიშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან დასრულდა
სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ 31 მარტისთვის ერთობლივად მოემზადებიან. „განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას”- განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება, სადაც პოლიტიკურ ცენტრებთან ერთად, ის ადამიანებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ნაწილი არიან. „საუბარი იყო ასევე მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს უფრო მჭიდრო კოორდინაციას პოლიტიკური ცენტრების, საზოგადოების, პრეზიდენტის ირგვლივ და ამ საუბარს ჩვენ…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ზელენსკი ქალაქ ჯიდაში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. ხოლო, 11 მარტს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მეტი...,,ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს არა ქედმაღლობას, არამედ პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას” – ტუსკი
„ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან და არა ქედმაღლობას. ძვირფასო მეგობრებო, დაფიქრდით“, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, შესაძლოა, სხვა პროვაიდერის მოძებნა გახდეს საჭირო. პასუხად, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა. განცხადებას გამოეხმაურა მარკო რუბიოც, რომელმაც რადოსლავ სიკორსკი უმადურობაში დაადანაშაულა.
მეტი...საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. ასევე, ხელს შეუწყობენ კომისიებსა და კომიტეტებს შორის რეგულარული კავშირების დამყარებას და პარლამენტის წევრთა დელეგაციებს შორის გაცვლებს ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.
მეტი...ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე იმსჯელებენ. ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის ისაუბრებენ მიმდინარე პროტესტზე და სხვადასხვა თემაზე, რაზეც, მისი თქმით, საჭიროა კოორდინირებული მოქმედება. შეხვედრაზე მივიდნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს”, „კოალიცია ცვლილებისთვის“, პარტიის “ფედერალისტები”, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები.
მეტი...გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში, ვოლოგდის დასახლებაში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში კაცის შვილიშვილია ბრალდებული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში. „სისხლის სამართლის კოდექსს“ ნორმები ემატება, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების,…
მეტი...ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა. გემები ერთმანეთს აღმოსავლეთ იორკშირის სანაპიროსთან, ადგილობრივი დროით დილის 09:50-ზე შეეჯახნენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სანაპირო დაცვის სამსახური და სამაშველო ჯგუფები.
მეტი...,,საფრანგეთის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ევროპის „ბირთვული ქოლგის“ უსაფრთხოება, „სუსტია“ – ლიეტუვის პრემიერი
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუკასის განცხადებით, საფრანგეთის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ევროპის „ბირთვული ქოლგის“ უსაფრთხოება, „სუსტია“. „დღეს ლიეტუვას ნატო-ს „ბირთვული ქოლგა“ იცავს. ნატო-ს შვიდი ქვეყანა მონაწილეობს ბირთვული შეკავების პროგრამაში. საფრანგეთის წინადადება საინტერესოა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთის ბირთვული არსენალი და მათი შესაძლებლობა, დაიცვან ევროპული „ქოლგა“, ჯერ კიდევ ძალიან სუსტია“, – აღნიშნა მან. მისი თქმით, ყველაფრის განხილვა შეიძლება, მაგრამ დღეს ლიეტუვა ნატო-ს „ბირთვული ქოლგის“ დაცვის ქვეშ იმყოფება.
მეტი...,,სამი არჩევანი გვაქვს – მშვიდობა, მარცხი და განადგურება და კაპიტულაცია” – გონჩარენკო
„ახლა ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი: მშვიდობა, მარცხი და განადგურება და კაპიტულაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მეორე და მესამე ვარიანტისკენ მივყავართ“, – უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით äტელეგრამის“ საკუთარ არხზე განვითარების სამი სავარაუდო სცენარის შესახებ დაწერა. მან, ასევე გაიხსენა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე უკრაინელი აქტივისტების თავდასხმა, როცა ის თავისი სამი წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა. „რას მივაღწევთ ვენსის სამი წლის გოგოზე თავდასხმით? ის საკუთარ პოზიციას შეცვლის და აშშ-ში არსებულ მთელ შეიარაღებას ჩვენ მოგვაწვდის?“, – დაწერა გონჩარენკომ. მისი თქმით, ამერიკის გარეშე არაფერია შესაძლებელი.
მეტი...ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა
BBC-ის ინფორმაციით, პერუში, მამაკაცს, რომელსაც ლიანდაგებზე ეძინა, მატარებელი დაეჯახა, თუმცა ის გადარჩა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგებზე გაუნძრევლად იწვა, სანამ სატვირთო მატარებელი მიუახლოვდა და დაეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეჯახების შედეგად მამაკაცს მხოლოდ ხელის მსუბუქი ტრავმა აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის.
მეტი...,,რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა” – პესკოვი
„ჩვენ ვიმყოფებით ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე. გზა საკმაოდ გრძელი და რთული იქნება. ორმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გამოხატეს პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ასევე, პესკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს გამართავენ.
მეტი...პენსილვანიაში მოხუცთა სახლის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა
აშშ-ს პენსილვანიის შტატში, ლანკასტერის საგრაფოში შუა დღის საათებში, მოხუცთა სახლის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ძლიერი ხანძარი და რამდენიმე ავტომობილის აალება მოჰყვა. CNN-ის ცნობით, პოლიციას ამ დროისთვის დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა CNN-ის პარტნიორი WGAL იტყობინება, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანაა. პარკინგი, სადაც თვითმფრინავი დაეცა, Lancaster Airport-იდან მხოლოდ ორ ქუჩაში მდებარეობს და მოხუცებულთა თავშესაფარს, Fairview Meadows-ს ემსახურება.
მეტი...ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ვაზისუბანში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 28 წლის ნიკა მატკავაა. როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ბიჭი სახლში მარტო იყო და როგორც ჩანს, ვერ შეძლო თავის დაღწევა. გარვრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა, მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.
მეტი...,,როგორ შეიძლება ნდობაზე ისაუბრო, როდესაც მეორე ქვეყნის მოქალაქეს შენს ქვეყანაში არ უშვებ უვიზოდ?! ” – შალვა პაპუაშვილი
„სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან ნიშნავს იმას, როდესაც ნდობაა და როგორ შეიძლება ნდობაზე ისაუბრო, როდესაც მეორე ქვეყნის მოქალაქეს შენს ქვეყანაში არ უშვებ უვიზოდ?! ვიზების გაცემის სტატისტიკით, საქართველო უკან იყო, ვიდრე რუსეთი. ხშირ შემთხვევაში, აშშ-ი უფრო ხშირად ეუბნებოდა უარს ვიზაზე საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე – რუსეთის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ,,ეს იმ პირობებში, როდესაც ყირიმიც ოკუპირებული იყო და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით. ამ სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმებასაც, საქართველოსა და აშშ-ს შორის, თავისი ისტორია აქვს. როგორც ჩანს მაშინ, 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმისთვის გარკვეული წახალისება და ბონუსი იყო, რომელიც…
მეტი...,,შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია” – ლავროვი
„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ,,შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგადად, დამაიმედებელია. თეთრი სახლის მეპატრონემ აღიარა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და მასში უკრაინის ჩაბმის მცდელობა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამედროვე სამყაროს მრავალპოლარულობაზე და ყველა სახელმწიფოს – როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. გაეროში ამერიკელმა…
მეტი...ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ბაჩიაშვილს პირველი ბრალი 2023 წლის 5 ივლისს წარუდგინეს. ბიძინა ივანიშვილი მას ბიტკოინების მითვისებას ედავება. თუმცა, ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საქმეში ივანიშვილი არა ინვესტორი, არამედ მსესხებელია. პროკურატურის ინფორმაციით, ,,ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536…
მეტი...,,ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეხს, არამედ როგორც პრევენციას” – ნათია თურნავა
„ჯარიმები, ზოგადად, ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მიზანია სხვადასხვა დარღვევის პრევენცია. ჯარიმა უნდა ემყარებოდეს სამართლიანობის პრინციპს, უნდა იყოს დარგის ზომის პროპორციული, ეფექტური და შესაბამისად, პრევენციულ დატვირთვას ატარებდეს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბანკებისთვის ჯარიმების ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, 15 წელია არ შეცვლილა ჯარიმების ნიხრები და ამ 15 წელიწადში საბანკო სფერო ძალიან კარგად და სწრაფად განვითარდა. ,,ჩვენ გავზარდეთ ჯარიმების ზედა ზღვარი, თუმცა, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული გვაქვს ეს გრადაცია. ამიტომ, იშვიათად ვიყენებთ მაქსიმალურ ზღვარს. მაგრამ გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას. მერწმუნეთ, სხვა განვითარებული…
მეტი...,,USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაუქმებთ” – რუბიო
,,აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება. „კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამები (დაახლოებით 1000), რომელსაც ვინარჩუნებთ, უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, – აცხადებს რუბიო. ის მადლობას უხდის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელმაც „დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა ამ დიდი ხნის დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“.
მეტი...,,ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით” – გაფრთხილება მძღოლებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა. უწყების ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები 11-13 მარტს ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი შეცვლის
კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი შეცვლის. კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში ხმების 85.9% აიღო და გაიმარჯვა. ის გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია. იმისთვის, რომ კარნიმ პრემიერის თანამდებობა დაიკავოს, ჯასტინ ტრუდო ოფიციალურად უნდა გადადგეს.
მეტი...დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს
რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ მწვავე პროტესტი გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ზოგიერთი თანამშრომლის მიერ რუსეთში შესვლის ნებართვის მიღებისას მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის წარდგენის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც, სამინისტროს შეფასებით, კანონმდებლობის დარღვევაა. „ბრიტანელ დიპლომატს ეცნობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მიუთითებს, რომ ეს თანამშრომლები ეკუთვნიან ბრიტანეთის სპეცსამსახურებს და 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პირებს უუქმდებათ აკრედიტაცია. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ. მოსკოვი არ მოითმენს ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრების საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე და რომ რუსეთის…
მეტი...21 წლის გიორგი მინდაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
21 წლის გიორგი მინდაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურის თქმით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.
მეტი...,,თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან” – პაპუაშვილი ხაზარაძეზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბიუჯეტში 650 000 დოლარი გადაიხადეს, რითაც აღიარეს, რომ თაღლითები არიან. ,,ეს იყო თაღლითური სქემა წაუგებელი ბიზნესის, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. ამ პროექტში, სადაც მათ სახელმწიფომ ყველანაირად ხელი შეუწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, ისინი ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. თუ არ იქნებოდა მომგებიანი, ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა და შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და…
მეტი...