აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა. ამ კომენტარით მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს. „გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“ – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.
მეტი...დღე: მარტი 9, 2025
“უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია”- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია. ამით ის გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლის თანახმად, „თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, სხვა მომწოდებლებს მოვიძიებთ“. „ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“ – დაწერა რუბიომ და გააზიარა სიკორსკის განცხადება. რუბიოს აღნიშნულ „ტვიტს“ მოგვიანებით ელონ მასკმა უპასუხა, რომ „რასაც სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობს, აბსოლუტურად სწორია”.
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “საქართველოს გაუმარჯოს”, „ცეცხლი ოლიგარქიას“. პროტესტის 102-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
მეტი...„ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით”- ტრამპი აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმებაზე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახცადებს, რომ აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმება გაფორმდება. „ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა“ – განაცხადა ტრამპმა. ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის დროს „ფული წაიღო“ ამერიკისგან, “როგორც ტკბილეული ბავშვისგან“ . „ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ის ჭკვიანი და მკაცრი ბიჭია და ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია” – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...არგენტინაში წყალდიდობამ 13 ადამიანი იმსხვერპლა
არგენტინის საპორტო ქალაქ ბაია-ბლანკაში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. 8-საათიანმა უწყვეტმა წვიმამ გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 1100-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა, საავადმყოფოებიდან ახალშობილების ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქის ოფიციალური ირების განცხადებით, შესაძლოა, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
მეტი...„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ”- ფრიდრიხ მერცი
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ. „ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ… ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ” – განაცხადა მერცმა. მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს „ასევე ამერიკული ბირთვული ფარი“.
მეტი...“ყოველთვის სასიამოვნოა მარკ ცუკერბერგთან შეხვედრა”- მერაბ დვალიშვილი (video)
UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მარკ ცუკერბერგთან შეხვედრის ვიდეოს ავრცელებს. “ყოველთვის სასიამოვნოა მარკ ცუკერბერგთან შეხვედრა”- წერს დვალიშვილი.
მეტი...ძვეელ თბილისში ხანძარია
ძვეელ თბილისში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. ამ დროისათვის სტიქიის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურებია მობილიზებული. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაობი. სახვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...“ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა”- ევროკომისიის პრეზიდენტი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს. „ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება – კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის გადაიარაღების გეგმამ, რომელიც არის 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის, ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.
მეტი...“თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, სხვას მოვძებნით”- სიკორსკი მასკს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი Starlink-ის სისტემებთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებას ეხმაურება. მისი განცხადებით, თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, პოლონეთი სხვების მოძიებას დაიწყებს. „უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
მეტი...ბიგ-ბენის კოშკზე ასვლის გამო მამაკაცი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში, ბიგ-ბენის კოშკზე ასვლის გამო, მამაკაცი დააკავეს. ის კოშკზე შაბათს, ადგილობრივი დროით 07:24 საათზე ავიდა და ხელში პალესტინის დროშა ეჭირა. ის კოშკზე რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აცოცდა და ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა. მაშველებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მამაკაცის ჩამოყვანა 16 საათის შემდეგ, შუაღამეს შეძლეს.
მეტი...მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის 10-12 მარტს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 10-12 მარტს ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიოს მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნის განხორციელებას. გარდა ამისა, მარკო რუბიო 12-14 მარტს კანადაში გაემგზავრება, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. „მდივანი რუბიოს ჩართულობა გააძლიერებს აშშ-ის ინტერესებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და გლობალურ სტაბილურობაში. საუბარი შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ კონფლიქტებს, თანამშრომლობას აფრიკასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და სტაბილურობას დასავლეთ ნახევარსფეროში“ – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მეტი...თელ-ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
“ჰამასის” მიერ დატყვევებული ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ-ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს მოლაპარაკებები მოწინააღმდეგე მხარესთან, რათა ყველა ტყვე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.
მეტი...ჰამბურგის აეროპორტმა, თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო, მუშაობა მთლიანად შეწყვიტა
გერმანიაში, ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა, თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო, მუშაობა მთლიანად შეწყვიტა. გაფიცვის ორგანიზატორი Ver.di-ს პროფკავშირები არიან, რომლის წარმომადგენელიც ამბობს, რომ ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. “დღეს დაგეგმილი იყო 144 ჩამოფრენა და 139 გამგზავრება, საიდანაც აეროპორტმა დღეს დილით მხოლოდ 10-მდე ფრენის განხორციელება შეძლო”- განაცხადა ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა.
მეტი...“აშშ ყოველთვის დარჩება ევროკავშირის მოკავშირედ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-სთან შეხედულებებში უთანხმოება ჰქონდეს, მაგრამ შეერთებული შტატები ყოველთვის დარჩება ევროკავშირის მოკავშირედ. „შეერთებული შტატები უკვე 80 წელზე მეტია, ჩვენი უახლოესი მოკავშირეა. პრობლემების წინაშე აშშ და ევროპა ყოველთვის ერთად უფრო ძლიერები იყვნენ. დიახ, არსებობს განსხვავებები, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ თუ შეხედავთ საერთო ინტერესებს, რომლებიც გვაქვს, ისინი ყოველთვის აღემატება ჩვენს უთანხმოებას. ჩვენ გვექნება უთანხმოებები. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ისინი, უნდა ვიპოვოთ საერთო გზები“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მეტი...“დრონი და ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს”- ზელენსკი
ვოლოდიმის ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა, ამ კვირის განმავლობაში, უკრაინელ ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა განახორციელა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 1 200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, 870-მდე დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. „Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღება სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიან მშვიდობასთან დასაახლოებლად…
მეტი...ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაფიქსირდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება. სააგენტოს ცნობით, დაბინძურება,ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. „ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/ “რეკომენდაციების” ველში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...ავსტრალიაში ციკლონისგან გამოწვეულ უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
ავსტრალიაში ციკლონისგან გამოწვეულ უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალდიდობის შედეგად 61 წლის მამაკაცი დაიღუპა. დაზარალებულ რეგიონებში 290 000-მდე სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გამორთვა, შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
მეტი...აშშ-ში პოლიციის მკვლელობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს
აშშ-ში პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც პოლიციელის მკვლელობას ედავებიან. მედიის ცნობით, პარასკევს საღამოს, პოლიციასა და რამდენიმე ადამიანს შორის სროლა მოხდა, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, სროლის დროს 26 წლის პოლიციელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მეტი...“ყველა დაგვაჯარიმეს 5 000 ლარით”- გაფიცული სტუდენტები
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, აცხადებს, რომ ისინი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. მათი ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს. ახალგაზრდებს, შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებიან. „გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის შიგნით პროტესტი არ შეიძლება. რადგან არ ვემორჩილოთ იმას, რასაც ადმინისტრაცია გვთხოვს, ყველა დაგვაჯარიმეს 5 000 ლარით. ამ ეტაპზეც, ყველას სახელს და გვარს იწერენ და ჯარიმებს უწერენ“ – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
მეტი...“უაზრობაა ის, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს“- მასკი
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აშშ-ის ნატო-სგან გასვლის იდეას კიდევ ერთხელ დაეთანხმა. მასკი “რესპუბლიკელი“ სენატორის, მაიკ ლის პოსტებს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ ევროპა შეერთებულ შტატებს ისე ექცევა, როგორც ბანკომატს და რომ ქვეყანამ ნატო უნდა დატოვოს. “ნამდვილად, უაზრობაა ის, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს“ – წერს მასკი.
მეტი...თეთრ სახლთან მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული დროშა გაშალეს (video)
დემონსტრანტებმა თეთრ სახლთან გაშალეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული დროშა. ამ ჟესტით აქციის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს მოუწოდეს მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთთან სამწლიანი ომის ფონზე. ტრამპ-ზელენსკის მორიგი შეხვედრა არაბათა გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.
მეტი...სტამბოლის სანაპიროსთან ერთმანეთს ტანკერი და ხომალდი შეეჯახა
მედიის ინფორმაციით, თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან 270-მეტრიანი ტანკერი Mia და 130-მეტრიანი საკონტეინერო ხომალდი Orita ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, შეჯახება სანაპირო ზოლიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა. მომხდარის გამო ზღვაში დაბინძურებული წყალი ჩაიღვარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა. 27 წლის ალეკო ონიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
მეტი...სერბეთში სტუდენტებმა ქალთა საერთაშორისო დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს
სერბეთში ქალმა სტუდენტებმა ქალთა საერთაშორისო დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. სერბეთში აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართება. მასიური მსვლელობები ნოემბერში რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას, აქციაში მონაწილე სტუდენტების მიმართ ბრალდებების მოხსნას და უმაღლესი განათლების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ.
მეტი...აშშ-ში ძლიერი ქარის შედეგად, ტყის ხანძრები გაჩნდა
ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის შედეგად, ტყის ხანძრები გაჩნდა. ხანძარი ლონგ აილენდსა და ბრუკლინის რაიონში მძვინვარებს. მედიის ცნობით, შაბათს ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის გამო ხანძრის გაჩენის მაღალი ალბათობის შესახებ გაფრთხილება გამოიცა. ხანძრის მაღალი რისკის ქვეშაა ნიუ-იორკის ხუთივე რაიონი. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრეებთან ერთად, ნიუ-იორკის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.
მეტი...თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების პროტესტი მიმდინარეობს, პოლიცია მივიდა
თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების პროტესტი მიმდინარეობს, საპატრულო პოლიცია გამოძახეს. სასწავლო დაწესებუკების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს და ახალგაზრდებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა. სტუდენტებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და პროტესტის გასაგრძელებლად ალტერნატიული სივრცე მოითხოვეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ გაფიცული სტუდენტი მოსალაპარაკებლად გაიყვანეს. თეატრალურ უნივერსიტეტში ახალგაზრდები პროტესტის ნიშნად ორ თვეზე მეტია იმყოფებიან.
მეტი...ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მცირეწლოვან შვილთან სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები აედევნენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები აედევნენ. “დღეს, ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, “სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით. ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა. მე გადავწყვიტე მომიტინგეებთან დალაპარაკება იმ იმედით, რომ ჩემს პატარა ბავშვს თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა მათგანი დათანხმდა). ეს იყო, ძირითადად, თავაზიანი საუბარი, მაგრამ თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ” – წერს ჯეი დი ვენსი.
მეტი...მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა. როგორც რამიშვილი აცხადებს, ციხით დაემუქრნენ. იურისტის განმარტებით, საუბარია სამოქალაქო დავაზე, რომელიც რამიშვილის მიერ 2019 წელს შეძენილ ბინას ეხება, ახლა კი ბინის თავდაპირველი მფლობელის ნათესავები ედავებიან. „2 მარტს ვტოვებ მე საქართველოს. ვტოვებ იმიტომ, რომ აქ მე არანაირი საშუალება არ მექნება არამარტო ჩემი თავი დავიცვა, არამედ, ის ადამიანები დავიცვა, ვის ინტერესებსაც მე დღესაც ვიცავ. სადაც არ უნდა ვიყო იქიდან ჩავერთვები და სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ყველგან ჩართული ვიქნები. შეიძლება ფიზიკურად საქართველოში არ ვიყო, მაგრამ თავს მაინც დავიცავ. მე, ალბათ, ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან არა…
მეტი...“დამღალა წლების განმავლობაშო ხოცვა-ჟლეტამ, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს“- მასკი
ილონ მასკი აცხადებს, რომ დაიღალა ომით, რომელსაც „უკრაინა აუცილებლად წააგებს”. მასკი 10 ყველაზე მდიდარი უკრაინელი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. „მე ფაქტიურად გამოვიწვიე პუტინი დუელში უკრაინის გამო და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მათი მთელი ფრონტის ხაზი დაინგრევა, თუ მე გამოვრთე. მე დამღალა წლების განმავლობაშო ხოცვა-ჟლეტამ, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს“- წერს მასკი.
მეტი...ზელენსკი საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ელოდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ელოდება. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში. დარწმუნებული ვარ, შეხვედრა ნაყოფიერი იქნება: ჩვენ უკრაინაში ამისთვის მზად ვართ. უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიგა, უკრაინის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე სხვა წარმომადგენელი, თავდაცვის მინისტრი უმეროვი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა, საბრძოლო მეთაური, რომელმაც ძალიან კარგად იცის წინა ხაზი და ბრიგადებში არსებული ვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინული ინტერესები სწორად გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 52 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 13 – ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 9-როსტოვის ოლქის თავზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 3 – ასტრახანში და თითო-თითო კრასნოდარის, რიაზანისა და კურსკის ტერიტორიებზე.
მეტი...საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს
საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება. ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის. გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას, რომლებსაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ.
მეტი...სირიაში ასადის მომხრეებთან შეტაკებისას 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სირიაში, ლატაკიას რეგიონში, უსაფრთხოების ძალებსა და ყოფილი პრეზიდენტის, ასადის მომხრე მებრძოლებს შორის შეტაკებისას, 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან 745 მშვიდობიანი მოქალაქეა. რეგიონში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. სირიის ქალაქებსა და სოფლებში სროლის ხმა ისმის. ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები სამთავრობო ძალებზე იერიშს არ წყვეტენ.
მეტი...“აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს”- ირანის სულიერი ლიდერი
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს. ხამენეიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. „ზოგიერთი მჩაგვრელი მთავრობა მოლაპარაკებებს დაჟინებით ითხოვს, მაგრამ მათი მოლაპარაკება არ არის მიმართული საკითხების გადაწყვეტისკენ – ეს არის დომინირებისთვის. მათი მიდგომაა: „მოდით, მოვილაპარაკოთ, რათა დავამყაროთ ყველაფერი, რაც გვინდა, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ მხარეზე. ისინი თუ მიიღებენ, ბრწყინვალეა; თუ არა, ავტეხთ აურზაურს და ვიტყვით, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას დაშორდნენ და საუბრებიდან გავიდნენ“ – თქვა ხამენეიმ.
მეტი...დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. დაღუპულია 14, ხოლო დაშავდა 47 მოქალაქე. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია. რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა: “როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, მსგავსი რამ ხდება, უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული“.
მეტი...