პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დემონსტრანტები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „დამხობა რეჟიმს“, „თავისუფლება ტყვეებს“. პროტესტის 101-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

მეტი...

„უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის სამომავლო წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს”- სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის იდეას ეხმაურება,  რომლის თანახმადაც, უკრაინის ევროკავშირში სამომავლო წევრობაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. „უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის სამომავლო წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ევროკავშირში ორბანის უნგრეთის წევრობაზე რეფერენდუმის შედეგების გაგება” – წერს სიკორსკი.

მეტი...

საქართველოს სამ ქალაქში ერთდროულად იმართება ქალების მსვლელობა

საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება ქალების მსვლელობა. რამდენიმე წუთში ქალების მარშის მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად “გისოსები” მიიტანეს, რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან. „ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! შემოგვიერთდით და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქალთა მოძრაობა ავრცელებს და შენიშნავს, რომ 2025 წლის 8 მარტს საქართველო პირველად ხვდება ქალ პოლიტპატიმართან ერთად.

მეტი...

საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის შემადგენლლობა ცნობილია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის მიმავალი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. ორშაბათს, 11 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. „ჩვენი მხრიდან იქნება მკაფიო განწყობა კონსტრუქციული მუშაობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ განვიხილოთ და შევთანხმდეთ საჭირო გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე“– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა გადაუარა

ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა “ალფრედმა” გადაუარა. ქარიშხალთან ერთად მოსულმა უხვმა ნალექმა, უელსში დასახლებული რაიონები დაიტბორა. ქვეყანაში მოსალოდნელია ამინდის კიდევ უფრო მკვეთრი გაუარესება და შესაძლოა “უარესი რამ მოხდეს”. სინოპტიკოსების თქმით, მსგავსი ციკლონი კვინსლენდს 1974 წლის შემდეგ არ ახსოვს, როდესაც სანაპიროს “ვანდა” დაატყდა თავს.

მეტი...

ნიკა ზანგალაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ქართველი ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე თურქი კესერი იქნება. კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს საღამოს გაიმართება, ჩემპიონები და პრიზიორები კი 9 მარტს გამოვლინდებიან. 9 მარტიდან ასევე ასპარეზობაში 61, 74, 86, 92, 125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან და იმავე დღეს გამოავლენენ ფინალისტებს, მედლები კი 10 მარტს გათამაშდება.

მეტი...

ქალს მეგობრის დაწინაურება არ მოეწონა და მოწამლა

ბრაზილიაში ტექსტილის ქარხნის თანამშრომელი მეგობრის მოწამვლისთვის დააკავეს.  როგორც გაირკვა, მოტივი მეგობრის დაწინაურება გახდა. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამსახურში ჭიქიდან წყლის დალევის შემდეგ ყელში ძლიერი წვა იგრძნო. ქალი მიხვდა, რომ წყალში ტოქსიკური ნივთიერება იყო გარეული. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალის ეჭვი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ჭიქაში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. გამოძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ დამნაშავე იყო დაზარალებულის ახლო მეგობარი, რომელიც მასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. საბედნიეროდ, ექიმების დროული ჩარევის შედეგად ქალი გადარჩა.

მეტი...

ორბანის განცხადებით, უნგრეთი და აშშ ეკონომიკურ თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდებიან

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას და შესაძლოა, შეცვალოს აშშ-ის ტარიფების ეფექტი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი ეკონომიკური შეთანხმება უნგრეთს დაეხმარება მაშინაც კი, აშშ-სა და ევროკავშირს შორის თუ სავაჭრო ომი დაიწყება. „სავაჭრო ომში უნგრეთს ზიანი მიადგება ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას. ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი მასშტაბები, მაგრამ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მოხდება“ – განაცხადა ორბანმა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიურ კონფერენციაზე.

მეტი...

„კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში”- პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. „აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ. მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“ – წერს დონალდ ტუსკი. რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეტი...

მარიამ გოგუაძე გერმანიისა და ბელგიის თამაშის მთავარი მწვრთნელი იქნება

ქართველი მსაჯი, მარიამ გოგუაძე ქალთა რაგბი ევროპაზე გერმანიისა და ბელგიის თამაშს, მთავარი მსაჯის რანგში გაუძღვება. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. “ძალიან მაგარი ამბავი! დღეს, 8 მარტს, ქართველი მსაჯი, მარიამ გოგუაძე ქალთა რაგბი ევროპაზე გერმანიისა და ბელგიის თამაშს, მთავარი მსაჯის რანგში გაუძღვება!ეს მარიამის სანაკრებო დონეზე მსაჯობის დებიუტია!გილოცავთ, მარიამ”-  წერს „ქართული რაგბი“

მეტი...

“უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტის დახარჯვა მოგვიწევს”- ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტის დახარჯვა მოუწევთ. მარკ რუტემ აღნიშნა, რომ საჭიროა საბრძოლო მასალის, გემების, ტანკების, თვითმფრინავების, თანამგზავრებისა და დრონების წარმოების გაზრდა. „ჩვენ თავდაცვის წარმოება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უნდა გავზარდოთ, ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცოტას ვაწარმოებთ“ – განაცხადა მარკ რუტემ.

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ახადთან იყო. დღეს დილით, თბილისის დროით 09:26 საათზე, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კილომეტრშიც მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.  

მეტი...

ერევანში სომხეთისა და საქართველოს მატჩის ბილეთები ჯერ არ იყიდება – მიზეზი, შესაძლოა, სანქციები იყოს

უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება, თუმცა ბილეთები ჯერაც არ იყიდება. ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, უეფა-ს მიერ სომხეთის ნაკრებისთვის სანქციების დაწესება იყოს – 2024 წლის 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე ფარერის კუნძულებთან წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა სომხეთის ფეხბურთის ფედარაციას შემდეგი ჯარიმები დააკისრა: პიროტექნიკის გამოყენების გამო 20 000 ევრო და ტრიბუნების ნაწილობრივი დახურვა უეფა-ს ეგიდით გამართულ მომდევნო საშინაო მატჩზე (20 მარტს საქართველოსთან); 17 500 ევრო ტრიბუნებზე აკრძალული ბანერების გამოფენისთვის; გაფრთხილება და 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერმა დარღვევამ, შესაძლოა, უფრო სერიოზული სანქციები…

მეტი...

“პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს”- კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. როგორც მან განაცხადა პუტინს მშვიდობა არ აინტერესებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „უწყვეტ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს, რაც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“. „კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“ – წერს კაია კალასი X-ზე. რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა…

მეტი...

ამერიკული მედია მარკო რუბიოსა და ილონ მასკს შორის მწვავე დაპირისპირებაზე წერს

ამერიკული მედია აქტიურად წერს, 6 მარტს თეთრ სახლში, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელ ილონ მასკს შორის მწვავე დაპირისპირებაზე. Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკის ხარჯების შემცირების სამუშაო ჯგუფის შეზღუდვა დაიწყო და თავის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა, რომ “ყველაზე პროდუქტიული” ფედერალური თანამშრომლები გათავისუფლებისგან დაიცვან. დაპირისპირების დეტალებს გამოცემა New York Times ავრცელებს. NYT-ის ცნობით, შეხვედრაზე მასკმა რუბიო დაადანაშაულა, რომ მან სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე პერსონალიდან საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ გაათავისუფლა. “შენ არავინ გაგითავისუფლებია” – უთხრა მასკმა რუბიოს და დაამატა,…

მეტი...

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საპატიმრო დატოვა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, რომელიც იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, საპატიმრო დატოვა. სასამართლომ იუნ სუკ იოლის პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 64 წლის იუნ სუკ იოლის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებული აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 15 იანვარს დააკავეს. მან 3 დეკემბერს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ქვეყანაში მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და არჩევნებში გამარჯვებულ თავის ოპონენტებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. საპასუხოდ, პარლამენტმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და თანამდებობიდან გადააყენეს.

მეტი...

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, გენო ადამიასა და ჟიული შარტავას ბიუსტები ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი. მოგვიანებით, სამსახურის ხელმძღვანელმა, თანმხლებ პირებთან და ვეტერანებთან ერთად, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე გენო ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო. საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას დღეს 89 წელი შეუსრულდებოდა. გენო ადამია 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის 23-ე ბრიგადის ფორმირებაში. 1993 წელს, გენო ადამიას, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომში, მასთან ერთად, მისი ორი ვაჟი-გოჩა…

მეტი...

კობა კობალაძემ ფოთში ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერან ქალბატონებს- ცირა ფუტკარაძეს, ნინო ქაჯაიასა და ნანა ნადარეიშვილს ესტუმრნენ, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, მათ ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სამსახურის დირექტორმა, ვეტერან ქალბატონებს, ქვეყნის ერთგული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა,დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა. ქალბატონებმა მადლიერება გამოხატეს სამსახურის დირექტორის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და, ამავე დროს, უდიდესი პატივია, მათ ოჯახებში, დღევანდელ დღეს, კობა კობალაძის სტუმრობა; აღნიშნეს, რომ წლევანდელი 8 მარტი, მათთვის გამორჩეულ დღედ იქცა სამსახურის ხელმნძღვანელობის მიერ გამოჩენილი ყურადღებით. ვეტერანმა ქალბატონებმა, კობა კობალაძეს და სამსახურს…

მეტი...

პიტერ სიიარტო პოლონეთის მთავრობას ტრამპის სამშვიდობო გეგმების შეფერხებაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო პოლონეთის მთავრობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმების სავარაუდო შეფერხებაში ადანაშაულებს. „გვიკითხავენ ლექციებს, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ომის გაგრძელება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ხოცვა და ნგრევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მშვიდობის დამყარება. ახლა კი არსებობს მშვიდობის რეალური შანსი, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეიძლება, წარმატებული იყოს. სირცხვილია, რომ პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას“ – აღნიშნა სიიარტომ.

მეტი...

ოსკაროსანი მსახიობის ჯინ ჰეკმანის და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

პოლიცია ჯინ ჰეკმანის და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს. მათი განცხადებით, ორივე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ჰეკმანის ცოლი გარდაიცვალა მღრღნელებში ნაპოვნი ვირუსით – ჰანტავირუსის ფილტვის სინდრომით, ხოლო ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ძალიან ცუდად იყო, შვიდი დღის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ჯინ ჰეკმანს „ალცჰაიმერის მოწინავე მდგომარეობა ჰქონდა“. მისი გარდაცვალების მიზეზად დასახელდა „ჰიპერტენზიული და ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება ალცჰაიმერის დაავადებით, როგორც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი”. ამერიკელი, ოსკაროსანი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში, გარდაცვლილი 27 თებერვალს იპოვეს. გარდაცვლილი იყო მათი ძაღლიც.

მეტი...

“დობროპილიაზე დარტყმა აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. ზელენსკი ამბობს, რომ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა. „საღამოს რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას ცენტრს ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. შემთხვევის ადგილზე ჩვენი სამსახურების მისვლისთანავე მორიგი დარტყმა განხორციელდა, რომლის სამიზნე მაშველები იყო. დაშინების ამაზრზენი და არაადამიანური ტაქტიკა, რომელსაც რუსები ხშირად მიმართავენ. მსგავსი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად ყველაფრის გაკეთება გავაგრძელოთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“…

მეტი...

“ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა”- ტუსკი

“ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა“– ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ტუსკმა ისაუბრა საფრანგეთის იდეაზე ევროპის დაცვის შესახებ. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პარიზის შეთავაზება სერიოზულად განიხილება, თუმცა ის ასევე იწვევს გარკვეულ ეჭვებს. ტუსკის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ ვის ექნება ასეთ იარაღზე ფაქტობრივი ძალაუფლება. „თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამის შესახებ, სასურველი იქნებოდა, დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ის ჩვენს ხელში იქნება“ – აღნიშნა ტუსკმა.

მეტი...

“დღეს ქალებს მსოფლიოში აქვთ მამაკაცების უფლებების მხოლოდ 64%”- გაეროს ანგარიში

2025 წელს აღინიშნება პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავი, როდესაც 189 ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის მოქმედების პერიოდში ქალთა უფლებების გასაფართოებლად ასობით რეფორმა გატარდა, დღეს ქალებს მსოფლიოში აქვთ მამაკაცების უფლებების მხოლოდ 64%. პარლამენტებში ქალების რაოდენობა გაორმაგდა, მაგრამ მათ მაინც მანდატების მხოლოდ მეოთხედი აქვთ. ამის შესახებ, ქალთა საერთაშორისო დღისთვის გაეროს მიერ მომზადებულ ქალთა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი. მხოლოდ 87 ქვეყანაა ისეთი, რომლის სათავეშიც ოდესმე ყოფილან ქალები. ამავე მოხსენების თანახმად, დაახლოებით 10% ანუ 393 მილიონი ქალი და გოგონა მთელ მსოფლიოში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, 15%-ზე მეტი – კონფლიქტის ზონებში.

მეტი...

სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.  „ფრანს-პრესის“ ცნობით, ხუთშაბათს, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, სირიის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა 311 ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 524 ადამიანს აღწევს, მათ შორის, 213 უსაფრთხოების ძალების წევრი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლია. შეტაკებების დაწყების შემდეგ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს „ახალი სირიის გამოცდა სურთ“.

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს. ინფორმაციას მედია თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიიდან დაახლოებით 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გადაყვანას განიხილავს. „ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი [ევროპა], როგორც ჩანს, კვლავ ომის გაგრძელებას მოითხოვენ“ – განუცხადა გამოცემას წყარომ. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადების გაკეთება მოსალოდნელი არ არის.  

მეტი...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. მოქალქეები რობერტ ფიცოს მისამართით სკანდირებდნენ, „სირცხვილია“ და „მოღალატე“. ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფიცოს გადადგომის მოთხოვნით არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან. ტრამპი ამბობს, რომ კიევმა უნდა იაქტიუროს და სამშვიდობო შეთანხმებისკენ იმუშაოს. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ რუსეთთან, მაგრამ ახლა ისინი ჯოჯოხეთურად ბომბავენ უკრაინას, და უკრაინასთან, გულახდილად რომ ვთქვა, უფრო რთულია ურთიერთობა, და მათ არ აქვთ კოზირები“- განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს ხელში „ყველა კოზირი“ უჭირავს.    

მეტი...

ტორონტოში, ლუდის ბარში სროლის შედეგად,  12 ადამიანი დაშავდა

ტორონტოში, ერთ-ერთ ლუდის ბარში სროლის შედეგად,  12 ადამიანი დაშავდა. ოთხ დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ მიმალვა მოასწრო და ახლა მის დასაკავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

ტრამპ-ზელენსკის მორიგი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების მორიგ შეხვედრამდე 3 დღე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპ-ზელენსკის შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება. ამერიკული და უკრაინული მხარეები რუსეთის ომის დასრულებაზე ისაუბრებენ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან გამკლავება უფრო უჭირს და საბოლოო შეთანხმების მიღწევის კუთხით, შესაძლოა, უფრო ადვილი რუსეთთან ურთიერთობა იყოს.  

მეტი...

რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ისკანდერ-კ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 79 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

მეტი...

“ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის, ამერიკა იმოქმედებს!”- უილსონი

“ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას” – წერს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე. კონგრესმენი ამბობს, რომ ამერიკა იმოქმედებს!. “ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და მყარად დგას იმის მიუხედავადაც, რომ რეჟიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რეპრესიასა და ტირანიაში. ამერიკა იმოქმედებს! #MEGOBARI. თვალყური ადევნეთ” – წერს უილსონი.

მეტი...

შვედეთი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

შვედეთი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას ნაბიჯები, რათა კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. „დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

მეტი...

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად

ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. „ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ…

მეტი...

არგენტინაში წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობაა. დაღუპულია 10 ადამიანი. „დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი მობილიზებულია, მათ შორის, მუნიციპალური გუნდები, პროვინციის ხელისუფლება, საზღვაო ფლოტი და არგენტინის არმია“ – წერს ქალაქის ხელისუფლება X-ზე. მათივე ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბუენოს-აირესის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაია ბლანკაში ხიდები და გზები გაანადგურა, რის გამოც ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მთავრობამ ბაია ბლანკას დასახმარებლად 10 მილიარდი პესო გამოყო.

მეტი...

“ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანამდე The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი ილონ მაკს სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესახებ დაუპირისპირდნენ. როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ილონ მასკის…

მეტი...

11 დაღუპული და 30 დაშავებული – რუსებმა ქალაქი დობროპილია დაბომბეს

რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მაშველების ცნობით, 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. „ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა“ – აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.  

მეტი...