,,უკრაინასთან ურთიერთობა უფრო რთულად მეჩვენება” – ტრამპი

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ რუსეთთან, მაგრამ ამჟამად ისინი უმოწყალოდ ბომბავენ უკრაინას. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინასთან ურთიერთობა უფრო რთულად მეჩვენება და მათ არ აქვთ ძლიერი პოზიცია“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან. კითხვაზე, სჯერა თუ არა ვლადიმირ პუტინის, როდესაც ის ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე მჯერა მისი“. მისი თქმით, რაც შეეხება საბოლოო შეთანხმების მიღწევას, შეიძლება უფრო მარტივი იყოს რუსეთისთან ურთიერთობა, რაც გასაკვირია.

მეტი...

ანჯეი დუდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც თავდაცვისთვის მშპ-ს, სულ მცირე, 4%-ის გამოყოფას ითვალისწინებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უსაფრთხოება მუდმივად ძლიერდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკურ არენაზე კონსენსუსი გვაქვს, მიმაჩნია, იგი სამართლებრივი კუთხითაც უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ვსაუბრობთ, მუდმივ კონტაქტში ვართ და კონსულტაციებს გავდივართ მოკავშირეებთან. ჩვენ პოლონეთზე ვზრუნავთ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა სეიმის თავმჯდომარესთან, შიმონ გოლოვნიასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გზავნილია. იმის მიუხედავად, რით დასრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, „ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა იყოს მუდმივი და სტაბილური“. „იმისათვის, რომ რუსეთმა აღარავის შეუტიოს და უპირველეს ყოვლისა,…

მეტი...

რომის პაპმა საავადმყოფოდან აუდიო შეტყობინება გამოაქვეყნა

რომის პაპმა ფრანცისკემ, საავადმყოფოდან აუდიო შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ,,მთელი გულით მადლობას გიხდით, ლოცვისთვის, რომელსაც ჩემთვის წმინდა პეტრეს მოედნიდან აღავლენთ. მე თქვენთან ერთად ვარ. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცვათ ღვთისსმშობელმა”, – ამბობს პაპი ფრანცისკე. როგორც BBC წერს, 14 თებერვალს, პაპის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მისი ხმა საზოგადოებამ მოისმინა.

მეტი...

,,უკრაინა იძულებულია, განიხილოს თავისი ძალების კურსკის ოლქიდან გაყვანა” – Politico

ამერიკული გამოცემა POLITICO წერს, რომ რუსეთის ინტენსიური შეტევები უკრაინას აიძულებს, განიხილოს თავისი ძალების კურსკის ოლქიდან გაყვანა. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ჯარები, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიას იცავენ, ძლიერი შეტევის ქვეშ არიან რუსეთის კონტრიერიშის ფარგლებში, რომელიც ძლიერდება. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის სარდლობამ არჩევანი უნდა გააკეთოს, დატოვოს კურსკის ოლქი, დაასრულოს ოპერაცია და შეინარჩუნიოს ძალები, ან დარჩეს არსებულ პოზიციებზე ყველაფრის დაკარგვის რისკის ფასად.

მეტი...

ავარია მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა დაზიანებები მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,ზელენსკიმ უნდა აღიაროს, რომ ევროპა უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს” – აშშ-ის ხაზინის მდივანი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა აღიაროს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ევროპა უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს. მან, ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შესაძლო მშვიდობიან გადაწყვეტაზე და აღნიშნა, რომ სიტუაცია „ცვალებადია“.

მეტი...

რუსთაველი ისევ გადაიკეტა – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ. მოქალაქეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

მეტი...

,,ღმერთო გემუდარები” – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს: ,,ვგიჟდები შენს გამოხედვაზე, მიმიკებზე. ჩემო სუნთქვა. ღმერთო გემუდარები, ისევ გამისამე ჩემი სამი ცალი”, – წერს ნათია დიაკვნიშვილი. შეგახსენებთ, რომ ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

მეტი...

ხელისუფლებას „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, ქვეყანაში დისკრიმინაციისა და სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული დაამარცხოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, მინისტრთა კომიტეტმა კვარტალურ სხდომაზე მიიღო შუალედური რეზოლუცია საქმეთა ჯგუფში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. „ეს საქმეები ეხება ხელისუფლების უუნარობას, უზრუნველყოს ჰომოფობიური ან რელიგიურ ნიადაგზე მოტივირებული თავდასხმებისგან ადეკვატური დაცვა. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან ხელისუფლების უუნარობით, უზრუნველყონ ლგბტ ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლება და რელიგიურ უმცირესობათა თავისუფლება. ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს…

მეტი...

თემურ ქათამაძე კლინიკიდან შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს

აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.  

მეტი...

ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, 300 000-ზე მეტი სირიელი დაბრუნდა სამშობლოში

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, 300 000-ზე მეტი სირიელი დაბრუნდა სამშობლოში. დაახლოებით, 600 000 ადამიანი დაბრუნებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გეგმავს. გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გამოხატა დაბრუნების ძლიერი სურვილი, კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, მათ შორის შეზღუდული ჰუმანიტარული დახმარება, დასაქმების შესაძლებლობები და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი რჩება უდიდეს გამოწვევად, სირიელი რესპონდენტების 80%-ი აცხადებს, რომ მათი სახლები მძიმედ დაზიანდა ან განადგურდა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას გააგრძელებს

დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას. „ისინი არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც აშშ-ის შესაძლებლობები, ვერ დაიკავებს მათ ადგილს, მაგრამ საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს გარკვეული ადრეული გაფრთხილება თავდასხმის შესახებ“ – განუცხადა “გარდიანს“ წყარომ. 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის ისიც, რაც უკვე გზაში იყო. 5 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა.  

მეტი...

“სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს”- ტრამპი

“სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სხვა სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ბომბავს“ უკრაინას ბრძოლის ველზე. „იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ბომბავს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობაზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რუსეთსა და უკრაინას მივმართავ, დასხედით მაგიდასთან ახლავე, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. მადლობა!!!“ – წერს ტრამპი.

მეტი...

რესპუბლიკელი სენატორები ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. სენატორების თქმით, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ზედმეტად დიდი პერიოდით შეწყვეტას გამანადგურებელი ეფექტი ექნება უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებზე, რაც ძირს გამოუთხრის მის ბერკეტებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. „ეს შემაშფოთებელია უკრაინელი ხალხისთვის. უფრო იმაზე ვნერვიულობ, ბრძოლის ველზე ხალხი რას გრძნობს ამასთან დაკავშირებით… მგონია, რომ ეს ცუდად გამოიყურება. ვიცი, რომ ეს რთულია უკრაინელი ხალხისთვის. ორი კვირის წინ ვიყავი იქ… იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს მოკლევადიანი იქნება. მგონია, რომ ასე იქნება“ – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა. სამხედრო…

მეტი...

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. ინფორმაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული. თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს – 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი.

მეტი...

სასამართლომ მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ( ძალადობა,  ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების…

მეტი...

ბაჩიაშვილის დაეხმარების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთის ღონისძიება მიმალვის საფრთხის არგუმენტით პროკურორმა მოითხოვა. სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. პროკურატურის ინფორმაციით, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება. მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე…

მეტი...

უკრაინა ემხრობა იდეას, ნატო-ს მე-5 მუხლი გავრცელებას, ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს იტალიი პრემიერის, ჯორჯია მელონის იდეას, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა. ტიხიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა იტალიელ პარტნიორებთან. „ჩვენ კავშირზე ვართ იტალიელ პარტნიორებთან, რათა გავარკვიოთ ამ წინადადების კონკრეტული დეტალები. ის ახლა გაჟღერდა, როგორც ზოგადი იდეა. გვინდა გავიგოთ, რა იგულისხმება უფრო დეტალურად, უფრო კონკრეტულად ამ წინადადების მიღმა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოვიდა ინიციატივით, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში გაწევრიანების…

მეტი...

საფრანგეთში ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს

საფრანგეთს მომავალ კვირას გაერიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები ეწვევიან. შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. მედიის ინფორმაციით, ხუთი მინისტრის შეხვედრა პარიზში ოთხშაბათს გაიმართება და მათ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი უმასპპინძლებს. „ამერიკის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაჩეროს უკრაინას სამხედრო დახმარება, მინისტრები განიხილავენ ჩვენი ქვეყნების ქმედებების კოორდინაციას კიევის მხარდასაჭერად“- განუცხადა მედია თავდაცვის მინისტრთან სებასტიან ლეკორნუსთან დაახლოებულმა წყარომ.  

მეტი...

„რუსეთს შესაძლოა დასჭირდეს მოქმედება, საკუთარი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, მოსკოვი პროცესს ყურადღებით აკვირდება. „ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  რა თქმა უნდა, ასეთი კონფრონტაციული რიტორიკა და კონფრონტაციული აზროვნება, რომელსაც ახლა ვხედავთ ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში, სერიოზულად ეწინააღმდეგება უკრაინის ირგვლივ მშვიდობიანი მოგვარების პოვნის განწყობას“ – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ სტამბოლის 2022 წლის პროექტი შეიძლება იყოს საწყისი წერტილი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.

მეტი...

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას და, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, თავდასხმების შეჩერებას ჰაერსა და ზღვაზე.  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ძლიერი დიპლომატიური საფუძვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან, სამართლიანი და ღირსეული მშვიდობისთვის, უნდა დაჯდეს.  მან ხაზი გაუსვა თურქეთის ჩართვის მნიშვნელობას ისეთ მექანიზმებში, როგორიცაა ევროპული სამშვიდობო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის რეკონსტრუქციაზე.

მეტი...

პარიზთან ახლოს, რკინიგზის ლიანდაგებზე 500 კილოიანი ბომბი იპოვეს

პარიზთან ახლოს, რკინიგზის ლიანდაგებზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, აუფეთქებელი ყუმბარა იპოვეს. მატარებლებმა ლონდონის და ყველა სხვა მატარებელმა ჩრდილოეთ საფრანგეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვიტეს.  მედიის ცნობით, აუფეთქებელი ბომბი ლიანდაგებზე იპოვეს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სადგურს უკავშირდება. მოწყობილობა რკინიგზის ხიდის შესაცვლელად შექმნილ სამშენებლო მოედანზე, ლიანდაგის შუაში იპოვეს. ბომბი 500 კგ-ს იწონის, მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერების წონა 200 კგ-ს შეადგენს.

მეტი...

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში პირველი ტრანში, 725 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალი ავრცელებს. „ჩვენ გამოვიყენებთ სახსრებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი კირ სტარმერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს „დიდი შვიდეულიდან“ იმ მექანიზმისთვის, რომელიც აიძულებს რუსულ თანხებს, იმუშაონ უკრაინისთვის. იმედი გვაქვს, რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი მომავალში ჩამოერთმევა და გადმოეცემა ჩვენს სახელმწიფოს“, – წერს დენის შმიგალი. სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული.

მეტი...

“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება”- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი თვლის, რომ  უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის კოლაფსს, უნგრეთის ეკონომიკის ჩათვლით“- განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გახსნა თავისი ბაზარი უკრაინული საქონლისთვის, რამაც სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა უნგრელ ფერმერებზე. ორბანის მტკიცებით, სრული გაწევრიანება კატასტროფული იქნება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

მეტი...

„დედაჩემი არის ცუდად, უჩემოდ უჭირს გადაადგილება”- ბაჩიაშვილის დახმარების ფაქტზე ბრალდებული

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულმა შოთა ქარუმიძემ პროცესზე განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. დაკავებულის თქმით, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ამ წუთებში სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. „დედაჩემი არის ცუდად. ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“ – განაცხადა ქარუმიძემ. პროკურატურის ინფორმაციით, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით,…

მეტი...

„როგორც არ უნდა განვითარდეს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთ-რუსეთის მეგობრობა არ შეიცვლება“ – ოფიციალური ჩინეთი

„ჩინეთ-რუსეთის მომწიფებული და სტაბილური ურთიერთობა წარმოადგენს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი მოდელს“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც ვაგ იიმ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით აღნიშნა, ჩინეთ-რუსეთის მეგობრობის ისტორია არ შეიცვლება. „როგორც არ უნდა განვითარდეს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთ-რუსეთის მეგობრობის ისტორიული ლოგიკა არ შეიცვლება და მისი შიდა მამოძრავებელი ძალა არ შემცირდება. ისტორიულ გამოცდილებაზე ღრმა რეფლექსიაზე დაყრდნობით, ჩინეთმა და რუსეთმა გადაწყვიტეს დაამყარონ მარადიული კეთილმეზობლობა და მეგობრობა, ჩაატარონ ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაცია და განახორციელონ ორმხრივი სარგებელი, თანამშრომლობა და მოგება, რადგან ეს საუკეთესოდ ემსახურება ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს და შეესაბამება ჩვენი დროის ტენდენციას“ – აცხადებს მინისტრი. მისივე…

მეტი...

ხულოს მუნიციპალიტეტში 19 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ,,აჭარა თაიმსი” ავრცელებს. უცნობია აქვს თუ არა ცხედარს სხეულზე დაზიანებები. შსს-ში, ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

მეტი...

ჩინეთი და ნარკოტიკები – როგორ  პასუხობენ ჩინეთში შტატების ბრალდებებს

„ფენტანილის ბოროტად გამოყენება შეერთებულ შტატებშია პრობლემა, რომელსაც თავად შტატები უნდა დაუპირისპირდეს“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო მინისტრი აშშ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით, რის საბაბითაც  შტატებმა ჩინეთს დამატებით 10%-იანი ტარიფი დაუწესა. როგორც მინისტრმა ვანგ იიმ აღნიშნა,  ჩინეთის პოზიცია ფენტანილის საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ არის ცნობილი. „ჩინეთი ყოველთვის იღებს გადამწყვეტ ზომებს ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და წარმოების წინააღმდეგ და ახორციელებს ყველაზე მკაცრი და ყოვლისმომცველ პოლიტიკას  ნარკოტიკების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2019 წელს, ჩინეთმა დაგეგმა ფენტანილთან დაკავშირებული ყველა ნივთიერება აშშ-ის მოთხოვნით, რომელიც მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. მაგრამ, ფენტანილის ბოროტად გამოყენება თავად შეერთებულ შტატებშია პრობლემა, რომელსაც თავად შეერთებული შტატები უნდა დაუპირისპირდეს და…

მეტი...

+17 +19 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში…

მეტი...

,,ISFED-ის ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს” – პრემიერი

,,საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. „თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა…

მეტი...

,,დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია” – პრემიერი

,,თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. „თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე…

მეტი...

„კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებლოდა“ – ჩინეთი უკრაინაზე

„როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, სამი ფუტი ყინულის გაყინვას ერთზე მეტი ცივი დღე სჭირდება. ანალოგიურად, ამ სქელი ყინულის დნობა ღამით შეუძლებელია“ – აცხადებს ჩინეთის საქმეთა მინისტრმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და დასძენს, რომ კონფლიქტი ერთ დღეში არ სრულდება. ვანგ იიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი კრიზისის პირველივე დღიდან ითხოვს პოლიტიკურ დარეგულირებას, დიალოგისა და მოლაპარაკებებს გზას. „ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ობიექტური და მიუკერძოებელი, ჩვენი ხმა ყოველთვის იყო მშვიდი და გაწონასწორებული და ჩვენი მიზანია შევქმნათ პირობები და შევქმნათ კონსენსუსი კრიზისის მოსაგვარებლად. ჩინეთი მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას მშვიდობისთვის. ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია კრიზისის გამომწვევი…

მეტი...

,,ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში” – პრემიერი

,,ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ახლა არის განსხვავებული მიდგომები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, თუმცა ევროკავშირი არ ცვლის საკუთარ მიდგომებს, მათ შორის, ომთან მიმართებით. „ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მთავარია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში” – პრემიერი

,,საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ კუთხით ურთიერთობების განსავითარებლად ძალიან დიდი სივრცეა. „თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და პოზიტიური პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ განვავითაროთ ურთიერთობები. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით…

მეტი...

ტრამპმა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვები შეიქმნება. ბრძანების თანახმად, ფონდის შევსება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში ან სამოქალაქო დაცვების განხილვის შედეგად ამოღებული ბიტკოინების ხარჯზე მოხდება. როგორც შემდეგ თეთრი სახლის მრჩეველმა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის საკითხებში, დევიდ საქსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, დღესდღეობით აშშ-ის მთავრობა დაახლოებით 200 ათას ბიტკოინს ფლობს, თუმცა კრიპტოვალუტის რეალური აუდიტი არ ჩატარებულა. მისი ინფორმაციით, ხაზინისა და ვაჭრობის მდივნებს დაევალათ შეიმუშაონ ბიტკოინების დამატებითი მოცულობის შესყიდვის სტრატეგია. მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ბიტკოინების შეძენა არ უნდა აისახოს გადასახადების…

მეტი...

ოლაფ შოლცმა ევროპულ სამხედრო ინდუსტრიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა

ბრიუსელში უკრაინის საკითხზე გამართული სპეციალური სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპულ სამხედრო ინდუსტრიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის შენარჩუნება და უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელება. „ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ დახმარების მიწოდებას, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად. გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ შეერთებული შტატები დარჩეს უკრაინის პარტნიორად, ჩვენთან და სხვა საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა შოლცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეტი...