„ნატო თუ არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, შესაძლოა, პუტინს გაუჩნდეს სურვილი, განახორციელოს თავდასხმა“- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის ან სხვა ქვეყნების შესაკავებლად, რომლებმაც შესაძლოა, სცადონ, თავს დაესხან ალიანსის წევრებს. „მთელი ნატო თუ არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, მაშინ, სამწუხაროდ, მაგრამ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს გაუჩნდეს სურვილი, კვლავ განახორციელოს თავდასხმა, რადგან არ იქნება საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი. საქმე ისაა, რომ ნატო-მ უნდა შეძლოს საკმარისი შემაკავებელი პოტენციალის შექმნა, რათა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ არავინ დაესხას თავს ნატო-ს წევრ ქვეყნებს“ – განაცხადა დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.    

მეტი...

“საქმეები შეიძლება პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს”- რუტე აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდება. ის დამატებითი დეტალებზე არ საუბარს თავსვს არიდებს. „სჯობს, არ ვისაუბროთ ჰიპოთეტურ სცენარებზე, რადგან ჩემი ვარაუდით, კვლავ ფრთხილი ოპტიმიზმით, საქმეები შეიძლება პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს“ – განაცხადა მარკ რუტემ. როგორც მარკ რუტემ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ნათლად გამოხატა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე პირადად მისი ერთგულება ალიანსის მიმართ.

მეტი...

“ზავი ჰაერსა და ზღვაში”- ზელენსკი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად რამდენიმე ნაბიჯს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც შეიძლება იყოს წინაპირობა, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ზავი ჰაერსა და ზღვაში, ტყვეების გათავისუფლება – ეს ის პირველი ნაბიჯებია, რომელსაც ზელენსკი ასახელებს . “ყველამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა, ამ ომის ერთადერთმა წყარომ, მიიღოს მისი დასრულების საჭიროება. ამის “სიჩუმის” ორი ფორმით დადასტურება შეიძლება: არავითარი თავდასხმები ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე – ზავი რაკეტებისთვის, ბომბებისთვის, შორი მანძილის დრონებისთვის; არავითარი სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში. შემდეგი ნაბიჯია საბაზისო ნდობა გარემოებებისადმი, რომლებშიც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინელები, ყველა ევროპელი, ამერიკელები, მსოფლიოში ყველა ადამიანური გული, რომელიც ომს არ ეთანხმება – ყველამ უნდა ვიგრძნოთ, რომ რუსები…

მეტი...

„ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს – ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს“- პუტინი მაკრონს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას. “ზოგიერთი დღემდე ვერ ისვენებს, ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს, და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს” – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

აშშ-მა მექსიკა 2 აპრილამდე საქონელზე დაწესებული ტარიფებისგან გაათავისუფლა

თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ტრამპთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მათ შესანიშნავი დიალოგი ჰქონდათ. “მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ, დავთანხმდი, რომ მექსიკა არ იქნება ვალდებული, გადაიხადოს ტარიფები იმ საქონელზე, რომელსაც აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება მოიცავს“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ტრამპის ამ ომისადმი მიდგომაში უფრო ფართო სტრატეგია არსებობს”- კოლეგი

“პრეზიდენტ ტრამპის ამ ომისადმი მიდგომაში უფრო ფართო სტრატეგია არსებობს”- ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიტ კელოგმა განაცხადა მისი თქმით, მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან ჩართულობა დიპლომატიაში არსებითად მნიშვნელოვანია. “პრეზიდენტ ტრამპის ამ ომისადმი მიდგომაში უფრო ფართო სტრატეგია არსებობს, რომელიც იმის გააზრებას ეყრდნობა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა. მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან ჩართულობა დიპლომატიაში არსებითი მნიშვნელობისაა… იზოლაციის გაგრძელება და რუსებთან ჩართულობის ნაკლებობა, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ან განხორციელებადი სტრატეგია, და ნამდვილად არ არის დიპლომატიურად პასუხისმგებლობიანი სტრატეგია აშშ-სთვის”, – განაცხადა კელოგმა.

მეტი...

აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი ახალგაზრდა პატიმრობაში რჩება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი ახალგაზრდა კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობდა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000, 10 000, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს,…

მეტი...

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეში 101 წლის გადამდგარი გენერალი ფიგურირებს

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეში 101 წლის გადამდგარი სამხედრო მოსამსახურე, გენერალი რადუ თეოდორუ ფიგურირებს. გავრცელებული ცნობებით, რადუ თეოდორუსთან სახლში გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ, თუმცა ის არ არის დაკავებულებს შორის. როგორც მედია წერს, გადამდგარი გენერალ-მაიორი რადუ რუმინეთში ცნობილია ხისტი ანტისემიტიზმით. ქვეყნის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს შექმნილი დაჯგუფების წევრები ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოყვანას, არსებული კონსტიტუციური წესრიგის განადგურებას, რუმინეთის სახელმწიფო დროშის, ჰიმნისა და სახელწოდების შეცვლას გეგმავდნენ.

მეტი...

აშშ-ში უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ყალბს უწოდებენ

უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გეგმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თეთრი სახლში ეხმაურებიან. აღნიშნულს პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი ყალბ ამბავს უწოდებს  როგორც თეთრი სახლის წარმომადგეენლი წერს, სინამდვილეში ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ეს არის მორიგი ყალბი ამბავი „როიტერისგან“, რომელიც ეფუძნება ანონიმურ წყაროებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ. სიმართლე ისაა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ დროისთვის“ – წერს კეროლაინ ლევიტი.

მეტი...

“სხვისი არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს არ დავთმობთ”- პუტინი

ვლადიმირ პუტინმა განაცხდა, რომ მშვიდობა სურს.  რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი “საკუთარს არ დათმობს”. “ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით უზრუნველყოფდა სიმშვიდეს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვისი არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს არ დავთმობთ. ისეთი ვარიანტი გვჭირდება, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში” – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

“აშშ არსებულ მსოფლიო წესრიგს ანადგურებს”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა და დიდ ბრიტანეთში ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, აშშ არსებულ მსოფლიო წესრიგს ანადგურებს. ზალუჟნის თქმით, რუსეთთან კომპრომისის მიღწევის მცდელობებით აშშ არსებულ მსოფლიო წესრიგს “ანადგურებს”. მან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ნატო-ს დაშლის რისკი არსებობს და ევროპა გააფრთხილა, რომ ის შესაძლოა რუსეთის შემდეგი სამიზნე გახდეს.

მეტი...

რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას”

რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და საქართველოს მიერ “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას. “რეგიონში საერთო ვითარების შემდგომ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით” – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია “სერიოზულ გამაღიზიანებლად” რჩება.  

მეტი...

ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა. მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 5 მარტს, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა, რომელიც სამ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

“მზია ამაღლობელი ყველა უკანონოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა!”- ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი “ბათუმელების” რედაქტორის მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესს ესწრებოდა. ამის შესახებ, ინფორმაციას თავად ელჩი ავრცელებს. “ვესწრები მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ვესტუმრები ნეტგაზეთი/ბათუმელების ოფისს დღეს. მზია ყველა უკანონოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა!” – წერს ვიტკაუსკასი.

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს “შავი ზღვის ტერმინალს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

მიმდინარე წლის 6 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ფოთის წარმომადგენლობაში, შპს. ‘’შავი ზღვის ტერმინალის’’ დირექტორთან, ილგარ ალი-ზადასთან, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან და კომპანია’’ სოკარის’’ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შპს.‘’შავი ზღვის ტერმინალის’’ ხელმძღვანელმა, სამსახურის წარმომადგენლობის ფოთის ოფისს, საჭირო ინვენტარი გადასცა. მოგვიანებით, მხარეებს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. ‘’შავი ზღვის ტერმინალს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს. ‘’შავი ზღვის ტერმინალის’’ დირექტორმა,…

მეტი...

„ღმერთების ადგილი,“ სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე – ტიბეტი (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქი ლჰასა ტიბეტის დედაქალქია და „ღმერთების ადგილსაც“ უწოდებენ. ჯოხანგის მონასტერი “ლჰასას გულად”  ითვლება და ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. საოცარია როგორც მისი ექსტერიერი, ისე ინტერიერი, ფერები, ფიგურები, ორნამენტები, დეტალები, რომელიც კონკრეტული დიდი ისტორიის მატარებელია. უამრავი ხალხი ჩადის ლჰსაში ამ საოცრების სანახავად. პირველი, რაც თვალში გხვდებათ და ყურადღებას იპყრობს, სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ხალხია, რომლებიც მონასტრამდე ხოხვით მიდიან და სპეციალურ რიტუალს ასრულებენ. მათ სჯერათ, რომ ეს დიდებული და წმინდა ადგილია. სწორედ ამ სანახაობამ გამაკვირვა ყველაზე მეტად. ტაძრამდე მისასვლელი მოედანი სავსეა მომლოცველებით, რომლებიც ქვაფენილზე წვანან, ლოცვებს ასრულებენ და ხოხვით მიდიან მონასტრამდე. ეს არის…

მეტი...

გიორგი ბაჩიაშვილის ძებნისთვის ინტერპოლს მიმართეს

პროკურატურის ინფორმაციით,  გიორგი ბაჩიაშვილის მოსაძებლად ინტერპოლს უკვე მიმართეს.  როგორც ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე ინფორმაცია  გადაცემულია. „შესაბამისმა დეპარტამენტმა, სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით”, – ამბობს პროკურორი. ძებმა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ბაჩიაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უნებართვოდ, პასპორტის გარეშე გადაკვეთა. მას ამ საქმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.    

მეტი...

საბერძნეთში პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. სინტაგმას მოედანზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი მთავრობისგან ორი წლის წინ სარკინიგზო კატასტროფის შედეგებზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. სარკინიგზო ავარიას 2023 წლის 28 თებერვალს, ტემპას მუნიციპალიტეტში 57 ადამიანი ემსხვერპლა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება თუმცა, ამ დრომდე, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ოპოზიციამ საბერძნეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენა.

მეტი...

ნიდერლანდების ქალაქ არნემის ცენტრში ხანძარია – ცეცხლი გავრცელებულია 10-ზე მეტ ისტორიულ შენობაზე

ნიდერლანდების ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:45 საათზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში აიგო. ამ შენობების პირველ სართულებზე მაღაზიებია განთავსებული, ხოლო ზედა სართულებზე საცხოვრებელი ბინები.

მეტი...

კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 36 985 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. სეს-ის 2024 წლის ანგარიშშის მიხედვით, თბილისში სხვადასხვა სასურსათო თუ კვების ობიექტებზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად, 10-ზე მეტ ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ობიექტების ჩამონათვალი, სადაც დარღვევა გამოვლინდა: შპს „პექფუდი +“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; შპს „ხინკალო 2020“ – ინვენტარი კოროზირებულია; შპს „პური ჩვენი არსობისა“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; შპს „თავთავი 2018“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება „ი/მ“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ინვენტარი კოროზირებულია; შპს ,,თბილისის რძის ქარხანა” – დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი; შპს…

მეტი...

,,მაგიდაზე განსახილველად ყველა ვარიანტია წარმოდგენილი” – კაია კალასი

,,გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება, ამისთვის კი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. „ჩვენ საბჭოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. განვიხილავთ თავდაცვას, რისი გაკეთება შეგვიძლია საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. როდესაც თავდაცვის დაფინანსებაზეა საუბარი, მაგიდაზე განსახილველად ყველა ვარიანტია წარმოდგენილი – გრანტებიდან და გაერთიანების ფონდიდან თანხების რელოკაციით, ფისკალური წესების ცვლილებამდე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასევე, რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინის საკითხს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის კიდევ უფრო მხარდასაჭერად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ინიციატივა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ…

მეტი...

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, ერთი თვით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მარტიდან 10 აპრილამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მარტიდან 10 აპრილამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს…

მეტი...

,,მადლობლები ვართ, რომ მარტო არ ვართ” – ზელენსკი ევროპელ ლიდერებს

,,მადლობლები ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტზე იმყოფება და სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. ,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ევროპელ ლიდერებს. მადლობა თქვენი ძლიერი სიგნალისთვის, ძლიერი მხარდაჭერისთვის ომის დაწყების დღიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბოლო პერიოდშიც. მადლობლები ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს, მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ ოჯახებს და კარგია, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ამას ვგრძნობთ.…

მეტი...

,,ვოლოდიმირ, თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ბრიუსელში” – კოშტა

,,ვოლოდიმირ, თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ბრიუსელში. თქვენს გვერდით ვართ, რათა უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში საგანგებო სამიტის დაწყებამდე. ,,ძალიან მიხარია, რომ დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვმასპინძლობთ. ვოლოდიმირ, თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ბრიუსელში. ჩვენ აქ ვართ, რათა უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დავუჭიროთ. ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ახლაც და მომავალშიც”, – აღნიშნა კოშტამ.

მეტი...

,,ტრამპის თანაშემწეებმა ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს” – Politico

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინის ოპოზიციის წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის ოთხი წევრი უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, იულია ტიმოშენკოს და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს შეხვდნენ. უკრაინელ დეპუტატებზე და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის რესპუბლიკელ ექსპერტზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ წერს, რომ მხარეებმა განიხილეს, შეიძლება თუ არა უკრაინაში სწრაფად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. გამოცემის ცნობით, ტიმოშენკო და პოროშენკო საჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ არჩევნების ჩატარებას საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე, ისევე როგორც კიევის მერი, ვიტალი ვიტალი კლიჩკო.

მეტი...

,,წარვადგენ შეიარაღების გეგმას, რაც უზრუნველყოფს 800 მილიარდი ევროს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში” – ლაიენი

,,ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას”, – ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილისთვის. „ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი, მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას. ეს გეგმა…

მეტი...

,,ვთავაზობ ევროკავშირს, დავადგინოთ უკრაინის გაწევრიანების საორიენტაციო ვადა” – ნაუსედა

„ლიეტუვა მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ფონდში, რადგან მოწოდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოველწლიურად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ით”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ჩვენ დავთვალეთ, თუ სხვა ქვეყნები მზად იქნებიან, გადაიხადონ იგივე რაოდენობა, უკრაინა მიიღებს 43 მილიარდ ევროს და ეს არის ბევრი. ეს არის სწორედ ის, რაც მათ ახლა სჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა. ასე რომ, ლიდერებს ვთავაზობ, დავადგინოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საორიენტაციო ვადა, მაგალითად, 2030 წლის პირველი იანვარი. ეს არ იქნება სამართლებრივი განსაზღვრა, თუმცა ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური…

მეტი...

,,ბევრი დრო არ გვაქვს, ასე რომ, ევროპის გადაიარაღება გვჭირდება” – დანიის პრემიერ-მინისტრი

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება. ვფიქრობ, ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა – თავდაცვასა და შეკავებაზე”, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ბრისუელში ევოკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამე განაცხადა. ,,ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და ამასთან ერთად, უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, რადგანაც ჩვენ გვინდა, მშვიდობა ევროპაში და ამის გაკეთება შეუძლებელია მდგრადი მშვიდობის წინ წაწევის გარეშე“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

მეტი...

,,მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია დაიწყოს. „რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის საფრთხეა. თუ ის საფრთხედ მიგვიჩნევს, თუ ის ევროპის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურების შეხვედრას იწვევს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგება ნატო-ს ჯარების განლაგებას ნიშნავს.

მეტი...

ევროპელი ლიდერები ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე იკრიბებიან

ევროპელი ლიდერები ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე იკრიბებიან. შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ლიდერები იმსჯელებენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინას და იმ პრინციპებს, რომელიც მომავალში უნდა დაიცვან. სამიტის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მზად უნდა იყვნენ სხვა სცენარისთვისაც.

მეტი...

,,საშუალო თვიური ხელფასი 170 ლარით გაიზარდა” – საქსტატი

2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია. „2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 17.5 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა…

მეტი...

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს. რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატის ცნობით, ეჭვმიტანილებმა 2023 წელს „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანი რუმინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრა იყო“. „ასევე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, როგორც რუმინეთში, ისე რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია DIICOT-ის განცხადებაში. პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების მიზანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ახალი მთავრობის დანიშვნა და ქვეყნის ნატო-დან გაყვანა წარმოადგენდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გადამდგარი გენერალ-მაიორი, 101 წლის რადუ თეოდორუა.

მეტი...

,,ვამზადებთ პირველი ნაბიჯების გეგმას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. „ვამზადებთ პირველი ნაბიჯების გეგმას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ამ გეგმაზე სწრაფად ვმუშაობთ. მალე მზად იქნება. ევროპას აქვს საერთო ხედვა ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ევროპა უკრაინასა და შეერთებულ შტატებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს

საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინ, აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა. ,,ჩვენ გვაქვს სადაზვერვო რესურსი, რომელსაც ვიყენებთ უკრაინელების დასახმარებლად. აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეჩერებულია გუშინდელი დღის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს უფრო რთულია,” – განაცხადა ლეკორნუმ.

მეტი...

ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი მზია მოდებაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...