უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. „ყველა ხედავს, რამდენად სწრაფად ვითარდება დიპლომატიური მოვლენები. დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში ვიხილავთ პირველ შედეგებს“- განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...დღე: მარტი 5, 2025
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნებში გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა. “მიხარია თქვენი ნახვა და მსურს მოგლოცოთ, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება: 54,7% აიღეთ 70% აქტიურობის დროს – ეს კარგი შედეგია. გილოცავთ” – განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, იმ საკითხების ბოლომდე მოგვარების ბრძანებას გასცემს, რომლებიც “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” რუსეთის მოქალაქეობის აღებასთან არის დაკავშირებული.
მეტი...მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე პატიმრობაში დატოვეს
ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტიელბა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორები აცხადებდნენ, დაკავებულების მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ. “მე მინდა, თქვენ გისურვოთ თავისუფლება”- ონისე ცხადაძე სასამართლო პროცესზე
მეტი...რას გულისხმობს შესვლა/გასვლის ახალი სისტემა, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირის ქვეყნები გეგმავენ?!
ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, სასაზღვრო გადაკვეთის ყველა რეგისტრაცია უნდა მოხდეს შესვლა/გასვლის სისტემით. როგორც აღინიშნა, ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა. ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ პასპორტები ჩასვლისთანავე, გარდა ამისა, ჰქონდეთ გადაღებული სახის ფოტო და ელექტრონულად…
მეტი...ზელენსკი 6 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტს დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტს დაესწრება. სამიტი ბრიუსელში გაიმართება. ზელენსკი პირადად მიიღებს მონაწილეობას სამიტში, სადაც ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს განხილავენ. „ჩვენ მივიღეთ დასტური, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პირადად ესტუმრება სამიტს“ – განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.
მეტი...“მე მინდა, თქვენ გისურვოთ თავისუფლება”- ონისე ცხადაძე სასამართლო პროცესზე
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 ადამიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. სხდომაზე, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. მოსამართლემ დარბაზში მყოფ მოქალქეებს ტერიტორია დაატოვებინა და სხდომა ნაწილობრივ დახურა. ბრალდებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს მიმართა. „მე მინდა, რომ ნული ირონიით, ნული ბოროტებით და კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვოთ თავისუფლება. მინდა რომ გამოცადოთ, რა მაგარი…
მეტი...სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე ტრამპის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა უარყო. ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ არ დააკონკრეტა ის ნაწილი, რაც თეთრ სახლს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას, CNN ავრცელებს. გადაწყვეტილებას 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხოლო 4 წინააღმდეგ წავიდა. საუბარია USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილ 2 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში გაყინა, რათა ხარჯები შეემცირებინა და აღნიშნული ორგანოები მის დღის წესრიგთან თანხვედრაში მოეყვანა.
მეტი...რუმინეთი ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუმინეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს. ინფორმაციას, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუმინეთის ხელისუფლებამ ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშესა და მისი მოადგილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო; რუმინეთის ტერიტორიაზე ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.
მეტი...“აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა”- CIA-ის დირექტორი
“ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა. “ტრამპს რეალური კითხვა აქვს – პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად ერთგულია თუ არა სამშვიდობო პროცესის, და მან თქვა, მოდით, შევაჩეროთ… მინდა, რომ ამაზე დავფიქრდეთ, თქვენ ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი. ასე რომ, სამხედრო ფრონტზე და სადაზვერვო ფრონტზე, პაუზა, რომლის გამოც ეს მოხდა, ვფიქრობ გაქრება”- განაცხადა რეტკლიფმა.
მეტი...“ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას“- კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში არშესვლით ოპოზიციამ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა. პრემიერი თვლის, რომ არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. „პარლამენტში არშემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეიძლება თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტი. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას“…
მეტი...“დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან”- ირაკლი კობახიძე
პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან. “ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი. ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან“ – განაცხადა პრემიერმა.
მეტი...„როდესაც საქმე ეხება პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს“- კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვინმე თუ შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, რაც მისი თქმით დაუშვებელია. “სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს. თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ, პირველ რიგში, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება, დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი, რატომ – ყველამ იცის, როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე”- აღნიშნა პრემიერმა.
მეტი...“კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას”- პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერისთვის უკრაინის “სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის” წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. პრემიერი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, კახა კალაძეს ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერავინ დაუკნინებს. მისი შეფასებით, ეს არის ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ. „გასაოცარია ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღება უკრაინაში კახი კალაძის მიმართ, რომელიც არის ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მანამდე ესტონეთში მიიღეს გადაწყვეტილება, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ. ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს. დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები და ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან გარე დაკვეთებზე. შესაბამისად, არავითარი სერიოზული შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ შეიძლება გაკეთდეს”- განაცხადა კობახიძემ.
მეტი...“ეფექტურად ვშლით ქართულ დაჯგუფებებს”- პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებენ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. “დეპორტაციები დაიწყო, ეფექტურად ვშლით ქართულ დაჯგუფებებს, არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით”- წერს ტუსკი. პოლონელი ოფიციალური პირების ცნობით, 5 მარტს ქვეყნიდან საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. “პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან… მიუხედავად იმისა, ეს წვრილმანი ქურდობაა, ნარკოტიკებით ვაჭრობაა, თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა” – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ.
მეტი...,,არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა” – ტრამპი
,,არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ გვყავს ასიათასობით ფედერალური თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში არ ცხადდებიან. ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას ამ უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ კვლავ აღვადგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება თანამდებობიდან, რადგან ჩვენ ვწმენდთ ამ „ჭაობს“. არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მეტი...საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ჯარიმების მოცულობას საზედამხედველო კაპიტალის 1%-მდე ზრდის
საქართველოს კომერციული ბანკების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა. სებ-ის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შევიდა. ცვლილების მიხედვით, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1 პროცენტიდან გაიზარდა ერთ პროცენტამდე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა დარღვევის სერიოზულობის, ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალისა ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე მოხდება. „ზედამხედველობას დაქვემდებარებული…
მეტი...იმერეთში დაკარგულ 72 წლის კოტე არველაძეს ეძებენ
იმერეთში დაკარგულ 72 წლის კოტე არველაძეს ეძებენ. ახლობლების თქმით, ის დიდთოვლობის დროს სამტრედიის რაიონი სოფელ ჭაგნიდან გავიდა, შემჩნეულია სამტრედიასა და შემდეგ ხონში. ,,დაიკარგა დიდთოვლობის დროს! კოტე არველაძე, 72 წლის, სამტრედიის რაიონი სოფ: ჭაგნიდან გავიდა. აქვს მეხსიერების და მეტყველების პრობლება, ატარებს წვერს, აცვია სამხედრო ქურთუკი და ბათინკები. შემჩნეულია ქ.სამტრედიასა და შემდეგ ქ.ხონში. შემჩნევის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე 591 048 064 ან დარეკეთ 112-ში, (არიან ჩართული ძებნაში)”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
მეტი...ამერიკამ უკრაინისთვის იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა, ასევე, დაპაუზდა კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. ინფორმაციას ტელეარხ Fox News-ის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი ავრცელებს. „აშშ-მა უკრაინისთვის შეიარაღების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა. რეტკლიფმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის პაუზის გაუქმებას და უკრაინასთან მუშაობის გაგრძელებას მშვიდობის დამყარების მიმართულებით“, – წერს ლოურენსი.
მეტი...,,ამერიკა დაბრუნდა, ამერიკული ოცნება შეუჩერებელია” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიუდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. „ექვსი კვირის წინ, მე ვიდექი კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ და გამოვაცხადე „ამერიკის ოქროს ხანის განთიადი“. იმ მომენტიდან მოყოლებული, ჩვენ მივმართეთ სწრაფ და შეუჩერებელ ქმედებებს, რათა დაგვეწყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე წარმატებული ეპოქა. ჩვენ 43 დღეში უფრო მეტი შევძელით, ვიდრე ბევრმა ადმინისტრაციამ ოთხ ან რვა წელიწადში მოახერხა, და ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ამ დარბაზში დავბრუნდი, რათა გამოვაცხადო, რომ ამერიკა კვლავ იმპულსს იძენს, ჩვენი სულისკვეთება აღდგა, ჩვენი სიამაყე დაბრუნდა, ჩვენი თავდაჯერებულობა განახლდა, ხოლო ამერიკული ოცნება ახლა უფრო დიდი…
მეტი...,,საზღვარი ავტომობილში მოწყობილი სამალავის საშუალებით გადაკვეთა” – შსს ბაჩიაშვილზე
გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში…
მეტი...აშშ-მა იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი ,,ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. „სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის დემონსტრირება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთგულია. ტერორისტების გამოვლენა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის შეზღუდვის ეფექტური საშუალებაა“, – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. ცნობისთვის, „ჰუსიტები“, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასი“ უჭერს მხარს, 2023 წლიდან წითელ ზღვაში ისრაელის და სხვა ქვეყნების გემებს ესხმიან თავს.
მეტი...,,ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს” – შალვა პაპუაშვილი
,,ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას. „სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის – მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაოგნებას, არამედ ცნობისმოყვარეობასაც იწვევს. პარლამენტის თავმჯდომარე აქვე: რამ განაპირობა მათი ასეთი ჭარბი ენთუზიაზმი, როდესაც საქმე საქართველოს ეხება? პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სანქციები პასუხია საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაზე“. რეალობასთან აცდენას რომ თავი დავანებოთ (რეალობას, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებსა თუ მყარ ციფრებს ეყრდნობა),…
მეტი...,,გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს” – გრენლანდიის პრემიერი
,,გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ ამერიკელები ან დანიელები, რადგან გრენლანდიელები ვართ”, – ასე ეხმაურება გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუთე ეგედე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, „ასე თუ ისე, აშშ-ი მიიღებს გრენლანდიას“. „ქვეყნის მომავალი განისაზღვრება, ჩვენ მიერ, ჩვენს ქვეყანაში. გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ არც ამერიკელები და არც დანიელები, ჩვენ კალაალიტები ვართ. ამერიკელებმა და მათმა ლიდერმა უნდა გაიგონ ეს. გრენლანდია არ იყიდება და შეუძლებელია მისი უბრალოდ აღება“, – წერს მუთე ეგედე სოციალურ ქსელში. ,,ასე თუ ისე, გრენლანდიას მაინც მივიღებთ” – ტრამპი
მეტი...,,ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე და შემდეგი ეტაპიც მოვა“ – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-დან სამხედრო აღჭურვილობის მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ისრაელი იღებს შეიარაღებას ვაშინგტონიდან, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, პარალელურად, ისრაელი ზრდის თავდაცვის შიდა წარმოების შესაძლებლობებს, რაც შეამცირებს ზეწოლას და დამოკიდებულებას გარე მოთამაშეებზე. „ჩვენ ვერ გაგვტეხეს. ჩვენ განვსაზღვრეთ მისიები აქტიური და სარეზერვო ძალებისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალების მეშვეობით ათობით ათასი ტერორისტი მოკლეს. როგორც მე დაგპირდით, ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე და შემდეგი ეტაპიც მოვა. ისრაელი მიაღწევს გამარჯვებას ირანსა და მის მარიონეტებზე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის
რა ცვლილებები იგეგმება და რას უნდა ელოდოს საზოგადოება ახალი სეზონისგან? ამ საკითხებზე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა გვესაუბრება. გიორგი სურმავა ბრიგადის გენერალი 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში_აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“, ასევე, უწყებრივი მედლებით. – ბატონო გიორგი, როგორ ემზადება „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ახალი სეზონისთვის? რა მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული? -შეკრებები დაიწყება აპრილის ბოლოს. ახლა მიმდინარეობს ბანაკის მოწესრიგება, ტენდერების გაფორმება (კვებაზე, ბაზის მოვლაზე…), ინსტრუქტორების მომზადება და სხვა მოსამზადებელი ღონისძიებები.…
მეტი...პაკისტანში, კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაიღუპა 9 ადამიანი
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა 9 ადამიანი, 18 კი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ავტომანქანაში იყო მოთავსებული. დაწყებულია გამოძიება.
მეტი...ტრამპმა ამერიკაში „საღი აზრის რევოლუცია“ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში „საღი აზრის რევოლუცია“ გამოაცხადა, რომელიც ამერიკასა და მთელ მსოფლიოს მოიცავს. „ის, რაზეც მე ვისაუბრე, ,,საღი აზრის რევოლუციი”ს მცირე ნაწილია, რომელიც ჩვენს გამო ახლა მთელ მსოფლიოს მოედება. საღი აზრი საერთო თემად იქცა, და ჩვენ არასდროს დავბრუნდებით უკან, ამას არასდროს დავუშვებთ. ჩემი მთავარი პრიორიტეტებია: ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და არსებითი და მყისიერი დახმარების გაწევა ჩვენი მშრომელი ოჯახებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციური კოშმარი გვერგო“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკამ ენერგომატარებლებსა და სურსათზე ხარჯების…
მეტი...,,რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო ადგილი მინსკია” – პესკოვი
,,რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო ადგი მინსკია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ეს საკითხი არ დამდგარა და არც განხილულა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მინსკი საუკეთესო ადგილია. ის ჩვენი მთავარი მოკავშირეა, ამიტომ ეს საუკეთესო ადგილია მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პესკოვმა. როგორც მან აღნიშნა, კრემლი დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვაში განაცხადა. „ზოგადად, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ იცვლება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მეტი...,,განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას” – პრემიერი
,,საქართველოსა და უზბეკეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება. „მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა განსაკუთრებული მიღებისთვის და ჩვენი ხალხისა და დელეგაციისადმი მეგობრული დამოკიდებულებისთვის. ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და…
მეტი...“ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე მზარდია” – პრემიერი ლი ციანგი
პეკინში მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის მესამე სესია გაიხსნა. ჩინეთის პრემიერმა ეროვნულ სახალხო კონგრესს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა და პრეზიდენტსა და ეროვნული სახალხო კონგრესის წევრებს ქვეყნის ძირითადი მიმართულებებიც დაუსახელა. როგორც ლი ციანგმა აღნიშნა, 2024 წელი შესანიშნავი წელი იყო ჩინეთის განვითარების გზაზე. „გასული წლის განმავლობაში, რთული მოვლენების ფონზე აღინიშნა მზარდი გარე წნეხი და მზარდი შიდა სირთულეები. ყველა ეთნიკური ჯგუფის ჩინელებმა გადალახეს სირთულეები და განაგრძეს განვითარება. ჩვენ უზრუნველვყავით ეკონომიკის სტაბილური ზრდა. სოლიდური წინსვლა განხორციელდა მაღალი ხარისხის განვითარებისა და ახალი ხარისხის საწარმოო ძალების ხელშეწყობაში. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე, მეცნიერული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები და კომპოზიტური ეროვნული…
მეტი...თბილისში, კალანდაძის ასახვევში, ტრაქტორი დაგორდა და 3 მანქანას, ასევე მოქალაქეს დაეჯახა
თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს, ასევე მოქალაქეს დაეჯახა. ინფორმაციას და ფოტომასალას, სოციალურ ქსელში, ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...,,მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, რასაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე
„ჩვენ მოწმენი გავხდით, რომ აგრესიული დაჯგუფებები მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, რომლებიც იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას, ამას კი საქართველოშიც და ყველა განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დაჯგუფებას შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით და კანონის ფარგლებში. პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა. შესაბამისად, ჩვენ მოწმენი გავხდით იმის, რომ აგრესიული დაჯგუფებები მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, რომლებიც იცავდნენ წესრიგს და…
მეტი...,,მათ არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესებისთვის” – კახა კალაძე
„ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპელი გაქსუებული ბიუროკრატის მხრიდან, დაფუძნებულია ტყუილზე, არის ფარსი და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასა და დემოკრატიასთან“, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ეს არის რადიკალების გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა ინტერესი აქვს და ევროკავშირში გაწევრიანების თემას დაშანტაჟებისა და მუქარის მიზნით იყენებენ. „ისინი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენ ასევე ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები. მათ არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესებისთვის, კერძოდ ქვეყანაში არ…
მეტი...,,თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს” – კახა კალაძე
„ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან ხალხმა დაინახა ჩვენმა პოლიტიკამ ქვეყანას რამხელა უბედურება აარიდა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე საუბრისას. „მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებამ დღეს კიდევ უფრო ცხადად დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა და თუ რამხელა უბედურება აარიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანას. ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველას გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე.…
მეტი...,,ხმების პარალელური დათვლები გააკეთეს, თუმცა შედეგები იგივეა, რაც საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა” – კახა კალაძე
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ არ სურს, საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლების გასაჯაროება, რადგან შედეგები იგივეა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეფასებისას. მისი განმარტებით, საქართველოში ჩატარებული ბოლო ორი არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები ხმების პარალელურ დათვლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ. „ყველაფერი ცხადი და ნათელია. არაფერი განსხვავებული არ არის. იგივე შედეგია, რაც გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ბოლო ორ არჩევნებში აღნიშნულ დათვლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა USAID-ის მხრიდან. გვახსოვს, რა განცხადებები გაკეთდა და როგორი…
მეტი...,,აშშ-ს ათწლეულების მანძილზე თითქმის ყველა ქვეყანა ძარცვავდა” – ტრამპი
კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ათწლეულების მანძილზე თითქმის ყველა ქვეყანა ძარცვავდა, თუმცა ამას აღარ დაუშვებს. მისი თქმით, ტარიფების დაწესების შედეგად, აშშ მიიღებს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს. ასევე, ტრამპმა მექსიკა და კანადა ქვეყანაში ფენტანილის შემოტანის დაშვებაში დაადანაშაულა. „ჩვენ ვუხდით სუბსიდიებს კანადასა და მექსიკას. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, – დასძინა მან.
მეტი...