კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ამის შესახებ, ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. რომის პაპი უკვე მეცხრამეტე დღეა კლინიკაშია. ექიმებმა 88 წლის პაპი ფრანცისკეს კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება, სხეულის ტემპერატურის მატების და ჰაერის უკმარისობის გამო 14 თებერვალს მიიღეს. მას პოლიმიკრობული დაავადება აქვს. რომში აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკის წინ, სადაც პაპი მკურნალობის კურსს გადის, მორწმუნეები იკრიბებიან და მისი ჯანმრთელობისთვის ერთობლივად ლოცულობენ.
მეტი...დღე: მარტი 4, 2025
“ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე”- ბაჩიაშვილი
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართველო დატოვა, ამბობს რომ საზღვარი გადაკვეთაში, “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები”გამოიყენა. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სისტემა მორყეულია. „ქვეყნიდან წასასვლელად, სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენ. სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე“ – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. ბაჩიაშვილის განცხადებით, მან საქართველოდან გარკვეული ინფორმაცია გაიტანა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია დაცული. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ბაჩიაშვილმა დღეს დილით გაავრცელა. როგორც ცნობილია, მას პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა…
მეტი...პროკურატურა მზია ამაღლობლის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. გოგეშვილი ბრალდებულის მხრიდან, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე საუბრობს. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა მიიღოს. “აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – ძალაში უნდა დარჩეს”, – მიმართა კიდევ ერთმა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ სასამართლოს. თავის მხრივ, დაკავებულის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
მეტი...“პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ”- ნინოშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დააკავეს
ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებისას ორი ადამიანი დააკავა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცავები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი ადამიანი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეტი...აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით მარში შეუერთდება. მომიტინგეებს გზის გადაკეტვის საშუალებას პარლამენტთან მობილიზებული პოლიცია არ აძლევდა, მიუხედავად ამისა სავალი ნაწილი დაკავება მაინც მოახერხეს. უწყვეტი პროტესტის 97-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
მეტი...“უკრაინელები უნდა მივიდნენ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან”- ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ უკრაინელები უნდა მივიდნენ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან წიაღისეულის შეთანხმებაზე. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. პრეზიდენტი ცდილობს, გაგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, უკრაინელები უნდა მივიდნენ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან წიაღისეულის შეთანხმებაზე. ჩვენ გვინდა, უკრაინელებს ჰქონდეთ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ვფიქრობთ, უკრაინის ჯარები ძალიან მამაცად იბრძოდნენ, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ წერტილში, სადაც არც ევროპას, არც შეერთებულ შტატებს და არც უკრაინელებს არ შეუძლიათ, უსასრულოდ გააგრძელონ ეს ომი“- განაცხადა ვენსმა. ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვენსმა…
მეტი...„აშშ-მა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ“- ტრუდო
კანადა ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს შემოიღებენ. ტრუდო ამბობს, რომ კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტირებასაც ქვეყანა აშშ-დან ახდენს. “შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა” – განაცხადა ტრუდომ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე – 21 დღეში.
მეტი...“უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია”- მაიკ ჯონსონი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია. მისივე ინფორმაციით, დახმარების შეჩერება უკავშირდება გასულ პარასკევს, თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს. „ეს არის დროებითი პაუზა“– აღნიშნა ჯონსონმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა „გამოასწოროს ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, “შოკისმომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში“.
მეტი...ტრამპის განცხადებით, დაფინანსება შეუწყდება იმ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც „უკანონო პროტესტებს დაუშვებს“
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც „უკანონო პროტესტებს“ დაუშვებს, ფედერალური დაფინანსება შეუწყდება. „ყველანაირი ფედერალური დაფინანსება შეუწყდება ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც უკანონო პროტესტებს დაუშვებს. აგიტატორები იქნებიან დაპატიმრებული ან დეპორტირებული ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამერიკელი სტუდენტები სამუდამოდ გაირიცხებიან ან დამოკიდებულია დანაშაულზე – დაპატიმრებული იქნებიან. არავითარი ნიღბები! მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის” – წერს ტრამპი.
მეტი...სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღებას მხარი დაუჭირეს
“მაუწყებლობის შესახებ“ ორი კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. რითაც პარლამენტმა სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. მედიაორგანიზაციები “უცხო ძალისგან” ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შეძლებენ. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი: . ახალი ამბების გაშუქების დროს “სამართლიანობისა“ და “მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ; თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ…
მეტი...“გამოსწორების დროა. მზად ვართ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ თეთრ სახლში შეხვედრის შესახებ წერს და სამომავლო თანამშრომლობისას კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე საუბრობს. ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი მზაობას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის „ძლიერი ლიდერობის“ ქვეშ იმუშაოს გრძელვადიანი მშვიდობისთვის. “მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება. ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც…
მეტი...“მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ვფიქრობ, მზია ამაღლობელზე”- ელჩი
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი აცხადებს, რომ “დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვანი არიან თავისუფალ საზოგადოებაში. მისივე ინფორმაციითმ, ის მზია ამაღლობელზე ფიქრობს. “დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვანი არიან თავისუფალ საზოგადოებაში. შეხვედრა მქონდა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ვფიქრობ დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, რომელსაც დღეს სასამართლო სხდომა ჰქონდა” – წერს არაკელიანი.
მეტი...“უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიღებულია
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო. მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას და კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება. კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. პარლამენტის იურიდიული საკითხთა…
მეტი...რისთვის არის საჭირო ღალატის შესახებ კანონი?! – ირაკლი კობახიძე
„ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა კანონმდებლობაში იმისთვის გვჭირდება, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია“ – აცხადებს პრემიერი. პრემიერის თქმით, ეს კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ მომავალში სამშობლოს ღალატის ჩადენის. „ომის დაწყებამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა, ერთი თვით ადრე დააინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ანუ, კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ, საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი“ – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა. „ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია. სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...„სქესსა და გენდერს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს“ – პრემიერი
„სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები“, ააცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით. „რაც შეეხება სქესს და გენდერს, არავითარი განსხვავება არ არსებობს ამ ორ ცნებას შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ. ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის. სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები. როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით. რაც შეეხება NGO-ების ჩართულობის თემას, ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი“ – განაცხადა კობაზიძემ.
მეტი...“ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება” – პრემიერი
„უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევა არის არასერიოზულობა და საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს. „ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს არ ვიცი. არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, აქ არასერიოზულობაც არ არის მთავარი პრობლემა, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად…
მეტი...,,ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, უპრინციპობა” – პრემიერი
,,ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი და ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ. „ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან სანქციებზე მიერთებას. ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები,…
მეტი...,,ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა” – პრემიერი
,,ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა, სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვენეციის კომისია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს. „საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია…
მეტი...,,რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება” – პრემიერი
,,ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული 3 წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. „რეალურად, რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირი მოთხოვნები იყო, პირდაპირი ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო, განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან…
მეტი...(VIDEO) სერბეთის პარლამენტში ყუმბარებს ისვრიან
სერბეთის პარლამენტში დეპუტატები ჩხუბობენ და ყუმბარებს ისვრიან. ოპოზიციამ დარბაზი კვამლით დაფარა და ბანერი გაშალა: „სერბეთი ადგება რეჟიმის დასამხობად“. სერბეთის პარლამენტში კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს
მეტი...,,ფულისა და შეიარაღების ხარჯვა არ არის სტრატეგია” – ჯეი დი ვენსი
,,ფულისა და შეიარაღების ხარჯვა უკრაინის საშინელ კონფლიქტში არ არის სტრატეგია”, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ვენსმა გაიხსენა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პირადი საუბრები და აღინიშნა, რომ, როცა მათ ეკითხებოდნენ, თუ რა იყო მათი მხარდაჭერის მიზანი, რომელიც ათეულობით და ასეულობით მილიარდი დოლარის ხარჯვას გულისხმობდა, ისინი სიამაყით პასუხობდნენ, რომ იარაღს გაუგზავნიდნენ იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა და იმედი ჰქონდათ, რომ ეს ვითარებას შეცვლიდა. ,,იმედი არ არის სტრატეგია. ფულისა და შეიარაღების ხარჯვა საშინელ კონფლიქტში, არ არის სტრატეგია. ერთადერთი ადამიანია, ვისაც სტრატეგია აქვს, არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი,…
მეტი...,,ამერიკელ სტუდენტებს სამუდამოდ გარიცხავენ ან დანაშაულის შესაბამისად დააპატიმრებენ” – ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ truthsocial-ში ახალი განცხადება გამოაქვეყნა. ,,ყველა ფედერალური დაფინანსება შეუწყდება ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც დაუშვებს უკანონო პროტესტს. აგიტატორებს დააკავებენ ან დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამერიკელ სტუდენტებს სამუდამოდ გარიცხავენ ან დანაშაულის შესაბამისად დააპატიმრებენ. არანაირი ნიღბები! გმადლობთ ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის”, – წერს დონალდ ტრამპი.
მეტი...მანქანაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ამოიყვანეს. ერთ საათზე მეტია, მყვინთავები ავტომობილის პოვნას ცდილობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში. (VIDEO) მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს
მეტი...,,ამერიკელი ხალხიც დაიღალა უკრაინის ომის დაფინანსებით” – თეთრი სახლის პრესმდივანი
,,ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხიც დაიღალა უკრაინის ომის დაფინანსებით”, – ამის შესსახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევითმა განაცხადა. მისი თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში მისულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელიდან გაუშვა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთანხმება და სწორედ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა. „დონალდ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა და სურს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკისა და მშრომელი ამერიკელებისადმი მადლიერება გამოხატოს. ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ კვირას მხოლოდ რამდენიმე წუთი აშორებდა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე, თუმცა მან სწორედ ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც იჯდა. აშშ და ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ…
მეტი...,,აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერებამ, შესაძლოა, მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებამ, შესაძლოა, მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი. „ის, რომ აშშ დღემდე ამ ომის მთავარი მომმარაგებელი იყო, ფაქტია. თუ აშშ ამას შეწყვეტს, ან შეაჩერებს, ეს, ალბათ, მშვიდობის დამყარებაში შეტანილი საუკეთესო წვლილი იქნება“, – თქვა პესკოვმა. მისი თქმით, ახლა სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და საჭიროა დაკვირვება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხმელეთზე. ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა
მეტი...(VIDEO) მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს
თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი იპოვეს. ამ წუთებში, ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ერთ საათზე მეტია, მყვინთავები ავტომობილის პოვნას ცდილობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში, ან არის თუ არა მსხვერპლი.
მეტი...,,ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას დამატებითი შესწავლა სჭირდება” – პროკურორი
,,ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას დამატებითი შესწავლა სჭირდება”, – ამის შესახებ ,,თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. „გიორგი ბაჩიაშვილს ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ. შეგახსენებთ, რომ ,,თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში…
მეტი...,,არა და არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს” – სასამართლოდან მზია ამაღლობელის წერილი ვრცელდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილი ვრცელდება. ,,არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – ნათქვამია წერილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
მეტი...,,სხვისი ცრემლით და ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, საჯაროდაც კარგად ჩანს” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც მან CNN-ეს მისცა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას უთხრა, აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონ. ,,აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ამ ინტერვიუში, მართალია, არ ასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონო, თუმცა, სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, მგონი, საჯაროდაც კარგად ჩანს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მეტი...სერბეთის პარლამენტში კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს
Reuters-ის ინფორმაციით, სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს. საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის სპიკერისკენ გაიქცა და დაცვის თანამშრომლებს შეეჯახა. სხვებმა კი კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. სპიკერის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, მომხდარის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა. მათგან ერთმა, SNS პარტიიდან, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი განიცადა, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ოპოზიციონერები ვადამდელ არჩევნებსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
მეტი...ნარკოტიკის რეალიზაციის საქმეზე 2400-მდე ადამიანი დააკავეს – ამოღებულია 1 500 კილოგრამამდე ნარკოტიკი
თურქეთში ნარკოტიკის რეალიზაციის საქმეზე 2400-მდე ადამიანი დააკავეს. ამოღებულია 1500-მდე კილო ნარკოტიკი. სპეცოპერაცია ქვეყნის 76 პროვინციაში ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი 3500-მდე ქვედანაყოფი მონაწილეობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ავიაცია და კინოლოგიური სამსახური.
მეტი...ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრება. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს. პარალელურად, სასამართლოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას ითხოვენ. შენობის შესასვლელში პერიოდულად ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“. „გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. ის უკანონო ქალი პატიმარია, რომელიც რეჟიმის ტყვეობაშია. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლოს გამბედაობა ეყოფა და დღეს მზია ამაღლობელს,…
მეტი...ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
მეტი...,,ხომ აღმოვჩნდით მართლები, სანქციები რომ არ დავაწესეთ და თქვენ მტყუანები? პასუხად სიჩუმე იყო” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „სანქციებზე და ლატვიაზე გამახსენდა. დღეს ვეღარავინ უარყოფს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა. დღეს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია და ესკალაციაზე წავსულიყავით. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ისე, რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს. შარშან, მის სხვა ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვკითხე – ხომ აღმოვჩნდით…
მეტი...იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. დამწვარია ქალაქ ოფუნატოს ტყეში 2 100 ჰექტარი. განადგურებულია ათობით სახლი, 1 200-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მოქალაქე. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, ასევე მობილიზებული არიან სამხედროებიც.
მეტი...,,დროა ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე” – ჩეხეთის პრემიერი
,,დროა ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა წერს და აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზებას ეხმიანება. ,,პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს მოითხოვს გაზრდილ ინვესტიციებს თავდაცვაში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე ნიშნავს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ წარმატების უფლება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება. ფუნდამენტური საერთაშორისო გამოწვევების გადასაჭრელად სხვებზე დაყრდნობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან…
მეტი...