უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს და აშშ-ის მხარდაჭერას, მოუთმენლად, ელის. „პარტნიორებთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ მოლაპარაკებები უკვე გვქონდა და უახლოეს მომავალში სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება. ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ჩვენი დიპლომატია ნამდვილად არსებითი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინელებს ნამდვილი მშვიდობა ყველაზე მეტად სურთ. „ომი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. ხალხს ვკარგავთ. ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ. ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით. მშვიდობა რაც შეიძლება…
მეტი...დღე: მარტი 3, 2025
“კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვეს”- მედია
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ თბილისის მერეს, კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღნიშნული წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვეს. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს. კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
მეტი...“აშშ-თან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია”- სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთობა უნდა გააგრძელონ. „მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ აშშ-თან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ტექნოლოგიებისთვის, ჩვენი ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეიძლება მხარეების არჩევის სიმარტივე მოეწონოს, ამ კვირამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომლის ნახვაც უკრაინაში ყველას გვინდა“ – აღნიშნა სტარმერმა. სტარმერის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან „პუტინი შეთანხმებებს პატივს არ სცემს“.
მეტი...გერმანია მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ მოითხოვს
გერმანია „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ მოითხოვს. „ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს. „ქართული ოცნება“ ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“ – წერს გერმანიის საგარეო უწყება.
მეტი...„მშვიდობა მოჩვენებითია, მანამ სანამ ჩვენი შვილები არ იქნებიან თავისუფალები“- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფება. მან დედებს დღევანდელი დღე მიულოცა და პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა. „მინდა ვთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ყველა ქალი, დედა დადგეს და წამოვიდეს რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ, რადგან როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა, ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, სანამ ჩვენი შვილები (ისინი არიან ჩვენი კოლექტიური შვილები) არ იქნებიან თავისუფალები. მინდა, ყველა დედას მაინც მივულოცო ეს დღე, რადგან ყველა დედა ბედნიერია, როდესაც ისეთი შვილი ჰყავს, რომელიც ღირსეულად…
მეტი...რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მომიტინგეებს ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობით “დედების მარში” შეუერთდა. აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე, რომელმაც “დედების მარშში” მიიღო მონაწილეობა. პროტესტის 96-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
მეტი...„მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა“- ფრიდრიხ მერცი ტრამპ-ზელენსკის შელაპარაკებაზე
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე მიზანმიმართული ესკალაციას უწოდებს. „ჩემი აზრით, ეს ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და ცხადია, რომ მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა. როგორც წესი პრესასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები რამდენიმე წუთს გრძელდება, პარასკევს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო“- განაცხადა მერცმა.
მეტი...„ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს”- მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბალტიისპირეთის ქვენების მხრიდან დაწესებული სანქციებს ეხმაურება. მისი თქმით, ეს არაფერს ნიშნავს. „ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დი ფსთეითებია“ ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე – ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან…
მეტი...“ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა. ამერიკა ამას არ შეეგუება!”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“. ტრამპი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება!, „ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება!. ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, სანამ მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ევროპამ ზელენსკისთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებიან. ეს ალბათ არ არის…
მეტი...სალომე ზურაბიშვილი “დედების მარშს” შეუერთდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „დედების მარშს” შეუერთდა. მას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. „დედების მარში” მიმდინარეობს ლოზუნგით – „ჩემი შვილია, ხელი გაუშვით”. მარშის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”. მარში დღეს სიმბოლურად, დედის დღესთან დაკავშირებით იმართება, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების დედები, ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას. მარში ფილარმონიის ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს.
მეტი...ლიეტუვა ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებს და პოლიციელებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 74 ადამიანს შორის, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7, ასევე ბევრი სხვა ქართველი მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, მათ შორის, ისინი ვინც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ „ცრუ ჩვენებები მისცეს“. „კიდევ 74 ქართველი ოფიციალური ადამიანს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე, სამგზავრო აკრძალვის ქვეშ ხვდებიან, რაც მათ ლიეტუვაში შესვლის საშუალებას არ მისცემს“ – აღნიშნულია განცხადებაში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს. „ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე…
მეტი...„არა დისკუსია დიპლომატიური პროტოკოლის ან კოსტიუმის შესახებ”- იუშენკოს მიმართვა აშშ-ს
უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ს მიმართავს და მოუწოდებს გამოიჩინოს სიბრძნე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის. „ბოლო 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყო იმ უკრაინელების დასაყრდენი, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. სიტყვის თავისუფლება, პატიოსანი არჩევნები, საბაზრო ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ყველაფერი ეს იყო უკრაინელების მოთხოვნა თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისთვის საკუთარ დამოუკიდებელ ქვეყანაში. ეს ღირებულებები ჩვენ გავზარდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ლიდერობა ამაში შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა. ეს დიალოგი არასოდეს მიმდინარეობდა დამცირების გზით, და მით უფრო მტკივნეულია ამის დანახვა, როდესაც ეს უცებ ომის დროს გამოვლინდა. როდესაც მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნაცვლად ჩვენ…
მეტი...“ხვალ, წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. „ხვალ, წევრ ქვეყნებს წერილის მეშვეობით ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ. ჩვენ თავდაცვის სფეროში მასიური ზრდა გვჭირდება, ეს ეჭვგარეშეა“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროპას ხანგრძლივი მშვიდობა სურს. „ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდეს და ძალა საკუთარი თავის გაძლიერებით იწყება“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მეტი...ქალაქი 238 მდინარით, უძველესი ხიდებითა და კულტურული მემკვიდრეობით (ფოტორეპორტაჟი)
პატარა ქალაქი 16 ტბითა და 238 მდინარით – ეს უძველესი ქალაქი ძინსია ძიანკსუს პროვინციაში, სუჭოუს სამხრეთით, ჩიეთში. ქალაქს 2 000-ზე მეტი წლის ისტორია აქვს, რაც იმას მოწმობს, რომ ძინსი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების მატარებელია. ამიტომაც, მას ტურისტები თითქმის ყველა სეზონზე ჰყავს. ისტორიისა და სიძველის ერთ-ერთი სიმბოლოს წარმოადგენს 36 ხიდი, რომელიც ქალაქის მდინარეებზე გადის. ყველა ხიდი სხვადასხვა სტილისაა და აშენებულია სხვადასხვა პერიოდში. ქალაქი ასევე დატვირთულია მუზეუმებით. ქალაქის ცენტრში, 2 კვადრატული კილომეტრის მონაკვეთზე 14 მუზეუმია თავმოყრილი. მათ შორის უძველესი ფილების მუზეუმი, წითელი ფაიფურის მუზეუმი და ძველი მონეტების მუზეუმი. ძინსი შედარებით მშვიდი ქალაქია და ის ხანის…
მეტი...“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა გადაიხედოს”- ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია საკანონმდებლო პროცესის ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე. „ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ეს ცვლილებები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო კონსულტაციების გარეშე. ეს პრობლემურია დემოკრატიული პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული პროცედურული ხარვეზები ცვლილებების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით“, – ნათქვამია დასკვნაში. ვენეციის კომისია აღნიშნავს,…
მეტი...გერმანიაში, ავტომობილი ხალხში შევარდა. დაიღუპა ორი ადამიანი
გერმანიაში, ავტომობილი ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი შავი ჯიპი გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კარნავალის სეზონის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა.
მეტი...სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა
3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე. როგორც კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სუამ-ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ხელს უწყობს საერთო შესაძლებლობების ძიებას და ორმხრივ პროგრესს. მისივე თქმით, საჭიროა დიალოგის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება. თორნიკე ჭეიშვილის…
მეტი...,,ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება, გეტყვით ყველაფერს ისე, როგორც არის!” – ტრამპი
,,ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება, გეტყვით ყველაფერს ისე, როგორც არის!”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში. ,,ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინული მიწის ერთი ნაჭერიც არ დაუთმო, არის დონალდ ტრამპი. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური დემოკრატები აკრიტიკებენ და ყალბი მედია სიხარულით ავრცელებს მათ რომელიმე სიტყვას!”, – დაწერა ტრამპმა.
მეტი...,,ჰამასმა” ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ჰამასმა” ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა. საპასუხოდ, ისრაელმა კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეაჩერა. ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უოტკოფმა, მხარეებს შესთავაზა რამადანის და პასექის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივება, რასაც ისრაელი დაეთანხმა, ,,ჰამასმა” კი უარყო. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ თუ ,,ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას დათანხმდება, ისრაელი დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს.
მეტი...,,უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს” – შალვა პაპუაშვილი
,,ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, ენჯეოები მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს. უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. ,,უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს ენჯეოებმა, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და ენჯეოებმა – თავისი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით. მათ არ ესმით რით თამაშობენ, რას რისკავენ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია – უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს.…
მეტი...,,ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის დასმა შეუძლია ტრამპია” – რუბიო
,,ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის დასმა შეუძლია, დონალდ ტრამპია”, – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „ეი ბი სი ნიუსთან“. „ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მიყვანაა, ერთადერთი ადამიანი კი დედამიწის ზურგზე ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, დონალდ ტრამპია. ის ამას ვერ გააკეთებს მტრული რიტორიკით და ლანძღვით. პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებს თავისი ინსტინქტებითა და გარიგებების დადების მრავალწლიანი გამოცდილებით. რაც შეეხება ევროპას, მათ უკრაინაში ომის დასრულების არანაირი გეგმა არ აქვთ. მე ვკითხე მათ საგარეო საქმეთა მინისტრებს როცა შევხვდი – მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ დასრულდება ეს? – მათ უმრავლესობას გეგმა არ…
მეტი...ავსტრიის ახალი კანცლერი კრისტიან შტოკერი გახდა
The Guardian-ის ინფორმაციით, კრისტიან შტოკერმა ავსტრიის კანცლერის პოსტზე ფიცი დადო. შტოკერი ხელმძღვანელობს სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას, რომელშიც შედიან მემარჯვენე ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (ÖVP), „სოციალ-დემოკრატები“ (SPÖ) და ლიბერალური „ნეოსი“. ცნობისთვის, ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომელიც შარშან ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვებას მოჰყვა.
მეტი...ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს რეალური პრობლემების გადასაწყვეტად
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“. როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის. „დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მეტი...ლიეტუვამ და ესტონეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა
ლიეტუვამ და ესტონეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში მოხვდნენ პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციის მაღალჩინოსნები, პარლამენტის დეპუტატები და სხვები. ,,ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა მოგზაურობის აკრძალვის სიაში საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი. ,,ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციის მაღალჩინოსანს, დეპუტატს და სხვებს აკრძალავს ქვეყანაში შემოსვლას. ესტონეთი თანმიმდევრულად აჩვენებს ქართველი ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, მიაღწიონ დემოკრატიულ საქართველოს”, – წერს X-ზე ესტონეთის საგარეო…
მეტი...ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა. „ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, რომელთაც შეუზღუდავი ვადით აეკრძალათ ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, – წერს ბრაჟე.
მეტი...,,ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები” – ლაიენი
,,უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ,,ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება, განამტკიცოს და დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება. ამისთვის, მე 6 მარტს ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები”, – განაცხადა…
მეტი...ინდოეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა
BBC-ის ცნობით, ინდოეთში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარასკევს ტიბეტის მოსაზღვრე სოფელ მანაში ზვავმა გზის მშენებლები მოიყოლა. მაშველებმა დაახლოებით 50 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ოთხი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. ინდოეთის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ჰიმალაის მთიან შტატში დაკარგული ხუთი ადამიანის სამებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც არიან ჩართული.
მეტი...,,სამწუხაროდ, სანამ უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება, ამ ქვეყანაში ხმის უფლება არავის აქვს” – სენატორი
,,სამწუხაროდ, სანამ უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება, ამ ქვეყანაში ხმის უფლება არავის აქვს”, – ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. გრეჰემის მორიგი კრიტიკა ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც მან ირონიით აღნიშნა, რომ გრეჰემი არის ძალიან კარგი კაცი, ის მას უკრაინის მოქალაქეობას მისცემს, რათა სენატორის ხმას „უფრო დიდი წონა ჰქონდეს“. „ლინდსი გრეჰემს შემიძლია უკრაინის მოქალაქეობა მივცე და მერე მოვუსმენ ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი“ – ზელენსკი
მეტი...ხაიფას ჩრდილოეთ ნაწილში, ავტობუსის გაჩერებაზე ტერორისტმა ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი
ისრაელში, ხაიფას ჩრდილოეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურთან, ავტობუსის გაჩერებაზე ტერორისტმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით და დანით აქვთ მიყენებული. თავდამსხმელი, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო პოლიციამ ადგილზე მოკლა.
მეტი...,,ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კომიტეტებში იწყებს, ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია. „დღეს სატელევიზიო მაუწყებლობა გაჯერებულია სიცრუით. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცრუობენ კონკრეტული ტელევიზიები. მთლიანად მათი დღის წესრიგი აგებულია ტყუილის ტირაჟირებაზე და ამის შემდეგ, შენ გიწევს იმის მტკიცება, რომ მართალი ადამიანი ხარ. ყოველგვარი სიახლის მოგონების გარეშე, გადავწყვიტეთ, გადმოვიტანოთ ბრიტანული მოდელი. თუ გვინდა განვითარება და წინსვლა, შესაბამისად, გვექნება ის დამოკიდებულება, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში. ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის…
მეტი...,,როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს” – შალვა პაპუაშვილი
,,ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „დღემდე საჯაროდ არსად გამოსულა, რომ გვარამიას, ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საკითხშიც გარკვევა, ვინაიდან, ეს ფაქტი თუ დადასტურდა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკანონო გარე ჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მეტი...(VIDEO) ცეკვავენ თოფურიები
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა დათავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
დღეს, 3 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობაკობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიდაღუპული ლევან მიდელაშვილის დედას, ქალბატონ ლეილა მიდელაშვილს, აფხაზეთში დაღუპულინოდარ გვრიტიშვილის დედას, ქალბატონ ლალი გვრიტიშვილსა და 2018 წელს, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს დედის დღე მიულოცა. კობა კობალაძესთან ერთად, ქალბატონებს, დედისდღე მიულოცეს წეროვნის გამგებელმა, გელა შერმადინმა, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა, სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა. ,,ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ და მადლობას გადავუხდით იმ ღირსეულ დედებს, ვინც ჩვენს ქვეყანას ღირსეული კაცები აღუზარდეს! ყველადედას ვულოცავ დღევანდელ…
მეტი...,,კიევის რეჟიმს და ზელენსკის მშვიდობა არ სურთ, მათ სურთ ომის გაგრძელება” – პესკოვი
„თეთრ სახლში მომხდარი აჩვენებს, რამდენად რთული იქნება უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირება. კიევის რეჟიმს და ზელენსკის მშვიდობა არ სურთ. მათ სურთ ომის გაგრძელება. ასე რომ, ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაშინგტონის ძალისხმევა და მოსკოვის სურვილი აშკარად არ იქნება საკმარისი“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რჩებიან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ „ომის პარტიას“ და რომლებიც აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საომარი მოქმედებების გაგრძელების თვალსაზრისით. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა სწრაფად გასვლა სამშვიდობო პირობებზე, თუმცა ჩნდება სამშვიდობო გეგმების პირველი მონახაზები“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
მეტი...,,ნაწილობრივი ზავი დაგვეხმარება, გავიგოთ, მზად არის თუ არა პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის” – ბარო
,,ნაწილობრივი ზავი დაგვეხმარება, გავიგოთ, მზად არის თუ არა პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის”, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. ,,რუსეთსა და უკრაინას შორის ნაწილობრივი ზავი, რომელიც გავრცელდება საჰაერო და საზღვაო საბრძოლო მოქმედებებზე და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებზე, თუ ის მიღებული იქნება, საშუალებას მისცემს უკრაინასა და მის მოკავშირეებს, გაიგონ, მოქმედებს თუ არა ვლადიმერ პუტინი კეთილსინდისიერად და მზად არის თუ არა ის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად”, – განაცხადა ბარომ. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი…
მეტი...დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს. „ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი. განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება. თეთრ სახლს ოფიციალურად ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მეტი...