დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან ერთად მუშაობას გააგრძელებენ საერთო გეგმისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებისთვის ოთხ ნაბიჯზე შეთანხმდნენ. კირ სტრამერმა ამის შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა: ომის მიმდინარეობისას უკრაინის სამხედრო დახმარება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა; ნებისმიერმა მუდმივმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მაგიდასთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს; სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები იზრუნებენ, რომ შეაჩერონ რუსეთი უკრაინაში სამომავლო შეჭრისგან; იარსებებს “მსურველთა კოალიცია” უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად; https://mcm.ge/280522/
მეტი...დღე: მარტი 2, 2025
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ ლონდონში უკრაინის საკითხზე ლიდერების შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა. სტარმერის განცხადებით, მათი მიზანია უკრაინის უძლიერეს მდგომარეობაში დაყენება, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან. “კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიცაა მინსკი, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია, დაარღვიოს”- განაცხადა სტრამერმა.
მეტი...“ჯერ არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება”- ნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ. „დღეს მაგიდასთან მოვისმინე ახალი განცხადებები და არ ვაპირებ მათ გამოცხადებას, რადგან მათ ეს [თვითონ] უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ამბავი, რომ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს – აღნიშნავს რუტე. უკრაინაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ჯერ არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან დაეხმარონ უსაფრთხოების გარანტიებში“. რუტეს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებზე, რომ მას სჯერა…
მეტი...„სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“- ურსულა ფონ დერ ლაიენი სამიტის დასრულების შემდეგ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ განიხილეს რა არის საჭირო, რომ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს. მისი თქმით, „სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“ . „ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება – იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“ – ამბობს ის. კითხვაზე, მისი გზავნილის შესახებ აშშ-სთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: ”ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა – არ შეგიძლია შეიჭრა… დააშინოთ მეზობელი…
მეტი...“მუხლმოდრეკით გთხოვთ შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიედ”- პატრიარქის მიმართვა
“ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა – სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი” – აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიტევების კვირასთან დაკავშირებულ მიმართვაში, რომელსაც სააპტრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. პარიარქი მრევლს ერთმანეთის მოწყალებისკენ მოუწოდებს. “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს, – მკვიდრთა საქართველოისათა და საზღვარგარეთ მცხოვრებთ: მოწყალებითა ღმრთისაითა კვლავ დადგა დიდმარხვის წინადღე, დღე შენდობისა და ურთიერთ ცოდვათა მიტევებისა. ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, – სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის,…
მეტი...„აშშ-ს მიზანი რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმაა. ზელენსკიმ ეს ძალისხმევა ჩაშალა“- რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აცხადებს რომ შეერთებული შტატების მიზანი არის რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ოვალურ კაბინეტში ეს ძალისხმევა ჩაშალა. „ჩვენ ვცდილობთ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ… ყველამ იცის ისტორია, რა იყო და რა არის… ჩვენ ეს გვესმის. ეს ყველას გვესმის. მაგრამ ახლა ისმის კითხვა, შეგვიძლია თუ არა მათი მიყვანა მოლაპარაკებისთვის მაგიდასთან? – ეს არის ჩვენი მიზანი. და არაფერი გააკეთო ამის შესაფერხებლად. ეს არის ის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, სამწუხაროდ, მან იპოვა ყველა შესაძლებლობა და სცადა “უკრაინული ახსნა” ყველა საკითხზე. შემდეგ, ის უპირისპირდება ვიცე-პრეზიდენტს, როდესაც…
მეტი...დღეს გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა, მას 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ვეტერანები გურამ გაბესკირიას საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მის ხსოვნას. გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1992 წელს, გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.…
მეტი...”ჩვენ, ყველანი უკრაინასთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”- სტრამერი
“ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება” – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში, უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამიტის გახსნისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ”ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ „სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის“ – აღნიშნა სტარმერმა. ევროპელი ლიდერების სამიტი დაიწყო
მეტი...ევროპელი ლიდერების სამიტი დაიწყო
ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტი დაიწყო. დასავლელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრა ლანკასტერის სასახლეში მიმდინარეობს. სამიტი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ინიციატივით ტარდება და მას 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება. სამიტზე იმყოფება NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც. სამიტის დაწყებამდე კიმ სტრამერი რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა.
მეტი...ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. დაღუპულია, 37 ადამიანი
ბოლივიაში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 37 ადამიანი და დაშავდა 39. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა. დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებული დაშავებულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
მეტი...ევროპელი ლიდერები ლონდონში, სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან. სტრამერი ზელენსკის ხვდება
ევროპელი ლიდერების სამიტის დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ბალტიის ქვეყნების ლიდერებს, ალან კარისს, ევიკა სილინასა და გიტანას ნაუსედას ესაუბრა. სტრამერთან შესახვედრად უკვე მივიდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. მას თავად, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დახვდა. პარალელურად ლონდონში იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. “შევთანხმდით, რომ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა გრძელვადიანი მშვიდობისაკენ უკრაინაში, რომელიც უზრუნველყოფს მის სუვერენიტეტს და გამყარებულია უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სამომავლო უსაფრთხოებისთვის” – წერს სტარმერი სამიტის დაწყებამდე. ევროპელ ლიდერთა სამიტი უკრაინის ომს მიეძღვნება. მისი ინიციატორი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერია, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკისა და…
მეტი...“აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის პოლიტიკურ კონფიგურაციას. ეს ემთხვევა რუსეთისას”- პესკოვი
კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვები ემთხვევა რუსეთისას. „ჩვენ ხმას ვაძლევთ ერთსა და იმავე რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად დაბალანსებულ ფორმულირებას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ეს აქამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას. ახლა ხორციელდება დიალოგზე გასვლის, ყველა ურთიერთობის დალაგების მცდელობები. წინ გრძელი გზაა, რადგან ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა თუ შენარჩუნდება ორი ლიდერის, პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური ნება, ამ გზის საკმაოდ სწრაფად გავლა იქნება შესაძლებელი“ – თქვა პესკოვმა.
მეტი...“ბორჯღალოსნებმა” რუმინეთი დაამარცხეს – საქართველოს ნაკრები ფინალშია
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის ორივე ნახევარი “ბორჯღალოსნების” სრული უპირატესობით წარიმართა. კერძოდ, პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით – 29:0 დაამარცხა. „ბორჯღალოსნები“ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კი კვლავ თბილისში გაიმართება.
მეტი...პუტინი ბადრა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ძვირფასო ბადრა ზურაბის ძევ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება გაგრძელდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში. ოკუპირებულ აფაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა.
მეტი...“აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ”- ლიეტუვის პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომელიც დღეს ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. „მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან. აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.
მეტი...ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 5000 ლარით დააჯარიმეს
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ამის შესახებ, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „რუსთაველზე პატრულის ორი ეკიპაჟი მაჩერებს ვინაობის გადასამოწმებლად. გვაინტერესებს ამ ავტომანქანას ვინ მართავსო და მომცეს 5000-ლარიანი ქვითარი“ – წერს დეკანოიძე.
მეტი...“ტრამპის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს “- ლავროვი
“აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ მშვიდობა სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ამერიკელებს არანაირი პროვოკაციული როლი არ უთამაშიათ. “ახლა, ჯო ბაიდენის “ვადის” შემდეგ, მოვიდა ხალხი, ვისაც სურს იხელმძღვანელოს საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდათ ყველა ომის დასრულება, უნდათ მშვიდობა. ვინ ითხოვს “ბანკეტის გაგრძელებას” ომის სახით? ევროპა” – აღნიშნა ლავროვმა.
მეტი...“ყველამ იფიქრეთ საქართველოზე და სკამებიც გექნებათ, შეიძლება სავრძლებიც მოგეცეთ”- მეუფე
მიტევების კვირასთან დაკავშირებით ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა იქადაგა. მეუფე ქართულ საზოგადოებას შერიგებისკენ მოუწოდებს. „ჩვენებს მოვუწოდებ, იქნებ შევრიგდეთ და ღმერთს მოვუსმინოთ. ვინ გიშველით, წასული შოლცი თუ? ხომ ხედავთ, რომ გულში მარტო სკამები გაქვთ და საქართველოზე არ ფიქრობთ. ყველამ იფიქრეთ საქართველოზე და სკამებიც გექნებათ, შეიძლება სავრძლებიც მოგეცეთ. შეიყვარეთ ღმერთი და მიიღეთ ის, რასაც ღმერთ მოგცემთ. ხომ ხედავთ რამდენი ხანია წვალობთ“- აღნიშნა მეუფემ. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, მას არ მოსწონს ის რაც დღეს ქუჩაში ხდება.
მეტი...“გზა სიყვარულისა იწყება არგანკითხვით!”- მეუფე შიო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს მიტევების კვირა მიულოცა. მისივე თქმით, ვისაც სურს სულის ცხონება და სწყურია ღვთის სასუფეველი, უნდა იაროს იმ გზით, რასაც არგანკითხვა ჰქვია. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მიტევების კვირა. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. მიტევების კვირა იმიტომ ეწოდება, რომ დღეს წმინდა სახარებიდან იკითხება უფალ იესო ქრისტეს სწავლება მიტევების შესახებ. ასევე, ტრადიციისამებრ, სრულდება შენდობის წესი. „თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეცათა თქვენს შეცოდებებს, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა…
მეტი...“ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი არსებობს”- მაკრონი
“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ მას არ შეაჩერებენ” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ”ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი არსებობს” – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი ევროპისთვის ყველაზე სერიოზულ ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მაშინ აშშ-ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით იმავე დღეს გაქრება.
მეტი...„მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მხარდაჭერას უკრაინისადმი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ლონდონის თავდაცვის სამიტზე ხაზს გაუსვამს ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი. მისი თქმით, მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. „მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მეტი...უკრაინასთან დაკავშირებით გეგმას, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ტრამპს წარუდგენენ
გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და მას აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წარუდგენენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. „ჩვენ ახლა შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა, კიდევ ერთ ან ორ ქვეყანასთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე. ამის შემდეგ, ჩვენ ამ გეგმას აშშ-სთან განვიხილავთ. ამგვარად, პარასკევს ღამით განხორციელებული ზარებით, გუშინდელი შეხვედრით და წუხელ გამართული სატელეფონო საუბრებით, ვფიქრობ, ჩვენ სწორი მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი, რადგან, როგორც ვთქვი, არავის სურს იხილოს ის, რაც მოხდა პარასკევს. თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ცენტრალური ფოკუსი, რაც არის…
მეტი...“მშვიდობისთვის საჭიროა სამი რამ…” – რა განცხადებას აკეთებს კირ სტრამერი სამიტამდე
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული საუბრის და კამათის ყურებისას თავი არაკომფორტულად იგრძნო. „არავის სურს ამის დანახვა“, – განაცხადა მან. სტრამერი მიიჩნევს, რომ ტრამპს ხანგრძლივი მშვიდობა სურს. “ჩემთვის ცხადია, რომ მას სურს ხანგრძლივი მშვიდობა, ეს გამომდინარეობს ხუთშაბათს მასთან ჩემი დისკუსიიდან, ასევე მანამდე ჩვენს შორის საუბრებიდან. ასე რომ, ჩემი მტკიცე შეხედულებაა, რომ მას სურს ხანგრძლივი მშვიდობა და მე მას ვეთანხმები“- აღნიშნა სტარმერმა. პრემიერი ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამი კომპონენტს ასახელებს” „ჩემთვის, ხანგრძლივი მშვიდობის კომპონენტებია ძლიერი უკრაინა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლებს, მისი…
მეტი...დონალდ ტუსკი, ლონდონის სამიტზე, ევროპელ ლიდერებს ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი გაძლიერებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ლონდონის სამიტზე აპირებს, მოუწოდოს ევროპელ ლიდერებს, გააძლიერონ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი. „ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე“ – აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში გაფრენამდე. ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ – მინისტრ ჯორჯია მელონის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.
მეტი...ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ბადრა გუნბა გახდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიაში“ აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა. „გუშინ, 1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნმაბ – 54.73%-ი, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, – განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ“ დიმიტრი მარშანმა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ გუშინ ჩატარდა.
მეტი...“ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ”- ერდოღანი იმუქრება
თურქეთი განაახლებს ოპერაციას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ, თუ დაჯგუფების განიარაღების პროცესი შეფერხდება ან დაპირებები არ შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში თურქეთი არის ყველაზე ძლიერი, ქმედუნარიანი და მდგრადი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მოცემული დაპირებები თუ არ შესრულდება და იქნება პროცესის აღმოსავლურ ხრიკებში გადაზრდის მცდელობები, როგორებიცაა შეჩერება, გადავადება, მოტყუება, სახელების შეცვლა, ნუ დაგვაბრალებთ, რაც მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდინარე ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ განადგურდება“ – განაცხადა ერდოღანმა. დღეს…
მეტი...ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარი თქვას მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე. „დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი, აშშ-ის მაგალითის შემდეგ, უნდა შევიდეს პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობის შესახებ“ – აღნიშნავს ორბანი წერილში.
მეტი...მეკარეებს ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამით შეეძლებათ
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ მეკარეებისთვის ახალი წესი აამოქმედა, რომლის მიხედვითაც, მათ ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამის განმავლობაში შეეძლებათ. თუ მეკარე ბურთით ხელში 8 წამზე დიდხანს გაჩერდება, მატჩის მთავარი არბიტრი მეტოქე გუნდს კუთხურის ჩაწოდების უფლებას მისცემს. IFAB-ის ცნობით, აღნიშნული წესი ოფიციალურად 2025/2026 წლის საფეხბურთო სეზონიდან შევა ძალაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს რეგულაცია რამდენჯერმე შეამოწმეს და მნიშვნელოვნად იკლო მეკარეთა მხრიდან დროის გაყვანის მცდელობამ.
მეტი...აშშ – მექსიკის საზღვართან დამატებით 3000 სამხედრო განთავსდება
აშშ – მექსიკის საზღვართან დამატებით 3000 სამხედროს განათავსებს. ამით არალეგალ მიგრანტთა ნაკადისა და ნარკოვაჭრობის შესაკავებლად ძალისხმევისთვის მეტი მოქნილობის შესაძლებლობები შეიქმნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას. პენტაგონის ცნობით, ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ დეპორტაციის ოპერაციებში, მათი ამოცანა იქნება აღმოაჩინონ და მონიტორინგი განახორციელონ უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკული საშუალებების გადატანის შემთხვევებზე, ასევე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწიონ და დაეხმარონ ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და მესაზღვრეებს. აშშ-ის პრეზიდენტმა უკანონო მიგრაციასა და ნარკოვაჭრობასთან ბრძოლა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყო.
მეტი...მხარეები ვერ თანხმდებიან. ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აჩერებს
ისრაელი დღეიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აჩერებს. ამ გადაწყვეტილებას, „ჰამასმა“ „ომის დანაშაული“ უწოდა და ისრაელი შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი „ჰამასის“ უარზე, რომელსაც არ სურს პირველი ფაზის გახანგრძლივება. მხარეები ვერ თანხმდებიან შეთანხმების მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა. ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურდა, რომ ამავე ფაზაში დაიბრუნოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლები.
მეტი...თვითმფრინავს, ფრინველების გუნდის გამო, ცეცხლი გაუჩნდა
აშშ-ში, FedEx-ის სატვირთო თვითმფრინავის ძრავას აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზი ფრინველების გუნდი გახდა, რომელიც ძრავაში შეფრინდა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ინდიანას შტატში მიფრინავდა, უსაფრთხოდ დაბრუნდა ნიუ ჯერსის აეროპორტში. ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაზიანებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...ისრაელი აშშ-ის გეგმას დასთანხმდა
ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განმარტებით, უიტკოფის წინადადებით, ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევარი ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ, მეორე ნახევარი კი, ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ აღნიშნა, რომ ეს აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ადრე ხელმოწერილ გარიგებებს.
მეტი...ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად აღიარეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად არის აღიარებული. „ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან ინგლისური გამოიყენება, როგორც ჩვენი ეროვნული ენა. ჩვენი ერის ისტორიული მმართველობის დოკუმენტები, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ინგლისურად არის დაწერილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. ტრამპის ახალმა ბრძანებამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ამოქმედდა 1990-იან წლებში მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს, რომელიც ფედერალური დაფინანსების მიმღებ სააგენტოებსა და ინსტიტუტებს ავალდებულებდა, დახმარება გაეწიათ არაინგლისურენოვანებისთვის.
მეტი...მანქანა მოსრიალდა, ჯებირები გაარღვია და მტკავში ჩავარდნას გადაურჩა (video)
თბილისში, მანქანა მოსრიალდა, ჯებირები გაარღვია და მტკავში ჩავარდნას გადაურჩა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. „გადარჩა უფლის წყალობით, ფრთხილად ვიაროთ“- წერს მოქალაქე.
მეტი...თეთრ სახლში მომხდარის შემდეგ, ნორვეგიულმა კომპანიამ ამერიკული ხომალდებს საწვავზე უარი უთხრა
ნორვეგიულმა კომპანიამ უარი თქვა ამერიკული ხომალდების საწვავით შევსებაზე. აშშ-ს საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი USS Virginia იძულებული გახდა შემობრუნებულიყო ნორვეგიის სანაპიროდან. ეს თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოხდა. კომპანია Haltbakk Bunkers-ის მფლობელმა განაცხადა, რომ ესაა კერძო კომპანია, საკუთარ კლიენტებს ირჩევენ თავად და აქვს „მორალური კომპასი“. კომპანიის მფლობელმა შეაქო პრეზიდენტი ზელენსკი და მკაცრად გააკრიტიკა აშშ. თეთრ სახლში კამათის გამო და “ზურგსუკან შოუ” უწოდა.
მეტი...“თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის მოსკოვშია” – მაკრონი
“თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მაკრონი ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს. „უნდა ვიმოქმედოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მიცემით, ვინაიდან საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით ის ჩვენი უსაფრთხოების წინ ხაზზეა. და უსაფრთხოების ელემენტები უნდა ავაწყოთ დღეისთვისა და ხვალისთვის უკრაინასა და ევროპაში. თუმცა არის ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროს, როდესაც დებატებია. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმირ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი სამი წლის წინ, მან ჩამოიყვანა 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე,…
მეტი...