“დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა”- ასე ეხმაურება გუშინ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ისინი ვისაც ესმით, რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ზელენსკის მხარეს არიან. „ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე!“ მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა! ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი…
მეტი...დღე: მარტი 1, 2025
“არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი”- ევროკავშირის ლიდერები
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა განცხადებას ავრცელებენ. ისინი მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტს. „თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი. გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“ – წერენ ფონ დერ ლაიენი, კოშტა და რობერტა მეცოლა.
მეტი...“დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს”- კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უკრაინა ევროპაა. „უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“ – წერს კალასი.
მეტი...“ტრამპის სამარცხვინო შოუ”- ამერიკელი კონგესმენი ტრამპ-ზელენსკის შეხვედრაზე
თეთრ სახლში ტრამპ-ზელენსკის შეხვედას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგრც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ნაწილი შეხვედრას “სამარცხვინოს” უწოდებს, პრეზიდენტ ტრამპის ვოლოდიმერ ზელენსკისთან კამათის გამო. ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს “ტრამპის სამარცხვინო შოუს” უწოდებს. ამის შესახებ კონგრესმენი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს შესაძლოა, ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის არჩეული ლიდერი მიეყვანა და მასთან ღირსეულად ესაუბრა. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ ტრამპის სამარცხვინო შოუს შემდეგ. პუტინი სიხარულისგან აღსავსე უნდა იყოს დღევანდელი სპექტაკლით. ამ კვირას გაერო-ში რუსეთთან თანხვედრაში შეერთებული შტატების ხმის შემდეგ შემაშფოთებელი მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებისადმი…
მეტი...