ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.ლიდერებს შორის შეხვედრა ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე, პრემიერის რეზიდენციაში მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში დღეს ჩავიდა. 2 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს.
მეტი...დღე: მარტი 1, 2025
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ ადგილზე მათ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები, ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. პროტესტის 94-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მეტი...“ვიღაც ჩემგან ზელენსკი კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა…”- პოროშენკო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას არ აპირებს. მისი თქმით, უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობები არა მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერტობები არ არის. „და ახლა ყველას კითხვა აქვს: შემდეგ რა გავაკეთოთ? ვიღაც ჩემგან ზელენსკი კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, ვინაიდან ეს არ არის ის, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება… უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობები – არა მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობებია. ეს ორი დიდი ერის ურთიერთობებია, რომლებმაც იციან, რომ დემოკრატია და თავისუფლება ცარიელი სიტყვები არაა არც უკრაინისთვის, არც აშშ-სთვის. და…
მეტი...სერბეთის ქალაქ ნისში ანტისახელისუფლებო აქციაზე ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა
სერბეთის ქალაქ ნისში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. ქალაქში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას, გასული წლის პირველ ნოემბერს რკინიგზის სადგურზე ჩამონგრეული ბეტონის ფილის გამო, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებაში არსებული კორუფცია გახდა ტრაგედიის მიზეზი და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვენ.
მეტი...“ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა ტრამპთან ურთიერთობების აღსადგენად”- რუტე
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა. მისი თქმით, ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის. მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.
მეტი...“მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და არა მიყუჩება მომდევნო რუსულ თავდასხმამდე“- ანალენა ბერბოკი
“ჩვენი კოშმარი დღეს იმაზე დიდია, ვიდრე ადრე, თუმცა, ასევე დიდია ჩვენი ვალდებულება უკრაინელი ხალხის, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისა და ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბერბოკმა აღნიშნა, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. „გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ მანკიერების ახალი ერა დაიწყო, რომლის პირობებშიც ჩვენ წესებზე დაფუძნებული წესრიგი და კანონის უზენაესობა უნდა დავიცვათ უფრო მეტად, ძლევამოსილთა წინააღმდეგ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ძლიერი მეზობელი ჰყავს, ამიერიდან მშვიდად ვერ დაიძინებს. ამიტომ, მე მკაფიოდ ვიტყვი, ატლანტის ოკეანის მიღმა რა არის სწორი და რა…
მეტი...„უკრაინა არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში”- საგარეო უწყება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...“მდგომარეობა უეცრად გართულდა”- როგორია პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!
ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გართულების შემდეგ რომის პაპმა ღამე მშვიდად გაატარა. ინფორმაციას მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს. ვატიკანის ცნობით, პარასკევს საღამოს 88 წლის რომის პაპს, „იზოლირებული რესპირაციული კრიზისი“ ჰქონდა, რის გამოც არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია გახდა საჭირო. „ღამემ მშვიდად ჩაიარა, პაპი ისვენებს“ – განაცხადა ვატიკანმა. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირაციული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტი...„რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ – საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინში
„რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა ბერლინში. მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იულია ნავალნაია იყო. მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მარშის მონაწილეები ბერლინის ცენტრში, რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ. მსვლელობა ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდა. აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მეტი...“ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს”- ზახაროვა
“ვლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვამ უკრაინის პრეზიდენტი მოიხსენია, როგორც არაადეკვატური და კორუმპირებული. „28 თებერვალს, ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს. რუსულმა მხარემ ვ. ზელენსკის არაადეკვატურობის, კორუმპირებულობისა და არასაიმედოობის შესახებ არაერთხელ განაცხადა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი. „დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის…
მეტი...“მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა”- ტრამპ-ზელენსკის შეხვედრას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა
თეთრ სახლში ტრამპ-ზელენსკის შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, არაერთმა მსოფლიო ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმეირ ზელენსკის მხარდაშჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მათ ისტორიულ ბრძოლაში – დაიცვან თავი რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ერთად ძლიერები ვართ“ – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი. ენტონი ალბანიზის განცხადება 1 მარტს გამოქვეყნდა, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ხმაურიანი შელაპარაკების შემდეგ. მისი თქმით, ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას. „სამი წლის განმავლობაში ავსტრალია ამაყად უჭერდა მხარს მამაც უკრაინელ ხალხს – რუსეთის ბრუტალური აგრესიის წინააღმდეგ თავიანთი სუვერენიტეტისთვის ბრძოლასა…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ინფორმაციას და ზელენსკის ჩასვლის ამსახველ ფოტოს არაერთი ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. მედიის ცნობით, 2 მარტს ზელენსკი ბრიტანეთში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ევროპის ლიდერთა სამიტში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიერ არის ორგანიზებული. ზელენსკი დიდ ბრიტანეთში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს, გუშინ შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტრამპთან. ლიდრებს შორის დაძაბული საუბარი იყო, საბოლოოდ კი ის უშედეგოდ დასრულდა. უფრო მეტიც, პრესკონფერენცია ვადაზე ადრე შეწყდა და ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მეტი...ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა
ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა. Neuralink-ის ტოპ მენეჯერმა სიობჰან ზილისმა განაცხადა, რომ მასკთან მეოთხე შვილი შეეძინა. მას სელდონ ლიკურგუსი დაარქვეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯობია პირდაპირ გაგვეზიარებინა ჩვენი მშვენიერი და წარმოუდგენელი ვაჟის სელდონ ლიკურგუსის შესახებ“, – დაწერა ზილისმა X-ზე (ყოფილი Twitter) 2025 წლის 28 თებერვალს. მასკმა ამ სტატუსს მხოლოდ გულის “ემოჯით” უპასუხა. ასევე, 15 თებერვალს კონსერვატორმა აქტივისტმა და ბლოგერმა ეშლი სენტ კლერმა გამოაცხადა, რომ ილონ მასკთან შვილი შეეძინა. თუ ეს მართალია, მაშინ მასკს ახლა სულ 14 შვილი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან.
მეტი...“უკრაინელ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა“- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცხადებს, რომ ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის. როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა – „მშვიდობა არ არის ომის არ არსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“- წერს…
მეტი...“ჩემი შვილი მოკლულია. ექიმმა ბევრი რამ დამალა”- კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მისი შვილი 4 წელის მოკლულია და ექიმი ბერ რამეს მალავს, „ქალბატონმა ქეთევან ლობჟანიძემ ბევრი რამე დამალა. ვსვამ კითხვას, არ გიჩნდებათ რელევანტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია და ახლა საუბრობენ თითქოს, სიმართლეს. სამედიცინო ისტორიაში სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს, სულ სხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ“ – განაცხადა ჩარკვიანმა. აღნიშნულ საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ექიმს…
მეტი...რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა
რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს. ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984). 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.
მეტი...ჯორჯია მელონი აშშ-ს, ევროპულ ქვეყნებსა და მოკავშირეებს შორის სამიტის დაუყოვნებლივ გამართვის ინიციატივით გამოდის
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ს, ევროპულ ქვეყნებსა და მოკავშირეებს შორის სამიტის დაუყოვნებლივ გამართვის ინიციატივით გამოდის. მელონის თქმით, სამიტზე უნდა განიხილონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ დიდ გამოწვევებს, უკრაინის საკითხით დაწყებული. „დასავლეთის ყოველი დაყოფა ყველა ჩვენგანს გვასუსტებს და სარგებლის მომტანია მათთვის, ვისაც ჩვენი ცივილიზაციის დაცემის ხილვა სურს“ – ნათქვამია მელონის განცხადებაში.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი „კანდიდატი“, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა იბრძვის. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი. ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ 36,92%.
მეტი...უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს. არის მსხვერპლი
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და კიევის ოლქები დაზარალდა“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
მეტი...„ტრამპ-ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის მხარეს” – კალაძე
“თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს” – ამის შესახებ თბილისის მერმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. „ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, განმარტებას არ გავაკეთებ. უფრო საინტერესოა, ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ…
მეტი...„მიმდინარეობდა მუქარები კაბინეტებში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“- კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მასა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრას ეხება. „მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მუდმივად ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება. პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, მუდმივად მიმდინარეობდა მუქარები კაბინეტებში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე, მუქარები, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით. ის განცხადებები, რასაც დღეს ვისმენთ და რასაც ვისმენდით გუშინ საქართველოსთან მიმართებით, თითქოს ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის…
მეტი...კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ექიმს 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის…
მეტი...ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა დღეს სრულდება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა დღეს სრულდება. ისრაელს პირველი ფაზის გახანგრძლივება კიდევ 42 დღით სურდა, მაგრამ „ჰამასი“ ამის წინააღმდეგია. ისრაელის დელეგაცია კაიროში შუამავლებთან, ეგვიპტესთან, კატართან და აშშ-ის წარმომადგენლებთან იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე. მათი დაბრუნების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა. შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც 15-თვიანი ომი დაასრულა, 33 ისრაელელი და ხუთი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ, ისრაელმა 2 000-მდე პალესტინელი პატიმარი გადასცა „ჰამასს“.
მეტი...“პარლამენტში შეჭრა სცადეს”- საბერძნეთში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
საბერძნეთში, სარკინიგზო ავარიის ორი წლისთავთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. საბერძნეთში სარკინიგზო ავარია 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა, რასაც 57 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტი...ზელენსკიმ აშშ დატოვა და გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატები დატოვა და გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ის საერთაშორისო ლიდერთა შეხვედრას დაესწრება, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს. დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი, დუგლას ალექსანდერი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოვალურ კაბინეტში მომხდარი სცენები არამხოლოდ ღრმა შეშფოთებასა და გამოფხიზლებას იწვევს, არამედ, „ყველაზე სერიოზული ფორმით აჩვენებს, მსოფლიოს ცვლილებას, რომელშიც გასული 80 წელი ვცხოვრობდით“. მან პრეზიდენტ ზელენსკის „ევროპაში უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, ყველაზე გაბედული პოლიტიკური ლიდერი“ უწოდა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა.
მეტი...ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაკარგული სამი მწყემსიდან ორი იპოვეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ. გრძელდება ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება. როგორც მუნიციპალიტეტების მერმა, კობა ლურსამანაშვილმა განაცხადა ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი, საკუთარი ნებით რჩება ადგილზე. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მწყემსის ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება. სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხდებოდა.
მეტი...“წარმატებას ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს, ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!”- მდინარაძე
“პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას ეხმაურება. მდინარაძე ამბობს, რომ გუშინდელის შემდეგ ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში. „ნაც.აგენტურა” ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო. გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ. მხილება გრძელდება… პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს ის სოციალურ ქსელში.…
მეტი...“არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ”- ზელენსკი ტრამპთან კამათის შემდეგ
“არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ განაცხადა, რაც ტრამპთან კამათის შემდეგ თეთრი სახლი დატოვა. კითხვაზე, უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს სცემს. „მე პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ღია და გულწრფელები უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დავაშავეთ. დემოკრატიისა და მედიის მიმართ მთელი პატივისცემით ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის პოზიცია უნდა გავიგოთ“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ის…
მეტი...1-2 მარტს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. დაბლობში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში კი -18, -23 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს გზებზე ისევ ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
მეტი...საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ქალაქი დედოფლისწყარო. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.1 შეადგინა.
მეტი...“ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას”- მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს. რუბიო ამბობს, რომ ზელენსკიმ მათ დრო დააკარგვინა. „შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა უკრაინელებმა მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა. სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ
მეტი...რუსეთმა ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა
რუსეთმა ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსი და სამედიცინო დაწესებულებები. ერთი დღით ადრე, ხარკოვის ენერგოსისტემაზე თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაშავდა.
მეტი...“გუშინ, გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის”- ირაკლი კობახიძე
“გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის – კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით, რომ აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა”- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. „გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას…
მეტი...“ზელენსკიმ მეტისმეტი მოინდომა”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენკიმ მეტისმეტი მოინდომა. „მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ მას მშვიდობა სურს. „მან უნდა თქვას: „მშვიდობის…
მეტი...აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს. ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის სპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს, რადგან ის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ანიჭებს პრიორიტეტს. ”ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების დაწერას ომისთვის შორეულ ქვეყანაში რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის გარეშე”- განაცხადა ლევიტმა. ”ძალიან კარგი იყო, რომ კამერები ტრიალებდნენ, რადგან ამერიკელმა ხალხმა და მსოფლიომ შეძლეს დაენახა, რასთან ჰქონდათ საქმე პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს” – აღნიშნა მან.
მეტი...“რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა ვარ, მაგრამ მაშინ, როცა აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები იქნება”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე მათ. კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის შეკავებას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს რთული იქნება“. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ მაშინ, როცა აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება. „ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. მჯერა, რომ ჩვენ (უკრაინა და აშშ) ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი – ისინი გვხოცავენ. ამერიკა ჩვენი მეგობარია. რუსეთი კი ჩვენი…
მეტი...